როგორ ბრაზდებიან ზოდიაქოს ნიშნები

ზაფრანი

როგორ ბრაზდებიან ზოდიაქოს ნიშნები

2019 თებ 26 18:19:51

1. ვერძი.

ვერძი კონფლიქტურ სიტუაციაში შემტევი და აგრესიულია. მას უყვარს "ორთქლის გამოშვება" და თავისი სიმართლის დამტკიცება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფეთქებადია, ჩხუბის მერე ძალიან ნანობს და ეძებს შერიგების და დანაშაულის გამოსყიდვის გზებს. მაგრამ ბოდიშის მოხდას და მომხადრი კონფლიქტის გახსენებას არ დაიწყებს. ვერძებს არ სჩვევიათ შურისძიება.

2. კურო.

თქვენ თუ მოიკრიბეთ ძალა და გადაწყვიტეთ ყველაფერი პირში მიახალოთ კუროს, გაქცევა ვეღარ გიშველით. გამძვინვარებული კურო მხეცზე უფრო საშიშია, ის გაანადგურებს ყველაფერს რაც თვალში მოხვდება. მაგრამ ასეთ მდგომარეობამდე კუროს მიყვანა არც თუ ისე ადვილია, იგი თვლის რომ ყველა ცხოვრებისეული პრობლემა მშვიდად უნდა გადაწყდეს. ვერ იტანენ კრიტიკას. კურო სქელკანიანია, პატარა წყენებს გულში ინახავს. არ უყვარს როცა ჭკუას არიგებენ. შეურაცხყოფა დიდხანს ახსოვს და ხშირად ასრულებს ურთიერთობას მათთან ვინც გული ატკინა. ბოდიშის მოხდას ნურც კი შეეცდებით, გულისტკენას ხშირად სიცოცხლის ბოლომდე იმახსოვრებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მას თბილად მოექცევით, ის წარსულისთვის მაინც გაზღვევინებთ.

3. ტყუპები.    

არ ღირს ტყუპების გაბრაზება, თუ არ გინდათ რომ უახლოეს მომავალში დაკარგოთ ის. მცირე კონფლიქტების დროსაც კი ტყუპები ცდილობენ, რომ თავი აარიდონ ახსნა-განმარტებებს და ურთიერთობის გარკვევებს. ის შეიძლება გაემგზავროს სადმე ან გაგერიდოთ, რათა აღარ გაიხსენოს თქვენს შორის მომხდარი უთანხმოება. თუკი მაინც ჩაითრევთ ჩხუბში, მაშინ მოემზადეთ რომ თქვენს შესახებ გაიგოთ ყველაფერი, რასაც ვერც კი წარმოიდგენდით. ტყუპებს წყენის დავიწყება არ შეუძლიათ. არასასურველ ადამიანებს უბრალოდ ტყუპები თავისი ცხოვრებიდან სამუდამოდ შლიან.

4. კირჩხიბი.

კირჩხიბს ძალიან სათუთად მოექეცით, როგორც თოთო ბავშვს. ნებისმიერი ხუმრობა თუ არასწორად ნათქვამი სიტყვა გაანაწყენებს მას. თქვენი ინტონაციაც კი ლაპარაკის დროს ან სიჩუმე შესაძლოა დიდი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. უმტკიცო და უხსნა კირჩხიბს რაიმე, აზრი არა აქვს. უმჯობესია შეეგუოთ მის ხასიათს და ნუ შეუქმნით კონფლიქტურ სიტუაციას. იგი დაუცველი და მგრძნობიარეა. თუ კირჩხიბს გააბრაზებთ, დაელოდეთ მის შურისძიებას.

5. ლომი.

შეურაცხყოფილი ლომი იქცევა ოფიციალურად და ცივად. თუ ჩხუბის დროს მის თავმოყვარეობას შეეხებით, დაამცირებთ და მის ნიჭიერებაში ეჭვი შეგეპარებათ, თქვენ მისგან სილას მიიღებთ. ლომები თავის ემოციებს არ მალავენ და დიდ სკანდალს აწყობენ. სიტყვითაც შეუძლია შეურაცხყოფა მოგაყენოთ და თან ისე, რომ დიდხანს გონს ვეღარ მოხვიდეთ. მასთან ურთიერთობის გარკვევისას წყნარად განიხილეთ ყველა წარმოქმნილი პრობლემა, რომელიც გაწუხებთ და შესაძლოა ლომი თქვენი მფარველიც კი გახდეს.

6. ქალწული.

