თვითმწმენდი ავტომობილის საფარი

ზაფრანი

თვითმწმენდი ავტომობილის საფარი

2017 მარ 1 18:51:28

 ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ავტომობილის საფარი შექმნეს, რომელიც არამარტო ავტომატურად აქრობს ნაკაწრებს, არამედ თავად იწმინდება. ამდენად, ავტომობილი ნებისმიერ ამინდში შეინარჩუნებს სისუფთავეს და მუდამ იდეალურად გამოიყურება.

ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტის სპეციალისტების განმარტებით, სასწაულმოქმედი საფარი ნანომეტრული მოლეკულებისგან და ღეროების მსგავსი დამატებითი ელემენტებისგან შედგება. დღემდე, ნანოტექნოლოგიური წყალგამძლე საღებავების მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ნებისმიერი დაზიანება მასალის უნიკალურ თვისებებს არღვევდა. ახალი ტექნოლოგია კი, მცირე ნაკაწრების აღდგენას უზრუნველყოფს, რისთვისაც გარე ფენა საფარის შემადგენლობაში შემავალი ელემენტებით იცვლება.

სპეციალისტების აზრით, ავტომობილების საფარის გარდა, ტექნოლოგია ასევე წარმატებით დაინერგება მობილური ტელეფონებისა თუ კონტაქტური ლინზების წარმოებაში. მეცნიერებმა უკვე დაიწყეს ავტომობილების საღებავებსა და საფარზე სპეციალიზებულ კომპანიებთან თანამშრომლობა.

 




 ახალი ამბები
  • "როგორც კი შევიტყვე მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება" _ კობახიძესაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველასთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რაც ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც მისი თქმით, მძიმე სანახავი იყო. კობახიძე ამბობს, რომ მან მაშინვე მოითხოვა სესიის შეჩერება, როდესაც მომხდარის შესახებ გაიგო. "რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო მძიმე სანახავი, მძიმე სურათი. სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში, შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როდესაც ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში და იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს ფედერაციიდან, არა აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი", - განაცხადა ირაკლი ... ...
  • "ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა" _ არჩილ თალაკვაძეარ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ პროვოკაციულ ქმედებას ქონდეს ადგილი და რუს დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი თვითნებურად დაეკავებინა.  „მას შემდეგ, რაც რუსმა დეპუტატმა თანაწამყვანის პოზიცია დაიკავა სხდომათა დარბაზში, ჩვენი რეაქცია და პოზიცია იყო ძალიან ცალსახა და ჩვენი ემოცია იყო იგივე, რაც მთელი საზოგადოების. ვიდრე ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის. რუსმა დეპუტატებმა უნდა დატოვონ საქართველო. ჩემი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა სესიას და როდესაც სესია გაიხსნა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის პოზიცია. ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების. მომავალში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რომ ასეთი რამე აღარ განმეორდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არასერიოზულია.  „თუ ვინმე თავისი ქვეყნის საქმეებს პასუხისმგებლობით ეკიდება, ერთ-ერთი უპირველესი პარლამენტში არის ირაკლი კობახიძე, ამიტომ ამ კონკრეტული სცენარის გამო, როდესაც შეთანხმებულზე, რომ ბერძენ დეპუტატს წაეყვანა სხდომა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის ადგილი, უბრალოდ არასერიოზულია პარლამენტის თავმჯდომარისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება“, - განაცხადა არჩილ ... ...
  • „სირცხვილია“ _აქცია ბათუმშიამ წუთებში აქცია სახელწოდებით „სირცხვილია“ ბათუმში, ერას მოედანზეც იწყება. როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ტექსტშია ნათქვამი, რუსი დეპუტატი გავრილოვი და კიდევ რამდენიმე ფიგურა რუსული პოლიტიკიდან, რომლებიც  როგორც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, არ უნდა იმყოფებოდნენ არათუ პარლამენტში, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზეც კი. ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქის ვალია, დღეს ევროპის (ერას) მოედანზე შემოუერთდეს მშვიდობიან აქციას რუსული ღია თუ ფარული ოკუპაციის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატები დღეს თბილისში, პარლამენტში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე დასასწრებად მივიდნენ და სხდომის წაყვანა დაიწყეს, რასაც პროტესტი მოჰყვა.   ... ...
  • პარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია - ოპოზიციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღოპარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია - ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს. მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ და სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტში დემარშით შევიდა. ისინი ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზს არ დატოვებენ, ვიდრე კობახიძე თანამდებონიდან არ წავა. სხდომათა დარბაზში იმყოფება ნიკა მელია, სხვა დეპუტატებს კი პარლამენტის შესასვლელიდან სასესიო დარბაზისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. საკანონმდებლო ორგანოს შენობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს ალყაში აქვთ მოქცეული.  "ჩვენ თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით, რომ სერგეი გავრილოვი ჩამოსულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებაში, ვინაიდან ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის არის ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა და, რომელიც მხარს უჭერს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას. ე.წ. დამოუკიდებლობას, რომელიც დგას ეთნიკურ წმენდაზე და ადამიანების ხოცვაზე. ამიტომ მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი ვიყავით თავიდანვე, მაგრამ რაც დღეს მოხდა, სცილდება ყველა ფარგლებს, რადგან ყველაფერს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა. ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამს იკავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი, ის, რომ ოკუპანტი სახელმწიფო დღეს არის საქართველოს პარლამენტში და საქართველოს პარლამენტის სხდომა მიყავს ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელს, იმ ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა რუსეთის დუმაში საქართველოს რღვევას, ვინც ხმა მისცა რუსეთის დუმაში და მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლოებას, ეს სიმბოლო უკვე სცილდება ყველანაირ პოლიტიკურ ფარგლებს", - აღნიშნა ... ...
  • სუს-ი: რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინარუსული ვერტმფრენი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაზე არ გადმოფრენილა. სუსში აცხადებენ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იფრინა.  „ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის ფორმატებში“ - აცხადებენ სუს-ში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცე ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

პოლიტიკა

 

"როგორც კი შევიტყვე მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება" _ კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს,...

სრულად