რა შეიძლება გახდეს დედასთან ჩხუბის მიზეზი


ზაფრანი

რა შეიძლება გახდეს დედასთან ჩხუბის მიზეზი

24 ნოე. 2020, 17:04:28

ვერძი - თუ თქვენი დედიკო ვერძის ზოდიაქოს ნიშნისაა, ის არის ადამიანი, რომელიც გიჟდება თქვენთან ერთად გართობაზე, ნებისმიერ ადგილას წამოგყვებათ და საინტერესო თავგადასავლების გამოცდილებას თქვენ გვერდით მიიღებს. მან იცის თანამედროვე მოდის ტენდენციები და ცდილობს ყველაფერში გაგიგოთ. კონფლიქტი ვერძ დედებთან იმ შვილებს მოსდით, რომლებიც ინტროვერტები არიან, რომლებსაც სახლში ყოფნა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა უყვართ.

კურო - თუ თქვენი დედიკო კუროა, ის საოცრად მზრუნველი ადამიანია, რომლისთვისაც ოჯახი უმნიშვნელოვანესია. ამაყობს თავისი შვილებით, ოჯახით, მაგრამ თავისი მზრუნველობით ზოგჯერ აჭარბებს. პანიკაში ვარდება, როცა სახლში არ ხართ ან თუ გვიან ღამემედე დროს მეგობრებთან ერთად ატარებთ. ამ დედებს სურთ, რომ შვილი მუდამ სახლში იყოს და თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს, რაც შვილებთან კონფლიქტის მიზეზი ხდება.

ტყუპები - ეს დედები გიჟდებიან კომუნიკაციაზე, მუდამ ისტორიებს, ამბებს უყვებიან თავიანთ შვილებს, მაგრამ ზოგჯერ შვილები არ არიან ამ ისტორიების მოსმენის განწყობაზე და არ სურთ საუბარი, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდება. ტყუპი დედა ვერ იგებს, თუ როგორ შეიძლება ადამიანს საუბარი არ უნდოდეს, ამიტომაც, თუ თქვენ ინტროვერტი ხართ, დედა კი ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისაა, დიდი ალბათობით, ხშირად გაქვთ მასთან კონფლიქტი.

კირჩხიბი - კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის დედიკოები ყველაზე მზრუნველები არიან, თუმცა ხშირ შემთხვევაში ზედმეტი მოსდით და შვილებს მცირედ თავისუფლებასაც კი არ აძლევენ, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდება.

ლომი - ეს დედები მუდამ მომართულები არიან შვილების დაცვისკენ და მზად არიან გადაეფარონ მათ ნებისმიერი საფრთხის დროს. იმდენად ეშინია, რომ შვილი რაიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რომ მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუშალოს შორ მანძილზე წასვლაში და სხვადასხვა აქტივობებში, რაც კონფლიქტს იწვევს.

ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის დედიკოები პერფექციონისტები არიან და შვილისგან მაქსიმუმს ითხოვენ, სურთ, რომ ყველაფერი სრულყოფილად გააკეთონ და როცა შვილს რაიმე ისე არ გამოსდის, როგორი მოლოდინიც დედას ჰქონდა, ეს კონფლიქტის მიზეზი ხდება.

სასწორი - სასწორ დედებს სჯერათ, რომ შვილებს დიდი დოზით უნდა მისცენ თავისუფლება. ისინი ცდილობენ შვილებს არ დაეხმარონ და ამით ასწავლონ თუ როგორ დაძლიონ სირთულეები დამოუკიდებლად. თუმცა ზოგჯერ, ამ კუთხით აჭარბებენ და სასწორების შვილებს ხშირად აქვთ განცდა, რომ დედა მათ გვერდით სათანადო დროს ატარებს. სწორედ ეს ხდება კონფლიქტის მიზეზი.

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები შვილებისგან მკაცრად ითხოვენ დისციპლინის დაცვას. მორიელი დედა ქმნის შვილისთვის გარკვეულ წესებს და მოითხოვს, რომ ამ წესებს დაემორჩილოთ. ხოლო თუ მის მიერ დადგენილ წესებს გადაუხვევთ, რამეს განსხვავებულად ან განსხვავებულს გააკეთებთ, ის ძალიან გაბრაზდება და ყოველივე შესაძლოა კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

მშვილდოსანი - ის თავისუფლების მოყვარული დედიკოა, რომელიც უზიარებს შვილს თავის გამოცდილებას. ამ დედებს იშვიათად აქვთ სერიოზული დედა-შვილური საუბრები შვილებთან. მუდამ თავგადასავლების ძიებაზე არიან კონცენტრირებულნი. შვილებს კი დედა სჭირდებათ, რჩევის მიმცემი, ისეთი, რომელიც ხელს კი არ შეუწყობს თავზეხელაღებულ ქმედებებში, არამედ დაამშვიდებს და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. მშვილდი დედა ხშირად ბავშვურ ხასიათს იჩენს და შვილს მასთან კონფლიქტი კი არ მოსდის, უბრალოდ, მისი ნდობა აქვს დაკარგული და დასახმარებლად არ მიმართავს.

თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები ცივები არიან და ზოგჯერ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას იჩენენ შვილების მიმართ. მათ შვილები ხანდახან დედის სიყვარულის ნაკლებობას განიცდიან, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდება.

მერწყული - დედობა მერწყულისთვის რთულია, რადგანაც არ შეუძლია სხვებზე ზრუნვა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მერწყული ცუდი დედაა. ის კრეატიული ქალია და შვილს ეხმარება, რომ განსხვავებულად აღიქვას სამყარო, უვითარებს წარმოსახვის უნარს, მაგრამ ზოგჯერ შვილებისთვის მომაბეზრებელია ის, რომ დედა მუდამ ოცნებებში დაფრინავს და არაეალური ფიქრები აქვს, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდება.

თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნის დედიკოები ძალიან თბილები და მოსიყვარულეები არიან. ის ნებას მოგცემთ გააკეთოთ ის, რაც გსურთ, მაგრამ არასოდეს მოგცემთ ზედმეტ ფულს და მკაცრად განგისაზღვრავთ ბიუჯეტს. ამას იმისთვის აკეთებს, რომ ფულის ყადრი ისწავლოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ყოველივე კონფლიქტის მიზეზი ხდება.




 ახალი ამბები
  • ნინო ლომჯარია: "არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება"დღეს, ქალაქ ბათუმში გამართულ აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.  “გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ _ წერს ფეისბუქზე ნინო ... ...
  • “სპონტანურად ათენას მივამსგავსე“ _ თოვლის ქანდაკება ვაკიჯვარშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრებმა მიხეილ თავბერიძემ თოვლისგან ათენას ქანდაკება გააკეთა. “სპონტანურად ათენას მივამსგავსე“, - გვითხრა მიხეილ თავბერიძემ. მიხეილ თავბერიძე მხატვარია. ის სხვადასხვა კონკურსის არაერთგზის ... ...
  • “სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის“ დღეს, ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს აქციის  მონაწილემ ნაგავი გადააყარა თავზე. პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე ეხმაურება. “ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება,“ - წერს ფეისბუქზე სალომე ... ...
  • "ორი ალუბალივით ედებათ ინჯია და ელისაშვილი"- უგულავა„რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწყვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ“ - არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პასუხობს. უგულავას თქმით, 51 დეპუტატმა უკვე მიმართა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ამრიგად საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ლეგიტიმაცია მორღვეულია როგორც ოპოზიციური, ისე ქართული ოცნების ამომრჩევლისაგან, მას შემდეგ, რაც  „გაურკვეველი მიზეზებით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი“.  „51 დეპუტატმა უკვე მოგმართათ დეკემბრის ბოლოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ასე, რომ უდიდესი უმრავლესობა ქართული ოპოზიციის, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია მაზე, რომ ეს არის ერთპარტიული,მიტაცებული პარლამენტი, ძალაუფოება მიტაცებულია, პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ლეგიტიმაცია მორღვეულია ოპოზიციის ფლანგიდან და ოპოზიციური ამომრჩევლიდან, ისევე როგორც მორღვეულია უკვე ქართული ოცნების ამომრჩევლისგან, მას შემდეგ რაც გაურკვეველი მიზეზებით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა მათი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებზე, როდის შეიძლება ჩაინიშნოს, როდის შეიძლება იყოს ქვეყნისთის ოპტიმალური, ეს რათქმაუნდა უნდა იყოს საუბრის თემა, მეორე საუბრის თემა არის პლიტპატიმრები, პოლიტპატიმრების პირობებში არჩევნების ჩატარება ყოველთის იქნება სათუო და კითხვის ნიშნების შემცველი, მესამე, საარჩევნო რეფორმა, რომელზეც როგორც ჩვენ მოვისმინეთ ნაწილობრივ მაინც ქართული ოცნება, ჩვენს გარეშეც ვალდებულია გააკეთოს, ამიტომ ნურავინ ამ ვალდებულებას მათ მიღწევად ნუ წარმოაჩენს. ეს არის საკითხები, რომლებზეც  ჩვენ მზად ვართ მათ ვესაუბროთ, ექნებათ სურვილი ვისაუბრებთ, არ ექნებათ სურვილი და მათი ქმედებაა დარჩენილი,  შეუძლია შეწყვიტონ უფლებამოსილება და ოფიციალურად გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი და შესაბამისად,ორი  ალუბალივით ედებათ  ინჯია და ელისაშვილი“,_ განაცხადა ... ...
  • ბათუმში დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს"მონა", "მოღალატე" - ამ სიტყვებით დაატოვებინეს აქციის მიმდებარე ტერიტორია აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ბათუმში და თავზე ნაგავი დააყარეს. ცნობისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილი „გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიაში მე-6 ნომერი იყო.  დეკემბერში კი განაცხადა, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში შედიოდა და დროებით იჩერებდა „რესპუბლიკური“ პარტიის წევრობას. დღეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე მყოფი ბათუმელები ამტკიცებენ, რომ, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა უკანონოდაა გაცემული და მასში კორუფციულ გარიგებას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....