სამი ღორმუცელა ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზაფრანი

სამი ღორმუცელა ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2019 თებ 6 21:53:53

პატარას მოლოდინი ოჯახში ხშირად ათასგვარ ვარაუდებთან ასოცირდება. ნებისმიერ მშობელს აინტერესებს, მაინც როგორი იქნება იგი - "პატარა ადამიანი". ჭირვეული თუ დამყოლი, აგრესიული თუ მხიარული, უჭმელი თუ ღორმუცელა. ზუსტად ამ დეტალების გარკვევაში დაგეხმარებათ ასტროლოგია. მით უმეტეს, რომ კვების თემა ერთ-ერთი სპეციფიკური და ხშირად პრობლემატური საკითხია ახალბედა დედებისთვის. დღეს სამ ყველაზე ღორმუცელა პატარას გაგაცნობთ. ამიტომ, თუკი რომელიმე მათგანის ბედნიერი მშობელი ხართ ან ხდებით მომავალში, თადარიგი წინასწარ დაიჭირეთ... 

კურო- სულ მცირე ასაკიდანვე გამოავლენს გემრიელი სასუსნავის მიმართ განსაკუთრებულ მიდგომას. ამასთან ერთად, სხვა შემთხვევაში მუდამ მშვიდი თქვენი პატარა შესაძლოა საკვების დაგვიანების გამო ჩაბჟირდეს. კუროებს უყვართ ხორცეული, მარიალინი და ყუათიანი საკვები, ტკბილეულზეც არ ამბობენ უარს, თუმცა კანფეტებზე მეტად ნამცხვრებისკენ მიუწევთ გული. ნაკლებად უყვართ ხილი და ჯანსაღი საკვები. ამიტომ მოგიწევთ დიდ ასაკში მისი კულინარიული მიდრეკილებები აკონტროლოთ.
კირჩხიბი - კირჩხიბს ასტროლოგიურად კუჭი შეესაბამება, ამიტომ კვების საკითხი თქვენი შვილისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება პატარა ასაკიდანვე, არამხოლოდ მისი გემოვნური მახასიათებლების არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც. კირჩხიბს სუსტი კუჭნაწლავი აქვს, შესაბამისად, მოგიწევთ მისთვის საკვების გულდასმით შერჩევა. პატარა კიბორჩხალებს მოსწონთ სხვადასხვა სახის წვენები და კომპოტები. იგი სიამოვნებით მიირთმევს ასევე წვნიანებს და ტკბილეულობას.
მშვილდოსანი - მას დაბადებიდანვე დიდი მადა აქვს ყველაფერში, იქნება ეს ამბიციები, საკვები თუ სითბოსა და სიყვარულის მოთხოვნილება. პატარა მშვილდოსნები დიდი გულის ადამიანები არიან, შესაბამისად, მისი ეს გულუხვობა საკვებთან მიმართებაშიც ვლინდება. იგი სიამოვნებით უნაწილებს თავის წილ ულუფას საბავშვო ბაღში სხვებს. სამაგიეროდ, არც თავად რჩება მშიერი და შესაძლოა გაცილებით უფრო მრავალფეროვანი მენიუც კი დააგროვოს გაცემული სიკეთის სანაცვლოდ. მშვილდოსნებს უყვართ ტკბილეული, ცომეული და მლაშე-მწარე საკვები. ისინი გიჟდებიან ჩიფსებსა და თხილეულზეც.




