საახალწლო ტრადიციები მსოფლიოში

ზაფრანი

საახალწლო ტრადიციები მსოფლიოში

4 იან. 2018, 11:58:13

ინგლისში ასეთი ჩვეულება აქვთ: შუაღამისას, როდესაც საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს, უკანა კარს აღებენ, რომ ძველი წელი გაისტუმრონ, ამასთანავე, ფართოდ ხსნიან შემოსასვლელ კარსაც, რომ ახალი წელი "შემოიპატიჟონ".

უნგრეთში ახალ წელს საყვირების ხმით ხვდებიან, რადგან სწამთ, რომ მათი საცხოვრებლიდან ბოროტ სულებს განდევნიან და სანაცვლოდ სიხარული, ხვავი, ბარაქა შემოვა.

უნგრელებს საახალწლო სუფრის მაგიური ძალისაც სჯერათ: მათი აზრით, ვაშლი სილამაზისა და სიყვარული წყაროა, კაკალი ადამიანს უბედურებისაგან იცავს, ნიორი - ავადმყოფობისაგან, მარილი და ბარდა კი - სულსა და სხეულს აძლიერებს.

რუმინეთში ახალი წლის ღამეს გასათხოვარი ქალები ჭასთან მიდიან, სანთელს ანთებენ და ჭაში იყურებიან. მათ სჯერათ, რომ წყალში მომავალი მეუღლის სახე გამოჩნდება.

საბერძნეთში ახალი წელი წმინდა ბასილის დღედ ითვლება. წმინდა ბასილი საოცარი სიკეთითა და გულუხვობით გამოირჩეოდა, ამიტომ ბავშვები თავიანთ ფეხსაცმელებს ბუხართან ახლოს ტოვებენ იმ იმედით, რომ დილით იქ წმინდანისაგან მოძღვნილი საჩუქრები დახვდებათ.

იტალიაში ძველი წლის დასრულებისთანავე ბინიდან ყრიან გატეხილ ჭურჭელს, ძველ ტანსაცმელს და ავეჯსაც კი. ამ ნივთებთან ერთად ფანჯრიდან ცვივა კანფეტები, ასაფეთქებლები, შუშხუნები… იტალიელები მიიჩნევენ, რომ თუ ახალი წლის მოსვლისთანავე ძველ ნივთებს გადაყრი, მომავალ წელს ახალს შეიძენ.

ესპანეთში როგორც კი 12 საათი შესრულდება, აუცილებლად ჭამენ ყურძენს. სასურველია ყურძნის 12 მარცვალი მიირთვათ, რაც წელიწადის 12 თვეს შეესაბამება.

შოტლანდიაში სწამთ, რომ ოჯახის წინსვლა იმაზეა დამოკიდებული, ვინც ახალი წლის პირველ დღეს სახლში პირველად შემოაბიჯებს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ რომ ეს წესი, ჩვენს ქვეყანაშიც "აქტუალურია". შოტლანდიელების აზრით, ბედნიერება მოაქვს მუქთმიან მამაკაცს, რომელიც სახლში საჩუქრით შემოდის.

ჩინეთში, ძველად, ახალი წელი მათხოვრების დღესასწაულად მიიჩნეოდა. მათ შეეძლოთ შესულიყვნენ ნებისმიერ სახლში და აეღოთ ის, რაც უნდოდათ. თანამედროვე ჩინეთში კი, ახალი წლის ღამეს ქუჩებსა და მოედნებზე უამრავ პატარა ნათურას ანთებენ და სწამთ, რომ მათი ნაპერწკლები ბოროტ სულებს განდევნიან. ახალ წელს იქ მთვარის კალენდრის მიხედვით, იანვარ-თებერვალში აღნიშნავენ, ამიტომ, ეს დღესასწაული ზამთრის დასასრულთან და გაზაფხულის მოსვლასთან არის გაგივებული. ნათურებს სხვადასხვა ფორმა აქვს, მათ ლამაზი სურათებითა და ორნამენტებით რთავენ.

