როგორ გამოიყურებიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზაფრანი

როგორ გამოიყურებიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2019 სექ 9 16:44:04

ვერძი ქალების უმთავრესი მახასიათებელი თვალებია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძირითადად ცისფერი, მწვანე ან ჭროღა თვალები აქვთ. კიდევ ერთი სპეციფიკური დეტალია ჭორფლი. ამიტომ ბევრ ვერძ ქალს აქვს კანზე პიგმენტური ლაქები, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ეს მათ მიმზიდველობას რამეს აკლებს. ვერძების უმრავლესობა ასევე მოწითალო-ჟღალი ელფერის მქონე თმის ფერით გამოირჩევა (საუბარია ბუნებრივ თმის ფერზე).

კურო ქალების მთავარი "მესიჯი" სხეულის მომრგვალებული, ფუმფულა ფორმებია. განსაკუთრებით ამ მხრივ თეძოების არე გამოირჩევა. კუროების უმრავლესობა გამხდარიც რომ იყოს, მაინც ძვალმსხვილი იქნება. კანი მკვრივი აქვთ, ამიტომ სიმსუქნე ამ ქალებს არასოდეს ამახინჯებ. პირიქით, სექსუალურ შარმსა და მომხიბვლელობას სძენს მათ, გრაციოზულ მანერებსა და ემოციების ფლობის გასაოცარ უნართან ერთად.

ტყუპი ქალების ცნობა უმეტეს შემთხვევაში მიმიკებითა და ჟესტიკულაციით შეიძლება. თუ ვინმე გაუთავებლად ქაქანებს და საუბარში ხელებსაც აქტიურად იშველიებს, უდაოდ ტყუპი ქალი იქნება. ვინაიდან ტყუპი გაორებულ ნიშანს წარმოადგენს, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ხშირად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალების შემთხვევაში, სხეულის მარჯვენა-მარცხენა მხარეებს შორის გარკვეული ასიმეტრია წარმოიქმნება. თუმცა ეს ასიმეტრია არასოდესაა თვალშისაცემი ან გამაღიზიანებელი.

კირჩხიბი ქალის ცნობა ორი რამით შეიძლება – წინ წამოწეული ქვედა ყბითა და მკერდის ზომით. ასაკის მიუხედავად, ქალ კირჩხიბს მკერდი ან უზომოდ დიდი აქვს ან საშუალოზე ბევრად პატარა. გარდა ამისა, თუ კარგად დააკვირდებით, მათ უმრავლესობას ხელები ტორსთან შედარებით უფრო გრძელი მოუჩანს. ხოლო ფეხები – უფრო მოკლე. კიდევ ერთი მახასიათებელი საიმისოდ რომ ქალი კიბო ადვილად ამოიცნოთ თვალებია... იშვიათად ნახავთ კირჩხიბს, რომელსაც მეტყველი, ძალიან ღრმა და ოდნავ სევდიან გამოხედვა არ ჰქონდეს.

ლომი ქალის ცნობა საზოგადოებაში მარტივზე მარტივი საქმეა. სულ რომ ვერ ერკვეოდეთ ასტროლოგიის ავან-ჩავანში, ეს ეპატაჟური და ამბიციური არსება ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ თქვენი ყურადღება მიიპყროს, თუ გარეგნობით და საქციელით არა, ნებისმიერი სხვა მეთოდით მაინც. ლომი ქალები, როგორც წესი, ხვეული თმითა და თვალის სპეციფიკური (კატისებური) ჭრილით გამოირჩევიან. ამასთან ერთად, მათი მანერები გამორჩეულად დედოფლური და გრაციოზულია.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალის ცნობა ძირითადად თვალებითა და სახის ნაკვთებითაა შესაძლებელი.ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს მომრგვალებული, ფოსოებში ღრმად ჩამჯდარი ულამაზესი თვალები აქვთ. უმეტესად მონაცრისფრო-მწვანე ან თაფლისფერი. ქალწულის კიდევ ერთი მახასიათებელი შტრიხი სახის დაწყობილი ნაკვთები და მუდამ მოწესრიგებული (ყოველგვარი ავანგარდიზმისგან შორს მყოფი) ვარცხნილობაა.

სასწორი ქალები მომხიბვლელები და უზომოდ ქალურები არიან. მათი ცნობა უპირველეს ყოვლისა ლოყაზე გაჩენილი ფოსოებით ე.წ. "ვენერას ნიშნებით" შეიძლება, რომელიც მათ უხვად უჩნდებათ სახეზე გაღიმების დროს. გარდა ამისა, ქალი სასწორის ცნობა ჩაცმის სტილის მიხედვითაც გაგიადვილდებათ. იგი ვერ იტანს შეუსაბამო სამოსს და ყოველთვის ცდილობს დახვეწილად გამოიყურებოდეს. მის გარდერობში ფერადი გამა დომინირებს, ხოლო ვარცხნილობას მუდმივად ილამაზებს დეკორატიული სამკაულით.

