როგორი პარტნიორი გჭირდებათ

ზაფრანი

როგორი პარტნიორი გჭირდებათ

15 აგვ. 2020, 12:14:04

მერწყული

მერწყულს ძალიან უყვარს შინაარსიანი ლაპარაკი. ამიტომ საპირისპირო სქესში ისინი ეძებენ კარგ მოსაუბრეს. არ გირჩევთ, არჩევანი შეაჩეროთ კაცზე, რომელსაც უყვარს უაზრო ლაყბობა. გირჩევნიათ მოძებნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს გონებას აამუშავებს და ცოტა დაძაბავს. ეძებეთ ისეთი მამაკაცი, რომელიც არ განსჯის წიგნს იმის მიხედვით, თუ რა ახატია ყდას, არამედ პრიორიტეტულია მისი შინაარსი.

თევზები

თქვენ ცხოვრობთ რომანტიკის გამო. ამიტომ ქალი თევზებისთვის საუკეთესო არჩევანია მამაკაცი, რომელიც ურთიერთობაში ძველმოდური და ტრადიციულია. ყვავილები, სიურპრიზები, რომანტიკული ვახშამი, ხელჩაკიდებული სეირნობა... ეძებეთ ისინი, ვინც მზადაა თქვენ მოსახიბლად გრანდიოზული რომანტიკული გამოწვევისთვის და გული რომ არ გაგიტეხოთ ამ მამაკაცმა, უნდა იცოდეს, რომ თქვენ სერიოზული ურთიერთობა გსურთ მასთან.

ვერძი

ნებისმიერი მამაკაცი ინატრებდა, გამხდარიყო თქვენი სიყვარულის და ყურადღების ღირსი. როცა ვინმეზე აკეთებთ არჩევანს, თქვენ მას სრულიად ჩუქნით სულსა და გულს. ყოველდღიურად უმტკიცებთ მას, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს ის თქვენთვის. ამიტომ თქვენ არჩევანი უნდა შეაჩეროთ ან ეძებოთ ისეთი მამაკაცი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თქვენი თავდაჯერებულობა და თავგადასავლების სიყვარული. თქვენი პარტნიორი უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი, რომ შეესაბამებოდეს თქვენს სულიერ ძალასა და ამბიციებს. ამავე დროს, ის უნდა იყოს ნაზი და მგრძნობიარე, რათა შეეძლოს თქვენი სიყვარული ისევე ძლიერად, როგორც თქვენ გიყვართ იგი.

კურო

თქვენ ცხოვრობთ პრინციპით - შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. ამიტომაა, რომ ძალიან დიდი დრო მიდის შესაფერისი პარტნიორის არჩევაში. თქვენ მოგწონთ ისეთი მამაკაცი, რომელიც ითვალისწინებს თქვენს ინტერესს. ის უნდა იყოს ერთგული საკუთარი ოჯახისა და არჩევანისა. ის უნდა იყოს საკმარისად მომთმენი და მოსიყვარულე. უნდა გამოხატავდეს ხშირად, რომ თქვენზე გიჟდება და ძალიან უყვარხართ. მნიშვნელოვანია ხვდებოდეს, რა გსურთ. სხვა შემთხვევაში მის გვერდით კურო ქალი დაძაბული იქნება.

ტყუპები

მოწყენილობა - აი, ეს ემოცია გახვევიათ თავს ყველაზე ხშირად. ვნებიან და ჭკვიან ტყუპებს გჭირდებათ ისეთი მამაკაცი, რომელიც არაფერში დაგიდებთ ტოლს. მან უნდა გაიზიაროს თქვენი გულუხვობაც და თავგადასავლებისკენ სწრაფვაც. ცოტა რთული მოსაძებნია ის მამაკაცი, რომელსაც შეუძლია მხარი აუბას ტყუპების ფლირტის ხელოვნებას. მაგრამ არ დაკარგოთ იმედი, რადგან სადმე აუცილებლად არსებობს მამაკაცი, რომელიც ისეთივე ჭკვიანია, როგორიც თქვენ.

