როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა

ზაფრანი

როგორ ადამიანთან ვერ გექნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობა

18 ოქტ. 2020, 12:00:17

ვერძი: სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ადამიანი - ყველა თანხმდება, რომ ტექნოლოგიები თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩვენ არ შეგვიძლია ამ რეალობას გავექცეთ, მაგრამ აუცილებელია, საკუთარ თავს ლიმიტი დავუწესოთ. ვერძებისთვის ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია სწორედ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ადამიანის გვერდით ყოფნა. ვერძს სურს, რომ გვერდით ყურადღებიანი და მზრუნველი პარტნიორი ჰყავდეს და არა ის, ვინც 24 საათს „ფეისბუქის“ „სქროლვაში“ ატარებს.

კურო: ის ზარმაც ადამიანებს ვერ იტანს - კუროებს უყვართ შრომა და ასეთი ხასიათი აქვთ ბუნებრივად. მათ არ აშინებთ არანაირი სამუშაო და ვერ იტანენ ზარმაც ადამიანებს. ის ვერაფრით გაჩერდება ზარმაცი ადამიანის გვერდით.

ტყუპები: მათ უჭირთ სავარჯიშო დარბაზის მოყვარული ადამიანების გვერდით ყოფნა - ვგულისხმობთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვარჯიშისა და წონაში დაკლების გარდა არაფერი ადარდებთ. რა თქმა უნდა, ტყუპებს თავადაც უყვართ ვარჯიში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ცხოვრებაში ვარჯიშის გარდა არაფერი არსებობს.

კირჩხიბი: ის ვერ გაჩერდება ისეთი ადამიანის გვერდით, რომელსაც არ უყვარს ბავშვები - კირჩხიბებს უყვართ დიდი დროის გატარება ოჯახის წევრებთან ერთად, მათ შეუძლიათ ნამდვილი და მყარი ოჯახი შექმნან. ოჯახი მათთვის უმთავრესია. ის ვერ იცხოვრებს ისეთი ადამიანის გვერდით, რომელსაც არ უყვარს ბავშვები და პატივს არ სცემს ოჯახს, რომელსაც არ შეუძლია იმხიარულოს და სიამოვნებით გაატაროს დრო ოჯახურ გარემოში.

ლომი: ის ვერ გაჩერდება ისეთი ადამიანის გვერდით, რომელსაც არ შეუძლია ყურადღება გამოხატოს და კომპლიმენტები უთხრას - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ეჭვიანები არიან და სურთ, რომ საყვარელი ადამიანი მათ მიმართ მუდამ ყურადღებას გამოხატავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ფიქრობს, რომ გადაიყვარეს.

ქალწული: ისე ვერ იტანს წვეულებებზე გაგიჟებულ ადამიანებს - წვეულება, მხიარულება, ცეკვა ყველას უყვარს, თუმცა ჩვენი ქალწული მეგობრები გამონაკლისები არიან. თუ შაბათ-კვირას წვეულებებს სტუმრობენ, ასეთ შაბათ-კვირას ისინი დაკარგულად თვლიან. ის ეძებს სერიოზულ ურთიერთობას, სადაც ნაკლები წვეულებაა. ის ხალხმრავალ ადგილებს ყოველთვის განმარტოებას ამჯობინებს.

სასწორი: ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის მოსაწყენ ადამიანთან ცხოვრებაა ყველაზე რთული - სასწორის ნიშნის ადამიანი ძალიან კომუნიკაბელურია და მის გარშემო ყოველთვის ბევრი ხალხია. სასწორებს უყვართ ადამიანები, რომლებიც მათსავით მარტივად შედიან კომუნიკაციაში. თუ გვერდით მოსაწყენი ადამიანი ჰყავს, ის მალევე გაწყვეტს მასთან ურთიერთობას.

მორიელი: ის ვერ იტანს მატყუარა ადამიანებს - მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები იდუმალი ხასიათით გამოირჩევიან. როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობას ეხება, ისინი პატიოსნებასა და გულწრფელობას მოითხოვენ. ტყუილს მორიელი არასოდეს გაპატიებთ.

