როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

ზაფრანი

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

2020 იან 13 17:14:54

არასდროს უყვიროთ მას - ის იმ დროს ნაზ და სათუთ არსებას ვეღარ ხედავს, რაც უჩენს ეჭვს, რომ სულ სხვანაირი ხართ და თქვენში შეიძლება ბევრი არასასიამოვნო სიურპრიზი იმალებოდეს. ფსიქოლოგი და სექსოლოგი ავა კადელი გვირჩევს: „გათავისუფლდით ყველა იმ გარემოებისგან, რაც ყურადღებას გაგიფანტავთ. მე ყოველთვის ვთიშავ მობილურ ტელეფონს, ტელევიზორს და საათსაც კი, რადგან დროზე კონცენტრირებული არ ვიყო“.

ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მის ნაკლზე. სჯობს ისაუბროთ მის ღირსებებზე - არცერთ მამაკაცს არ მოსწონს ის, როცა მას აძაგებენ. ტკბილი სიტყვით ნებისმიერი მამაკაცის გულის მოგებაა შესაძლებელი, ოღონდ საჭიროა, სიტყვებიც და მოქმედებაც სწორად შევარჩიოთ.

დატკბით მასთან ყოველი მომენტით - ზოგჯერ ქალები მეტისმეტად ჩქარობენ, რაც არასწორია. უნდა ეცადოთ, რომ ბავშვების ყოლამ თქვენს სექსუალურ თავგადასავლებს ხელი არ შეუშალოს.

გაუღიმეთ ხშირად - თქვენი ღიმილი შესაძლოა სწორედ ისაა, რის გამოც მას შეუყვარდით. გარდა იმისა, რომ ღიმილს ბედნიერების ჰორმონის მოზიდვა შეუძლია, ჯადოსნურია. მამაკაცები ხშირად ქალის სხეულის რომელიმე სტანდარტულ ნაწილზე მეტად, ღიმილსა და თვალებს აქცევენ ყურადღებას.

არ დააყვედროთ არაფერი - მამაკაცები ყველაზე მეტად სწორედ დაყვედრებას ვერ იტანენ. მათ მაშინვე უჩნდებათ განცდა, რომ ყველაფერი, რაც აქამდე თქვენთვის გააკეთეს, საერთოდაც არ დაგინახავთ.

ჩაეხუტეთ მაშინ, როცა გაბრაზებული ხართ - ეს საშინლად რთული რამ არის, მაგრამ როდესაც სიბრაზე გძლევთ, შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ მის სითბოში ჩაიძიროთ და ჩხუბი საერთოდ აღარ მოგინდეთ. ხანგრძლივი ურთიერთობა შეუძლებელი სულაც არაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მამაკაცის შენარჩუნება ნებისმიერ ქალს შეუძლია, მთავარი ხომ სურვილი და მონდომებაა.  




