როგორი დედა ხართ

ზაფრანი

როგორი დედა ხართ

14 აგვ. 2020, 14:11:41

ვერძი

ძლიერი, დამოუკიდებელი. დედობის გარდა ის სოციალურად აქტიურია და პირადი ცხოვრებისთვისაც იტოვებს დროს. თავად მუდამ ლიდერობისთვის იბრძვის და შვილებსაც იმავეს ასწავლის. შვილების მიმართ მომთხოვნი და მკაცრია.

კურო

აკონტროლებს სიტუაციას და ინარჩუნებს ემოციურ სტაბილურობას. შვილებს აჩვევს დისციპლინას და მხოლოდ იმის კეთებას, რასაც შედეგი მოაქვს. საკმაოდ ჯიუტია და აფასებს მატერიალურ ნივთებს.

ტყუპი

იცის რა არის აქტუალური და რას უნდა მიანიჭოს უპირატესობა. მუდამ ახალგაზრდაა და შვილებზე კარგად ერკვევა უკანასკნელ ტექნოლოგიებში. ცნობისმოყვარეს ავანტიურა იზიდავს. ცუდი ის არის, რომ ხშირად ეცვლება განწყობა.

კირჩხიბი

თანდაყოლილი დედობის ინსტინქტით ხელმძღვანელობენ. კარგი აღმზრდელები და მზრუნველი დედები არიან. აგრეთვე _ მგრძნობიარეები სხვა ადამიანების სატკივარის მიმართ. ხშირად ზედმეტად ზრუნავენ შვილებზე. განწყობა მკვეთრად ეცვლებათ, თუ მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფს საფრთხე ემუქრება.

ლომი

ზოდიაქოს ყველაზე ენერგიული დედაა. ბავშვებთან ერთად თამაშობს, მათ ყველა წამოწყებას აღფრთოვანებული ხვდება. თუმცა, ხანდახან შეიძლება მკაცრი იყოს და საკუთარი წესების დაცვა მოითხოვოს. ნაკლი ის აქვს, რომ ყველაფრის დრამატიზირება იცის, - ბუზს სპილოდ გადააქცევს.

ქალწული

ყველაზე ორგანიზებული. დედობა ენციკლოპედიურ დონეზე აქვს შესწავლილი მუდამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. ხშირად უხეშად მოითხოვს წესრიგს ყველგან და ყველაფერში. სჩვევია სხვათა განსჯა, როცა საქმე შვილების აღზრდას ეხება.

სასწორი

მომთმენია. არასდროს განიცდის წვრილმანების გამო. ბავშვებს შეცდომის დაშვების უფლებასაც აძლევს. თავად კულტურული, შვილებსაც თავაზიან პიროვნებებად ზრდის. უცნაური თვისება აქვს: თუ ერთ წუთში მკაცრი არის, მეორე წუთში ათამამებს შვილებს. ცნობილი არის, როგორც სნობი მშობელი.

მორიელი

მუდამ კონტროლზე ჰყავს აყვანილი სიტუაცია, სადაც მისი შვილი ტრიალებს. არ აღელვებს, რას ფიქრობენ გარშემო მყოფები მისი აღზრდის მეთოდზე. ეს მკაცრი დედა ადვილად უმკლავდება თავის ბუდეს. მისი ემოციის ამოცნობა ბავშვებს უჭირთ. ცნობილები არიან შვილების კონტროლით.

მშვილდოსანი

თავგადასავლების მოყვარული, უშიშარი და რისკიანი დედაა. მისი შვილები მუდამ ეცნობიან ახალ ადგილებს, ადამიანებს, ნივთებს. საოცრად ბრძენები არიან. ბავშვებს ეხმარება ცოდნის მიღებაში.

თხის რქა

ოჯახის საყრდენია. შეუდარებლად შრომისმოყვარე და მიზანმიმართულია. ყველაფერს აკეთებს ოჯახის კეთილდღეობისთვის. შვილებისთვის მისაბაძია. ერთგული. დედა თხის რქა ზოგჯერ ზედმეტად სერიოზულიცაა.

მერწყული

დედა შვილებს უფლებას დართავს, ისე მოექცნენ, როგორც მეგობარს, თუმცა, რა გასაკვირია, მერწყული დედა თავადაც დიდი ბავშვია, რომელიც შვილებთან ერთად იზრდება. მათ შორის სხვაობა თითქმის არაა.

თევზები

ყველაზე მზრუნველი. მათი სიყვარული უსაზღვროა. ის ოჯახის ერთგულია. თავადაც შემოქმედებითია და შვილებსაც დაეხმარება ტალანტის გამოვლენაში. დედა თევზები ძალიან მგრძნობიარეა, _ ან პასიურ-აგრესიულია, ან ემოციურად მანიპულატორი, როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც მას სურს.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...