როგორ მივხვდეთ, მოვწონვართ თუ არა თანამშრომლებს

gurianews.com

ზაფრანი

როგორ მივხვდეთ, მოვწონვართ თუ არა თანამშრომლებს

2018 იან 19 14:50:35

სამსახურში ბევრი ადამიანი თავს იზოლირებულად  გრძნობს და უყურადღებობას განიცდის. თუმცა,  ზოგჯერ ეს, უბრალოდ, პარანოიაა.

სიჩუმე, წვეულებებზე დაუპატიჟებლობა, საქმეში დახმარების არ შეთავაზება, „იგნორი“ და საკანცელარიო ნივთების ხშირი კარგვა _ ეს DERNMEDIA-ს ინფორმაციით, იმის მანიშნებელია, რომ თანამშრომლებს თქვენ არ მოსწონხართ.

სიჩუმე

გახსოვთ ძველი გამონათქვამი, რომ დუმილი ოქროა?  ეს ყოველთვის ასე არ არის, განსაკუთრებით კი სამუშაო ადგილას. თუ ხალხი არ არის დაინტერესებული თქვენთან საუბრით, თუ თქვენს მიახლოების დროს საუბარს წყვეტენ და ამ შემთხვევაში, თქვენ მათი უფროსი არ ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს არ მოსწონხართ.

წვეულებებზე არ გპატიჟებენ

სამუშაო ადგილი განსაკუთრებულ მეგობრობას აყალიბებს კოლეგებს შორის და ისინი მეგობრულ ურთიერთობას სამსახურის გარეთაც აგრძელებენ. დაბადების დღეებზე თანამშრომლები ყოველთვის ეპატიჟებიან ერთმანეთს, მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ შეიტყვეთ წვეულების შესახებ და არ მიგიწვიეს,  ნიშნავს, რომ თანამშრომლებს არ მოსწონხართ.

არავინ გთავაზობთ დახმარებას

სამსახურში ყველას აქვს თავის საქმე, მაგრამ ხშირად კოლეგები ერთმანეთს დავალების შესრულებაში დახმარებას სთავაზობენ. მიუხედავად იმისა, ეს ასლების გადაღებაა თუ სხვა რამ.  თუ აღმოაჩენთ, რომ ოფისში არავინ გეხმარებათ დავალების შესრულებაში, სავარაუდოა, რომ მათ არ მოსწონხართ.

არ მჩნევენ

გქონიათ შეგრძნება, რომ სამსახურში ვერავინ გამჩნევთ? ზოგჯერ ადამიანები, რომლებსაც ვინმე არ მოსწონთ, „აიგნორებენ“. როდესაც თქვენ ცდილობთ, ესაუბროთ თანამშრომელს, ის კი  მოკლე პასუხს გცემთ, ეს ნიშნავს, რომ მას არ სურს თქვენთან ურთიერთობა. 

მავნებლობა

ხშირად გეკარგებათ საკანცელარიო ნივთები? კომპიუტერი გამორთული გხვდებათ 10-წუთიანი შესვენების შემდეგ? ვინმემ წაგიშალათ პრეზენტაცია, რომელიც უფროსმა მოგიწონათ? ეს ხშირად ის მავნე ქმედებებია, რითაც თანამშრომლები თქვენ მიმართ სიძულვილს გამოხატავენ.


