რომანტიკა, სიყვარული და ასტროლოგია


ზაფრანი

რომანტიკა, სიყვარული და ასტროლოგია

11 იან. 2021, 16:24:03

ვერძი

მოტოციკლეტზე შემოხტა, უკან პარტნიორი შემოისვა და გაზს ჩაადგა... ტრასაზე ბოლო სიჩქარით მიდიოდა, მის ირგვლივ სწრაფად იცვლებოდა ჯერ ქუჩების, შემდეგ კი ბუნების ხედები. მან იცოდა, რომ თავისუფალი იყო... და ამ თავისუფლებას საყვარელ ადამიანს უზიარებდა; - აი ეს არის ვერძისეული რომანტიკა.

კურო

გემრიელი და ლამაზი კერძებით გაწყობილ მაგიდას შემოუსხდნენ, არც სანთლების ანთება და სუფრაზე ყვავილების დაწყობა დავიწყებიათ... წითელი ღვინო ჩამოასხეს და სიყვარულის სადღეგრძელო შესვეს, - ეს არის კუროსეული რომანტიკა.

ტყუპი

კლუბიდან კლუბში გადადიოდნენ, გონების დაკარგვამდე სვამდნენ და ცეკვავდნენ. ტკბებოდნენ მუსიკით და ერთმანეთით. ირგვლივ  ვერავის ამჩნევდნენ. ცდილობდნენ ხშირად შეხებოდნენ ერთმანეთს...- ეს არის ტყუპისეული რომანტიკა.

კირჩხიბი

ისინი ზღვას სირბილით მიუახლოვდნენ... შევარდნენ და დიდხანს ბანაობდნენ ერთად. თამაშობდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს აწვალებდნენ... დაქანცულები ამობრუნდნენ პლიაჟზე... ცხელ ქვიშაში ჩაწვნენ და მზეს მიეფიცხნენ. ერთმანეთს ხელს არ უშვებდნენ და ერთად გატარებულ ბენდიერ მომენტებს იხსენებდნენ. ნელ-ნელა მე ჩაესვენა და მათი ყურადღება ნაირფერმა დაისმა მიიიქცია. გაჩუმდნენ და ერთმანეთს მიეხუტნენ, - ასეთია კირჩხიბისეული რომანტიკა.

ლომი

ზუსტად ის უყიდა, რაზეც ოცნებობდა და ძალიან გაახარა. ქუჩაში მისეირნობდნენ, როცა ქარი ამოვარდა. მამაკაცმა პიჯაკი გაიხადა და მას მოახვია... - აი ასეთია ლომისეული რომანტიკა.

ქალწული

მათ ერთად იპოვეს სახლი "იდეაური ოჯახისთვის," ბევრი ეძებეს შესაფერისი ავეჯი და ტექნიკა, დაათვალიერეს შპალერი და ფარდები. გადაანაწილეს საერთო ბიუჯეტი. დაგეგმეს შვილების რაოდენობა და შეარჩიეს სახელები. შემდეგ კი დაღლილები ჩაესვენნენ საწოლში და ჩახუტებულებმა დაიძინეს... - ასეთია ქალწულის რომანტიკა.

სასწორი

მოულოდნელად წვიმა წამოვიდა! მან ხელი მოხვია და გამოიცეკვა... ცეკვავდნენ წვიმაში და სველდებოდნენ. ბოლოს, ერთმანეთისკენ საკოცნელად გადაიწიეს და სამყარო გაჩერდა, - ასეთია სასწორისეული რომანტიკა.

მორიელი

ისინი ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს, ცეცხლი ედებოდათ სხეულზე... იცოდნენ, რომ ერთმანეთს უნდა დაპატრონებოდნენ. სიყვარულით სექსი - სწორედ ეს არის მორიელისეული რომანტიკა.

მშვილდოსანი

ცხენებს შემოახტნენ და მდელოზე გაიჭრნენ. დიდხანს იჯირითეს მთაში. ტყეში ჩამოქვეითდნენ, ცხენები დაასვენეს, და ფეხით ხეტიალი განაგრძეს. მიტოვებულ ქოხს მიაგნეს და გადაწყვიტეს, ცოტა ხნით იქ ეცხოვრათ. თავიანთი ხელით შეაკეთეს, შეშა მოაგროვეს და ცეცხლი დაანთეს. სანამ მოსაღამდებოდა, ნადირობა და თევზაობაც მოასწრეს. - ასეთია მშვილდოსანის რომანტიკა.

თხის რქა

მაშინ, როცა დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მის გვერდში აღმოჩნდა და თავი დაცულად აგრძნობინა, - ასეთია თხის რქის რომანტიკა.

მერწყული

ვარსკვლავების საყურებლად წაიყვანა და დაჰპირდა, რომ ერთ დღეს მასთან ერთად კოსმოსში გაფრინდებოდა, - ასეთია მერწყულისეული რომანტიკა.

თევზები

ღამით ქალაქში დაბორიალებდნენ და კედლებს ხატავდნენ, იმის მიუხედავად, რომ კანონით ეკრძალებოდათ... გამთენიისას კორპუსის სახურავზე ავიდნენ, შოკოლადების პარკით ხელში. სიგარეტი გააბოლეს და მზის ამოსვლას მიაშტერდნენ, - ასეთია თევზისეული რომანტიკა.




