როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

2019 სექ 13 10:10:06

ვერძი – ქალი ვერძების დიდ ნაწილს ცხოვრებისეულ პრიორიტეტად კარიერა და სამსახური მიაჩნია. მათი უმრავლესობა გვიან ოჯახდება. ამიტომ თუ ამ ნიშნის ახალგაზრდა წარმომადგენელს გადაეყარეთ, სავსებით შესაძლოა მოკლევადიან და მხურვალე რომანზე თავისუფლად დაითანხმოთ.

კურო – კუროები სტაბილური პარტნიორის მაძებარი ქალების კატეგორიას განეკუთვნებიან. ამასთან ერთად, კურო მეგობარი მამაკაცის სახით კარგ ფინანსურ მხარდაჭერასაც ეძებს. შესაბამისად, მასთან სიყვარულობანას თამაში არცთუ სახარბიელო შედეგით დასრულდება თქვენთვის. თუ თავს ცოლად არ მოგაყვანინებთ, საბანკო ანგარიშის დაცარიელებას მაინც გაიძულებთ ოსტატურად.

ტყუპი – ერთ-ერთი საუკეთესო კატეგორიაა მოკლევადიანი ურთიერთობისთვის, განსაკუთრებით ოცდაათ წლამდე. ტყუპი ქალები ბუნებით ცვალებადები არიან, ამიტომ მათი ცნობისმოყვარე და ცვალებადი ბუნება ხშირად თავადვე ითხოვს რამდენიმე პარტნიორის ყოლას, რათა საბოლოოდ დარწმუნდნენ, საბოლოოდ როგორ კაცთან უნდათ მთელი ცხოვრების გატარება.

კირჩხიბი – ეს ის ქალია, რომელიც განსაკუთრებულად "მძიმე არტილერიაში" შედის და მასთან არათუ მოკლევადიან სასიყვარულო რომანს, უვნებელი ფლირტის წამოწყებასაც არ გირჩევთ, თუ საკუთარი ნერვების გამძლეობაში ეჭვი გეპარებათ. ქალი კირჩხიბი ბუნებით ემოციური და ეჭვიანია.ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები პოტენციური ცოლები და დედები არიან თინეიჯერობის ასაკიდან, ამიტომ, მამაკაცებო, კირჩხიბთან გართობა ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.

ლომი – ლომი ქალი ბუნებით ვერძივით მონადირე და აზარტულია. მართალია, შანსები მასთან მოკლევადიანი რომანი გააჩაღოთ საკმაოდ დიდია, მაგრამ თქვენი ჯიბე რამდენად გასწვდება ამ თუნდაც მცირეხნიან ურთიერთობას, აი ეს არის საკითხი. სხვა შემთხვევაში კი ქალ ლომთან გამარჯვების იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ. ის დედოფალია, შესაბამისად, თუკი მამაკაცი მას დედოფალივით არ გაანებივრებს, ურთიერთობა ჩანასახშივე კრახისთვის იქნება განწირული.

ქალწული – ქალწული ქალები ბუნებით მეწვრილმანეები, უზომოდ მოწესრიგებულები და დაკვირვებულები არიან. ზუსტად ამის გამო ხდება ხშირად ისე, რომ მიუხედავად გარეგნული მომხიბვლელობისა ბევრი მათგანი ხანგრძლივი დროით რჩება პარტნიორის გარეშე. რაც შეეხება მოკლევადიან კავშირს, თუკი თქვენ მას რაღაც კუთხით "მომგებიან პარტიად" მოეჩვენეთ, რატომაც არა. იმიჯისთვის მაინც ეყოლება გვერდით მამაკაცი.