 ახალი ამბები
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...
  • როდის ჩატარდება გამოცდა სპეცმასწავლებლებისთვის და იგეგმება თუ არა მათი ხელფასების ზრდაქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და მასწავლებლობის მსურველებისთვის,ზაფხულში ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისთვის, რეგისტრაცია გამოაცხადა. დაპირების მიუხედავად,  იმედგაცრუებული დარჩნენ სპეციალური მასწავლებლები. ბუნებრივია, ამან კიდევ ერთხელ გამოიწვია მათი გულისწყრომა, სოციალურ ქსელში გაფიცვასაც კი აანონსებდნენ… ნაწილი, სავარაუდოდ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებდა იმის შესახებ, რომ მართალია, გამოცდა არ დაინიშნა, მაგრამ სპეციალური მასწავლებლის სახელფასო ზრდა იგეგმებაო… მოკლედ, გაურკვევლობაში მყოფი სპეცმასწავლებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ვცადეთ გაგვერკვია – ჩატარდება თუ არა წელს გამოცდა სპეცმასწავლებლებისთვის და იგეგმება თუ არა ხელფასების ზრდა? როგორც ირკვევა, ამჯერადაც, ისინი კიდევ ერთხელ უნდა ენდონ სიტყვაზე ამ სფეროს კომპეტენტურ ადამიანებს – საქმე არც თუ ისე ცუდადაა. როდის დამტკიცდება სპეცმასწავლებლის სქემა? როდის დაინიშნება მათთვის გამოცდა? ვინ გახდება უფროსი სპეციალური მასწავლებელი და როდის გაეზრდებათ სპეცმასწავლებლებს ხელფასი? – ამ კითხვებზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი სალომე ჩარკვიანი გვიპასუხებს: _ რა ეტაპზეა ახლა სპეცმასწავლებლის სქემა და ჩატარდება თუ არა ზაფხულში სპეცმასწავლებლებისთვის გამოცდა? სქემაზე მუშაობა დასრულებულია და დასამტკიცებლად არის გადაცემული, ასევე, უნდა დამტკიცდეს სტანდარტიც. გამოცდის დასანიშნად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები. რადგან ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვართ, სავარაუდოდ, ალბათ, ეს მინისტრის ბრძანების დონეზე მოხდება. ბრძანების დამტკიცებისთანავე, ნაეკი შეძლებს დადოს პროგრამა, რომელიც, პრინციპში, უკვე დიდი ხანია, გამზადებული აქვს. როგორც კი პროგრამა დაიდება, სპეცმასწავლებლებისთვის ცალკე გამოცხადდება რეგისტრაციაც და დაორგანიზდება გამოცდა. სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით გამოცდის კონკრეტული თარიღი, თუმცა, შემიძლია გითხრათ, როცა მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდები ჩატარდება, სპეცმასწავლებლის გამოცდაც იმ პერიოდში მოიაზრება. _ რამდენსაფეხურიანია სქემა და შეძლებენ თუ არა მასწავლებლები, გამოცდის გარეშე, რომელიმე საფეხურზე გადასვლას? ამ ეტაპზე, სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა სამსაფეხურიანია – პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი, ჯერჯერობით არ გვეყოლება მენტორი. სქემის დამტკიცებისთანავე, პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭება სისტემაში მოქმედ ყველა სპეცმასწავლებელს, ხოლო უფროსი მასწავლებელი ავტომატურად გახდება ის სპეცმასწავლებელი, რომელსაც მაგსიტრის ხარისხი აქვს. დანარჩენი პრაქტიკოსები კი, სტატუსის ამაღლებას გამოცდის ჩაბარებით შეძლებენ. რაც შეეხება წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას, წამყვანის გამოცდა მომავალ წელს იგეგმება და მას, თავისთავად, უფროსი მასწავლებლები ჩააბარებენ. _ რამდენ გამოცდის ჩაბარება მოუწევს სპეცმასწავლებელს? _ სპეცმასწავლებელს მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, ვინაიდან ის საგანს არ ასწავლის, შესაბამისად, იქნება სპეციალური განათლების გამოცდა – საგამოცდო ტესტები ნაეკმა ჩვენ მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მოამზადა. _ ხელფასის მატებაზე რას გვეტყვით – მართალია თუ არა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელფასი ეზრდებათ? სამწუხაროდ, ახლა არ ვართ იმ ეტაპზე, რომ ხელფასები გაიზარდოს, კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა ძალიან ბევრ რამეს შეუქმნა პრობლემა და ბევრი რამ გადავადდა კიდეც. მათ შორის, სქემაც, რომელიც, რომ არა ეს პროცესები, უკვე დამტკიცებული იქნებოდა. რაც შეეხება სპეცმასწავლებლის ხელფასის მატებას, განვმარტავ, რომ ის აუცილებლად მიბმული იქნება სქემაზე, მომზადდება შესაბამისი ბრძანება სპეცმასწავლებლის დაფინანსების შესახებ.   როგორც იცით, ახლა ყველა მასწავლებელს სტანდარტული ანაზღაურება აქვს, მინისტრის მოადგილის დაკვეთა კი, ასეთია: შეიცვალოს არსებული წესი და ანაზღაურება იყოს ინდივიდუალიზირებული. თუმცა, როგორც გითხარით ჯერ შეცვლილი არაფერი არ არის, ეს პროცესიც დაწყებული იყო, მაგრამ განვითარებული მოვლენების გამო, სამწუხაროდ, შეჩერდა. იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და ამ მიმართულებით დაწყებული პროცესებიც დასრულდება, შესაბამისად, სქემის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული ბრძანებაც გვექნება. - სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩაბარების უფლება, მოქმედი მასწავლებლების გარდა, ექნებათ თუ არა მსურველებს და რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაწესდა მათთვის? იქნება თუ არა მათთვის განსხვავებული ბარიერი? _ დიახ, რასაკვირველია, გამოცდის ჩაბარების უფლება მიეცემათ მსურველებსაც, მაგრამ ექნებათ თუ არა განსხვავებული ბარიერი, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული. სავარაუდოდ, განსხვავებული ბარიერი არ დაწესდება, არც 1-4 კრედიტი იქნება, როგორც ახლა  აქვთ მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდებზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნად კი, სპეცმასწავლებლობის მსურველებისთვის, ამჟამად მასწავლებლის კვალიფიკაციაა. თუმცა, ზოგადი განათლების შესახებ კანონში უნდა აისახოს ცვლილება, რაც საშუალებას მისცემს სხვა პროფესიის ადამიანებს, სურვილის შემთხვევაში, შემოვიდნენ პროფესიაში. _ დაბოლოს, ბევრი გვყავს სისტემაში მაგისტრის ხარისხის მქონე სპეცმასწავლებელი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც გამოცდის გარეშე, სქემის ამოქმედებისთანავე, გახდებიან უფროსი სპეციალური მასწავლებლები? _ ზუსტი რიცხვი არ ვიცი, მაგრამ ასეთი მასწავლებელი ძალიან ... ...
  • "3 შემთხვევას ვერ ვადგენთ"_ კორონავირუსით ინფიცირების ზრდა შემაშფოთებელიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდა შემაშფოთებელია. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია.  „გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი,სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ - განაცხადა გახარიამ. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. „მოგეხსენებათ, როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ საგანგებო ღონისძიებები მივიღეთ და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს გვაქვს სამი ასეთი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი, სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ - განაცხადა პრემიერ- მინისტრმა. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...