ქალწული დაბალ თვითშეფასებას განიცდის. უბრალო ხუმრობამ ან შენიშვნამ მისი თავმოყვარეობა შეიძლება შელახოს. საქმის გარჩევას ქალწული მაშინვე არ დაიწყებს. მას უყვარს წესრიგი და დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიყავს. თავიდან ქალწული "შავ სიაში" ჩაგწერთ, დროის გასვლის შემდეგ კი შეგახსენებთ წყენას. გაბრაზებული არ დაგიწყებთ მუქარას და არ დააწყობს შურისძიების გეგმებს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში ისე რომ თვითონაც კი ვერ გააცნობიეროს, სამაგიეროს გადაგიხდით.

7. სასწორი.

სასწორები ბავშვივით ბუტიები არიან. ჩხუბის დროს იბნევიან და თავის გასამართლებელ სიტყვებს ვერ პოულობენ. არასასიამოვნო სიტყვების გაგონებისას ღრმა სულიერ დისჰარმონიას განიცდიან და ეძებენ მათ, ვინც შეიცოდებს. ვინც კი ამ განაწყენებულ ზოდიაქოს ნიშნის წარმოამდგენელს მოუსმენს, მივა იმ დასკვნამდე რომ მისი გამბრაზებელი ძალიან ამაზრზენი და საშინელი ადამიანია. ამიტომ თუ არ გსურთ, რომ ჭორების ობიექტი გახდეთ, მოერიდეთ სასწორებთან კონფლიქტს. შურისძიება მათ არ შეუძლიათ, ბოდიში ან საჩუქარი საკმარისია, რომ წყენა დაივიწყონ.

8. მორიელი.

მორიელთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ადვილი არ არის, ხოლო დაუმტკიცო შენი უდანაშაულობა - უშედეგოა. იგი მიისწრაფვის კონფლიქტური სიტუაციებისკენ და იწვევს ოჯახურ სკანდალებს. ნებისმიერ შეურაცხმყოფელ სიტყვებზე თქვენ დაუყოვნებლივ და ნაჩქარევ რეაქციას მიიღებთ. მუშტებით არ მოგვარდებათ, მაგრამ მისი მწარე, გესლიანი სიტყვები პირდაპირ გულში მოგხვდებათ. ნებისმიერი კონფლიქტი ან სკანდალი მას ძალას მატებს. გაბრაზებული მორიელი დიდი აზარტით იძიებს შურს, ისე რომ მთელ თავის ძალას და გონებრივ შესაძლებლობებს ამაში ჩადებს.

9. მშვილდოსანი.

მშვილდოსანს არ უყვარს კონფლიქტები და მოთმინებით უშვებს მის მიმართ წარმოთქმულ სიტყვებს ერთი ყურიდან მეორეში. მაგარამ თუ აიყოლიეთ, მასინ დიდი სკანდალს ვერ აცდებით. მას შეუძლია "ბუზი სპილოდ აქციოს". ჩხუბის დროს არ ღირს ძველი წყენების შეხსენება, რადგან მისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა ადრე. გაბრაზებული მშვილდოსანი უხეში და პირდაპირია, მაგრამ ჩხუბის მერე იგი ამას ნანობს. საკმარისია მეორე დღეს კარგად დაელაპარაკოთ, რომ მას ყველაფერი ავიწყდება.

10. თხის რქა.    

თხის რქა ძალიან კეთილსინდისიერად და პატიოსნად ცდილობს გადაწყვიტოს ყველა პრობლემა. ნებისმიერი უთანხმოება და პრობლემა მნიშვნელოვნად აზარალებს მას. იგი დიდხანს ხარშავს თავში და ეძებს შერიგების ვარიანტებს. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი გამოიყურება განადგურებულად. მისი გაბრაზება მხოლოდ მისი პროფესიული თვისებების გაკრიტიკებით არის შესაძლებელი. თუ თხის რქას არ უყვარხართ, გირჩევთ ძალიან შორს დაიჭიროთ მისგან თავი. შურისძიებას არ დაიწყებს, მაგრამ მის ნდობას დაკარგავთ. ამიტომ თუ გინდათ, რომ უსიამოვნება აიცილოთ თავიდან, ჩხუბის მერე გირჩევთ აღიაროთ თქვენი შეცდომები და დაარწმუნოთ, რომ მას აკრიტიკებდით სიბოროტისგან კი არა, არამედ იმიტომ რომ მისთვის კარგი გსურთ.

11. მერწყული.

მერწყულები არაპროგნოზირებადი ხალხია. მათ ჩხუბის დროსაც კი შეუძლიათ რომ იხუმრონ ან საერთოდ არ ამოიღონ ხმა. არ აქცევენ ყურადღებას მათ მიმართ წარმოთქმულ სიტყვებსაც კი. გიმტკიცოს თავისი სიმართლე, იყვიროს ან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთოს-ამას არ იზამს. მას შეუძლია მოგიჯახუნოს კარი, და ამის შემდეგ ის დიდხანს აღარ შეგამჩნევთ თქვენ. მერწყული თქვენ აღარ ჩაგთვლით მეგობრად ჩხუბის შემდეგ და თქვენ მის ნდობას დაკარგავთ. არ ღირს მისი გაკრიტიკება, თუ ის თქვენთვის ძვირფასია და თუ მისი შენარჩუნება გსურთ. შურისძიება მას არ შეუძლია.

