როგორ შევარჩიოთ სამკაული

ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ სამკაული

4 აგვ. 2020, 12:00:42

ვერძი: ბრილიანტი

ბრილიანტი წარმატების, სიყვარულისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ ითვლება. იგი მტრებისგან და შიშებისგან გიცავთ, გმატებთ გამბედაობას და გეხმარებათ კონფლიქტებში გამარჯვებაში. თუმცა, ბრილიანტი ბედნიერებას მხოლოდ სუფთა გულის მქონე ადამიანს ჩუქნის. თუ ვინმეს ეს ქვა არაპატიოსანი გზით ერგო, მისი პოზიტიური ენერგია ქრება და ამ ადამიანის საწინააღმდეგოდ შეიძლება შემოტრიალდეს.

კურო: ზურმუხტი

ზურმუხტი ვენერასთან იყო დაკავშირებული და ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ მას შეუძლია სიყვარულისა და ერთგულების შენარჩუნება. შეყვარებულებს იგი ჩუქნის უკეთესი მომავლის იმედს და ხანგრძლივი, ბედნიერი ურთიერთობის პირობას, თუ წყვილის გრძნობები გულწრფელი და სუფთაა. ზურმუხტი თავის მფლობელს ჰარმონიის, სიბრძნისა და სიმშვიდის შეძენაში ეხმარება.

ტყუპები: მარგალიტი

ამ ქვას შეუძლია სიყვარული და წარმატება მოგიტანოთ, დაგეხმარებათ იოლად გადალახოთ სირთულეები. ღიმილით ატარეთ მარგალიტი და სიხარულსა და სიმდიდრეს მიიზიდავთ. მოღუშულ ადამიანებზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ითვლება, რომ მარგალიტი შურიანი ხალხისგან და მოტყუებისგან იცავს.

კირჩხიბი: ძოწი

ამ ალისფერი ქვის პოზიტიური ენერგია მზის სიკაშკაშესთან არის კავშირში, რომელსაც ადამიანებისთვის სულიერი წონასწორობა და კეთილდღეობა მოაქვს. ძოწი დაგეხმარებათ სასიცოცხლო ძალების მოკრებაში, საკუთარ თავში საუკეთესო თვისებების აღმოჩენასა და ორმხრივი მგძნობების მოპოვებაში. თუ მას ღამით ბალიშის ქვეშ ჩადებთ, ეს ბედნიერი სიზმრების საწინდარი გახდება.

ლომი: ციტრინი

ითვლება, რომ ციტრინის ოქროსფერი ციალი იზიდავს ფულს და ზრუნავს მფლობელის კეთილდღეობაზე. ძველად სჯეროდათ, რომ ციტრინი ახალი იდეების მოფიქრებაში ეხმარება, ასევე, მას შეუძლია სიხარულის მოტანა. მკურნალების აზრით, ქვა წმენდს ორგანიზმს, ეხმარება სტრესისა და დეპრესიის მოხსნაში.

ქალწული: საფირი

საფირის სუფთა ციმციმი ხსნის გონებას, გარიდებთ ნეგატიურ ემოციებს, გეხმარებათ ტყუილის გამოვლენაში, ფინანსური საქმეების მოგვარებაში და ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარებაში. საფირს ბედის ქვას უწოდებენ, იგი თავმდაბლობის სიმბოლოდ ითვლება, ამასთან, აძლიერებს ქალის მიმზიდველობას.

სასწორი: ოპალი

ამ ქვას უამრავი ელფერი დაჰკრავს, თითოეულს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ღია ოპალი - სულიერი სისუფთავისა და ჰარმონიის ნიშანია. მუქი ტყუილის გამოვლენასა და წინააღმდეგობების გადალახვაში ეხმარება. კაშკაშა ფერის ქვა უბედურებისგან დაგიცავთ. თუმცა, ოპალს წარმატება მხოლოდ პატიოსანი, სამართლიანი ხალხისთვის მოაქვს.

მორიელი: ტოპაზი

ტოპაზი მფლობელს ეხმარება, გამოიცნოს ადამიანების ჭეშმარიტი მიზნები, გაიგოს ამა თუ იმ ქმედების მოტივი, გამოააშკარავოს სიცრუე და ინტრიგები. თილისმად მისი გამოყენება - იდეალურია. იგი ამშვიდებს ნეგატიურ ემოციებს, ამძაფრებს ქალურ სილამაზესა და მომხიბვლელობას, იცავს შურისგან და მატებს საკუთარ თავში რწმენას.

მშვილდოსანი: ფირუზი

აღმოსავლეთში ამ ქვას განსაკუთრებით აფასებდნენ, უწოდებდნენ ბედნიერების ქვას. ითვლება, რომ ფირუზი საქმეებში წარმატების მიღწევაში ეხმარება. ასევე, მატებს თავდაჯერებულობას, ეხმარება სანუკვარი ოცნებების ახდენაში.

