საიდან მოდის სანტა

gurianews.com

ზაფრანი

საიდან მოდის სანტა

2017 დეკ 7 10:53:23

მსოფლიოს ბევრი ადამიანისთვის შობა-ახალი წელი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამ დღესასწაულის ერთ_ერთი მთავარი ფიგურაა თოვლის ბაბუა, ხოლო დასავლეთში, განსაკუთრებით კი კათოლიკურ სამყაროში, სანტა კლაუსი. მის შესახებ ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, ბოლო ხანებში ჩვენც ძალიან შემოგვეჩვია. მიაქცევდით ალბათ საახალწლო დღეებში სარეკლამო განცხადებებს_ “თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი გამოძახებით”, საინტერესოა, ვინ რა ფუნქციას ასრულებს, ერთი, ალბათ, ბავშვებს ართობს, მეორე კი ქეიფობს. ის მეორე ნაღდად ჩვენებური თოვლის ბაბუა იქნება.

სანტა კლაუსის ისტორია, როგორც ამბობენ, იწყება ჰოლანდიელების დაარსებულ ნიუ იორკში. ზუსტად ჰოლანდიელებმა დანერგეს საჩუქრების დარიგების ტრადიცია, რასაც ანგლო_საქსები დასცინოდნენ, თუმცა შემდეგში მშვენივრად აითვისეს ეს არც თუ ურიგო წამოწყება. 1822 წელს ნიუ იორკის ერთმა მოქალაქემ, ვინმე ქლემენთ მურმა შექმნა ზღაპრების სერია, სადაც აღწერდა, თუ როგორ ჩამოდიოდა რვა ირემშებმული მარხილით სანტა კლაუსი ქვეყანაში ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან აგრეთვე აიძულა სანტა კლაუსი საჩუქრების დასარიგებლად კვამლსადენში ეძრომიალა.

1841 წელს ერთმა ფილადელფიელმა კომერსანტმა, მყიდველი რომ მიეზიდა თავის მაღაზიაში, დაიქირავა კაცი, რომელიც უბრალო თბილ ქურქში გამოწყობილი მთელი დღეების განმავლობაში იჯდა სახურავზე საბუხრე მილის გვერდით. მხოლოდ 1885 წლიდან ვხვდებით ჩვენ სანტა კლაუსს ტრადიციული სახით, ანუ წითელ სამოსში გამოწყობილ თეთრწვერიან ბერიკაცს და როგორც ამბობენ, ამას უნდა ვუმადლოდეთ ერთ გამომცემელს, რომელმაც საფოსტო ბარათების გაგზავნის ინგლისური ტრადიცია, სადაც სანტა კლაუსი იყო გამოსახული, ამერიკაში გაავრცელა. სანტას ახლა უკვე ტრადიციულ იმიჯს ბევრი კოკა_კოლას გამოგონებად მიიჩნევს, თუმცა ამის შესახებ დღემდე დაობენ.

სანტა კლაუსს თავიდანვე ჰყავდა მოწინააღმდეგენი და სკეპტიკოსები. ბევრი ამტკიცებდა და ამტკიცებს რომ:

ა) სანტა კლაუსი არ არსებობს (რასაც ვერ დავამტკიცებ და ვერც ვუარყოფ, რადგან მას პირადად არ შევხვედრივარ).

ბ) სანტა კლაუსი ვერაფრით ვერ მოასწრებს ამდენი საჩუქრის დარიგებას ერთი ღამის განმავლობაში.

რომ გამოეკვლიათ შეეფერება თუ არა ეს სიმართლეს, ზოგიერთებს არ დაეზარათ და სპეციალური გამოკვლევა ჩაატარეს.

გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ მსოფლიოში ცხოვრობს დაახლოებით ორი მილიარდი ბავშვი. ვინაიდან სანტა დადის მხოლოდ კათოლიკეებთან, ყველა დანარჩენი რელიგიის მიმდევართ გამოვრიცხავთ და მივიღებთ 378 მილიონ ბავშვს, რაც უკვე დიდი შვებაა მოხუცი სანტასთვის. მაგრამ ასეთი რაოდენობის საჩუქრის დარიგებას იგი მაინც ვერ მოასწრებს, რადგან დათვლის შედეგად დადგინდა რომ თითოეულ ოჯახზე მოდის 3,5 ბავშვი, ეს კი ნიშნავს 91,8 მილიონ სახლს. უნდა ვივარაუდოთ რომ თითოეულ სახლში ერთი წესიერი და ბეჯითი ბავშვი მაინც ცხოვრობს, რადგან როგორც საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, საჩუქრებს ღებულობს ის, ვინც კარგად იქცევა. ყველა სახლის მოსანახულებლად სანტა კლაუსმა უნდა მოასწროს 822,6 ვიზიტის გაკეთება წამში, რაც დამეთანხმებით შეუძლებელია. გამოდის რომ თითოეულ ოჯახის მონახულებაზე მან უნდა დახარჯოს მხოლოდ 0,001 წამი და ამ ხნის განმავლობაში უნდა მოასწროს სადმე გააჩეროს მარხილი, რათა არ ჰქონდეს პრობლემები პოლიციასთან, ჩაძვრეს კვამლსადენში, დაარიგოს საჩუქრები, მიირთვას სპეციალურად მისთვის მომზადებული ტკბილეულობა, ამოძვრეს და გაეშუროს შემდეგი სახლისკენ. ეს ურთულესი ოპერაცია რომ ჩაატაროს სანტა კლაუსის მარხილმა უნდა იმოძრაოს წამში 970 კმ სიჩქარით, რაც 3000 ჯერ მეტია ხმის სიჩქარეზე. რამდენადაც ვიცი, ირემს შეუძლია საათში 25 კმ-ის გავლა, ისიც იმ შემთხვევაში თუ ის ძალიან შეშინებულია ან კიდევ უღმერთოდ მიერეკები.

მიუხედავად ასეთი სკეპტიციზმისა და არასერიოზული დამოკიდებულებისა სანტა კლაუსი ერთ_ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია მსოფლოში და იგი შობა_ახალ წლის დღეებში ძალიან ბევრს ახარებს. ბევრს კი კარგად ანაზღაურებად სამუშაოს აძლევს.

ყოველი წლის ბოლოს ამერიკისა და ევროპის სავაჭრო ცენტრებში სამუშაოდ გამოდის ათასობით სანტა კლაუსი. მათ არა მხოლოდ ბავშვების გასართობად იყენებენ, არამედ ისინი ვაჭრობას მშვენიერ სტიმულს აძლევენ.

არსებობს “მოვაჭრე” სანტა კლაუსების ორი ნაირსახეობა: პროფესიონალები და მოყვარულები. პროფესიონალები ძალზე სერიოზულად უდგებიან თავის სამუშაოს და შესაბამისად მათი შემოსავალი 4_5 კვირის განმავლობაში შეადგენს 30 ათასს დოლარს. ისინი იზრდიან გრძელ წვერს, იღებავენ მას თეთრად და თვალყურს ადევნებენ საკუთარ წონას, რათა სანტა კლაუსივით გამოიყურებოდნენ. ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დადგინდა რომ პროფესიონალები ბავშვების მხრიდან უფრო მეტ ყურადღებას იპყრობენ ვიდრე მოყვარულები, რომელთაც საკუთარი წვერ_ულვაში არ გააჩნიათ (პროფესიონალები მათ დაცინვით “სინთეტიკას” ეძახიან). ამ სამუშაოზე ჩაბმულნი არიან პროფესიონალი მსახიობებიც, მიწებებული წვერით რა თქმა უნდა, ისინი ღებულობენ დაახლოებით 10 ათასს დოლარს სეზონში, ხოლო მოყვარული არამსახიობები საათში 7_8 დოლარს.

სანტა კლაუსების სამუშაო ძალზედ დამღლელი და მონოტონურია. წარმოიდგინეთ, როგორია დღეში 100 უცნობი ბავშვის მოთმინებით და ყურადღებით მოსმენა, მათთან ხუმრობა და ფოტოს გადაღება. ბოლო დროს მოდაში შემოვიდა სანტა კლაუსებთან ერთად შინაური ცხოველების გადაღება. კარგია თუ შინაური ცხოველი ძაღლი ან კატაა, თორემ ზოგიერთ ექსცენტრიულ ფაუნის მოყვარულს კენგურუ, პითონი ან კიდევ ნიანგი მოჰყავს.

