რამდენად ხშირად იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები?

ზაფრანი

რამდენად ხშირად იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები?

21 აგვ. 2018, 13:40:17

ვერძები იტყუებიან მხოლოდ გადასარჩენად. თუ მათ არ უნდათ რაღაცის გაკეთება, შეუძლიათ მილიონობით მიზეზი მოიფიქრონ და თავი დააღწიონ ვალდებულებას ან თხოვნას. თანაც იფიცებიან, რომ აუცილებლად დაგეხმარებიან, როგორც კი დროს გამონახავენ. და ამაშიც იტყუებიან... მათი ტყუილში გამოჭერა, როგორც წესი, ძალზე ადვილია. საკმარისია უბრალოდ გაანალიზოთ მათი "მიზეზები" - თითქმის ყოველთვის, ამ მიზეზებში ლოგიკური ძალიან ცოტაა.

კუროებისთვის ტყუილი ხელოვნებაა! ისინი გამუდმებით ქსოვენ ტყუილის ქსელს, რათა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინონ გარშემომყოფებზე. ყველაზე ხშირად კურო ტყუილს იყენებს მაშინ, როდესაც ვინმე სთხოვს ფულს სასესხებლად. თუმცა მანამდე მოგიყვებიან როგორ დაურიცხეს პრემია, როგორ დახარჯეს 2000 დოლარი კაზინოში, გამოცვალეს ახალი „პორშესთვის“ კიდევ უფრო ახალი საბურავები. ასევე ხშირად იტყუებიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. მამაკაც კუროს შეუძლია დაიფიცოს ტელეფონზე საუბრისას, რომ საქმიან შეხვედრაზეა, მიუხედავად იმისა, რომ ისმის მუსიკა და ქალის ხითხითი. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ყველაფრის მიუხედავად მათ შეუძლიათ მსხვერპლის გაცურება. ზოგჯერ გარშემომყოფები ისეთი მოხიბლულები არიან კუროთი, რომ მზად არიან ჩაყლაპონ მილიონობით ტყუილი, ოღონდაც მათ გვერდით იყვნენ. ზოგი კი უბრალოდ არ აღიქვამს კუროს სერიოზულად და მის ტყუილს ბავშვურობას მიაწერს.

ტყუპები არ ცრუობენ, ისინი თამაშობენ. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ხსნიან მიდრეკილებას ტყუილისადმი. ხანდახან ტყუილს იყენებენ, რათა დაარწმუნონ მოწინააღმდეგეები სიმართლეში, ზოგჯერ კი იმისთვის, რომ მატერიალური სარგებელი ნახონ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლიათ გაასაღონ დაბალი ხარისხის ნივთები მაღალი ხარისხის ნივთებად. ისინი ვირტუოზულად იტყუებიან, წამის მეათასედში შეუძლიათ მილიონობით ტყუილის მოფიქრება. ამასთანავე შეუძლიათ ყალბი ფაქტები მოიყვანონ ტყუილის დასამტკიცებლად. ასე, რომ ფრთხილად იყავით მათთან ურთიერთობაში.

კირჩხიბს ტყუილი ზარავს და თუ მაინც იყენებს მას, მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ როდესაც სიმართლის თქმა უბრალოდ არ შეიძლება. მაგალითად, ეტყვიან ბავშვს, რომ "ძაღლმა ახალი პატრონი იპოვა", იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი მოკვდება ან "მამა წავიდა შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ", თუ კი მამამ მიატოვა ოჯახი. ამით კირჩხიბი იცავს ახლობელ ადამიანებს ტკივილისგან. ტყუილი თვითგადარჩენისთვის კირჩხიბებისთვის ღირსების შელახვაა. ისინი ცდილობენ რეალური ისტორიებიც არ გაალამაზონ, რადგან შიშობენ ზედმეტად არარეალური არ გამოვიდეს. ამრიგად, კირჩხიბი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იტყუება, ესე იგი მაშინ, როდესაც ფიქრობს, რომ კეთილ საქმეს სჩადის.

ლომები იტყუებიან მეფურად. მათთვის აუცილებელია შეინარჩუნონ მეფური მდგომარეობა, ამიტომ ხშირად ტყუილი მათი ცხოვრების ნაწილი ხდება. ლომის გამოაშკარავება საკმაოდ რთულია - ის იმახსოვრებს თავისი ტყუილის ყოველ დეტალს, არ ფერხდება შეკითხვების დროს, ამიტომ გარშემომყოფები ფაქტობრივად იძულებულები არიან დაიჯერონ ტყუილები.

ქალწულები იტყუებიან ხშირად, მაგრამ მოუხერხებლად. ისინი ტყუილს იმდენად არაბუნებრივად ამბობენ, რომ ყველაზე მიამიტი ადამიანიც კი განარჩევს სიმართლისგან. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ტყუილი ქალწულს აკომპლექსებს. ისინი წითლდებიან, ადგილს ვერ პოულობენ, ენა ებმებათ. უფრო ხშირად იტყუებიან კაცი ქალწულები, რადგან მდედრ ქალწულებს ფაქტობრივად არც სჭირდებათ ტყუილი. თუკი კაც ქალწულს ღამის სამ საათზე დაუსვამთ კითხვას "სად ხარ?" შეიძლება მისგან მიიღოთ სრულიად პარადოქსული პასუხი: "საცობში ვარ". ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის იმდენად აუტანელია ტყუილის თქმა, რომ მზად არიან მოთმინების ბოლო წვეთამდე იმუშაონ, ოღონდ სიცრუეს თავი აარიდონ.

