რა უნდა მივირთვათ, რომ არ დავბერდეთ

ზაფრანი

რა უნდა მივირთვათ, რომ არ დავბერდეთ

2019 თებ 6 09:21:00

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთ პროდუქტს გენების გამაახალგაზრდავებელი უნარი გააჩნია

შავი შოკოლადი

საუბარია შოკოლადზე კაკაოს მაქსიმალური შემცველობით. კაკაო შეიცავს ანტიოქსიდანტს, რომელიც ფლობს ფენომენალურ შესაძლებლობას დაიცვას ორგანიზმი სხვადასხვა ინფექციისგან. უპირველეს ყოვლისა, ეს ნივთიერება სასარგებლოა კანისთვის. ამიტომ კაკაო – უბრალოდ აუცილებელია ქალებისთვის, რომელთაც სურთ შეინარჩუნონ ახალგაზრდა კანი ხანდაზმულ ასაკში. ამასთან, მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის თანახმადაც შავი შოკოლადის დაახლოებით 60 ჰორმონი ხელს უშლის არტერიების შევიწროვებასა და დახშობას. აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციასა და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნის ალბათობას. გარდა ამისა, კოფეინი და თეობრომინი, რომელსაც ეს მწარე ნუგბარი შეიცავს, ადამიანის შრომისუნარიანობისა და შემოქმედებითი აქტივობის სტიმულირებას ახდენს.

ორაგული

ორაგული და ცივ წყლებში მობინადრე თევზის სხვა სახეობები, უნდა მიიღოთ რეგულარულად. ასეთი თევზი შეიცავს ცხიმოვან მჟავას ომეგა -3 და ანტიოქსიდანტებს, ასევე წარმოადგენს ცილების წყაროს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ქსოვილის სტრუქტურისთვის. ყველა ეს სამი ელემენტი წარმოადგენს საკვანძო ნივთიერებას ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად, რამდენადაც მათი შემცველობა რაციონში იმ გენების აქტივაციას უწყობს ხელს, რომელიც ორგანიზმს აახალგაზრდავებს.

დარიჩინი

ეს სანელებელი არა მხოლოდ დახვეწილ გემოს აძლევს ზოგიერთ კერძსა და სასმელს, არამედ სიცოცხლის გახანგრძლივების უნიკალურ საშუალებას წარმოადგენს. დარიჩინი შაქრის დონეს არეგულირებს სისხლში, აუმჯობესებს ტვინის მუშაობასა და ზრდის კონცენტრაციის უნარს. ანტიოქსიდანტებს, რომელსაც დარიჩინი შეიცავს, შეუძლია მელანომას წარმოქმნის რისკი შეამციროს.

სოკო

თანამედროვე დიეტების უმრავლესობაში სოკო არ შედის. ითვლება, რომ ეს მძიმედ მოსანელებელი პროდუქტია და არ შეიცავს განსაკუთრებულად ღირებულ საკვებ ნივთიერებებს. თუმცა, ბოლო წლებში კვლევები უფრო ხშირად აჩვენებს, რომ ზოგიერთი სახეობის სოკოს სასარგებლო გავლენა აქვს იმუნურ სისტემაზე, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და აძლიერებს ღვიძლს. კონკრეტულად სოკო შიტაკი უამრავ სასარგებლო ანტიოქსიდანტს შეიცავს. პოპულარული ხის სოკო კი მდიდარია რკინით, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმელებისა და შარდ-სასქესო სისტემისთვის. ამას გარდა, სოკოს ბევრი სახეობა მდიდარია D ვიტამინით, ამიტომაც განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვინც მზეზე იშვიათად გადის.

წიწმატი

ამ პროდუქტის შემთხვევაშიც საქმე ანტიოქსიდანტებს ეხება, რომელიც იმუნური სისტემის ბრძოლის უნარს აძლიერებს ინფექციებისა და მავნე ნივთიერებების მიმართ. ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, რომელიც ორგანიზმის დაბერების პროცესში მთავარ აგენტს წარმოადგენს. წიწმატის თითქმის ყველა სახეობის ქიმიური შემადგენლობა პრაქტიკულად ერთნაირია. ეს გახლავთ კაროტინი, А, Е, С, К, D, РР და В ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინი, მინერალები: ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი; ასევე, ცილები, ნახშირწყლები, ეთერზეთები, გლიკოზიდი, ალკალოიდი ლეპიდინი, ფლავონოიდები და ზეთი. წიწმატის რეგულარული მოხმარება ორგანიზმში ზოგიერთი გენის აქტივაციას იწვევს, რომელიც იმუნური სისტემისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებას გამოიმუშავებს.

