ტანსაცმლის არჩევა და ასტროლოგია

ზაფრანი

ტანსაცმლის არჩევა და ასტროლოგია

22 მაი. 2020, 17:19:02

ვერძი - ზოდიაქოს ეს ნიშანი შემოსვის არაორდინარული სტილით გამოირჩევა და დახვეწილ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ანიჭებს უპირატესობას. მანდილოსნები უფრო ღია ფერის კაბებს ირჩევენ, მამაკაცები კი - ისეთ პიჯაკსა და ფეხსაცმელს, რომელიც მათ ამბიციებს უფრო წარმოაჩენს. თუმცა არც სპორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ამბობენ უარს.

ლომი - ისევე, როგორც ვერძი და მშვილდოსანი, ლომიც ცეცხლის სტიქიის ნიშანია, თუმცა ჩაცმის სტილი უფრო დახვეწილი აქვს. ლომის მმართველი პლანეტა მზეა, ამიტომ, მის სამოსში ოქროსფერი ჭარბობს. უყვარს ტყავის ტანსაცმელი და აქსესუარები (ოქროთი და ძვირფასი ქვებით გაწყობილი). ეს ნიშანი უფრო მეტ ყურადღებას სამარკო ნიშანსა და ფასს აქცევს, ვიდრე ფორმასა და ფერებს. მისი აზრით, პიჯაკი, რომელიც ძვირი ღირს, ხარისხიანიც იქნება.

მშვილდოსანი - მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს აქვთ საშუალება კარგად შეიმოსონ, დახვეწილი გემოვნებით მაინცდამაინც ვერ გამოირჩევიან. საერთოდ კი, მშვილდსონები უფრო ჩაცმის სპორტულ სტილს ამჯობინებენ და ჯინსში უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს, ვიდრე პიერ კარდენის კოსტიუმში. მშვილდოსნები უფრო კლასიკურ ფერებს ამჯობინებენ - თეთრს, შავს, მუქ ლურჯს და მეწამულს.

კურო - მიწის სტიქიის ეს ნიშანი სასწორსა და ლომთან ერთად დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. კუროს ხომ პლანეტა ვენერა მართავს - ხელოვნების, სილამაზისა და ესთეტიკის პლანეტა. ამ ნიშნით დაბადებულ მანდილოსნებს ბევრი აქსესუარი არ უყვართ და ცდილობენ, ჩაცმულობაში ბევრი წვრილმანი არ იყოს. ეს ნიშანი გაზაფხულის ფერებს ანიჭებს უპირატესობას - მწვანეს, ღია ლურჯსა და ცისფერს, თუმცა არც თეთრზე ამბობს უარს.

ქალწული - სამოსსა და მის ფერს დიდ ყურადღებას აქცევს. თუმცა მეტად პრაქტიკულია და თუ კუროსთვის, ლომისთვის ან თხის რქისთვის “დოლჩე და გაბანა" ბევრს ნიშნავს, მისთვის ეს მარკა არაფერია. ყურადღება დეტალებზე გადააქვს და შესაძლოა, აქსესუარებით ისე გემოვნებიანად მორთოს ტანსაცმელი, რომ იმავე "დოლჩე და გაბანას" სამოსს არაფრით ჩამოუვარდებოდეს. თუ ვინმეს შავისა და თეთრის კომბინაცია უხდება, ეს სწორედ ქალწულია.

თხის რქა - მას, მთავარია, საშუალება ჰქონდეს და პირდაპირ პარიზისა და მილანის მოდის სახლებს მიაკითხავს და ცნობილ დიზაინერებს ექსკლუზიურ სამოსს დაამზადებინებს. მკაცრ ფორმებსა და ფერებს ირჩევს. იშვიათად ნახავთ შორტში ან სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილს. აქსესუარებს იშვიათად ან არასდროს ხმარობს. მოსწონს პრიალა შავი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ყავისფერი.

ტყუპები - ის მხიარული ადამიანია, უყვარს მკვეთრი ფერები, მამაკაცებს - თეთრი შარვალი, მანდილოსნებს კი - დეკოლტე და ჩახსნილი ქვედა ბოლო, თუმცა არც შარვალზე ამბობენ უარს. ტყუპები არ ცდილობს ძვირად ღირებული ტანსაცმელი ჰქონდეს (მას ურჩევნია, რომ შეიძინოს ბევრი და იაფი, ვიდრე ცოტა და ძვირიანი). თუმცა ყოველთვის კარგად ("ჰაეროვნად") გამოიყურება. ფერებიდან უპირატესობას მხიარულ ფერებს ანიჭებს - ნარინჯისფერს, ვერცხლისფერს.

სასწორი - ის ყოველთვის ახალგაზრდულ სტილს ირჩევს (თუნდაც, ასაკოვანი იყოს). მისი აქსესუარები ბრწყინვალეა, სასწორი-ქალი ფაიფურის ულამაზეს თოჯინას ჰგავს, სასწორი-მამაკაცი კი ნამდვილი დენდია. ამ ნიშანს ლურჯი, ფორთოხლისფერი და ცისფერი უხდება.

მერწყული - ამ ნიშანს ხიბლავს ყველაფერი "მკვეთრი", ორიგინალური და ექსტრავაგანტური. თუმცა თუ ერთი შარვალი ან სვიტერი ამოიჩემა, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში ატაროს. ფერთა შეხამებაც არატრადიციული და უჩვეულო იცის, ასე რომ, ძნელია განსაზღვრო, რომელ ფერს ანიჭებს უპირატესობა.

კირჩხიბი - ეს ნიშანი მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს სამოსს და მის ფერს, რადგან ის უფრო ფულის დაგროვებაზეა აქცენტირებული, ამიტომ, ცდილობს რაც შეიძლება იაფად ჩაიცვას. მას აქვს "გამოსასვლელი" ტანსაცმელი, რომელსაც დიდი რუდუნებით ინახავს. წლების მატებასთან ერთად უფრო იხვეწება და შემდეგ უფრო აქცევს ყურადღებას ჩაცმას, თორემ ახალგაზრდობაში ამაზე თითქმის არ ფიქრობს. მას ძალიან უხდება მწვანე, შავი, მუქი ყვითელი და ვერცხლისფერი. მორიელი - მას ბობოქარი ხასიათი აქვს და, ცდილობს, ჩაცმულობაშიც გამომწვევი და მისტიკური შტრიხები შეიტანოს, ერიდება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში "დიდი ფულის" დახარჯვას. ფერებიდან ირჩევს - მეწამულს, შინდისფერს, შავსა და მელნისფერს.

თევზები - ეს ნიშანი "ჩარჩოში" არ ჯდება და თავისუფლად შეუძლია, ყველანაირი სტილის სამოსი მოირგოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოდას არის აყოლილი. უბრალოდ, ისინი ისე არიან საკუთარ წარმოსახვაში "ჩაფლულები", რომ ნაკლები დრო რჩებათ იფიქრონ, რა უნდა ჩაიცვან. თევზის ნიშნით დაბადებულნი უფრო ლურჯ ფერს ანიჭებენ უპირატესობას.




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში. ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...