ტრადიციის მიხედვით სანტა კლაუსი ბავშვებს მუხლებზე ისვამდა, მაგრამ პედოფილიის გახშირებული შემთხვევების გამო, მშობლებს აღარ სურთ რათა მათ პირმშოს ვიღაც უცნობმა მამაკაცმა ხელი შეავლოს, ამიტომ სავარძლის მაგივრად ისინი გრძელ სკამზე გვერდი_გვერდ სხედან (პედოფილიაში სანტა კლაუსები ჯერ არ ყოფილან შემჩნეულნი. მაგრამ, ერთხელ, 1000 პოტენციური სანტა კლაუსის შემოწმების შედეგად, აღმოჩნდა რომ მათი 7 % ადრე ნასამართლევი ან სამართალდამრღვევი ყოფილა).

სანტა კლაუსი რომ პოპულარული პერსონაჟია ამაზე მისი “კინო კარიერაც” მეტყველებს. იგი ჯერ კიდევ კინემატოგრაფის გარიჟრაჟზე, 1898 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ რეგულარულად ჩნდება შობა_ახალწლის საპრემიერო ფილმებში. მის შესახებ ფილმები თვით კინოს პიონერს  დევიდ უორკ გრიფითსაც კი აქვს გადაღებული. მუნჯი კინოს პერიოდში მან სახელი გაითქვა კომედიებში მონაწილეობითაც. ყველაზე დიდი პოპულარობა კი მან მოიპოვა 1947 წელს, როცა გადაიღეს ახალა კლასიკად ქცეული ფილმი  “სასწაული 47_ე ქუჩაზე”. მომდევნო წლების განმავლობაში უამრავი ფილმი გაკეთდა ამ პოპულარულ ბერიკაცზე და იგი ყოველთვის სიკეთის, სიხარულისა და ბედნიერების განსახიერება იყო. მაგრამ შეიცვალა დრო და სანტას ტანსაცმელში გამოწყობილი სრულიად სხვაგვარი გმირები მოევლინენ ეკრანს. როგორც მაგალითად ჯინ ჰექმენის პოლიციელი “ფრანგ მეკავშირეში”, სადაც იგი სანტა კლაუსად გამოწყობილი ნარკოტიკების გამსაღებლებს დასდევდა, ჯეიმს ბელუშის სანტა ფილმში Jingle all the way ნამდვილი თაღლითია, რომელიც არნოლდ შვარცენეგერს დამტვრეულ სათამაშოს “შეტენის”, ან კიდევ ფილმის “ცუდი სანტა” მთავარი გმირი ბილი ბობ თორნთონი, მძარცველი, ლოთი და გამოუსწორებელი მექალთანეა, რომელიც სიტყვა fuck-ს უფრო ხშირად ხმარობს ვიდრე ტარანტინოს ნებისმიერი ფილმის გმირი. მაგრამ ყველაზე შორს წავიდნენ ‘წყნარი ღამე, სასიკვდილო ღამის“ შემქმნელები. ფილმში მოთხრობილია ჭკუიდან გადასული კაცის ამბავი, რომელსაც ბავშვობაში სანტა კლაუსის კოსტუმში გამოწყობილმა მძარცველმა მშობლები დაუხოცა. როცა გაიზარდა მან ხელში ნაჯახი აიღო და ასევე სანტა კლაუსის ტანსაცმელში გამოწყობილმა ადამიანების მოკვლა დაიწყო. ჩანს, ამ ფილმის შემქმნელები არასოდეს ყოფილან ბავშვები და არ განუცდიათ ახალ წელიწადთან, შობასთან და თოვლის ბაბუასთან შეხვედრის სიხარული.

სანტა კლაუსის კინობიოგრაფია კიდევ უამრავ ფილმს მოითვლის, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს, ლაპლანდიაზე უფრო შორს წაგვიყვანს...