შალფეი

უკვე რამდენიმე ათასწლეულია რაც შალფეი სამკურნალო მცენარედ ითვლება, თუმცა ექიმები ხშირ შემთხვევაში არასერიოზულად ეკიდებიან მას, ისევე როგორც სხვა "ხალხური მედიცინის" ბევრ საშუალებას. ეს არასწორი მიდგომაა. შალფეის  თესლი, მდიდარია ცხიმოვანი მჟავა ომეგა–3-ით, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი ორგანიზმის გაახალგაზრდავების პროცესზე. ამას გარდა, შალფეის თესლში Е ვიტამინისა და კალცის მაღალი კონცენტრაციაა, რომელიც აუცილებელია ძლოვანი ქსოვილისთვის.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი დიდი რაოდენობით კატეხინებს შეიცავს – ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, რომელიც ხელს უშლის დაბერების პროცესს და ხელს უწყობს გახდომის პროცესს. ამ კვლევის თანახმად, მწვანე ჩაის რეგულარული გამოყენება 15-20% -ით უფრო აჩქარებს ცხიმების წვას ორგანიზმში. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ ის გენებისთვის სერიოზულ "ჩამრთველს" წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმს სიმსივნისგან იცავს. მაგალითად, მკერდის კიბო ქალებში და პროსტატის სიმსივნე კაცებში. ამასთან, მწვანე ჩაი აახალგაზრდავებს კანს და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

წითელი ღვინო

ერთადერთი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც რეკომენდირებულია რეგულარული მოხმარებისთვის. საქმე რესვერატროლს ეხება – აქტიურ ფერმენტს, რომელიც ორგანიზმში ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას, ბლოკავს რა ცხიმოვანი უჯრედების რეცეპტორებს. გარდა ამისა, რესვერატროლს, ბოლო დროინდელი კვლევების თანახმად, შეუძლია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და სიმსივნის პრევენციაც კი მოახდინოს. ასევე, წითელი ღვინო ამაგრებს ძვლებს. თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქალებს ეხებათ. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ღვინო ზრდის ქალის ჰორმონის –ესტეროგენის დონეს, რის შედეგადაც ნელდება ოსტეოპოროზის პროცესი. თუმცა, აქ მთავარია დოზას არ გადაამეტოთ – დღეში მხოლოდ 1 ჭიქა და ისიც წითელი ღვინო.

კოჭ

ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ელემენტი ჭარბ წონასთან ბრძოლაში. კოჭა შიეცავს ეთერზეთებს, რომელიც კუჭის წვენის გამომუშავებას უწყობს ხელს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ამის ხარჯზე ორგანიზმი უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს და ცხიმოვან უჯრედებს წვავს. ასევე, ზოგიერთი კვლევები გვიჩვენებს, რომ კოჭას რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. დღეში 2 გრ. კოჭა საკმარისია იმისთვის, რომ სისხლში შაქრის დონემ 20%-ით დაიწიოს. სხვა სიტყვებით – ის ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას.

გრეიფრუტი

დიდ ხანია ცნობილია გრეიფრუტის სასარგებლო თვისებების შესახებ და ეს ეჭვს არ იწვევს. ახალი კვლევები მხოლოდ ამყარებს მიღებულ მონაცემებს და გვიჩვენებს, რომ გრეიფრუტს სათანადოდ არ აფასებენ. ის არა მხოლოდ დიდი რაოდენობით ვიტამინ С შეიცავს, ასევე სისხლში ინსულინის დონის დარეგულირების უნარი აქვს. გრეიფრუტი შეიცავს ცხიმების დამწველ ნივთიერებებს: ინოზიტოლს და პექტინს. ხელს უწყობს საკვების მონელებას და ღვიძლის აქტივაციას. ამას გარდა, ის არეგულირებს სისხლძარღვების მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ახდენს ნერვიული სისტემის ტონიზირებას, ეხმარება აპათიის დაძლევაში, ამახვილებს ყურადღებასა და მეხსიერებას, ხსნის დაღლილობას. ზოგადად მას ყველაზე სასარგებლო ციტრუსად მიიჩნევენ.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...