როგორ ვაჩუქოთ ჩვენს სიყვარულს მარადიული სიცოცხლე? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზაფრანი

როგორ ვაჩუქოთ ჩვენს სიყვარულს მარადიული სიცოცხლე? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

25 ოქტ. 2018, 16:57:54

გაცილებით მარტივია შეიყვარო, ვიდრე სიყვარულს სამარადისო სიცოცხლე აჩუქო. ეს ამღელვებელი გრძნობა - რომელიც გვაიძულებს უკეთესობისკენ შევიცვალოთ და ბედნიერების მებრძოლებად გვაქცევს - ჩვილივითაა უნდა გამოკვებო და იზრუნო მასზე.თუ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელსაც მარადიული სიყვარულის სჯერა, მაგრამ არ არ იცის, როგორ მოიქცეს, ურთიერთობამ რომ მთელი ცხოვრება გასტანოს, ასტროლოგების რჩევებს გთავაზობთ:

თუ თქვენი პარტნიორი ვერძია

ამ ნიშნით დაბადებულებს ,,დაჭერობანას“ თამაში მოსწონთ, ასე რომ თქვენი სამუდამო სიყვარულის საიდუმლო სწორად თამაშში მდგომარეობს - იყავით ნადავლი, რომელიც ყოველთვის უნდა მოინადიროს ვერძმა. მაშინაც კი თუ დიდი ხანია ერთად ცხოვრობთ. შესაძლოა, ურთიერთობის ამ ფორმატმა დაგღალოთ, მაგრამ როგორც შოთა რუსთაველი იტყოდა: ,, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან?“

თუ თქვენი პარტნიორი კუროა...

დაანახეთ მას, რომ სიყვარულისთვის მსხვერპლზე წასვლა შეგიძლიათ. კუროსთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ თუ არჩევანის წინაშე დადგებით, გადამწვეტ მომენტში, არ უმტყუნებთ მას.

თუ თქვენი პარტნიორი ტყუპებია...

არაფერი გაართულოთ ურთიერთობაში: ცუდად იხუმრა? ყურს მიღმა გაუტარეთ; შეხვედრაზე დააგვიანა? არ შეიმჩნიოთ; ბოლო წუთს გადაიფიქრა პაემანზე მოსვლა, რომლის გამოც თქვენ მთელი დღის განრიგი შეცვალეთ? არ უსაყვედუროდ. თუ მის შეცდომებს და მცდარ ნაბიჯებს მსუბუქად შეხედავთ, თქვენი სიყვარული მარადიულად გასტანს.

თუ თქვენი პარტნიორი კირჩხიბია...

სანამ კირჩხიბს უყვებით როგორ ჩაიარა თქვენმა დღემ - ვის შეხვდით, რაზე იმუშავეთ და რას გეგმავთ - ყველაფრი რიგზეა; თუ ოდესმე მასთან სასაუბრო თემა გამოგელევათ, სასწრაფოდ გამონახეთ! სწორედ  მუდმივ კომუნიკაციაშია  დაუნგრეველი ურთიერთობის საიდუმლო.

თუ თქვენი პარტნიორი ლომია...

სამსახურში წასვლამდე, როცა ლომი თვენი შუბლის საკოცნელად გადმოიწევა, ტუჩები დაახვედრეთ და ვნებიანად ეამბორეთ. მან უნდა იცოდეს, რომ შინ  სექსუალური სურვილით აჟიტირებული  მეუღლე ელოდება და სამსახურში მოფლირტავე კოლეგებს თავიდან ბუზებივით მოიშორებს. სანამ ლომთან კარგი სექსი გაქვთ, ვერავინ და ვერაფერი დაგაშორებთ.

თუ თქვენი პარტნიორი ქალწულია...

მას ყველაზე მეტად სახლში ჩაჯდომის ეშინია. დაარწმუნეთ, რომ არ მოუწევს ბავშვებისთვის პამპერსების ცვლა და საჭმლის კეთება. სასიამოვნოდ არ ჟღერს, მაგრამ თქვენ უნდა ითაოთ ყველაფერი, რაც შვილებს უკავშირდება, ქალწულს კი ფინანსური საკითხები მიანდეთ.

თუ თქვენი პარტნიორი სასწორია...

არავითარ შემთხვევაში არ მოაკლოთ რომანტიკა პარტნიორს, თორემ ურთიერთობა ჩამოგეშლებათ  და სიყვარულიც ნანგრევებში მოკვდება. არ დაგავიწყდეთ ყვავილების შეძენა, ვალენტინობისა და ქორწინების იუბილეს აღნიშვნა, ერთად სეირნობა, ლექსების კითხვა და სასიყვარულო მიმოწერა ჩატში.