მშვილდოსანი: ის არ გაჩერდება ისეთი ადამიანის გვერდით, რომელსაც ცხოვრებაში არანაირი ამბიცია არ აქვს - მშვილდოსნები ძალიან ამბიციურები არიან და მუდამ სიმაღლეებისკენ ისწრაფვიან. საოცრად შრომისმოყვარეები არიან და გვერდითაც სწორედ ასეთი ადამიანი სურთ - შრომისმოყვარე, ამბიციური და მიზანდასახული. მშვილდოსანს ვერ ექნება წარმატებული ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც არანაირი მოტივაცია და მიზანი არ გააჩნია.

თხის რქა: მათ არ უყვართ მფლანგველები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები პრაგმატულები არიან. ისინი ყველაფერს დიდი სიფრთხილით აკეთებენ. განსაკუთრებულ სიფრთხილეს კი იჩენენ მაშინ, როცა საქმე ფინანსებს ეხება. ის ზედმეტად თანხას არასოდეს დახარჯავს და შესანიშნავად შეუძლია ბიუჯეტის მართვა. თხის რქისთვის აუტანელი იქნება ისეთ ადამიანთან ცხოვრება რომელმაც ფულის ყადრო არ იცის და მფლანგველია.

მერწყული: მერწყულს არ უყვარს ის ადამიანი, რომელსაც ცხოველები ეზიზღება - მერწყულები გამოირჩევიან მგრძობიარე და მზრუნველი ხასიათით, მათ ძალიან უყვართ ცხოველები და მათზე ზრუნვა. წარმოუდგენელია, რომ მას ჰყავდეს ისეთი რომანტიკული პარტნიორი, რომელსაც ცხოველები არ უყვარს. ის უბრალოდ ვერ შეეწყობა ასეთ ადამიანს.

თევზები: მას არ მოსწონს არაბუნებრივი ხალხი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ბუნებრიობით გამოირჩევიან და არ არიან ზედაპირულები. თევზი ვერ შეეწყობა ადამიანს, რომელიც მასზე მეტ დროს ატარებს აბაზანაში და რომელიც საკუთარი თავის გალამაზებას საათებს ანდომებს. მათთვის მნიშვნელოვანია გვერდით ჰყავდეს პარტნიორი, რომელიც ბუნებრივია.