სასწორი – სასწორი ქალები სათუთები, ნაზები და დახვეწილები არიან. ამიტომ სულაც არ მიკვირს მისი დანახვისთანავე თუ დამუნჯდით და მსუბუქი თავბრუსხვევა დაგემართათ. თუმცა გარეგნული სიმსუბუქის მიღმა, ეს ქალი სულაც არ არის სულელი და მჩატე. ამიტომ მოკლევადიან ურთიერთობაზე ნაკლებად დაგთანხმდებათ. სასწორისთვის პარტნიორის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად, იგი ამჯობინებს დრო გაცილებით უფრო ღირსეულ კანდიდატურაზე დაკარგოს ვიდრე მოკლევადიან ფლირტზე.

მორიელი – ქალი მორიელი იმდენად სექსუალური, ვნებიანი და ეფექტურია, რომ მამაკაცებს მისი დანახვისთანავე უჩნდებათ სურვილი, ურთიერთობა მასთან წამის მეასედში საძინებელ ოთახში გაააგრძელონ. თუმცა, მისი სექსუალური იმიჯი ნუ მოგატყუებთ! ეს ქალი ადვილი საკბილო არ არის და ამაში ძალიან მალე დარწმუნდებით. თუ მან თქვენთან მოკლევადიანი რომანი გააჩაღა კიდეც, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თავბრუ დაახვიეთ, არა თავად გადაწყვიტა ასე და გამორიცხული არ არის მის რომელიმე მზაკვრულ გეგმაშიც კი შედიოდეს თქვენით მანიპულირება.

მშვილდოსანი – ქალი მშვილდოსანი, ტყუპი ქალის მსგავსად იდეალისტი, ცვალებადი და მაძიებელია. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალის მოკლევადიან რომანზე დაყოლიება ხშირად საკმაოდ ადვილია. მშვილდოსანმა შესაძლოა თქვენთან ურთიერთობა მორიგ, მხიარულ თავგადასავლად აღიქვას. ამასთან ერთად, მას პასუხისმგებლობების და მით უმეტეს ოჯახის შექმნის ხშირად მამაკაცზე უფრო ეშინია. ჰოდა, თუკი სადმე ახალგაზრდა მშვილდოსანს გადაეყარეთ შეგიძლიათ თამამად სცადოთ ბედი.

თხის რქა – აი, თუ ვინმესთან მოკლევადიანი სიყვარულობანას თამაშს მაქსიმალურად უნდა ერიდოთ, კირჩხიბის შემდეგ ეს თხის რქაა. ქალი თხის რქა ისეთი პრინციპულობით და რკინის ლოგიკით გამოირჩევა, ნებისმიერ მამრს შეშურდება. თუმცა, თუ მან მაინც გადაწყვიტა თქვენთან მოკლევადიანი რომანის გაჩაღება, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ეტაპზე უბრალოდ ემოციური განტვირთვისთვის ეძებს გზებს.

მერწყული – მერწყულს ურანი მართავს, საყოველთაო ანარქიისა და ნოვაციის პლანეტა. ამიტომ მმართველი პლანეტის გავლენით ქალი მერწყულების დიდი ნაწილი არასოდეს იზღუდავს თავს სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობებით ურთიერთობაში. შესაბამისად, მასთან მოკლევადიანი რომანის დაწყება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, თუ თავად მას მოეჩვენეთ საინტერესო და ორიგინალურ ადამიანად.

თევზები – ქალი თევზი ბუნებით უზომოდ ემოციური, ფაქიზი და მიამიტია. თუმცა მისი უჩვეულო ქალურობა, სინაზე და თვისება მამაკაცს არასოდეს გაეჯიბროს, ამ უკანასკნელთა თავმოყვარეობაზე მაამებლად მოქმედებს. ამიტომ თუ მასთან მოკლევადიანი რომანი დაიწყეთ, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ეს რომანი თქვენივე ინიციატივით საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაგრძელდეს.




