რა გელით მომავალ კვირაში

ზაფრანი

რა გელით მომავალ კვირაში

23 მაი. 2020, 15:20:49

ვერძი

შვებულებაში გასვლა თქვენთვის ნაადრევია. კარიერაში წარმატების შესაძლებლობა მოგეცემათ.

კურო

სასურველია, ეს დრო მეგობრების წრეში გაატაროთ. კვირის პირველივე დღეებში გამოჩნდებიან ნაცნობები, რომლებიც ფინანსური პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებიან.

ტყუპები

თქვენს პირად ცხოვრებაში უამრავი სიახლეა მოსალოდნელი, ზოგი სასიამოვნო, ზოგიც - არა. კვირის ბოლოს დაღლილობას იგრძნობთ და სასურ­ველია, დასასვენებლად ან საშოპინგოთ წახვიდეთ.

კირჩხიბი

არ იჩქაროთ! უარი თქვით ისეთ შემოთავაზებებზე, რომელიც ერთი შეხედვით აბსურდულად მოგეჩვენებათ. შესაძლოა მან მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები მოგიტანოთ. მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თქვენ ხომ ყოველთვის დინჯად უმკლავდებით პრობლემას. კვირის ბოლოს ყველაფერი მოგვარდება.

ლომი

მომავალი კვირა წარმატებული იქნება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასარკვევად, თუ უფროსების რჩევას გაითვალისწინებთ, პირად ცხოვრებაში კრიზისს აიცილებთ.

ქალწული

საყვარელი ადამიანი ყველანაირად ცდილობს გაგაბედნიეროთ. იყავით მისი მადლიერი. უქმეებზე ერთად ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. მეტად დაისვენეთ.

სასწორი

სარფიანად წარიმართება სამწერლო, ჟურნალისტურ ან საგანმანათლებლო სფეროსთან დაკავშირებული საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ნუ აჰყვებით ინტრიგებს.

მორიელი

ნეგატიური კვირაა სასიყვარულო ურთიერთობისთვის, ნუ აჰყვებით რომანტიკულ გრძნობებს, რადგან შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

მომავალ კვირაში წარმატებას მიაღწევენ ის ადამიანები, რომლებიც მშვიდად მიჰყვებიან ცხოვრების დინებას. კარგი პერიოდია ბიზნესგეგმის შესადგენად.

თხის რქა

ამ პერიოდში შექმნილი პრობლემები მიგანიშნებთ, რომ უფრო მეტი აქტიურობა გმართებთ ბიზნესსა თუ პირად ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.

მერწყული

ძალიან ბევრი გასაკეთებელი საქმე დაგიგროვდათ, რომელთა გადადებაც არ შეიძლება. კვირის მეორე ნახევარში, დაკარგულ დროს აინაზღაურებთ.

თევზები

ამ პერიოდში თქვენი სასიცოცხლო ენერგია უკეთესობისკენ წავა. გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და გუნება-განწყობა. მეტი დრო დაუთმეთ გართობას.