ნახვა: 176


 ახალი ამბები
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავსდღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება, მორწმუნეები სულთმოფენობის დღესასწაულს, აღდგომიდან  50-ე დღეს ზეიმობენ. ამ დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმინდა,  ცეცხლის ენების სახით გარდამოვიდა მოციქულებსა და მორწმუნეებზე, თითოეული მათგანი კი სულიწმინდის მადლით აღავსო. „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი“... სადღესასწაულო მსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის (R)„საქართველო შეირჩა როგორც ქვეყანა, რომელმაც კონკრეტულ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ადამიანის უფლებათა განმტკიცების პროცესში და ამ მიმართულებით, განაგრძობს ძალისხმევას. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში იქნება ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის ამ ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რეკომენდაციის სახით თავად გამოყო ის სფეროები, რომელთა გატანაც, მისი მოსაზრებით, შესაძლებელია „ექსპორტზე“, მათ შორის ერთ- ერთი არის პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებული რეფორმები და წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა.“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  პრემიერ მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს პენიტენციურ სფეროში გაწეული სამუშაოთვის და რეფორმების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის, მის მიერ ჩატარებული რეფორმების აღიარებისთვის. ამ ინიციატივაში საქართველოს მიწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოზიტიურად წარმოჩენას, პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარული ვარ, რომ გვექნება შესაძლებლობა სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიური მაგალითები“.- განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ შედგა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც კიდევ ერთი დასტურია -ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის. „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისის მიერ საქართველოში ვიზიტის დროს წარმოდგენილი ინიციატივის - ,,ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიური მაგალითები“ (Good Human Rights Stories) ფარგლებში, საქართველომ სხვა წარმატებულ 15 ქვეყანასთან ერთად მიიღო წინადადება, მთელს მსოფლიოში, სახელმწიფოებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება. - აღნიშნა პრემიერმა. ... ...
  • საჯავახოზე მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლაცოტა ხნის წინ, ავტოავარია მოხდა ჩოხატაურში, ე.წ. საჯავახოს უღელტეხილზე. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ერთმანეთს ორო ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ჩოხატაურელი მამაკაცი, სოფელ შუა ამაღლებაში მცხოვრები ნ.კ. ემსხვერპლა. მომხდარზე უკვე დაწყებულია ... ...
  • ავარიის გამო წეროვანთან რამდენიმე კილომეტრიანი საცობიაამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულოა ავტობანზე. წეროვნთან მომხდარი ავარიის გამო გზაზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია. როგორც "გურია ნიუსს" თვითმხილველებმა უთხრეს, მსუბუქი ავტომობილი სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შემდეგაც მსუბუქი მიკროავტობუსი, რომელშიც მგზავრები ისხდნენ, საპირისპირო გზაზე მომავალ სატვირთოს დაეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟაჟებია ... ...
  • „ერეკლე მეფის ჩამოყვანილი ივანოვი ვარ და საქართველოზე ვმღერი“ _ოზურგეთული ზეიმის წინა ქრონიკადღეს, დილაადრიან, ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ზეიმის დაწყებამდე,  ქალაქის  ერთ-ერთ ცენტრალურ   ადგილას, ღია ცის ქვეშ,  ორი   მამაკაცის  კარგად შეწყობილი  სიმღერა _ „ქართველო,  ხელი ხმალს იკარ“ _ ისმოდა. როცა მივუახლოვდი, ერთმა სასწრაფოდ შეწყვიტა სიმღერა: „უკვე სურათი გადაგვიღე? ასკანელი კაცი ვარ, მზიანში ვცხოვრობ, ივანოვი ვარ გვარად. აბა, ივანიშვილობა ღმერთმა დამიფაროს.  იცი, როდიდან ვარ საქართველოში? ერეკლე მეფემ რომ თათრების წინააღმდეგ  საბრძოლველად გამოგვიძახა.  მე ქართველი ვარ, სიმღერას სახალხო ლოტბარი ჯემალ ჭელიძე მასწავლიდა. ვიმღერებ კიდევ ცოტა ხანს, მერე კი წავალ და ხვალიდან ასკანაში შრომას შევუდგები. აბა, რავა გგონია... ჰარალალე,   ,,თოფი ვერაფერს დამაკლებს, თუ ხელში ხმალი მიჭირავს“... „ ჰე, ჩემო ლამაზო სამშობლო, შენ კი გენაცვალე“ _ ასე, საუბარის და სიმღერის მონაცვლეობით, კითხვის დაუსმელად გაგვეცნო  ასკანელი ტარიელ ივანოვი. _ ბატონო ტარიელ, ივანიშვილობა რატომ დაგიფაროთ ღმერთმა? _ რატომ  გეღიმებათ? იმიტომ, რომ პუტინი მეორე  ჰიტლერია. ვერც „ედიკამ“ გააგდო აქიდან, ვერც _ მიშამ და ვერც აი ივანიშვილი უშობა რამეს, ძაან ყველაფერს რომ გვპირდებოდა.   ვინც საქართველოს  დამოუკიდებლობას ებრძვის, არავინ მიყვარს.  მე მიყვარს მეფე ერეკლე და საქართველო... აგერ, ჩემ წინ რომ კაცი ზის, თემურ შათირიშვილი, ჩემზე უკეთ თუ არა, ნაკლებად არ მღერის. ჩვენ ასე აღვნიშნეთ ამ დილით ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის  100 წლის იუბილე. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, _ გვითხრა ტარიელ ივანოვმა და კვლავ გააგრძელა ... ...

არქივი

ზაფრანი

აღმოჩენა, რომელმაც, შესაძლოა, შეცვალოს მსოფლიო ისტორია

დინოზავრის სახეობამ, რომელის ნარჩენებიც ცოტა...

საინტერესო ფაქტები ცაციების შესახებ

1) მსოფლიოს მოსახლეობის 10% ცაციაა....

როგორ შეიქმნა დედამიწა

ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლესი კვლევების...

სამოთხის ფრინველი

სამოთხის ფრინველი – ზღაპრულად ლამაზი...

როგორ მოვიპოვოთ წარმატება

იყავით იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც...

წითელი ხახვი კიბოს წინააღმდეგ

იცით თუ არა, რომ წითელი...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...