მონღოლეთში ახალი წლის პირველ დღეს დიდი სახალხო სეირნობა იმართება. ოფიციალურად ახალ წელს იქ 1 იანვარს აღნიშნავენ.

იაპონიაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს დღესასწაული, იქ ბავშვები აუცილებლად ახალი ტანსაცმლით იმოსებიან. "ამომავალი მზის ქვეყნის" მკვიდრნი ღამით, ბალიშის ქვეშ დებენ ნახატს, სადაც მათი ოცნებაა გამოსახული. დილით კი გარეთ გამოდიან, რათა მზის ამოსვლას შეხვდნენ. მათთვის ყველაზე მთავარია ახალი წლის პირველ წუთებს სიცილით შეხვდნენ. იაპონელებს სჯერათ, რომ ამ შემთხვევაში ბედნიერება მთელი წლის განმავლობაში მათი თანამგზავრი იქნება.

ინდოეთში სულ რვა თარიღია, როდესაც იქაურები ახალ წელს აღნიშნავენ. ეს იმის გამო ხდება, რომ ინდოეთში მრავალნაირი კულტურისა და რელიგიის მიმდევარი ხალხი ცხოვრობს.

ებრაული ახალი წელი უფრო რელიგიური დღესასწაულია, ვიდრე საერო. ამ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ახალი წლის მოსვლისას უზენაესი განსჯის ადამიანს და მის მიერ ჩადენილი ცოდვების მიხედვით განსაზღვრავს, რა ბედი ელის მომავალ წელს. ამიტომ, ეს დღელოცვითა და მოკრძალებული სიხარულით არის სავსე.

კუბაში ახალი წლის დადგომამდე ყველანაირ ჭურჭელს წყლით ავსებენ და შუაღამისას წყალს ფანჯრებიდან ღვრიან. კუბელებს სჯერათ, რომ ამ რიტუალის შემდეგ მათი ცხოვრება წყალივით სუფთა და ნათელი იქნება. ვიდრე საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს, ისინი ყურძნის 12 მარცვალს მიირთმევენ და ფიქრობენ, რომ სიკეთე, სიმშვიდე და ბარაქა იქნება ადამიანის თანამგზავრი მთელი 12 თვის განმავლობაში.

ბრაზილიაში ახალი წლის ღამეს პლაჟები ხალხით ივსება. ისიც კი, ვინც ზღვასთან ახლოს არ ცხოვრობს, ცდილობს როგორმე მივიდეს ზღვის სანაპიროზე და იქ მიიტანოს სპეციალური ძღვენი - ყვავილები, რომლებიც პატარა ხის ნავზეა დამაგრებული.

ნეპალელები ახალ წელს მზის ამოსვლისას ზეიმობენ. ღამით, სავსე მთვარის შუქზე ანთებენ კოცონს, რომელშიაც უსარგებლო ნივთებს წვავენ. მეორე დღეს კი, მთელი ქვეყანა ნამდვილ ცისარტყელას ემსგავსება. ნეპალელები უცნაური ნახატებით იფარავენ სახეს, ხელებს, მკერდს… ხალხი მთელი დღის განმავლობაშიცეკვავს და მღერის.

პანამაში შუაღამისას, როდესაც ახალი წელი დგება, ზარების, სირენებისა და ავტომობილების საყვირების ხმა ისმის. იქაურები ხმამაღლა ყვირიან და აკაკუნებენ. პანამელების აზრით, ხმაური აუცილებელი ატრიბუტია ახალი წლის შესახვედრად.




