საკვები, რომელიც წონის დაკლებაში გვეხმარება
თხილი
თხილი შესანიშნავი წასახემსებელია და გარდა ამისა, შეიცავს ძალიან ბევრ, სხვადასხვა სასარგებლო ცხიმსა და უჯრედისს. ასევე, ძალიან დაბალკალორიულია და მათი ზომიერი მოხმარება ძალიან სასარგებლოა. დიეტაზე მყოფთა შორის ყველაზე პოპულარულია ბრაზილიური თხილი. თუმცა ზომიერების დაცვა აქაც საჭიროა.
მწვანე ლობიო
რამდენად დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, მწვანე ლობიო სავსეა პროტეინებით, შეიცავს ცხოველურ ამინომჟავებს, ასევე ჯანმრთელ ცხიმებს. ერთი საშუალო ზომის თეფში მწვანე ლობიო შეიცავს 17 გრამ პროტეინს, 8 გრამ უჯრედისს და სულ რაღაც 189 კალორიას. ამიტომაც შეგიძლია ის თამამად შეიტანო შენს რაციონში.
ისპანახი
დედები მართლები იყვნენ, როდესაც ფხალისა და მწვანილის დადებით და სასარგებლო თვისებებზე საუბრობდნენ. ისპანახის მიღება აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტისთვის. ის დაბალკალორიულია (რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია, სხვა პროდუქტებზე მეტი რაოდენობით მიირთვა) და გაჯერებულია საკვებად ღირებული ნივთიერებებითა და ვიტამინებით.
სოკო
სოკო არომატული, უჯრედისით მდიდარი, საკმაოდ მსუყე პროდუქტია, რომელიც მარტივად ჩაანაცვლებს ხორცს ბევრ კერძში, თუ ვეგეტარიანელი ხარ. კვლევები ადასტურებენ, რომ დღეში ერთ კერძში ხორცის სოკოთი ჩანაცვლებამ, შეიძლება, წონის კლების მნიშვნელოვანი მაჩვენებელი მოგვცეს. ეს თქვენს ჯიბეზეც სასარგებლოდ აისახება.
ლობიო
აღმოჩნდა, რომ შავ ლობიოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სისხლში შაქრის შემცველობის დასარეგულირებლად და ცხოვრების წესთან დაკავშირებული დაავადებების თავიდან ასაცილებლად. თითქმის ყველა სახის ლობიო შეიცავს უჯრედისს, პროტეინს, რკინას, თუთიას და იმის გამო, რომ ლობიო ნახშირწყლებითაც მდიდარია, დიდი ხნის განმავლობაში დანაყრებულად გრძნობ თავს.
კენკრა
წონაში დაკლების მსურველთათვის ხილი რეკომენდებული პროდუქტების სიის სათავეში არ დგას მასში შემავალი ბუნებრივი შაქრის გამო, თუმცა კენკრა ეფექტური საშუალებაა შაქრის წინააღმდეგ, ვინაიდან ის აქრობს შაქრის მიმართ თქვენს ძლიერ მოთხოვნილებას. კენკრა შეიცავს შედარებით ცოტა კალორიას, გაჯერებულია საკვებად ღირებული ნივთიერებებით და დასაშვებია ნორმალური რაოდენობით მობეზრებული საკვების ჩასანაცვლებლად.
შავი შოკოლადი
შავი შოკოლადი შეგიძლიათ გამოიყენოთ ენერგიისთვის აუცილებელი კოფეინის ჩასანაცვლებლად, თან იმასაც ამბობენ, რომ შავი შოკოლადი „აჭკვიანებს“ კიდეც. შავი შოკოლადი ასევე განიხილება კარგ საშუალებად წონაში კლებისთვის. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შოკოლადი აუცილებლად უნდა იყოს შავი და მივიღოთ ზომიერად.
სტაფილო
არ დაალპო სტაფილო ბოსტნეულის სათავსოებში. იგი მარტივი და სასიამოვნო წასახემსებელია, რომელიც შესაძლოა სხვა საკვების სწრაფად ჩასანაცვლებლად გამოიყენებ. სტაფილოს დამატებითი ღირსებები ის არის, რომ მაღალი საკვები ბოჭკოსა და პროვიტამინების დიდი შემცველობა გააჩნია.
ფოთლოვანი კომბოსტო
ფოთლოვანი კომბოსტოს დადებითი თვისებები ამოუწურავია. ისპანახის მსგავსად, კომბოსტოც ძალიან დაბალკალორიულია და ცხიმების შემცველობის დაბალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა სავსეა კალიუმით, საკვები ბოჭკოთი, ვიტამინებითა და რკინით. არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ხოლო ცხიმებისა და კალორიების დაბალი შემცველობა განაპირობებს თქვენი წონის კლებას.