მორიელი ქალის ამოცნობა ორი სპეციფიკური დეტალით არის შესაძლებელი – ხმითა და გამოხედვით. მორიელებს, როგორც წესი, მუქი ფერის თვალები აქვთ, თუმცა ცისფერთვალა მორიელიც ისეთივე მომნუსხველი მზერით გამოირჩევა, როგორც ყველა დანარჩენი მისი "თანამეზოდიაქოვე". გარდა ამისა, ქალ მორიელებს ოდნავ ბოხი, მოგუდული ხმის ტემბრი და საუბრის აუჩქარებელი, მშვიდი მანერითაც იცნობთ.

მშვილდოსანი ქალი პირველ რიგში საკუთარი "ხმაურიანი ხასიათით" და თავქარიანობით მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ღიმილიანები, კონტაქტურები და საოცრად მეგობრულები არიან. მათ უყვართ ახალ-ახალი ნაცნობობის გაბმა და სიამოვნებით ერთვებიან უცნობებთან საინტერესო საუბარში. ქალი მშვილდოსანი გარეგნულად ორგვარი ტიპისაა – ქალაბიჭა, ხულიგნურად ჩაცმულ-დახურული მაწანწალა და დახვეწილი, გამორჩეულად გლამურული და ქალური. ერთი სიტყვით, ნამდვილი ლედი. თუმცა ამგვარი იმიჯის მიუხედავად, თავს ნუ მოიტყუებთ, აბეზარი თაყვანისმცემლების მოსაგერიებლად ისრები მასაც საკმარისად მოეძებნება.

თხის რქა ქალის ცნობა სახის გამომეტყველებით შეგიძლიათ. როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალს საზოგადოებაში თავის დაჭერა და სიმშვიდე ახასიათებს. იგი იშვიათად ერთვება პირველი საუბარში და ყოველთვის ცდილობს სხვების აზრი გულდასმით მოისმინოს. გარეგნულად ქალი თხის რქა დახვეწილი და სოლიდურია. მისი ჩაცმის სტილი იშვიათადაა ავანგარდული... ნაკლებად ხმარობს ასევე მკვეთრ კოსმეტიკას ან ფერად აქსესუარებს.

მერწყულის "ურანული" ბუნება პირველ რიგში ჩაცმის სტილსა და ვარცხნილობაში ვლინდება. ამიტომ იისფრად თმაშეღებული, ჭიპზე პირსინგიანი და დახეულჯინსიანი მერწყული საკმაოდ ხშირი მოვლენაა. მეტყვით ამგვარი იმიჯით დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა დადის და ყველა მათგანი მერწყული ხომ ვერ იქნებაო. რა თქმა უნდა არა, მაგრამ მეეჭვება მერწყულზე უკეთ შეძლოს ვინმემ ბებიის დროინდელი ბუკლეს პალტო და ულტრათანამედროვე "სნიკერსები" უზადო გემოვნებით შეუხამოს ერთმანეთს და სიამოვნებით ატაროს. მერწყულს სწორედ ამ ორიგინალური შეხამების წყალობით იცნობთ.

თევზი ქალები უჩვეულოდ ქალურები, ნაზები და სათუთები არიან. ყოველ შემთხვევაში ამგვარ შთაბეჭდილებას ტოვებენ პირველი ნაცნობობისას. ქალი თევზის ცნობა თვალებით და გამომეტყველებით შეგიძლიათ. მათ უმრავლესობას გამჭვირვალე ლურჯი, მწვანე ან ჭაობისფერი თვალები აქვს, უზომოდ ფართო ჭრილით და მეოცნებე მზერით. გამოხედვა ოდნავ სევდიანი, მაგრამ აუღელვებელი. თევზი ქალები ჩაცმულობაში ნაქსოვი, რბილი და სრიალა ფაქტურის მქონე მასალას ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომ ხშირად იმოსებიან ქაშმირის, ბამბის ან აბრეშუმის სამოსით. უყვართ სამკაულები, განსაკუთრებით საყურეები და დიდი ბეჭდები.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • როგორ გამოიყურება ოზურგეთი კომენდანტის საათის შემდეგასე გამოიყურება ქალაქი ოზურგეთი კომენდანტის საათის ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოებს, რომელსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...