 ახალი ამბები
  • დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა შეიძლება და რისი არა"„პარლამენტში ამ ოპოზიციის ხელში ძალიან ბევრი შეუსაბამო და უზრდელური გამოთქმა ისმის, მაგრამ  ზოგიერთებისგან წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე. არა მგონია,  მათ ან კოვიდ პანდემია აინტერესებდეთ, ან ქვეყნის ეკონომიკა, ან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საზოგადოებაც ხედავს ამას ",  -განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც  დეპუტატები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ.  მისი თქმით, დღეს მთელი მსოფლიო პანდემიის რეჟიმშია და უკლებლივ ყველა ქვეყანას აქვს ეკონომიკური ვარდნა.  „ვფიქრობ, ოპოზიციის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოსაც უგუნურებაში ადანაშაულებენ, თითქოს მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით, მხოლოდ ისინი არიან ჭკვიანები. მგონი, იშვიათ დაავადებასთან გვაქვს საქმე. კოვიდ 19-თან დაკავშირებით საქართველოს გამორჩეული შედეგის ერთ-ერთი განმსაზღველი არის ის, რომ ჩვენ საკარანტინო სიტუაცია ავამოქმედეთ. დადასტურებულ შემთხვევათა შორის 20%   დადგენილია სწორედ საკარანტინო სივრცეებში. ანუ წარმოიდგინეთ, ისინი რომ გარეთ, სოციუმში გამოსულიყვნენ, რამდენად დიდი იქნებოდა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი!  კითხვა, თუ ახლა რატომ არ ვკეტავთ, როცა ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქს, შეიძლება მსმენელმა ლოგიკურად აღიქვას, მაგრამ შინაარსობრივად აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დასმა. საწყის ეტაპზე საფრთხეები იყო მეტი,  ვირუსის აგრესიულობის ხარისხი იყო უფრო მაღალი, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იყო 7%. ზოგიერთ ქვეყანაში 15%-მდეც კი ადიოდა და თავიდან ინფორმაცია შესაძლო გართულებების თაობაზე  არ ჰქონდათ არც ეპიდემიოლოგებს, არც ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებს მთელ მსოფლიოში. ამიტომ რისკები იყო უფრო მაღალი და ჩვენ იმ პერიოდში ნაკლებად ვიცოდით, როდის როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ამიტომ თავიდან მივიღეთ გადაწყვეტილება და დაბალი ინფიცირების შემთხვევაშიც კი შემოვიღეთ უფრო მკაცრი რეგულაციები და სრულიად გონივრილად ჩავკეტეთ იქ, სადაც ჩასაკეტი იყო. ჩვენ ასევე მოვიგეთ დრო, რომელიც ასეთ დროს ძალიან ძვირფასია. ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნებში, სადაც  ჯანდაცვის სექტორი გაცილებით მძლავრი იყო , ვიდრე საქართველოს ჯანდაცვა და უფრო მეტი გამოცდილება და ფინანსური რესურსი ჰქონდათ, შეიქმნა უმძიმესი მდგომარეობა. ექიმებს უწევდათ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, გართულებული პაციენტებიდან ვინ დაეერთებინათ აპარატზე და ვინ არა.  ჩვენ დღეს მზად ვართ. თუ მანამდე 5 კლინიკა იყო ჩართული კოვიდთან ბრძოლაში, დღეს უკვე 2 ათეულზე მეტი კლინიკაა ჩართული, და კლინიკების 80% სრულ მზადყოფნაშია, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს პაციენტები. ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გვისაყვედურა, რომ კერძო სექტორია ჩართული და ვავალდებულებთ მიიღონ ამ სისტემაში მონაწილეობა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო კლინიკების უმეტესი ნაწილი გასხვისებული და სწორედ ამიტომ გვაქვს ეს მოცემულობა და ამ მოცემულობაში მოვხვდით, მაგრამ მთავარი მიზნით, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა.  ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა  შეიძლება და რისი არა. მათ ტყულით დაიწყეს და ტყუილით ასრულებენ. ნაციონალური მოძრაობის ფსიქოემოციური აშლილობის ტოლფასი   ნერვიულობა განპირობებულია იმით, რომ მათი დრო იწურება. ტყუილია ის, რომ ქვეყანაში სიცოხლის ხანგრძლიობა შემცირდა. კი, მათი პოლიტიკური სიცოცხლის ხანგრძლიობა შემცირდა და 1 თვეს და რამდენიმე დღეს ითვლის, მაგრამ ქვეყანაში ადამიანების სიცოხლის ხანგრძლიობა არის გაზრდილი, არათუ 15 წლით შემცირებული. ეს არის ტყული, რომელსაც არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია.  