 ახალი ამბები
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...
  • რა „უთხრა“ ელჩს „ნატვრის ხემ“ და რა უმღერეს მას საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარებმაოზურგეთში ევროპის დღეების აღნიშვნის პროცესში, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ეწვია. შეხვედრა ამაღელვებელი იყო. საპატიო სტუმარს აქ საგანგებო მადლობა გადაუხადეს უდიდესი თანდგომისთვის. კარლ ჰარცელმა დაათვალიერა ბენეფიციართა  დაწესებულება, გაეცნო მათ ნამუშევრებს. _ რას ამბობს „ნატვრის ხე“? _ იკითხა ელჩმა იმ საგამოფენო ოთახში,  სადაც გამოფენილი იყო ბენეფიციართა თვითშემოქმედების ნიმუშები, მათ შორის „ნატვრის  ხე“, რომელზეც  ბავშვების სურვილები ლამაზი ფერადი ქაღალდებით იყო მიმაგრებული. „ჩვენ გვსურს ვიმოძრაოთ თავისუფლად“, „მსურს მქონდეს აიფონი“, „მე პლანშეტი მინდა“... _  უთარგმნეს ელჩს „ნატვრის ხეზე“  მიბნეული სურვილები. შეხვედრის დასასრულს, ბენეფიციარებმა კარლ ჰარცელს მადლობის ნიშნად საკუთარი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული შემოქმედება წარუდგინეს _ „არ წახვიდე, არ დაგვტოვო, შენი სუნთქვა ჩვენთვის ყველაფერია...“ _ იმღერეს მათ. თან უთხრეს, რომ ეს  სიმღერა ახლა აქ ყველაზე პოპულარულია და საპატიო სტუმარს უძღვნეს. ელჩმა ბენეფიციარებთან  ერთად სამახსოვრო ფოტოები ... ...
  • ტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა, დააკავესტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა, დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ​ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ​„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. ძალადობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს,” - აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • “ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჩემთვის აღმატებული გრძნობაა“ - გურული მაშველი დააჯილდოვესქალაქ ბათუმში, შედგა იმ მაშველების დაჯილდოება, რომლებმაც წყალზე სამაშველო ღონისძიებებში  განსაკუთრებული სიმამაცით გამოიჩინეს თავი. გურიიდან სპეციალური სიგელი და ჯილდო გურიის საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველს, ნოდარ კალანდაძეს გადასცეს. ღონისძიებაზე ითქვა, რომ წელს, წყალზე სამაშველო განყოფილებებში უპრეცედენტო რაოდენობის სეზონური მაშველი მუშაობდა, რომლებმაც, როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, თბილისის წყლებზე, 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის, 69 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე იყო. გარდა ამისა, მათ სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს. “საგანგებო სიცუაციების მართვის სამსახურში 5 წელია ვმუშაობ. კერძოდ, გურიაში, ურეკის სანაპირო ზოლზე. წლევანდელ სეზონზე  40-ამდე ადამიანი მყავს გადარჩენილი, რისთვისაც, ასევე, მადლობას ვუხდი ჩემს თანამშრომლებს.  ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჩემთვის აღმატებული გრძნობაა“, _ თქვა დაჯილდოვების ცერემონიაზე ნოდარ კალანდაძემ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბათუმში სეზონური მაშველები სამეგრელოს, აჭარის და გურიის რეგიონებიდან შეიკრიბნენ. თითოეულ მათგანს წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მადლობის სიგელი გადაეცა, გადარჩენილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით გამორჩეულმა მაშველებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით ... ...

არქივი

ზაფრანი

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...

კივის დიეტა

საუზმე მოამზადეთ სალათი, მწვანე ხახვით,...

ჩვილი ბავშვების საოცარი თვისებები

ჩვილები არ ტირიან სინამდვილეში ჩვილები...

ყურძნის კურკის სამკურნალო თვისებები

ყურძნის კურკებში დიდი რაოდენობით E...

რატომ უნდა ვსვათ სტაფილოს წვენი?

ძირითადი მიზეზი, რატომ ითვლება სტაფილო...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...