P.შ. შობის წინ სანტა კლაუსს უთვალავი წერილი მისდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ბავშვები მას თავის სანუკვარ ოცნებებს უმხელენ და საჩუქრების გამოგზავნას სთხოვენ. კაი ხნის წინ ჩემმა ქალიშვილმა ნინომაც მისწერა წერილი სანტა კლაუსს (თოვლის ბაბუას მისამართი ჩვენ ვერ მოვიძიეთ) და მისგან პასუხიც მიიღო. ვერ აღვწერ თუ რა სიხარული მოუტანა ნინოს ამ წერილმა. იგი კვლავ დარწმუნდა რომ თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი ნამდვილად არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეგობრები უმტკიცებდნენ, რომ სინამდვილეში თოვლის ბაბუები ეს თავად მშობლები არიან...


ნახვა: 82


 ახალი ამბები
  • იმერეთის გუბერნატორის აპარატიის უფროსი _ ,,დანამატი და ხელფასი გაერთიანდა და ეს თანხა მივიღეთ“იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომლის შრომის ანაზღაურებაც  2 950 ლარი იყო,  თებერვლიდან 5900 ლარს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო. სახელფასო ცვლილება გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხო. ასევე, გაიზარდა მხარის გუბერნატორის მოადგილეების ხელფასებიც. აღნიშნულის შესახებ ,,გურია ნიუსთან“ ინფორმაცია უარყო იმერეთის გუბერნატორის აპარატის უფროსმა გოჩა გაბუნიამ. მისი თქმით, გუბენატორის ხელფასი იგივე დარჩა, თუმცა ცვლილება შეეხო დანამატისა და ხელფასის გაერთიანებას. როგორც გაბუნია აცხადებს, აღნიშნული თანხების გაერთიანებამ ჯამში იმ  თანხის რაოდენობა შეადგინა, რასაც გუბერნატორი წინა თვეში იღებდა. ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის შესაბამისად მოხდა გუბერნიებისათვის განსაზღვრული სტრუქტურისა და ხელფასების ცვლილება. აღნიშნული კანონის საფუძველზე,ჩამოყალიბდა ახალი თანამდებობრივი სარგოები, თუმცა, გაზრდა არ შეინიშნება არც ერთი თანამდებობის პირის მიმართ, რადგან თუკი მანამდე იყო ხელფასი გუბერნატორის 2 950 ლარი,  ასევე, დანამატი ჰქონდა მათ ყოველთვიურად  2 950 ლარი _ ეს დარჩა იგივენაირად, არაფერი შეცვლილა,  უბრალოდ, გაერთიანდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელფასო ფონდი წლიური ანაზღაურება გუბერნიაში არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა 8 000 ლარით. გასულ წელს იყო ნახევარი მილიონი ლარი იმერეთში გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი და იანვრიდან გახდა 49 200 ლარი ანუ 8 000 ლარით შემცირდა. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ ხელფასები  გაიზარდა, რაც იყო ის დარჩა. უბრალოდ,  თუ იღებდა დანამატსა და ხელფასს,  ახლა გაერთიანდა და მივიღეთ ეს თანხა“, _ განაცხადა აპარატის უფროსმა. ... ...
  • მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია _ შსს-ს კომენტარიშინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ცნობით, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს თბილისში, ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1960 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ზ.გ.-მ სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 177-ე მუხლებით", - აცხადებენ ... ...
  • "ნაციონალები" და "ევროპული საქართველო" გაერთიანდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია იქმნება _ "ევროპულ საქართველოს", რომელიც საკრებულოში 2 კაცით არის წარმოდგენილი, "ნაციონალური მოძრაობა" უერთდება, რომელსაც ჩოხატაურის საკანონმდებლო ორგანოში ერთი წევრი ჰყავდა. ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დოკუმენტაცია კანცელარიაში ფრაქციამ უკვე ჩააბარა. ფრაქციის სახელწოდება ასეთია: "გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის" და მისი თავმჯდომარე "ევროპული საქართველოს წევრი" ლია ჩიგოგიძე იქნება, ხოლო მოადგილე _ "ნაციონალი" მამუკა ბარამიძე. ჩოხატაურის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარინა ბერაძის ინფორმაციით, ფრაქციამ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები დღეს შეიტანა და ფრაქციის შექმნის შესახებ განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმაც" მოახერხეს გაერთიანება და ლანჩხუთის საკრებულოში საერთო ფრაქცია ... ...