12.თევზები.

თევზებს მალე სწყინთ ყველაფერი, მაგრამ გააბრაზო ისინი ისე რომ თქვენზე შური იძიოს, შეუძლებელია. თევზები წყენას მალე ივიწყებენ და მხოლოდ სიტყვებით იძიებენ შურს. ჩხუბის შემდეგ ისინი დიდი ხანი დადიან გაბრაზებული სახით, ამ დროს იგი მოუყვება თავის ახლობლებს თუ როგორი ცუდი ადამიანი ხართ თქვენ და რა ცუდად მოექეცით. თუ გვერდით არ ყავთ ისეთი პიროვნება, ვისაც თავის გულის წუხილს გადაუშლიან, მაშინ ისინი თავის შინაგან სამყაროში გადადიან და ბევრს ფიქრობენ მომხდარზე და უამრავი კითხვა აწუხებთ: "რატომ არ ვუპასუხე ასე?", "ნუთუ მართლა ასე ფიქრობს?" და ასე შემდეგ. თევზებთან ურთიერთობის დალაგება რთული არ არის, ის მალევე დაივიწყებს ყველაფერს, თუ თბილად დაელაპარაკებით. ისინი ხშირად სიმშვიდეს და გონიერებას ავლენენ. ამიტომ თუ არ გააკრიტიკებთ და არ შეეხებით მათ, თვითონ ისინი არ გაწყენინებენ.




