თხილისთვის „მებრძოლი“

gurianews.com

ზაფრანი

თხილისთვის „მებრძოლი“

2017 ოქტ 13 13:41:26

ჰოლანდიელი ნიკ ვან ჰელდერი უჩვეულო სცენას შეესწრო _ ციყვს თხილი გაუსხლტა და ღელეში ჩავარდა.

თხილი წყალს ნელ-ნელა მიჰქონდა. მართალია, ციყვებს წყლის ძლიერ ეშინიათ, მაგრამ დაზარალებული დანაკარგს ვერაფრით შეეგუა, ნახევრად ჩაძირულ, მოლიპულ მორზე ფეხი რაღაცნაირად მოიკიდა, ნუგბარს გზაზე დახვდა და მაინც მისწვდა.

"მისმა საქციელმა მულტფილმი "გამყინვარება" გამახსენა, სადაც ციყვის  მსგავსი არსება ერთი რკოსთვის სასწაულებს სჩადის", - ამბობს ვან ჰელდერი. ნაპირთან მიბრუნებულმა შეშინებულმა ღორმუცელამ კი თხილი იქვე ისე შეახრამუნა, წყლიდან ამოსვლა არც უფიქრია.


ნახვა: 130


 ახალი ამბები
  • საზოგადოების დამოკიდებულება სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით პრობლემურიასაპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე  Human rights watch -ის ანგარიშის შედეგებს გამოეხმაურა, როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი  თავმჯდომარე  ,,გურია ნიუსთან“  საუბრისას აცხადებს,  პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის  შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა დადებითი იქნება თუ უარყოფითი მნიშვნელოვანია. ,,პარლამენტში დამოუკიდბელი საგამოძიებო  მექანიზმი ამჟამად იქმნება. ვთვლი, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ვაცნობიერებთ ამას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების დამოკიდებულება პრობლემურია სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის და საჭიროებასაც ვერ ვხედავ, რომ კომენტარი გავაკეთო. ჩვენ ყურადღებით ვიხილავთ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას,  რაც უნდა დადებითი თუ ნეგატიური  შეფასებები იყოს მასში ასახული და როცა ვხედავთ, რომ  საკითხთან დაკავშირებით ობიექტური შეფასებაა მოცემული, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ“, _ განაცხადა აკაკი ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Human rights watch-მა  2018 წლის ანგარიში  გამოაქვეყნა, 643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს არ გააჩნია ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, გარდა ამისა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეშფოთებას იწვევს მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით. ამას გარდა,  Human rights watch -ის ანგარიშში საუბარია ნარკოპოლიტიკასთან და კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პრობლემურ ... ...
  • ,,მართლმსაჯულება ,,ნაციონალების“ წნეხისგან გათავისუფლდა, მაგრამ არაფორმალური მმართველის გავლენის ხელში გადავიდა“საქართველოში  მართლმსაჯულების სისტემის გაუმართაობაზე საერთაშორისო ორგანიზაცია Human rights watch  საუბრობს. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ  საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. Human rights watch-ის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, გამოძიება ისეთი მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს. საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევასა და ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე  ,,გურია ნიუსს“ პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ესაუბრა. პოლიტოლოგის თქმით, მეზობელ ქვეყენასთან ომის, სოციალური მდგომარეობისა და  ეკონომიკური განუვითარებლობის პირობებში მართლმსაჯულება დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და კვალიფიციურ ორგანოდ ვერ ჩამოყალიბდა. ,,ქვეყანაში სამართლებრივი სისტემა არა არის გამართული. დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება  არის ყველა დემოკრატიული ქვეყნის უპირველესი ამოცანა, თუმცა ჩვენი ქვეყანა 26 წელია ომი გვაქვს დიდ მეზობელთან, საკმაოდ  რთულ სოციალურ პირობებში ვცხოვრობთ, ეკონომიკა არ ვითარდება სათანადოდ, ყოველივე ამის გათვალისწინებით ვერ  შევძელით, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კომპეტენტური და კვალიფიციური მართლმსაჯულება  ჩამოგვეყალიბებინა. მცდელობა იყო, მაგრამ ეს  შევარდნაძის დროს არ მოხერხდა. სააკაშვილის დროს მართლმსაჯულება მთლიანად ექვემდებარებოდა მის პოლიტიკურ ნებას და განუკითხაობის ძალიან მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა. სააკაშვილმა მთლიანად დაიქვემდებარა, როგორც პროკურატურა, ისე სასამართლო სისტემა. ,,ქართული ოცნების“ პირობებში მართლმსაჯულება ,,ნაციონალური მოძრაობის“ წნეხისგან გათავისუფლდა, მაგრამ სისტემა  არაფორმალური მმართველის გავლენის ხელში გადავიდა. წინგადადგმული ნაბიჯებიც არის, მაგრამ, ვიდრე სასამართლო სისტემა არ გათავისუფლდება პოლიტიკური გავლენისგან, მანამდე სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია და  ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ამ ხარვეზებზე საუბრისას აბსოლუტურად ადეკვატურია. სამართალდამცავი სფერო და სისტემა სერიოზულ რეფორმირებას მოითხოვს. აუცილებელია, ეს სფერო  მივუსადაგოთ ავსტრიის ან გერმანიის ქვეყნების მართლმსაჯულებს, ამ სახელმწიფოებში გამოძიების მიმართ ნაკლები შეკითხვები ისმის  და სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ მაღალი ნდობა არსებობს, რასაც ჯერჯერობით საქართველოზე ვერ ვიტყვით“, _ განაცხადა ვაჟა ... ...
  • ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრზე თავდასხმისთვის ერთი პირია დაკავებულიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული შ.ი. ძალადობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან მოაწოდეს. უწყების ცნობით, დანაშაული ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე ა.კ.-ს მიმდინარე წლის 17 იანვარს დაუკავშირდა თავისი მეზობელი – ი.რ. და შეხვედრა სთხოვა. იგი ი.რ.-სა და მის ნაცნობს – შ.ი.-ს 18 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, სკვერში შეხვდა. ი.რ.-მ გარკვეული თანხა სთხოვა ა.კ.-ს, რაზეც მან უარი უთხრა. ასევე, დადგინდა, რომ ი.რ.-მ, სასურველი თანხის მიღების მიზნით, ა.კ.-ს მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება სთხოვა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგაც მათ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც ა.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ალექსანდრე კვახაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ. მისივე თქმით, თავდამსხმელები კონკრეტულ თანხას ითხოვდნენ და უარის მიღების შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. კვახაძემ აღნიშნა, რომ ფიზიკური დაზიანებები მას საკუთარ სახლთან ... ...
  • 12 წლის ბიჭს მატარებელი შეეჯახაუბედური შემთხვევა მოხდა მარნეულში. 12 წლის ბიჭს მატარებელი შეეჯახა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • "ასე ევროპაში ვერ შეხვალთ!" _ რა ხდება, როცა მუნიციპალიტეტი ვალდებულებებს არ ასრულებსსაქართველოში ნარჩენები განსაკუთრებულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს _ დღემდე ის რჩება ეკოსისტემების დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების წყაროდ. ამასთან, ჩვენთან არსებული სამწუხარო პრაქტიკა გულისხმობს ნარჩენების განთავსებას უკონტროლო, არაოფიციალურ ნაგავსაყრელებზე _ უახლოეს ხევებში, გზების პირას და მდინარეების ნაპირზე, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების და სანიტარულ-გარემოსდაცვითი ნორმების უგულებელყოფით. საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, პოლიგონებზე ხვდებოდა და ხვდება სამრეწველო, სამშენებლო, სამედიცინო, ბიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის სახიფათო ნარჩენები. სპეციალისტების დასკვნით, ქვეყანაში მოქმედი ნაგავსაყრელების უმრავლესობა არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო დირექტივებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ მყარი ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ამ ვალდებულების შესრულებაზე რამდენიმე უწყებაა პასუხისმგებელი, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ამ პრობლემას ვერ უმკლავდება; შესაბამისად, ე. წ. სტიქიურ ნაგავსაყრელებს ბევრ ადგილზე შეხვდებით. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლანჩხუთში, სადაც მუნიციპალური ნაგავსაყრელი დახურულია და ნაგავი სხვა მუნიციპალიტეტში მიაქვთ. მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ: _ მარტისთვის ველოდებით დამატებით ურნებს, რომ ცენტრალურ გზასთან ახლომდებარე სოფლებში დავდგათ, _ ამბობს სარიშვილი. _ იმ სოფლებზე არ ფიქრობთ, რომლებიც ცენტრალური გზისგან მოშორებითაა? _ რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, მაგრამ იქ გზის პრობლემაცაა. სამწუხაროდ, შიდა გზები ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნაგავშემკრები მანქანა ასვლას ვერ მოახერხებს. _ ბატონო ალექსანდრე, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესახებ გსმენიათ? _ კი, რა თქმა უნდა და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.  როგორც გითხარით ველოდებით ახალ ურნებს. _ სანამ ურნებს მიიღებთ, მანამდე მოსახლეობამ ნაგავი სად წაიღოს? _ ეზოებში უნდა გააკეთონ ორმოები. რის დაწვაც შეიძლება, დაწვან. მოსახლეობამაც უნდა შეგვიწყოს ხელი. არ ვამბობთ, რომ ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ვმუშაობთ. დაფინანსებაც გავუზარდეთ დასუფთავების სამსახურს; ვთანამშრომლობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთანაც, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სარიშვილმა. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, სტანდარტებთან მიახლოებულია მუნიციპალური ნაგავსაყრელი ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებობს სოფლები, სადაც ნაგვის ურნებიც კი არ დგას და, შესაბამისად, მოსახლეობა სტიქიურ ნაგავსაყრელებს ქმნის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ „თუ ვაცლით (?!), იმუშავებენ“: _ თუ გვაცლით მუშაობას, თუკი დაგვეხმარებით და ხელს შეგვიწყობთ, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ყველაფერს. _ ჩვენ ხელი როგორ უნდა შეგიწყოთ და რაში დაგეხმაროთ? _ ობიექტურობით და ჭკვიანად ყოფნით. რა ვიცი(?!). _ ბატონო კონსტანტინე, სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემაზე გესაუბრებით. გაქვთ ინფორმაცია, რომ სოფლებში რთული მდგომარეობაა და რომ ამ პრობლემის მოგვარება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებებითაც გევალებათ? _ ამ კითხვაზე შარაშენიძემ პასუხი არ გაგვცა და ტელეფონი გაგვითიშა. სტიქიური ნაგავსაყრელების სიმრავლეა ჩოხატაურშიც _ უმეტეს სოფლებში, ნაგვის ურნების არარსებობის გამო, დაბინძურებულია საუბნო და ცენტრალური გზები, მდინარეები, სადაც ინერტული მასალაც კი იყრება. ურნების დადგმას და დამატებას ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დიდი ხანია პირდება, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ ნაგვის გამოტანა მხოლოდ იმ სოფლებიდან ხდება, სადაც ნაგვის ურნები დგას _ მარტივად რომ ვთქვათ, სუფთავდება მხოლოდ დაბა ჩოხატაური და მასთან ახლო მდებარე სოფლები. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ყველაფერთან ერთად, პრობლემას საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონეც ქმნის _ ქუჩაში, მდინარეში, ბუნებაში ნაგვის დაყრა რომ არ შეიძლება, ეს ჯერ კიდევ ვერ გაგვიგია და გვავიწყდება, რომ ნაგვის თვალთახედვიდან მოშორება არ ნიშნავს მის გაქრობას. _ სად დავყაროთ, სად წავიღოთ? წლებია, ნაგის ურნების დადგმას ვითხოვთ, მაგრამ უშედეგოდ. ფული არ გვაქვსო, გვეუბნებიან. მთელი სოფელი ნაგავს მდინარეში ყრის. განა არ გვრცხვენია, მაგრამ გამოსავალი არ გვაქვს, _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის პედაგოგები. მათივე ინფორმაციით, ურნების დადგმის აუცილებლობაზე საჯარო წერილი დაწერეს, ხელმოწერებიც შეაგროვეს და მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის მიმართეს, თუმცა, შედეგი არც ამ აქტივობას მოჰყვა. დიდივანში მერის წარმომადგენელი ელენე ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის თხოვნა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გადასცა: _ გვითხრეს, რომ ნაგვის ურნებს დადგამდნენ, მაგრამ ნაგვის გატანას ვერ მოახერხებდნენ, _ ამბობს ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, სოფელში ნაგავს ეზოებში გათხრილ სპეციალურ ორმოებში ყრიან და მდინარეს არავინ ანაგვიანებს, რასაც უარყოფენ ადგილობრივები. დიდივანის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რამიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელში ჩამომავალი მდინარე სუფსა ნაგვით სავსეა: _ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, არავის აქვს ეზოში ორმო _ ყველა მდინარეში ყრის. ადრე მდელოზე ყრიდნენ და გარემოს დაცვამ გაფრთხილება მოგვცა. მას შემდეგ სოფლის ნაგავი მდინარეში იყრება. ვიცით, რომ ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ხელისუფლება სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს. ურნებს დაგიდგამთ, მაგრამ ნაგავს ვერ გავიტანთო? ეს პასუხია? ბუკისციხეს, გოგოლესუბანს, შუა ამაღლებას თუ სჭირდება ნაგვის გატანა, დიდივანმა რა დააშავა? გაჭირვებული ქვეყნის ხელისუფლება გაჭირვებულად უნდა ცხოვრობდეს _ მოიკლონ პირადი სარგებლობისთვის გამოყოფილი საწვავი და ნაგვის მანქანას ჩაუსხან. სირცხვილია რაც სოფლებში ხდება, _ ამბობს რამიშვილი. მისივე თქმით, სოფელში ჩამოსული სტუმრები დანაგვიანებული გარემოთი ძალიან შეწუხებულები არიან: _ განსაკუთრებით ზაფხულში ბევრი ტურისტი მოდის ჩვენს ხეობაში, რომელიც სამ სოფელს აერთიანებს. ყველგან ერთი და იგივე სიტუაცია ხვდებათ _ ნაგავი ქუჩაში, მდინარეში. გასულ ზაფხულს ნოე რამიშვილის შვილიშვილი, მიშელ რამიშვილი ისვენებდა ჩემს კოტეჯში. სულ წუხდა ამის გამო. მახსოვს, ნაგავი შეაგროვა და ჩოხატაურში ჩამოიტანა, თუმცა, ამას ადგილობრივები ვერ მოახერხებენ. მაშინ თქვა ბატონმა მიშელმა _ ასე ევროპაში ვერ შეხვალთ და სულ ერთ წრეზე იტრიალებთო. ასეცაა _ ხმამაღალ განცხადებებში ყველა მაგარია, თუმცა, როდესაც საქმეა გასაკეთებელი, დუმან, _ ამბობს გიორგი რამიშვილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს: „ბოლო პერიოდში,  ჩვენს მუნიციპალიტეტში,  მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მოეწყო ნაგავსაყრელი, შეძენილი იქნა სამი ახალი ნაგავმზიდი, ასევე, 100  ნაგავშემკრები კონტეინერი. დღეისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 221 ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული, აქედან 103 დაბაში, 118 კი _ 25 სოფელში. თუმცა, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ვგეგმავთ. არის კიდევ ერთი პრობლემა _ ზოგიერთი  ჩვენი თანამოქალაქის დამოკიდებულება იმ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, რასაც სუფთა გარემოში ცხოვრება ჰქვია. იყო ურნების დაზიანების შემთხვევები, მასში ცეცხლის გაჩაღების, უფრო მეტიც, გორაბერეჟოულის ტერიტორიაზე მდინარე სუფსაშიც კი გადააგდეს. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ხელისუფლების მცდელობა ფუჭი იქნება, თუ თითოეული ჩვენთაგანი არ გავიზიარებთ პრობლემის მნიშვნელობას“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ. _ ბატონო ირაკლი, როცა თქვენ ამბობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობთ, სოფელ დიდივანში კი გვეუბნებიან, რომ ნაგვის ურნების დადგმაზე უარს იმ მოტივით ამბობთ, რომ დასუფთავების მანქანა ნაგავს სოფლიდან ვერ გამოიტანს... რატომ _ საკმარისი თანხა არ არის ბიუჯეტში? _ ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გასაგრძელებელია. სურების ხეობის სოფლებში ნაგავშემკრები კონტეინერები ჯერ არ გვაქვს. _ და სანამ თქვენ მუშაობთ, მანამდე მოსახლეობამ ნაგავი სად გადაყაროს? მდინარეშიც აღარ ეტევა უკვე... _ ასეთ სოფლებს ვურჩიეთ, გამოვყოთ ერთი დღე და როცა შეაგროვებენ მყარ ნარჩენებს, კომუნალური სამსახური მოახდენს გამოტანას. _ და სად უნდა მოახდინონ ამის შეგროვება? გაქვთ ადგილი გამოყოფილი? ან როდის ურჩიეთ, სად შეხვდით? _ კიდევ გიმეორებთ, რომ სადაც არ გვაქვს ურნები განთავსებული, გრაფიკით შევძლებთ მის გატანას. ინფორმაციას მოგვაწვდიან წარმომადგენლები. _ ბატონო ირაკლი, ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას იცნობთ და იცით იმ ვალდებულებების შესახებ, რაც თვითმმართველობას აქვს ამ პრობლემის მოგვარებისთვის აღებული? _ დიახ, ვიცი და ყველა ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა და გადაიდგმება ამ მიმართულებით, იქნება ამ ვალდებულების შესაბამისი. _ წინ გადადგმული ნაბიჯის რა ეტყობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს? _ მეტი კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას ამ მიმართულებით, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ. გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2020 წლისათვის ე. წ. „სტიქიური ნაგავსაყრელები“ აღარ უნდა არსებობდეს: „ჩემთვის აღნიშნული პრობლემა კარგად არის ცნობილი. გეთანხმებით _ ძველი და არაკონტროლირებადი ე.წ. „სტიქიური“ ნაგავსაყრელები გარემოსდაცვითი თვალსაზრისით დიდი პრობლემას წარმოადგენს. თანამედროვე ნაგავსაყრელები ემსახურება რამდენიმე მუნიციპალიტეტს და მათი მოწყობა და ოპერირება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ძველი ნაგავსაყრელების დახურვა და ახლის მოწყობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მოგახსენებთ, რომ არსებული კანონმდებლობით არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტების კომპეტენციას და ჩვენ ამ საკითხზე შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მოგეხსენებათ, გურიის რეგიონში სამივე მუნიციპალიტეტს 2017 წელს შემუშავებული და დამტკიცებული აქვს „2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა“. გეგმის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებს ჩატარებული აქვთ სტიქიური ნაგავსაყრელების პირველადი ინვენტარიზაცია. ასევე, გეგმითვეა განსაზღვრული სამომავლო სამუშაოები, რომლის შედეგად, 2020 წლისათვის ე. წ. „სტიქიური ნაგავსაყრელები“ აღარ უნდა არსებობდეს. ბოლო წლებში, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებში გახორციელდა მნიშვნელოვანი თანხის მობილიზება. დაფინანსება გაეზარდათ დასუფთავების სამსახურებს. ქმედითი ნაბიჯები იდგმება, რათა სერვისი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს . ჩვენ უკვე ჩავერთეთ კამპანიაში _ „დაასუფთავე საქართველო“, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და ამ კუთხით ვგეგმავთ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებას. როგორც თქვენთვის ცნობილია, გურიამ მიიღო ყველაზე „სუფთა რეგიონის“ სტატუსი. ეს დიდი პატივი, მოტივაცია და პასუხისმგებლობაა, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციამ აქტიურად იმუშაოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ მივხვდეთ, მოვწონვართ თუ არა თანამშრომლებს

სამსახურში ბევრი ადამიანი თავს იზოლირებულად ...

შხამიანი ჩიტები

მეცნიერებმა ახალ გვინეაში მიაკვლიეს ბეღურასნაირთა...

მფრინავი დრაკონი

როგორც აღმოჩნდა, არსებობს არა მარტო...

ყველაზე ფოტოგენური კინომსახიობები

ცოტა ხნის წინ გაზეთ "ტელეგრაფის"...

ლიფტით კოსმოსში

არცთუ დიდი ხნის წინ ლონდონის...

საოცარი ხარცხვარი

გრენლანდიაში, ჩრდილოეთ კანადასა და ალასკაზე...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...