სიყვარულის ჰოროსკოპი

ზაფრანი

სიყვარულის ჰოროსკოპი

2020 იან 12 18:20:54

ვერძი - სიყვარული? ვის აქვს დრო ამ სისულელისთვის? - ვერძების უმეტესობას სწორედ ამგვარი დამოკიდებულება ექნება სიყვარულის მიმართ 2020 წელს. მარტოხელა ვერძებს გექნებათ მცირე დროით რომანტიკული ურთიერობა, თუმცა ეს არ იქნება თავბრუდამხვევი და მყარი კავშირი.

მიმდინარე წელს მთლიანად კონცენტრირებულები იქნებით საქმეზე, კარიერაზე. იმის გამო, რომ სიყვარულის საკითხებში უყურადღებობას გამოიჩენთ, მოსალოდნელია, რომ დაქორწინებულ ვერძებსაც პრობლემები შეგექმნებათ ოჯახურ ცხოვრებაში. სანამ არ გააანალიზებთ, რომ სიყვარულსაც ისეთივე ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება, როგორც საქმიან ურთიერთობებს, არაფერი გამოგივათ.

კურო - დიდი ალბათობით, გასული წელი სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით თქვენთვის წარმატებული იყო და ეს დინამიკა 2020 წელსაც შენარჩუნდება. თქვენ ისიამოვნებთ და ბედნიერები იქნებით იმ სასიყვარულო ურთიერთობით, რომელიც წინა წლებში ჩამოგიყალიბდათ. მარტოხელა კუროებო, თქვენთვისაც კარგი ამბავი გვაქვს.

მოსალოდნელია, რომ მეგობრული, საქმიანი ურთიერთობა თავბრუდამხვევ სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება და ბოლოსდაბოლოს იპოვნით მას, ვისაც უკვე დიდი ხანია ეძებდით. განსაკუთრებულ წარმატებას რომანტიკულ ურთიერთობებში ივლისიდან ელოდეთ.

ტყუპები - ტყუპებო, ცოტა ხნით გადადეთ წიგნები და სასიყვარულო ურთიერთობას მიხედეთ. იცოდეთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში წარმატება ყველაზე დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ. ბოლო 12 წლის განმავლობაში ბედნიერების პლანეტა იუპიტერი პირველად არის ურთიერთობების სახლში, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატება გელოდებათ.

მთავარია, ცოტათი მაინც მოინდომოთ. 2020 წელი თქვენთვის რომანტიკული მოვლენებით იქნება დატვირთული. თუ მარტოხელა ხართ შეხვდებით ვინმე განსაკუთრებულს, რომელზეც დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებთ. ეს წელი იუპიტერის გავლენით არაერთ შესაძლებლობას მოგცემთ. მთავარია დაინახოთ ეს შესაძლებლობები და გამოიყენოთ.

კირჩიბი - კირჩხიბებო მოემზადეთ სერიოზული და ნამდვილი სიყვარულისთვის, მყარი ურთიერთობისთვის. დასრულდა მხოლოდ ფლირტისა და გართობის დრო. ეცადეთ, უფრო სერიოზულად შეხედოთ სასიყვარულო ურთიერთობებს. მიმდინარე წელს სამყარო თქვენგან დისციპლინასა და უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს და თუ პასუხისმგებლიანები იქნებით, წარმატებაც არ დააყოვნებს.

თუ მტანჯველ სასიყვარულო ურთიერთობაში ხართ, 2020 წელი იდეალურია იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს თავი დააღწიოთ მძიმე ცხოვრებას და მიიღოთ დაშორების გადაწყვეტილება, მარტოხელებს კი, ნამდვილი სიყვარულის პოვნის შესაძლებლობა მოგეცემათ, თუმცა აუცილებლად შეხედეთ ყველაფერს სერიოზულად. ნუ გაერთობით სხვების გრძნობებით.

ლომი - 2020 წლის სასიყვარულო პროგნოზი ოპტიმისტურია. განსაკუთრებით სასიამოვნო წელი იქნება იმ ლომებისთვის, რომლებმაც უკვე იპოვნეს სიყვარული. ეს იქნება ურთიერთობების განმტკიცების წელი, რომელიც ბედნიერებით აგავსებთ.

მოსალოდნელია, რომ შვილი შეგეძინოთ. ისიამოვნებთ თქვენი სასიყვარულო კავშირით. რაც შეეხება მარტოხელა ლომებს, მიმდინარე წელი ვერ გპირდებათ ნამდვილი სიყვარულის პოვნას, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ კუთხით შესაძლებლობას წლის მიწურულს - ნოემბერსა და დეკემბერში მიიღებთ.