 ახალი ამბები
  • გურული „რაკეტა“ გოგონები: „ჩვენც გავფრინდებით!“ოზურგეთელი გოგონები _ თამარ სირაძე,  ანა ანდღულაძე, ნატა ჩიტაიშვილი  და სალომე ჩაგუნავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორეკურსელები არიან.   ოზურგეთში წარჩინებული სწავლით ცნობილმა მოსწავლეებმა, გასულ წელს წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და თავი სტუდენტურ გარემოშიც გამოიჩინეს. ახლახან მათ, სწორედ სტუდენტური ინიციატივით,  T4C-ის ახალგაზრდული ასოციაცია“ დააფუძნეს, რომლის სიმბოლოსაც   რაკეტა წარმოადგენს.   _ ბევრი ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ოთხი გურული ქალის ერთი იდეის გარშემო გაერთიანების ფაქტობრივი სიმბოლო და…  ორგანიზაციის სიმბოლოდ რაკეტა მოგვაფიქრდა.  რატომ რაკეტა? _ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად ასახავს გურულების პიროვნულ მახასიათებლებს, რაც, საბოლოოდ, მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება,  და კიდევ, რატომ რაკეტა? გაფრენა… შორს... სწრაფად... აი, ამიტომ, _ გვიამბობს „რაკეტა ოთხეულის“ ერთ-ერთი წევრი, თამარ სირაძე. გოგონები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების დროა და მათი ინიციატივა სწორედ ცვლილების შინაარსშია. _ აქცენტი სოციალურ ცვლილებაზე გვაქვს. გავხდით სტუდენტები, თუმცა სტანდარტული ერთფეროვნება ყველაზე ძალიან სტუდენტისთვის არის მოსაწყენი.  ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი, შეგვექმნა ასეთი ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებით პანდემიის პირობებში იფიქრებდა ცვლილებაზე. იურისტების მიზანი ხომ სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციაც არის, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს, აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას. განსაკუთებით გვაინტერესებს, ჩვენს   პროექტებში, რაზეც ახლა ვმუშაობთ, პანდემიის პირობებში მოხალისეობრივი ინიციატივის წამოყენების აქცენტები ჩანდეს. მეტს ჯერ არაფერს ვიტყვით, გვსურს ოპერატიული, გუნდური, ჯგუფური  მუშაობა შევძლოთ, რაც დაგვეხმარება მიზნის სწრაფად მიღწევაში, მოკლედ, ჩვენც გავფრინდებით! _ ამბობენ ისინი. _ აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია „გურია ნიუსთან“. ჩვენი ინიციატივების გახორციელებაში, დარწმუნებული ვართ, ერთობლივი მუშაობა ძალიან დაგვეხმარება, _ გვითხრა თამარ სირაძემ. „გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს „რაკეტა“ ოთხეულს -გოგონებს, რომლებმაც ორიგინალური დაანონსებით, თავიანთი საქმიანობის წარმოჩენის საინტერესო გზავნილი ... ...
  • ხელოვნების ამაგდარი, ლია ბიბილეიშვილი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილესდღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი, ლია ბიბილეიშვილი. 65 წლის ქალბატონი გუშინ, სამტრედიის სამედიცინო ცენტრში, რომელიც კოვიდკლინაკად არის გადაკეთებული, გარდაიცვალა. ლია ბიბილეიშვილი ექვსი დღის წინ მოათავსეს კლინიკაში, სადაც ინფიცირებულებული ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი დღეს საგვარეულო სასაფლაოზე მიიყვანეს, სადაც მასთან გამოსამშვიდობებლად ოჯახის ახლობლები, მეგობრები და კოლეგები მივიდნენ. ლია ბიბილეიშვილი დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს 25 წელია ... ...
  • კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნაკომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა. "გურია ნიუსი" დოკუმენტის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ. "5G ტექნოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ისეთი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი. ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში მისი დანერგვის მიზნით. 5G მომსახურებისთვის სიხშირული რესურსის გასაცემად აუქციონის ჩასატარებლად კომუნიკაციების კომისია საკონსულტაციო დოკუმენტს აქვეყნებს. დოკუმენტი აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ, მათ შორის 5G მომსახურებისთვის ხელმისაწვდომი სიხშირეების, საწყისი საფასურის, ლოტების, საქმიანობის დაწყების, დაფარვის და სხვა ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. 