 ახალი ამბები
  • უბედური შემთხვევა აცანაში: მოჭრილმა ხემ მამაკაცი იმსხვერპლაგუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, 68 წლის გივი ქინქლაძეს ხე დაეცა. “გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ხეს მამაკაცი თავად ჭრიდა, რა დროსაც ხის მოჭრილი ნაწილი მას დაეცა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.“გურია ნიუსი“ თანაუგრძნობს გარდაცვლილის ... ...
  • "როგორ არ დაგვინდო პანდემიამ" _ ჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალაჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, _ სამძიმარის პოსტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "მედალფას" ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი და  სოფელ ზოტის ექიმი ელისო სიხარულიძე ავრცელებს. "სამძიმარს გეუბნებით ყველას... ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს, მთელ სოფელს, განსაკუთრებით ოჯახს,მეუღლეს, შვილებს, შვილისშვილებს, დედმამიშვილებს, სანათესაოს... გუშინ იური გიორგაძე... დღეს აკაკი ირემაძე...მეც ვიღებ სამძიმარს თქვენთან ერთად...მიჭირს, ძალიან მიჭირს, როგორც ექიმს და როგორც მათ ახლობელ ადამიანს...როგორ არ დაგვინდო პანდემიამ....უფალი გაანათლებს მათ სულებს", _ წერს ელისო სიხარულიძე... როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ელისო სიხარულიძემ აღნიშნა, პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. "მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ყოველდღიური კონტაქტი და სწრაფად მოხდა ჰოსპიტალიზაცია, მძიმე თანმდევი დაავადებების გამო, დადგა ლეტალური შედეგი", _ გვითხრა ელისო ... ...
  • ტრაპზონთან ავტოავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლათურქეთში, ქალაქ ტრაპზონთან ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპული სატვირთოს მძღოლი იყო, _ - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში. დაღუპული ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ... ...
  • წლის საუკეთესო მოხალისე ოზურგეთელი თაზო ჯოჯუა გახდა5 დეკემბერს, მოხალისეობის საერთაშორისო დღეს ,,წლის საუკეთესო მოხალისის’’ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ! კონკურსი ჩატარდა მასშტაბური მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით ახორციელებს. სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულები პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოავლინეს: ღასან ხალილმა - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში; თინათინ მესხმა - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ დირექტორმა; რევაზ ჩარკვიანმა - ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა. გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების და ახალგაზრდების ჯგუფიდან შეირჩა, ჯილდო 5 თემატიკის შესაბამისად გადანაწილდა. მაშ ასე, ჩვენი კონკურსის გამაჯვებულები არიან: განათლება - ანა სიხაშვილი - თბილისი, 18 წლის; ნიკოლოზ წიკლაური - თბილისი, 22 წლის; მარიამ ბეშიძე - თბილისი, 16 წლის კულტურა და შემეცნება: სალომე შველიძე - თბილისი, 20 წლის, თამაზ ჯოჯუა - გურია, სოფელი ასკანა, 14 წლის; სოციალური სფერო: ანა კუპრავა - თბილისი, 15 წლის; ჯესიკა მეიტიევა - ქარელი, დაბა აგარა, 20 წლის; სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება: ალეკო ქვრივიშვილი - თბილისი, 25 წლის, ბარბარე მელიქიძე - თბილისი, 15 წლის მოხალისეობის განვითარება: სალომე ვარამიშვილი - თბილისი, 18 წლის, ნათია ჭელიძე - ხულო, აჭარა, 16 წლის; იურის რჩეული - ნიკოლოზ ლობჟანიძე - თბილისი, 14 წლის; ფანარა მეხტიევა; გარდაბანი, სოფელი ვახტანგისი, 22 წლის; ნანა გვარიშვილი - ქედა, აჭარა, 18 წლისმარიამ ქეცბაია, თბილისი, 16 წლის; ვიქტორია არაქელიანი, თბილისი, 16 ... ...
  • „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, ბარიერგადალახული პარტიები იმ ძალებს, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, საკუთარ მოთხოვნებს აცნობენ. კერძოდ, შეხვედრაზე განიხილება მოთხოვნები, რომლებიც გუშინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ფასილიტატორ ელჩებს წარუდგინეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი არჩევნები, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება. „ჩვენთვის აუცილებელია, რომ ოპოზიციური ერთობა იყოს ძალიან მტკიცე. პოზიციების გაცვლა-გამოცვლას რაც შეეხება, ჩვენ აქამდეც მუდმივი კოორდინაცია გვქონდა სხვა პარტიებთან. განსაკუთრებული საკითხების განხილვა დღეს არ იგეგმება“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ კონსენსუსი მოიძებნა და ყველა ბარიერგადალახული პარტია შეჯერდა ერთ პოზიციაზე. „მოთხოვნები მოიცავს სამ მიმართულებას: არჩევნების საკითხი, საარჩევნო ადმინისტრაცია და კოდექსი და პატიმრების თემა. რა თქმა უნდა, უფრო ჩაშლილია ყველაფერი პუნქტობრივად და ამაზე უკვე მოლაპარაკება შეიძლება“, - აცხადებს ჩიხლაძე. „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის, რომ ოპოზიცია ამდენი ხანი ესაუბრება ხელისუფლებას, ეს ძალიან დიდი კომპრომისია, ვინაიდან 31 ოქტომბერს ხელისუფლებამ გადალახა ყველანაირი წითელი ხაზი. „ოპოზიციის მოთხოვნები კომპრომისულად მიმაჩნია, ვინაიდან მე უფრო მკვეთრი პოზიცია მქონდა. მაგალითად, საერთოდ არ უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებზე, ვინაიდან არჩევნები ერთმნიშვნელოვნად გაყალბდა და უნდა მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები. პროცედურულად, როდესაც კანონი ირღვევა და არჩევნები ყალბდება, ამ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ მესმის, რომ აუცილებელი იყო კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა“, - აცხადებს ბურჯანაძე. მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...