ყველაზე უმადური ზოდიაქოს ნიშანი
მორიელი
უმადურ ზოდიაქოს ნიშნებს შორის ასტროლოგები პირველ ადგილს მორიელებს ანიჭებენ.
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გარშემომყოფებისგან ძალიან ბევრს მოითხოვენ და ელიან. მორიელს აქვს მოლოდინი, რომ უნდა ემსახუროთ, რომ მის გამო ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ მისი საქმეები უნდა შეასრულოთ.
მადლობის გადახდა და მადლიერების გამოხატვა კი არ სჩვევიათ. ის თვლის, რომ მისი საქმეების გაკეთება თქვენი ვალდებულებაა.
ასტროლოგები გარანტიას გაძლევენ, რომ რა სირთულის საქმეც უნდა გაუკეთოთ მორიელს, ის მაინც უმადური იქნება.