თხის რქა: ლალი

ლალი სუფთა გრძნობებისა და სიყვარულის სიმბოლოა. იგი ეხმარება წარმატების მიღწევაში, ასევე დეპრესიისგან იხსნის მფლობელს. სასურველია, მოგზაურობისას თან ატაროთ და აჩუქოთ ახლობელს მეგობრობის ნიშნად.

მერწყული: ამეთვისტო

ამეთვისტო სიბრძნეს მატებს., ეხმარება გონების განათებაში, იცავს ილუზიებისა და შავი ძალების მზაკვრული ჩანაფიქრისგან. ქვა მომწამვლელ ნივთიერებებს ანეიტრალებს. ამეთვისტოს სიმშვიდე და წარმატება მოაქვს, ეხმარება უძილობის დაძლევას.

თევზები: აკვამარინი

ეს ქვა ამშვიდებს, როგრც ანკარა წყარო. მფლობელს სილაღეს ჩუქნის, ამიტომ მოუხდება მათ, ვინც მედიტირების პრაქტიკას გადის. იგი იცავს ჭორებისგან, ეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში. დადებითად ზემოქმედებს ღვიძლისა და კუჭის მუშაობაზე.




 ახალი ამბები
  • 1 გარდაცვლილი და 3 დაშავებული _ უბედური შემთხვევა ჩოხატაურშიუბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭიეთში _ სატვირთო ავტომობილს, რომელიც შეშით იყო დატვირთული, გზა ჩამოუშვავდა და ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ავტომანქანის ძარაზე 2 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა გადახტომა მოასწრო. დაშავდა კაბინაში მყოფი მძღოლი და ერთი მგზავრიც. დაშავებულები ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. "გურია ნიუსი" კომენტარს ელოდება შსს-დან, რასაც მიღებისთანავე ... ...
  • თბილისის მეტრო მგზავრებს 06:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურებათბილისის მეტრო, 21 სექტემბრიდან, მგზავრებს 06:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ  მეტროში დასრულებულია ენერგოუსაფრთხოებისა  და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარეობდა სარებილიტაციო სამუშაობი, რის გამოც, მეტრო 06:00 საათიდან 11:00 საათამდე მუშაობდა. ჩვეულ რეჟიმში გადასვლა ივნისში იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო სამუშაოები  გადაიდო და სექტემბრამდე მათი დასრულება ვერ მოხერხდა. როგორც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში მეტროპოლიტენის გახსნიდან 54 წლის მანძილზე პირველად, სრულად განახლდა მეტროპოლიტენის საკაბელო და სავენტილაციო ინფრასტრუქტურა; კერძოდ - შეიცვალა 191,000 მეტრი დაბალი ძაბვის (220-380 ვოლტი) და 137,000 მეტრის საშუალო ძაბვის (6-10 კილოვოლტი) ახალი კაბელი და დამონტაჟდა 32 ერთეული ახალი სავენტილაციო დანადგარი; პროექტის განხორციელების შედეგად, მეტროპოლიტენში, მნიშვნელოვნად გაიზრდება უსაფრთხოების პარამეტრები და შემცირდება ტექნიკური შეფერხებების რაოდენობა; ახალი კაბელები მეტროპოლიტენს წელიწადში 670, 000 კილოვატ-საათის, ხოლო ახალი სავენტილაციო დანადგარები - 305, 000 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ეკონომიის საშუალებას ... ...
  • გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 21-22 სექტემბერს +24,+26, ხოლო 23-25 სექტემბერს +27, +29 გრადუსი ... ...
  • უცხოელ ბიზნესმენებს ფიზიკურად გაუსწორდნენ- ფაქტზე 4 პირია დაკავებულიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო (R)აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში  გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით - 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი. თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება  მომენტალური პრიზით, მათ შორის:  PSP-ს, „ნიკორას" და" სუფთა სახლის" ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით  - 50 და 100 ლარის ნომინალით, ინტერნეტ მეგაბაიტებით და  0%-იანი საკომისიო ტარიფით - ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ გადახდებზე. აქციის სუპერ პრიზს -  20,000 ლარს მიღებს ის ორი მომხმარებელი, რომელიც თიბისიში ფულად გზავნილს 3-ჯერ და მეტჯერ გაანაღდებს ან გაგზავნის. თიბისიში ფულადი გზავნილის განაღდება მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი: ·         ინტერნეტ და მობაილბანკიდან - www.tbconline.ge ·         ცხელ ხაზზე დარეკვით, ნომერზე - 032 2 272727 გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილილიდან და სერვის ცენტრიდან. თიბისიში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და, გაგზავნონ შემდეგი საერთაშორისო გზავნილები: INTEL EXPRESS, RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT,  ისრაელის გზავნილები World com finance. აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...