ქალწული - თქვენ სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით სასიყვარულო ურთიერობებში სირთულეები გელოდებათ, მაგრამ ეს, პირველ რიგში, თქვენი ნატურიდან გამომდინარეობს. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გინდათ სასიყვარულო ურთიერთობისგან, რას ელოდებით სინამდვილეში და ამის შემდეგ გადადგით ნაბიჯები.

დაანებეთ თავი სრულყოფილი ადამიანის ძებნას და მიხვდით ბოლოს და ბოლოს, რომ სრულყოფილი არავინაა. 2020 წელი თქვენთვის ღირებულებების გადაფასების წელი იქნება. არ იდარდოთ, როგორც კი სრულყოფილი ადამიანის ძებნას შეეშვებით, მაშინვე იპოვნით სიყვარულს.

სასწორი - ღრმად ჩაისუნთქეთ და მოემზადეთ თავბრუდამხვევი, დაუვიწყარი რომანტიკული თავგადასავლებისთვის, რომლებსაც ვარსკვლავები ახალი წლიდან გპირდებიან. მთავარია, რომ არ დაკარგოთ წონასწორობის განცდა და სიმშვიდე.

მორიელი - 2020 წელს სამწუხაროდ ბევრი პრობლემა გელოდებათ სიყვარულში და დიდია შანსი იმისა, რომ ამ პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ. პანიკაში ნუ ჩავარდებით, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ საღად აზროვნებას. მოერიდეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას, რადგანაც შესაძლოა, დროის გასვლის შემდეგ ინანოთ.

პარტნიორთან ყოველი კამათის შემდეგ სახლიდან ნუ გაიქცევით და მაშინვე განქორწინების გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. ისაუბრეთ პარტნიორთან მშვიდად პრობლემებზე და გახსოვდეთ, რომ პრობლემების მოგვარებას მხოლოდ ასე შეძლებთ. 2020 წლის შემოდგომიდან შედარებით სტაბილური პერიოდი დაიწყება.

მშვილდოსანი - თუ ქორწინებაში არ ხართ, დიდი ალბათობით, 2020 წელს მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას და თითზე ბეჭედს გაიკეთებთ. 2020 წელი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური ვიბრაციებით იქნება სავსე ცხოვრების ყველა მიმართულებით. იქნებით ისეთი ოპტიმისტები, როგორც არასდროს და ეს მოხდება თქვენი მმართველი პლანეტის, იუპიტერის გავლენით, რომელიც როგორც იქნა დაუბრუნდა თქვენს ზოდიაქოს ნიშანს.

ახლა მიხვდებით რას ნიშნავს მშვილდოსნის იღბალი. თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად ისეთი კარგი რაღაცები მოხდება, რაზეც ოცნებაშიც კი არ გიფიქრიათ. თუ უკვე ხართ სასიყვარულო ურთიერთობაში, თქვენი პარტნიორი საოცარ თვისებებს გამოავლენს და ის თქვენთვის დიდი მხარდამჭერი გახდება, ვისაც არ ჰყავს საყვარელი ადამიანი, 2020 წელს აუცილებლად იპოვნის მას.

თხის რქა - თქვენ ყოველთვის ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ხართ - არასოდეს არ გაქვთ დრო საყვარელი ადამიანისთვის, მთელ დროს მუშაობას, სამსახურს ახმართ და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2020 წელი იქნება. ნუ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი მოუცლელობა ძალიან მობეზრდება პარტნიორს და თქვენგან წასვლას გადაწყვეტს.

მერწყული - თქვენ სასიყვარულო ურთიერთობას უფრო სერიოზულად შეხედავთ. მოინდომებთ, რომ ახალ ფაზაში გადახვიდეთ. მიხვდებით, რომ ხანმოკლე სასიყვარულო კავშირები მოგბეზრდათ და ახლა ცხოვრებაში რაღაც უფრო მტკიცე და მყარი გჭირდებათ.

შესაძლოა დაქორწინების გადაწყვეტილებაც მიიღოთ, ან უბრალოდ ქორწინების გარეშე გადახვიდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად ცალკე საცხოვრებლად.

თევზები - პროფესიული თვალსაზრისით ისეთი წარმატებები გელოდებათ, რომ დაგავიწყდებათ კიდეც პირადი ურთიერთობებიც. კარიერული კუთხით შთამბეჭდავ წინადადებებს მიიღებთ და უმაღლეს საფეხურზე იქნებით, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობისთვის დრო არ გექნებათ.

ვინც უკვე ხართ რომანტიკულ ურთიერთობაში პრობლემები იჩენს თავს. გაგიჭირდებათ ბალანსის პოვნა. 2020 წელზე ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ თქვენთვის სიყვარულის წელი იქნება. თუმცა არ მოიწყინოთ, დატკბით იმ წარმატებებით, რომელსაც ახალი წელი სხვა მიმართულებით გპირდებათ.




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...