  • „ზომები უნდა მივიღოთ, რათა ამგვარი სიგნალი არ იქცეს რეალურ საფრთხედ“დგას თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის მექანიზმის შეჩერების წინაშე _ ამ საკითხთან დაკავშირებით  ,,გურია ნიუსი“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა. ,,როდესაც საქართველოს  მოქალაქეებს, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, მიეცათ  შენგენის  ზონასთან  და მასთან დაკავშირებულ სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის მიმოსვლის ნებართვა, მაშინ იყო შეთანხმებული და საქართველოსთვის კარგად  იყო ცნობილი, რომ ევროკავშირი შეიმუშავებდა მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, თუკი საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საფრთხეს შეუქმნიდა ევროკავშირის სახელმწიფოების უსაფრთხოებას ან სხვა რაიმე  პრობლემას გააჩენდა, მაშინ ევროკავშირს  ექნებოდა უფლება, შეეჩერებინა გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შესახებ. ამ ინსტრუმენტის შემუშავებას დასჭირდა დიდი ხანი და სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვით, ეს ინსტრუმენტი საბოლოოდ შემუშავებულ იქნა  ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიერ“, _ გვითხრა მენაღარიშვილმა. ირაკლი მენაღარიშვილი, როგორც ექსპერტი გვეუბნება, რომ  საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე საშიშ ჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა, მისი თქმით, მექანიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით გერმანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს მოქალქეებისთვის გამფრთხილება უნდა იყოს. ,,შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გახდება საჭირო, როგორც კი ჩვენი თანამოქალაქეები გარკვეულ ნორმებს დაარღვევენ. ჯერ ამგვარი პრობლემა  არ გასჩენია არც ერთ ქვეყანას. გერმანიის ერთ-ერთმა  წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იქ საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მომთხოვნელთა რაოდენობამ მოიმატა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებზე შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება, მაგრამ განცხადება გაფრთხილებაა იმისა, რომ შეთანხმება და წესები ჩვენმა მოქალაქეებმა მკაცრად დაიცვან. ამის შესახებ საუბარი მქონდა  ევროკავშირის ქვეყნის არა ერთ წარმომადგენელთან. საქართველოს მოქალაქეები სულაც არ წარმოადგენენ ყველაზე შემაწუხებელ ჯგუფს. ბევრად უფრო დიდი და სერიოზული  ნაკადია ევროპაში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპიდან, ბალკანეთის სახელმწიფოებიდან და ა.შ. ჯერჯერობით,საქართველოს მიმართ საშიშროება უვიზო რეჟიმის შეჩერების არ არსებობს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ  ჩვენმა ქვეყანამ მუშაობა  შეასუსტოს და ამ მუშაობისთვის არა მარტო სურვილი და პოლიტიკური განცხადებებია საჭირო, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან, ისე სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.  ეს სამუშაო  უნდა გაძლიერდეს. გერმანიის წარმომადგენლის განცხადებით,  ატყობენ, რომ  წესების დამრღვევთა მატების ტენდენციამ მოიმატა, რაც უნდა იყოს სიგნალი იმისა, რომ ზომები მივიღოთ, რათა ამგვარი სიგნალი არ იქცეს რეალურ საფრთხედ“, _  განაცხადა ,,გურია ნიუსთან“ ირაკლი ... ...
  • ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა აღმოაჩინესგორში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს, რომელსაც თან წერილი ახლდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მიხედვით დაიწყო. „გორში ღვთისმშობლის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს. ხელყუმბარას თან ახლდა წერილი, რომელშიც წერია, რომ  პირმა არ იცოდა, სად წაეღო ხელყუმბარა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ფლობდა და პოლიციისთვის გადაცემა ანონიმურად გადაწყვიტა. ხელყუმბარა არ იყო საბრძოლო მოქმედებაში, საფრთხე არავის ემუქრებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის  მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის  შეძენა-შენახვას“, _ ამბობენ შიდა ქართლის პოლიციის ... ...

არქივი

ზაფრანი

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...

ლედი გაგა დეპრესიაში ჩავარდა

ლედი გაგას "გიჟობას" არც ბრუს...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...