შვიდი დღე გასალამაზებლად

ზაფრანი

შვიდი დღე გასალამაზებლად

18 აპრ. 2019, 14:26:47

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც 15-20 წუთი მიუძღვნათ საკუთარ თავს და, თუ ჩვენს რჩევებს შეასრულებთ, გარწმუნებთ, ერთი კვირის შემდეგ, გაცილებით უფრო ახალგაზრდა და ლამაზი იქნებით.

პირველი დღე _ დაღლილობისა და სტრესის მოსახსნელად მიიღეთ ნელთბილი შხაპი. გამოიყენეთ „მწვანე” არომატის (კიტრის, ვაშლის, ალოეს) ან ციტრუსის სურნელის მქონე გელი ტანისთვის. თუ ცოტაოდენი შამპანური ან თეთრი ღვინო ჩარჩა ბოთლებში, არ გადაღვაროთ – ცოტა შეათბეთ, ჩაასხით პატარა ჯამში, ჩაამატეთ 1 სადილის კოვზი ზღვის (ან ჩვეულებრივი) მარილი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წვეთი ნებისმიერი სურნელის ეთერზეთი, კარგად აურიეთ. ამ სითხეში ჩააწყვეთ ხელები 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაივლეთ თბილი წყალი, შეიმშრალეთ და წაისვით გლიცერინი.

მეორე დღე _ 3 სადილის კოვზი მწვანე ბარდა (დაკონსერვებული) ათქვიფეთ ბლენდერში, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ სრულ შეშრობამდე. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი, ცივი წყლით და წაისვით მკვებავი.

მესამე დღე _ მოამზადეთ მუქი ჩაის ან უნალექო ყავის ყინულის კუბიკები და წაისვით სახესა და მთელ სხეულზე. ამით „მიიღებთ” მსუბუქ, თანაბარ ნამზეურს, კანი კი ელასტიკური და ხავერდოვანი გახდება.

მეოთხე დღე _ შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ ჰაერზე და თუ ამის საშუალება არის, გაიკეთეთ მაცივრიდან გამოღებული თოვლის კომპრესი: ტილოს ხელსახოცში ჩადეთ თოვლი, გადაკეცეთ და მონაცვლეობით დაიდეთ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე 2-2 წუთის განმავლობაში.

მეხუთე დღე _ ლაკებითა და სხვა ქიმიური ნივთიერებებით გადაღლილი თმა „გონზე” რომ მოიყვანოთ, დაბანის წინ თმის ძირებში კარგად შეიზილეთ ათქვეფილი კვერცხის გული, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ ოდნავ შემთბარი მინერალური წყლით.

მეექვსე დღე _ ადრეულ გაზაფხულზე კანი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. ამიტომ, ბალანსი თქვენ უნდა შეუვსოთ: 1 აბი C ვიტამინი (0,25 გრამი), 1 აბი B ვიტამინი, გახსენით 2 სადილის კოვზ მდუღარე წყალში, შეაზილეთ 1 ჩაის კოვზი სახამებელი და შეათქვიფეთ 1 ცალი უმი კვერცხის ცილა. მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ გვირილის თბილი ნახარშით და წაისვით მკვებავი.

მეშვიდე დღე _ თუ კანი გექერცლებათ, გაიკეთეთ შემდეგი სახის ნიღაბი: შეათბეთ 2-3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, შეაზილეთ დაფქული „ჰერკულესი”, რომ სქელი, ფაფისებური მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით და 2-3 წუთის განმავლობაში ამავე მოძრაობით იკეთეთ მასაჟი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?