შემდეგი ტყუილია ის, რომ ქვეყანაში შიმშილით იღუპებიან ბავშვები და 60-70% სიღარიბის ზღვარს ქვევითაა. რა თქმა უნდა, სოციალური ფონი არის ის, რაც არის და ეს სოციალური გაჭირვება არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, მაგრამ 2012 წელთან შედარებით, სიღარიბე არის შემცირებული. ბატონი რომან გოცირიძე 2015 წელს ადარებს სიღარიბის მაჩვენებელს დღევანდელს და არა 2012 წელს, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, სიღარიბე დღესაც პრობლემაა, მარამ სიღარიბის და შიმშილის გამო დღეს ქვეყანაში არცერთი ბავშვი არ იღუპება. არასრულფასოვან კვებასთან ჩვენც გვაქვს საქმე ისევე , როგორც მსოფლიოს - მოქალაქეების 55% არასრულფასოვნად იკვებება, მაგრამ  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში ბავშვები შიმშილით არ იღუებიან.  მორიგი გაუგონარი ტყუილი, რომ ჯანდაცვის სერვისები დღეს ხელმიუწვდომელია ჩვენს ქვეყანაში. როცა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არსებობს და  გვახსოვს დრო, როცა ადამიანები ქუჩაში უფულობის გამო იღუპებოდნენ. დღეს ეს ასე არ ხდება. დღეის მონაცემებით, 8 მლნ სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან და  საერთო დანახარჯი 7 მლრდ ლარამდეა. ეს ის თანხებია, რისთვისაც მოქალაქეები საკუთარი ქონებით მიადგებოდნენ ხოლმე ბანკებს ჯანმრთელობის პრობლემების გამო და შემდეგ ძალიან ხშირად ქუჩაში რჩებოდნენ.  ჩვენ ვდგავართ მასშტაბური გამოწვევის წინაშე, რომელიც მსოფლიოშია შეფასებული პანდემიად. პანდემია არ არის ლოკალური, რომელსაც ქმნის ადგილობრივი მთავრობა ან მხოლოდ ადგილობრივი მთავრობები ახერხებენ საკუთარ ქვეყანაში გამკლავებას.  ხშირად გვსაყვედურობენ, რატომ ვაფასებთ საერთო ეპიდომიოლოგიურ ვითარებას და  მხოლოდ საკუთარზე არ ვსაუბრობთ. ამას სჭირდება ელემენტარული ცოდნა თუ ეპიდემიოლოგიის მიმართულებით არა, ჯანმრთელობის დაცვის დარგში მაინც. როცა პანდემიასთან გვაქვს საქმე, საერთო შეფასება უნდა მოხდეს და არა ისე ვისპეკულიროთ, როგორც  ოპონენტები აკეთებენ ამას.  ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიზანი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების  ჯანმრთელობა იმ ფონზე, როცა ეპიდემიოლოგთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ შესაძლოა იყოს მეორე ტალღა, რომელიც იქნება უფრო მეტი ზიანის მომტანი და, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა უფრო მეტი მზაობა. რა თქმა უნდა, ეკონომიკაშიც უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ რაც შეიძლება  სწრაფად დავუბრუნდეთ სასტარტო მდგომარეობას და არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები. ასევე მისახედია დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნები ჩასატარებელი. ჩვენს ოპონენტებს, როგორც ვხედავთ, ეშინიათ არჩევნების, ეშინიათ კოვიდთან ბრძოლის პოზიტიური  შედეგის და ამიტომ სრულიად ლოგიკურად არიან პანიკაში. როგორც ჩანს , მათ სურთ არჩევნების გადადება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა, არ გავხადოთ შეუქცევადი ეკონომიკური პროცესები და პოლიტიკური პროცესიც იყოს ჯანსაღი.  1 თვე დაგვრჩა და საზოგადიოებას ვთხოვ, ავიტანოთ ჩვენი ოპონენტების ასეთი უმსგავსო საქციელი.  მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა და თქვენიც, საზოგადოების თითოეული წევრის, რომ ასეთი გამოხდომები, ასეთი აცდენილი მსჯელობა და უზრდელობა პარლამენტში უნდა დაასრულოთ.  რადიკალური ოპოზიციის  სტანდარტი არის უზრდელობა და საზოგადოებისთვის საზიანო ქმედება, რაშიც საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ხედავენ.  ეს მომავალი არ იქნება! - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​ ... ...
