სიყვარულის ფერების თეორია

ზაფრანი

სიყვარულის ფერების თეორია

2018 ნოე 16 18:51:42

ჯონ ალან ლი კანადელი მეცნიერია, რომელმაც შემოგვთავაზა სიყვარულის ექვსი სახე.

მისი აზრით, ისევე როგორც ფერთა წრეზე არსებობს სამი ძირითადი ფერი და მათი კომბინაციით იქმნება დანარჩენი ფერები, სიყვარულშიც ასეა. მან გამოყო სიყვარულის სამი ძირითადი

სახე: ეროსი, ლუდუსი და სტორგი, ხოლო მათი კომბინაციით იქმნება დანარჩენი სამი სახის სიყვარული: პრაგმა, მანია და აღაპი.

ეროსი (წითელი). ამ ტიპის შეყვარებულები არიან ვნებიანები და რომანტიულები. მათ სჯერათ ზღაპრული სიყვარულის, შეუძლიათ ერთი ნახვით შეყვარება, აქვთ ჩამოყალიბებული იდეალური პარტნიორის ხატი. ჰოლივუდურ ფილმებში, როგორც წესი, ამ ტიპის სიყვარულს გვიხატავენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეროსის სიყვარულით შეყვარებულები არიან ემოციურები, რომანტიულები და ოპტიმისტები ურთიერთობის საკითხში.

ლუდუსი (ლურჯი). ტერმინი აღებულია ლათინური ენიდან და ნიშნავს თამაშს. ამ ტიპის სიყვარული არის თამაშებრივი, უზრუნველი. ლუდუსის ტიპის შეყვარებულისთვის მრავალფეროვნება ურთიერთობებში წამყვანია და რაც მეტი პარტნიორი ეყოლება მით უკეთესი. მათ არ ახასიათებთ ინტიმურობა, სიყვარული არის გართობის სახეობა.

სტორგი (ყვითელი). ტერმინი აღებულია ბერძნული ენიდან და ნიშნავს „მეგობრობას“. ამ ტიპის სიყვარულს შეიძლება ვუწოდოთ „მეგობრობა-სიყვარული“. ეს ურთიერთობა დროთა განმავობაში ყალიბდება და იზრდება. ვნება ამ შემთხვევაში, ნაკლებ მნიშვნელოვანია. ამ ტიპის სიყვარული მეგობროობიდან იწყება.

მანია (იასამნისფერი). ამ ტიპის სიყვარული მიიღება ეროსის და ლუდუსის კომბინაციით. ეჭვიანობა და სიყვარულის ობიექტის კონტროლი არის ამ ტიპის სიყვარულის დამახასიათებელი ნიშანი. მანიაკალური შეყვარებულები არიან მესაკუთრეები, მოცული თავიანთი შეყვარებულით. მათ აქვთ შეყვარებულის დაკარგვის პარანოიკული შიში. ამ ტიპის სიყვარული არის ემოციების ნამდვილი „ამერიკული მთების ატრაქციონი“ (როლლერ ცოასტერ).

პრაგმა (მწვანე). იქმნება ლუდუსის და სტორგის კომბინაციით. ესაა „სიყვარული, რომელიც მეუღლეს მაღაზიაში შენაძენის გაკეთების მსგავსად ირჩევს და მთავარი არის ის, რომ ურთიერთობა იყოს კარგი და პარტნიორები აკმაყოფილებდნენ ერთმანეთს“. ამ დროს ხდება საფასურისა და სარგებლის შეფასება იქამდე, სანამ დაიწყება ურთიერთობა. პარტნიორის შერჩევა დაფუძნებულია ისეთ კრიტერიუმებზე როგორიცაა განათლების დონე, რელიგიური მრწამსი, სოციალური სტატუსი და ა.შ.

აღაპი (ნარინჯისფერი). ტერმინი აღებულია ბერძნული ენიდან და ნიშნავს სულიერებას. სიყვარულის ეს ტიპი იქმნება ეროსის და სტორგის კომბინაციით. ეს არის უპირობო, თავდაუზოგავი და მტკიცე სიყვარული. ის უზრუნველყოფს შინაგან კმაყოფილებას. ამ ტიპის სიყვარულის საფუძველია მოთმინება, სიკითე და ერთგულება. აღაპის სტილის სიყვარული ითვლება ყველაზე სუფთა და ნამდვილ სიყვარულად.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...