თუ თქვენი პარტნიორი მორიელია...

თუ მორიელი თავს ისე იჭერს, თითქოს ფეხებზე დაიკიდა თქვენი ურთიერთობა, პანიკას არ აჰყვეთ, ეს გამოცდაა!!! მას სურს დარწმუნდეს, თქვენ ხომ არ გაგნელებიათ სიყვარული. არ ეუხეშოთ, არ იეჭვიანოთ, ნუ გაუმართავთ ისტერიკას, დაელოდეთ და ყოველ ჯერზე, როცა გულს გატკენთ, სიყვარულით უპასუხეთ. სამაგიეროს გადახდა, არაფერს გარგებთ.

თუ თქვენი პარტნიორი მშვილდოსანია...

არასდროს შეზღუდოთ, თქვენი ქმედებით დაანახეთ, რომ სრულიად თავისუფალია. ღამის 2 საათზე მეგობრების ნახვას განიზრახავს? ღიმილით გაუშვით. შინ ორი დღე არ გამოჩნდება? ერთადერთხელ დაურეკეთ და გაიგეთ, ხომ არაფერი უჭირს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ეჩხუბოთ. მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ყოფნა ან გაჩუმება მაშინ, როცა ყვირილი გინდათ, რთული იქნება. თუ გაუძლებთ, მის სიყვარულს სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებთ.

თუ თქვენი პარტნიორი თხის რქაა...

ყოველდღიურად განვითარდით, წაიწიეთ კარიერულ კიბეზე, აქტიურად იკითხეთ ლიტერატურა, გაეცანით თანამედროვე ტექნოლოგიებს, თუ ერთ ადგილას გაიყინებით, თხის რქა ჩათვლის რომ მისი შესაფერისი პარტნიორი აღარ ხართ. გამოიმუშავეთ საკუთარი ფული, იყავით დამოუკიდებელი და დაანახეთ, რომ ძლიერი ხართ.

თუ თქვენი პარტნიორი მერწყულია...

ძალიან სჭირდება პირადი სივრცე და დრო, რომელსაც სრულ მარტოობაში გაატარებს - უთქვენოდ! მზად იყავით მისი განდეგილობისთვის. ამ დროს არ მიეძალოთ და, როცა დაბრუნდება, ხელგაშლილი შეეგებეთ.

თუ თქვენი პარტნიორი თევზებია...

არ მისცეთ  უფლება კომფორტის ზონად გაქციონ, ამ შემთხვევაში მოდუნდებიან და გაზარმაცდებიან, შესაბამისად აღარ შეასრულებენ არც ერთ თქვენს თხოვნას. სანამ ამ ნიშნით დაბადებული ტონუსშია, ურთიერთობაში ბედნიერება სუფევს.




 ახალი ამბები
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებსქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს: „გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია, გარდა ბავშვის მეურვეობისა. ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა. რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს. სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს”,_ წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემაკავებელი ორდერია გამოცებული ბასილაშვილის მამის მიმართაც. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ გირაო ... ...
  • მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა საქართველოს საზღვრიდან 7 კილომეტრში. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ინგუშეთში დაფიქსირდა.  მისიწქვეშა ბიძგების სიღრმე კი 16 კილომეტრი იყო. მიწისძვრა თბილისის დროით 16:33 საათზე ... ...
  • "გამომეკიდა რაღაცა საგნით"- რას ჰყვება ბასილაშვილის ყოფილი ცოლიძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისსა და ყოფილ ქმარს შორის კონფლიქტში ასევე, მისი ყოფილი მამამთილი ჩაერია. ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას ყოფილი მამამთილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნით გამოეკიდა. დოროყაშვილი კონკრეტულად ვერ იხსენებს, თუ რა საგანი იყო ეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საგანი შესაძლოა ნაჯახი იყო. "ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს ეს დეტალები, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი," - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.   დღეს ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. წყარო: რუსთავი ... ...
  • „მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი“ - ნინო ლომჯარია„საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან! მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!“ - წერს ნინო ლომჯარია ... ...
  • ახალგაზრდა მამაკაცმა მამის საფლავზე, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ტრაგედია სამეგრელოშიზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, მან  სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, მამის საფლავზე მიიყენა. სუიციდის ფაქტი "გურია ნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?