  • „​ნაეკი“​ მაძიებელ მასწავლებლებს პასუხობს, შეძლებენ თუ არა შემოდგომის გამოცდაზე გასვლასმაძიებელ პედაგოგებს შემოდგომის გამოცდაზე გასვლის საშუალება არ მიეცემათ. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ერთ-ერთი მაძიებლისთვის მიწერილი ოფიციალური წერილიდან ირკვევა. საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ შემოდგომაზე გამოცდა მხოლოდ პრაქტიკოსებისთვის ჩატარდება.   მაძიებელმა მასწავლებლებმა ცოტა ხნის წინ პეტიცია შეადგინეს მოთხოვნით, მასწავლებელთა გამოცდაზე, რომელიც შემოდგომაზე პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის ჩატარდება, დაშვებულიყვნენ. მაძიებლებმა მასწავლებლებმა ხელმოწერების შეგროვების შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აღნიშნული თხოვნით, რაზეც „ნაეკმა“ პასუხი ოფიციალური წერილით დაუბრუნა.  როგორც ნაეკი მაძიებელ მასწავლებლებს პასუხობს, ამ ეტაპზე, მათი საშემოდგომო გამოცდაზე დაშვება არ იგეგმება._ ამ ეტაპზე, როგორც თქვენთვის ცნობილია, დასრულებულია 2020 წლის და აპელაციის შემდგომი საბოლოო შედეგები ასახულია აპლიკანტთა გვერდზე, _ წერია ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას და ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის„დღეს ჩვენ მოვისმინეთ როგორ მუშაობს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო. ასევე, ცხადია კოვიდ პანდემიის მართვის პერიოდში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ ყოფილა მიღებული,  ზუსტად ვიცით, რა იყო საჭირო, გავაკეთეთ სწრაფი  რეაგირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, როგორც კი პანდემია დაიწყო",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც  ინტერპელაციის წესით, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოუსმინეს. არჩილ თალაკვაძემ  მინისტრს პროცედურაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, რა იყო პირველი პასუხი კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის დაწყებისთანავე. „ პირველ რიგში ზრუნვა ადამიანების ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე, შემდეგ იყო პირველი ანტიკრიზისული სოციალური დახმარებები, სადაც საზოგადოების ყველა იმ ჯგუფს, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმარეთ, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ სახელმწიფოს დახმარება. რასაკვირველია, პანდემიით გამოწვეული კრიზისი გრძელდება მთელ მსოფლიოში და საქართველოც არ არის გამონაკლისი, ამიტომ, კარგია, რომ დღეს ეკონომიკის მინისტრი მობრძანდა პარლამენტში, რეგლამენტის და კანონის სრული დაცვით და მოგვახსენა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს მთავრობა ეკონომიკის მიმართულებით",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის შემდეგ, მმართველი გუნდისთვის უმნიშნელოვანესი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენაა. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ არაერთი ადამიანი ამ მომენტში პირისპირ რჩება ბევრ სოციალურ პრობლემასთან, არაერთმა დაკარგა სამსახური და შემოსავალი, კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური ფონი მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც უარესდება და კარგად გვესმის, რომ ეს არ იქნება ადვილი ამოცანა, რომ ჩვენ დროულად დავაბრუნოთ ჩვენი ეკონომიკა იმ რელსებზე და განვითარების იმ ტემპებში, როგორიც გვქონდა. მართალია ეს იქნება რთული, მაგრამ შესაძლებელი ამოცანა, ჩვენ ამას შევძლებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად! რასაკვირველია, პარლამენტი იქნება განუყოფელი ნაწილი იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და პროცესის, რასაც ჰქვია პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, პასუხისმგებლობა კრიზისის მართვაზე, ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს საზოგადოებას და ამ წუთას ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის, თუმცა, როგორც ხედავთ, მათ კინკლაობაც ვერ შეძლეს და დარბაზი დატოვეს დროზე ადრე",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​ ... ...