5G მომსახურებისათვის განკუთვნილი სიხშირეები, საწყისი საფასური და სხვა პირობები კომუნიკაციების კომისიამ კომპანია Ernst & Young-ის ექსპერტების ჩართულობით, ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა. აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას სიხშირული რესურსი დროებით სარგებლობაში 15 წლის ვადით გადაეცემა. დაფარვის ვალდებულებების შემუშავებისას კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით იხელმძღვანელა. საკონსულტაციო დოკუმენტის თანახმად, კომპანიები ვალდებულები იქნებიან 2-7 წელიწადში ეტაპობრივად დაფარონ კონკრეტული გეოგრაფიული არეალები, რომლებიც მოიცავენ როგორც დასახლებულ პუნქტებს, ასევე, საგზაო მაგისტრალებს, აეროპორტებს, პორტებსა და რკინიგზას. იმისთვის, რომ 5G ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მაქსიმალურად იყოს გაანალიზებული, კომუნიკაციების კომისია დაინტერესებულ მხარეებს და ტელეკომ ოპერატორებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ საკონსულტაციო დოკუმენტს და წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები 2020 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით", _ აღნიშნულია ... ...
  • ზურაბ ნასარაია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო (R)რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები ფინანსდება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, მოეწყო ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები. ასევე, შეიცვლება გარე განათების სისტემა, მიმდინარეობს ორი სტადიონის მშენებლობა ქ. ლანჩხუთში. ღრმაღელე-ომფარეთის გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო. სოფელ ღრმაღელეში დაგეგმილია ასევე 7 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში სოფელ მაჩხვარეთში რეაბილიტირდა ხიდი. სამუშაოების მიმდინარეობას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ,,ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში“ , _ ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ანალიტიკური ორგანიზაცია ,,ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიის დროს განაცხადა. ,,პირველი - ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა. ასე რომ, არსებობს სახელმწიფოს ნატო-ში მიწვევის პრეცედენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, _ განაცხადა გენერალმა ჰოჯესმა. ამერიკელმა გენერალმა, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ,,ვიმედოვნებ, ახალ ადმინისტრაციას ექნება მრავალმნიშვნელოვანი სტრატეგია, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობები რუსეთთან, ჩინეთთან და ამ რეგიონთან. ძალიან ვამაყობ ამერიკის საელჩოს გუნდით თბილისში, ამერიკის საელჩოს გინდით კიევში, ჩვენ დიდებული დიპლომატები გვყავს და ისინი მუშაობენ, რომ წარმოადგინონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მათ არ მიეწოდებათ სტრატეგია, რომლითაც ამერიკული  კონტრიბუციის და ძალისხმევის თავმოყრა მოხდებოდა. ეს არის ის, რაც გვაკლია. ამერიკას სჭირდება სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის. ჩვენ არ გვჭირდება სტრატეგია საქართველოსთვის ან სტრატეგია უკრაინისთვის, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკა საქართველოსთვის და პოლიტიკა უკრაინისთვის, რომელიც შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიის ნაწილი იქნება. საქართველომ, უკრაინამ და ამ რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა ძალისხმევა უნდა გააერთიანონ, რათა გაიზარდოს ცნობადობა და მიმზიდველი გახდნენ ეკონომიკური ინვესტიციებისთვის. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია საქართველომ და უკრაინამ სხვადასხვა მიმართულებებით განამტკიცონ ურთიერთობები, თუნდაც გააუმჯობესონ თანამშრომლობა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კუთხით“, _ განაცხადა ბენ ჰოჯესმა. ასევე, მან აღნიშნა, რომ ყირიმის პორტიდან გამოსული გემი შავი ზღვის რეგიონის არცერთმა ქვეყანამ არ უნდა შეუშვას საკუთარ პორტში. ,,ამ რეგიონში არცერთმა პორტმა არ უნდა შეუშვას ყირიმის პორტიდან გამოსული გემი რომელიმე პორტში, რადგან ეს არაკანონიერია. ყველა თანხმდება, რომ ყირიმი უკანონოდ არის ოკუპირებული.  პრეზიდენტმა პოროშენკომ ყველა პორტი დახურა ყირიმში, მაგრამ რუსეთი კვლავ განაგრძობს მათით სარგებლობას.  საქართველომ აქ უნდა შეასრულოს წამყვანი როლი, მაგალითად სევასტოპოლიდან გამოსულ გემებს არ უნდა შეეძლოთ ბათუმში ან ფოთში შესვლის საშუალება, ან თურქეთში შესვლა“ - აღნიშნა გენერალმა ბენ ჰოჯესმა . მან, ასევე, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია  უფრო მეტი და მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება და საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...