 ახალი ამბები
  • რა ქონებას ფლობენ ჩოხატაურის მერი და მისი მოადგილეებიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს გასული წლის სექტემბერში შეავსო. დოკუმენტის თანახმად, ირაკლი კუჭავა ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 400კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს და 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ჩოხატაურში, აღმაშენებლის #40-ში. მერის საკუთრებაშია, ასევე, მემკვიდრეობით მიღებული 3 000 კვ.მ. მიწის ფართობი დაბა ჩოხატაურში. ირაკლი კუჭავას 2011 წელს შეძენილი აქვს 50 000 კვ.მ. მიწის ფართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში. მისი მეუღლე, ელისო სიხარულიძე ფლობს 100 კვ.მ. მიწის ფართს დაბა ბახმაროში, რომელიც 2011 წელს საკუთრების აღიარების ფორმით აქვს მიღებული. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კუჭავას, 2015 წელს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საჩუქრად აქვს მიღებული. დეკლარაციაში მჩუქებლის ვინაობა მითითებული არ არის. ჩოხატაურის მერი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი მეზობელმა აჩუქა: _ ეს ნაკვეთი ჩემი ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზეა. ადრე ჩემი ოჯახის საკუთრება იყო. შემდეგ დოკუმენტებით აღმოჩნდა მეზობლის _ მზია ჟღენტის საკუთრებაში და ამიტომ, ქალბატონმა მზიამ ჩუქების სახით დამიბრუნა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ. რაც შეეხება ფულად შემოსავლებს _ დეკლარაციის შევსების დროს ირაკლი კუჭავას სახელფასო ანგარიშზე 2 200 ლარი ჰქონდა; ხოლო მის მეუღლეს _ 3 500 ლარი. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ელისო სიხარულიძემ, როგორც შპს"მედალფა ჩოხატაურის" ექიმმა, 31 652 ლარი მიიღო, ხოლო როგორც სოფელ ზოტის უბნის ექიმმა _ 7 800 ლარი. ირაკლი კუჭავას შემოსავალი 2017 წელს 31 170 ლარი იყო. ჩოხატაურის გამგებლის ოჯახს გასულ წელს გასავალიც ჰქონდა _ ელისო სიხარულიძემ "საქართველოს ბანკში" არსებული სამომხმარებლო სესხის საფასური _ 919 ლარი გადაიხადა. კუჭავაზე რამდენიმე თვით ადრე, 2018 წლის გაზაფხულზე აქვს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია მის პირველ მოადგილეს თამაზ ჯინჭარაძეს. დოკუმენტის თანახმად, იგი ფლობს 2014 წელს მემკვიდრეობით მიღებულ 150 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს და 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჩოხატაურში, ჯალაღანიას ქუჩაზე. ამავე პერიოდში, ჯინჭარაძეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული 54 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ამდენივე მიწის ნაკვეთი ჩოხატაურში, დუმბაძის #11-ში. ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილე ფლობს 2014 წელს 8 500 დოლარად შეძენილ ავტომანქანას _ TOYOTA 4runner. ჯინჭარაძის საკუთრებაშია, ასევე, ავტომანქანა HONDA CIVIC, რომელიც 2017 წელს 6 000 ლარად არის ნაყიდი. დეკლარაციის შევსების დროს, თამაზ ჯინჭარაძის სახელფასო ანგარიშზე 15 ლარი და 61 თეთრი იყო. ხოლო მისი მეუღლის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის ოფიცრის, ირინა მამალაძის სახელფასო ანგარიშზე 31 ლარი და 55 თეთრი. დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს თამაზ ჯინჭარაძემ ხელფასის სახით 23 399 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ კი _ 7 425 ლარი. რაც შეეხება გასავლებს _ თამაზ ჯინჭარაძემ 4 701 ლარი გადაიხადა "ლიბერთი ბანკსა" და "საქართველოს ბანკში" დადებული სასესხო ხელშეკრულებების შესაბამისად; სესხის თანხა _ 3 660 ლარი აქვს გადახდილი მის მეუღლესაც. კიდევ ერთი გასავალი, რაც დეკლარაციაში თამაზ ჯინჭარაძეს უწერია, სარემონტო ხარჯებია _ მერის პირველმა მოადგილემ 2017 წელს რემონტში 6 200 ლარი დახარჯა. რაც შეეხება მერის მეორე მოადგილეს _ მინდია ჟღერიას, მის საკუთრებაშია 24 კვ.მ. ფართის ბინა და ამდენივე არასაცხოვრებელი ფართი ბათუში, ჭავჭავაძის #33-ში, რომელიც მას ჩუქების სახით აქვს მიღებული. მინდია ჟღერიას მეუღლე _ ქეთევან მეფარიშვილი ფლობს ავტომანქანა აუდი A4-ს, რომელიც 2015 წელს 4 500 დოლარად აქვს შეძენილი. დეკლარაციის შევსების დროს მინდია ჟღერიას სახელფასო ანგარიშზე 3 ლარი და 44 თეთრი ჰქონდა, ხოლო მის მეუღლეს, რომელიც "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია, 87 ლარი. მინდია ჟღერიამ 2017 წელს ხელფასის სახით 20 800 ლარი აიღო; დეკლარაციის თანახმად, 9188 ლარის შემოსავალი ჰქონდა მის მეუღლეს. მერის მოადგილემ 7 936 ლარი გადაუხადა "საქართველოს ბანკს" ორ სესხში, ხოლო მისი მეუღლის გასავალი, რომელიც, ასევე, სესხის თანხად არის მითითებული, 3 314 ლარი ... ...
  • ბოლო ერთ თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება 100 მლნ დოლარით გაიზარდაBloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია, რომლის ქონებაც 2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, 5.17 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ამასთან, ამ დროისთვის ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში 314-ე ადგილზეა. როგორც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსშია აღნიშნული, მისი ქონება ბოლო ერთ თვეში 100 მლნ დოლარით არის გაზრდილი. ცნობისთვის, 2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, მისი ქონება 5.07 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. 5.17 მილიარდი დოლარით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.93 მილიონი უნცია ოქრო და 78 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0267%-ს, მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების 0.1%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 82%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შეწირულობის 1.31%-ს. აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი – 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული. „ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ – იუწყება გამოცემა. ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. ... ...
  • შსს-მ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა _ დაკავებულია 4 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად დაკავებულია 2000 წელს დაბადებული ლ.ც. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე მარკეტი დანის მუქარით დააყაჩაღა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლ.ც. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მარკეტიდან გატაცებული ფული - 500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ი.ს. და 1992 წელს დაბადებული ა.მ. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თავს დაესხნენ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის - ა.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს 1984 წელს დაბადებული ვ.მ. დაკავებულმა თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, დაახლოებით, 400 ლარი და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი გაიტაცა. პოლიციამ, ვ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხა, სიგარეტები, დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით ... ...
  • დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ჰ.გ. და ყაზახეთის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ჟ.ი. დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც დაკავებულები დროებით ცხოვრობდნენ, ნარკოტიკული საშუალების 133 აბი და 6 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერასაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს. „კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომისა” და „სილქნეტის” მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა, შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს. აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“ გაითვალისწინა. გამომდინარე იქედან, რომ „მაგთიკომმა“ თავის გადაწყვეტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება გაუჩერა“, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს, კომისიის მიზანია, მაქსიმალურად დაცული იყო მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი, რათა აბონენტები არ დაზარალდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომს“ პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა,  დღეს არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ ძალაში ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...

როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...