  • აქ.ახლა, აღმოაჩინე "საქართველო - მუზეუმი" (R)თიბისიმ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, ანიმაციური ვიდეორგოლი - „საქართველო - მუზეუმი" შექმნა. ანიმაციისთვის სცენარი მწერალმა - აკა მორჩილაძემ დაწერა. პროექტზე სტუდია „ანიმატორმა" იმუშავა, სამხატვრო მიმართულება ტჰეცრუხ.ტვ-ს ეკუთვნის. სპეციალურად ვიდეორგოლისთვის დაიწერა საუნდტრეკი, რომლის მუსიკა NIMIთ_თA-მ, ტექსტი კი ერეკლე დეისაძემ შექმნა. ანიმაციაში ასევე გამოყენებულია Kayakata-ს Sisona Darchia [TBA Rework].  ანიმაციის მიზანი მუზეუმის საცავებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებაში პოპულარიზაცია და ახალი თაობისთვის მისი თანამედროვე და ინოვაციური გზით გაცნობაა. „საქართველო - მუზეუმი" მთავარი მოქმედი გმირის - ნიკოს და მასთან ერთად მაყურებლის საქართველოს წარსულში მოგზაურობაა. ანიმაცია სამუზეუმო ექსპონატების დახმარებით გვიამბობს საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა ჩვენი ერის ისტორია დასაბამიდან დღემდე. მართალია, ანიმაციის მთავარი გმირი წარმოსახვით მოგზაურობაშია, თუმცა ის ექსპონატები, რომელსაც ის აღმოაჩენს და შემდეგ მათთან ერთად ახალ გზებზე მიდის, აქ და ახლა, ჩვენთან სულ ახლოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია დაცული. ზეზვა და მზია, მცირე ზოლებიანი ვეშაპის ჩონჩხი, შესაბნევები ცხენის გამოსახულებით, დიადემა და სასაფეთქლეები, არწივის ფიგურა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის სანაწილე გულსაკიდი ჯვარი, თრიალეთის თასი, დავით კაკაბაძის იმერული „პეიზაჟი", ფიროსმანის „გოგონა ბუშტით", საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ასლი და სხვა - ანიმაციაში გამოყენებული ამ არტეფაქტებისა თუ ექსპონატების აღმოჩენა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია შესაძლებელი. „ანიმაცია თავისთავად რაღაც ხალისს გულისხმობს. სისწრაფესაც, მოქნილობასაც. დროც ცოტა აქვს. ცოტა თამაშსაც უნდა ჰგავდეს. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ამბის სწრაფად და ხალისიანად მოსაყოლად კომპიუტერული თამაში გამოდგებოდა - იპოვი ნივთს და ახალი კარი გაიღება. რაღაცით, ჩვენი ისტორიაც ასეა: ყველა ეპოქას თავისი გასაღები აქვს. საინტერესო საფიქრალი იყო. ჩვენი თავგადასავალი მართლაც დიდია და რამდენიმე წუთში ანიმაციური სისხარტით მისი გადმოცემა თუ გამოვიდა, ხომ კარგი", - მწერალი, აკა მორჩილაძე. ანიმაცია - საქართველო - მუზეუმი" თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა, კულტურული მემკვიდრეობა და ციფრული ტექნოლოგიები. საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისის მიზანია მუზეუმის საცავებში დაცული საგანძური, რომელიც საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ცენტრალური შემადგენელი ნაწილი და წარსულის საუკეთესო მატიანეა, ინოვაციური ინსტრუმენტების დახმარებით ციფრულ ფორმატებში გადაიყვანოს და ახალ თაობას მისთვის გასაგები, სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი ფორმით გააცნოს. აღმოაჩინე „საქართველო - მუზეუმი" აქ, ახლა - https://www.facebook.com/tbcbank/videos/vb.331543856187/1028342370922136/?type=2&theater  ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება- უახლოესი პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...