კიბო

მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ემოცია. კიბორჩხალა ქალს ძლიერი სიყვარული შეუძლია, რასაც სამწუხაროდ, ხშირად გატეხილი გულისკენ მივყავართ. მაგრამ როგორც კი შეხვდებით იმ ერთს, ის ისეთი სიყვარულითა და პატივისცემით მოგექცევათ, როგორსაც თქვენ იმსახურებთ. კირჩხიბ ქალს აუცილებლად სჭირდება გამგები და მზრუნველი მამაკაცი, რომელიც მას მოუსმენს, დაამშვიდებს და გაამხნევებს.

ლომი

თქვენი ძალა და ვნება უბრალოდ წარმოუდგენელია. ლომი მუდამ თვლის,  რომ ისაა მთავარი, ის იღებს გადაწყვეტილებას. გირჩევთ, მოძებნოთ კაცი, რომელიც საკმაოდ თავდაჯერებულია და არ დაიწყებს თავისი უპერატესობების დამტკიცებას. ის უნდა იყოს ისეთივე ჭკვიანი, როგორიც თქვენ ხართ. უნდა შეეძლოს დათმობა და თქვენი აზრის გათვალისწინება.

ქალწული

ქალწულებს ეშინიათ გულისტკენის. ამიტომ ისინი თავიდანვე დისტანციურად ურთიერთობენ. ეძებეთ მამაკაცი, რომელიც მზად იქნება,  თქვენთან ერთად ხელჩაკიდებულმა გაიაროს კარგიცა და ცუდიც. ის უნდა იყოს მომთმენი და თავდაჭერილი. ასევე - მიზანდასახულიც, რამეთუ მოიპოვოს დაკარგული ნდობა და იპოვოს თქვენი გულის მოსაგები გზა.

სასწორი

თითქმის მთელი ცხოვრება ეძებთ თქვენს შესაფერის ბიჭს, შემდეგ კი გამოხატავთ უკმაყოფილებას, თუ მას ვერ იპოვით. თქვენ აუცილებლად იმსახურებთ, იყოთ ისეთი კაცის გვერდით, ვისაც აინტერესებს სერიოზული ურთიერთობა და ეყვარებით ისეთივე თავდადებით, როგორც თქვენ ის. მას უნდა შეეძლოს თქვენი მოსმენა და გაგება.

მორიელი

თქვენი შეუდარებელი ხართ ახალი ადამიანის გაცნობასა და მის მოხიბვლა-მოჯადოებაში. მაგრამ ყველაზე კარგად თქვენი მომხიბვლელობის მაგია მოქმედებს ისეთ მამაკაცზე, რომელიც თქვენც მოგწონთ. თქვენ გჭირდებათ სტაბილური და ჭკვიანი კაცი. ერთნაირად თამამი, როგორც ლოგინში, ასევე ლოგინს გარეთაც. უნდა ესმოდეს თქვენი გატაცებების და მოგყვებოდეთ ნებისმიერ ავანტიურაში.

თხის რქა

ქალი თხის რქა უნდა ერიდოს ისეთ მამაკაცებთან ნაცნობობას და ურთიერთობას, რომელიც ისეთივე დამოუკიდებელი და ჯიუტია, როგორც ის თავად. მხოლოდ ღირსეულსა და თქვენზე ძლიერს ერგება თქვენი გულის გასაღები, თუმცა ამ პრივილეგიის მისაღებად მამაკაცმა უნდა გაუძლოს ყველანაირ გამოცდას და კარგად გააცნობიეროს, რომ თქვენი ასეთი ქცევა მხოლოდ და მხოლოდ იმისი ბრალია, რომ დაიცვათ საკუთარი თავი იმედგაცრუებისაგან. ეძიეთ ისეთი მამაკაცი, რომელიც დაგანახებთ საკუთარი სიყვარულის ძალას.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...