 ახალი ამბები
  • კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდებაკობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება, _ ამის შესახებ ყაზბეგის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა განაცხადა. ზაგალიშვილმა ამისმიზეზად რთული მეტეოროლოგიური პირობები დაასახელა. როგორც მერმა განაცხადა, ადგილზე დახმარება უკვე ასამდე ადამიანს გაეწია. „მოგეხსენებათ 11 იანვრიდან, ჯვრის უღელტეხილის კობი-გუდაურის მონაკვეთი ჩაკეტილია ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო. ადამიანებს, რომლებიც ყაზბეგის მიმართულებით ჩარჩნენ, გუშინ დავეხმარეთ საკვები პროდუქტებით, დაახლოებით 100-მდე ადამიანია ასეთი, 14 ადამიანი გადავიყვანეთ სასტუმროში. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები კობი - გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის ჩართვისთვის. იცით, რომ ამ დღეების განმავლობაში ვერ მოხერხდა ჩართვა, ვინაიდან იყო ძლიერი ქარი. მიმდინარეობს სამუშაოები რომ მოსახლეობა გადავიყვანოთ. რთული სიტუაციაა უღელტეხილზე, შესაბამისად ძნელი იქნება საუბარი, როდის აღდგება მოძრაობა, გააჩნია, თუ შეგვიწყობს მეტეოროლოგიური ვითარება ხელს, თავისთავად დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, ჯერჯერობით ვერ ხერხდება“, - განაცხადა ... ...
  • შსს-მ თბილისში ორი კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციის დარღვევისთვის თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი - 1988 წელს დაბადებული გ.ფ. და 1975 წელს დაბადებული ზ.ს. თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. გ.ფ. კოვიდაღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, ზ.ს. კი – 13 იანვრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კოვიდინფიცირებულმა პირებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი. სამართალდამცველებმა კორონავირუსით დაინფიცირებული გ.ფ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი თბილისში, წერონისის ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა. პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ისინი დაჯარიმების შემდეგ კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ ... ...
  • ზუგდიდში, 22 წლის ბიჭმა 42 წლის მამაკაცი მოკლა, კვალის დაფარვა კი ხანძრის გაჩენით სცადა42 წლის მამაკაცი, რომლის ცხედარიც გუშინ, გვიან ღამით, დამწვარ ბინაში იპოვეს, მოკლულია, ხანძარი კი კვალის დაფარვის მიზნითაა გაჩენილი. გარდაცვლილს ჭრილობები ზურგსა და გულმკერდში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ელექტროგამათბობელი და დაუდევრობით დაჩენილი ხანძარი სახელდებოდა, თუმცა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა, რომლებიც ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, მკვლელობის კვალი აღმოაჩინეს. შსს-მ ცხელ კვალზე 22 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც, "მთავარის" ინფორმაციით, გარდაცვლილთან ანგარიშსწორების მიზნით სოხუმიდან შემოვიდა ზუგდიდში, მკვლელობის შემდეგ კი ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა მიმალვას. დაკავებული ბრალს აღიარებს და მკვლელობის მოტივად ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიებას ასახელებს.  წყარო: ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სინოპტიკოსები 17 იანვარს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბელია ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 იქნება. ღრუბლიანი ამინდი იქნება სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ღრუბელი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. ღრუბელია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +3 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც +4 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, -2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. გორში დღისით წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში ღრუბლიანი დღე და 0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ღრუბლიანი დღე იქნება ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -2 გრადუსამდე დაიწევს. ლაგოდეხში ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმა ნალექია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი ... ...
  • რატომ ეშინიათ ძაღლებს საახალწლო ფეიერვერკების?ძაღლებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული სმენითი ორგანოები, ვიდრე ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ხმამაღალი ხმა მათში სტრესs, შიშს და დისკომფორტს იწვევს. ხშირად შეგვხვედრია ხმაურისაგან შეშინებული ძაღლები, განსაკუთრებით, ახალ წელს. რის ეშინიათ ძაღლებს, რაც მათი პანიკის საფუძველი ხდება და ზოგ შემთხვევაში, ეს შიში სიკვდილის მიზეზი ხდება? ამ თემაზე საქართველოში პირველი ვეტერინარული პორტალის Vetnet.ge-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს ივანე ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ: „ძაღლი თუ ლეკვობიდან არ არის მიჩვეული ხმაურს, როცა გაიზრდება ხმამაღალი მუსიკისაც შეეშინდება. ამიტომ, აუცილებელია, ლეკვობიდან მოხდეს ცხოველის სოციალიზაცია, რაც გულისხმობს ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურთან შეგუებას. ხმაურში იგულისხმება ქუჩის ხმაური, ხმამაღალი მუსიკა, ხალხის ლაპარაკი და ა.შ. მონადირე ძაღლი ლეკვობიდან უნდა მიეჩვიოს თოფის ხმას. ძაღლებში შიშით გამოწვეული პანიკა შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. განსაკუთრებით მძიმეა ძაღლებისთვის ახალი წლის ღამე, როცა უამრავი რამ ერთდროულად ფეთქდება და ამ დროს ძაღლი ვერ ახერხებს თავშესაფრის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....