 ახალი ამბები
  • პარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია - ოპოზიციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღოპარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია - ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს. მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ და სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტში დემარშით შევიდა. ისინი ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზს არ დატოვებენ, ვიდრე კობახიძე თანამდებონიდან არ წავა. სხდომათა დარბაზში იმყოფება ნიკა მელია, სხვა დეპუტატებს კი პარლამენტის შესასვლელიდან სასესიო დარბაზისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. საკანონმდებლო ორგანოს შენობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს ალყაში აქვთ მოქცეული.  "ჩვენ თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით, რომ სერგეი გავრილოვი ჩამოსულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებაში, ვინაიდან ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის არის ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა და, რომელიც მხარს უჭერს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას. ე.წ. დამოუკიდებლობას, რომელიც დგას ეთნიკურ წმენდაზე და ადამიანების ხოცვაზე. ამიტომ მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი ვიყავით თავიდანვე, მაგრამ რაც დღეს მოხდა, სცილდება ყველა ფარგლებს, რადგან ყველაფერს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა. ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამს იკავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი, ის, რომ ოკუპანტი სახელმწიფო დღეს არის საქართველოს პარლამენტში და საქართველოს პარლამენტის სხდომა მიყავს ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელს, იმ ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა რუსეთის დუმაში საქართველოს რღვევას, ვინც ხმა მისცა რუსეთის დუმაში და მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლოებას, ეს სიმბოლო უკვე სცილდება ყველანაირ პოლიტიკურ ფარგლებს", - აღნიშნა ... ...
  • სუს-ი: რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინარუსული ვერტმფრენი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაზე არ გადმოფრენილა. სუსში აცხადებენ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იფრინა.  „ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის ფორმატებში“ - აცხადებენ სუს-ში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცე ... ...
  • საოჯახო ტიპის სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. 20 ივნისის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა საიტების საშუალებით  (AirBnB, booking.com და სხვა ) აქედან გამომდინარე, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად ასევე გრძელვადიან პერიოდში, ისევ გადაიხდიან სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფს. კომისიის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში, შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროსათვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელის განსაზღვრას. გადაწყვეტილების შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის. რაც შეეხება ტარიფის მოდელს, კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და  მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი.  პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25მ3-ს. მეორე მოდელის მიხედვით,  სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ, მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური და ორგანიზებული მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით. მათგან ერთი განკუთვნილი იქნება საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარების აღსარიცხავად, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი ისარგებლებს სასმელი წყლის  საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო მეორე მრიცხველი დამონტაჟდება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხდება ტურისტების მომსახურება. სწორედ აღნიშნული მომსახურების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი გადაიხდის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.  სემეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ხანგრძლივი განხილვებისა და დისკუსიების შედეგად. განხილვებში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე. მათ შორის, საოჯახო სასტუმროს მფლობელები, ბინის გამქირავებლები, ტურიზმის  სექტორის წარმომადგენლები და ... ...
  • „ქართულ ოცნებას მოუწევს მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა“_ სოსო ცინცაძე„არ ვიცი, რით დამთავრდება ეს სკანდალი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს სახის შენარჩუნების მიზნით ზოგიერთი მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა, თუნდაც, ქუცნაშვილის მისამართით“,_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ, სადაც მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია იმართებოდა, რუსეთის დელეგაციის  ერთ-ერთი წევრმა, გავრილოვმა, კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, მსგავსი ღონისძიების პარლამენტის შენობაში გამართვა მსოფლიო პრაქტიკაში დაუშვებელია. „ეს ის შემთხვევაა, როდესაც რელიგია და პოლიტიკა ტყუპისცალებივით გამოდიან კონფერენციაზე. შემთხვევვითი არ არის ის, რომ სტუმრების უმრავლესობა პოლიტიკოსებია. გარდა  ამისა,  მსოფლიო პრაქტიკაში აბსოლუტურად დაუშვებელია ამ ხასიათის ღონისძიებებისათვის პარლამენტის დარბაზის დათმობა, არ ვიცი ვის მოუვიდა ტავში ასეთი აზრი, მაგრამ ვინც თანხმობა გასცა პასუხი უნდა აგოს“,_ამბობს ცინცაძე. პარლამენტის შენობაში რუსი დეპუტატების გამოჩენას და მათ მიერ სხდომის გახსნას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის არაერთმა დეპუტატმა განაცხადა ისიც, რომ რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. თუმცა, უმრავლესობის მხრიდან ღონისძიების ჩატარებამდე კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს იყო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრობლემები უნდა გადაეწყვიტა. ცინცაძის თქმით, ის რომ დეპუტატებმა არაფერი იცოდნენ დაუჯერებელია. „ისე ხომ არ მოხდა, რომ გავრილოვი თავისი ნებით უცბად წამოხტა, ავარდა ტრიბუნაზე და ჩაჯდა თავმჯდომარის სავარძელში? ეს ხომ დაიგეგმა. დღეს, რომ იძახიან უმრავლესობის წარმომადგენლები რომ არ იცოდნენ, ძნელად დასაჯერებელია. ქუცნაშვილს თუ დავუჯერებთ, ამ ღონისძიებას ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადაედგა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის. თუ ასეთი დიდი ღონისძიებაა, როგორ მიუშვეს თვითდინებაზე და როგორ გახდა შესაძლებელი პროტოკოლში დაუშვებელი შეცდომა“,_ ამბობს ცინცაძე. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია შეწყვეტილია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სხდომის დაუყონებლივ შეწყვეტა მისი რეკომენდაციით მოხდა და პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები პროტოკოლური შეცდომაა. „ეს თუ პროტოკოლური შეცდომა იყო, ამ პროტოკოლის უკან დგანან კონკრეტული პიროვნებები. მიმღები მხარე საერთაშორისო ნორმების ე.ი. საქართველო, ამ დროს  დღის წესრიგის შედგენაში ასრულებს გადამწყვეტ როლს. რა თქმა უნდა პროტოკოლის მიმღები ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუმცა, მოხდა პროტოკოლური შეცდომა და ბოდიშს ვიხდით, ასე არ უნდა იყოს, რადგან სერიოზული მოვლენაა“,_ამბობს ... ...
  • "მანდატები დაყარონ, დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ" - ალეკო ელისაშვილიამ წუთებში სასტუმრო "რედისონის" ტერიტორიაზე პოლიტიკოსები არიან შეკრებილები და რუსულ დელეგაციას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა, დაიჩოქონ და პ[ატყიება ითხოვონ. ელისაშვილმა მათ მანდატების დატოვებისკენ მოუწოდა.  „დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ. პარლამენტის თავმჯდომარემ აი, ის შეურაცხყოფილი და შებილწული სავარძელი უნდა დატოვოს და ისიც უნდა გადადგეს და მიჰყვეს. რას ჰქვია საზღვარგარეთაა და საქმის კურსში არ იყო. ვინ შეათრია ის კაცი იმ პარლამენტის დარბაზში, ძალიან მაინტერესებს. როგორ მისცეს იქ დაჯდომის უფლება. ეს არის შეფურთხება თითოეული ქართველის. ბოდიშებს კი ნუ იხდიან, არ ვიცოდითო ივანიშვილი და სხვები, ყველამ მანდატები დაყარონ, დაიჩოქონ, ბოდიშები იხადონ. ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, პირადად, ვინც მოათრევდა ამ კაცს საქართველოში, აი, ყველამ უნდა მანდატები დატოვონ, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ," - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...