სასწორი იტყუება და შემდეგ თავს კიცხავს ამის გამო. თუმცა ძირითადად ისინი საკუთარ თავსვე ატყუებენ. ყველაზე ხშირად ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მოიპოვონ სულიერი წონასწორობა. ირწმუნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა, მაშინ, როდესაც უარესი შეუძლებელია იყოს.

მორიელი. ტყუილი - ეს არის ატმოსფერო, რომლითაც მორიელმა თავისი მსხვერპლი უნდა მიიზიდოს. თუ მორიელი ამბობს, რომ ის არის ყველაზე უბედური ადამიანი მსოფლიოში, ესე იგი, თქვენ მოგიწევთ მოისმინოთ ყველაზე საშინელი ისტორიები ავტოკატასტროფებსა, სტიქიურ უბედურებებზე, სომალელ ბავშვებზე და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს კი მხოლოდ შეცოდების მიზნით ყვებიან. ხოლო თუ მათ უნდათ თავი გაასაღონ, როგორც მისტიკოსმა, მოემზადეთ, რათა მოისმინოთ ყველაზე სასტიკი მისტიური ისტორიები მოჩვენებებსა და მკვდრებზე. მათი ტყუილი იმდენად საშინელია, რომ რეალობის შეგრძნებას მთლიანად კარგავთ.

მშვილდოსანი დიდი ენთუზიაზმით იტყუება, მაგრამ უხეიროდ, თანაც უმეტეს შემთხვევაში უმიზნოდ და დროის გასაყვანად. მათი ტყუილი აღიზიანებთ გარშემომყოფებს. ამ ნიშნის ხასიათიდან გამომდინარე, მშვილდოსანს უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, რომ მათზე მართალი შეიძლება ვინმე იყოს. ამიტომ ყოველი ნაბიჯისას, ისინი ადგენენ დაუსრულებელ წვრილმანებს, რომელიც რეალობას შეჰმატებს ტყუილს. ხოლო მაშინ, როცა ვინმე გამოიჭერს ტყუილში, მშვილდოსანი უბრალოდ უარს იტყვის თავის ნათქვამზე და დაიწყებს მტკიცებას, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს.

თხის რქა იყენებს ტყუილს, როცა მატერიალური მდგომარეობა მოითხოვს ან საქმე დაწინაურებას ეხება. ამ ნიშნის წარმომადგენლები იმდენად შეპყრობილი არიან ფულის სიყვარულით, რომ მზად არიან თვეების განმავლობაში აცხოვრონ ნაცნობები თუ ახლობელი ადამიანები. ამასთანავე თხის რქას სწამს თავისი სიცრუისა. ისინი თითქოს ორ განზომილებაში ცხოვრობენ - რეალურში და წარმოსახვითში, სადაც ისინი კიდევ უფრო წარმატებულები და მდიდრები არიან.

მერწყული არ იტყუება, ის უბრალოდ არ ამბობს სიმართლეს ბოლომდე. ეს ხდება არა იმიტომ, რომ სურთ ვინმეს ავნონ, არამედ იმიტომ, რომ ასეთ იდუმალ არსებებად იბადებიან. ამ ნიშნის წარმომადგენლები მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან, ამიტომაც ჰგონიათ, რომ მათი ცხოვრება, მხოლოდ მათვე აინტერესებთ. ამიტომ გარშემომყოფებს არაფერს უყვებიან, რადგან ბოროტმა ძალებმა არ ავნონ. თუ მერწყული ამბობს დაუფიქრებელ ტყუილს, ესე იგი ის ამ ადამიანს საერთოდ არ ენდობა და სურს სასწრაფოდ მოიშოროს თავიდან. სხვა მხრივ, ძალიან ფრთხილები არიან, რადგან არ სურთ პრობლემები შეექმნათ.

თევზები არ იტყუებიან, არამედ ფანტაზიორობენ. გამოაქვთ სააშკარაოზე თავიანთი შინაგანი, ყველანაირად მდიდარი სამყარო, რაც ხშირად დაცინვის საგანიც კი ხდება. ქალი თევზები ხშირად იტყუებიან, რომ ჰყავთ თაყვანისმცემელი, რომელსაც ამკობენ იდეალური მამაკაცის თვისებებით. პრინციპში, მათ თაყვანისმცემლის აღწერა ფრიად დამაჯერებლადაც გამოსდით, ისინი ხომ მთელ მრავალმოქმედებიან სპექტაკლს დგამენ სახელწოდებით "როგორ აიღო ჩემმა შეყვარებულმა მართვის მოწმობა" ან "როგორ გავატარეთ მე და ჩემმა სიყვარულმა უქმეები". თევზების გაკიცხვა ტყუილისთვის ფაქტობრივად აბსურდია, რადგან მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ გამოვიდნენ რეალობაზე და თავი დაიმკვიდრონ. სხვათა შორის, ისევე როგორც მერწყულები, თევზებიც კარგად არჩევენ სხვის ტყუილებს რეალობისგან.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...