უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

gurianews.com

ზაფრანი

უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

2018 მაი 18 19:33:18

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა

თითქოს ამაში ცუდი არაფერია, რომ ადამიანს უნდოდეს იყოს სრულყოფილი, მაგრამ ყველამ ვიცით რომ სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ. ეს სურვილი მხოლოდ და მხოლოდ მათ ფსიქიკას ანგრევს, რადგამ ისინი ისწრაფვიან ყოველივე საუკეთესოსკენ, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მაქსიმალისტები ყველაზე უბედურ ხალხად არიან მიჩნეული, რადგან ისინი კმაყოფილებას ყველაზე იშვიათად განიცდიან. შესაბამისად, როდესაც ისინი ცხოვრებისგან მიღებულს არასდროს აფასებენ, მათი ბედნიერი წუთებიც ცხოვრებაში ძალიან ცოტაა.

ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც ყოველთვის რაღაცით არიან უკმაყოფილოები

ჩვენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ის ადამიანები, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. შესაბამისად, როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ბედნიერები, როდესაც მუდმივად ცხოვრების უარყოფით მხარეებს ვიგებთ? კარგი იქნება, ასეთ ადამიანებთან ხშირი კონტაქტი არ გვქონდეს, ან მათ მიერ მიღებული ინფორმაცია მალევე განვდევნოთ გონებიდან.

მუდმივი ფიქრები წარსულზე და მომავალზე, ნაცვლად აწმყოსი

"აქ და ახლა!" დაიმახსოვრეთ და ამ პრინციპით იცხოვრეთ, რადგან ჩვენ ვერც წარსულში მომხდარ უარყოფით ფაქტებს შევცვლით და ვერც მომავალს მოვიწყობთ, თუ აწმყოში, ეხლა, მოცემული მომენტისთვის არ გადავდგამთ სწორ ნაბიჯს.

საკუთარი ცხოვრების სხვის ცხოვრებასთან შედარება

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია თავისი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვით. შესაბამისად, თითოეული მათგანი საკუთარ ცხოვრებას თავად წარმართავს საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. სხვასთან შედარება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ფსიქიკას ანგრევს და წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს, იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ვიღაც გვჯობდეს. თითოეული მათგანი უნიკალურია!!!

ცხოვრების ნეგატიურ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება

ეს თვისებაც ფსიქოლოგიასთან არის კავშირში. თუ ჩვენ მუდმივად კარგზე ვიფიქრებთ და ცუდშიც კი დადებითს დავინახავთ კარგი მომავლის იმედით, ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება. მთავარია განწყობა. ყოველ წუთას იმის გამეორება, რომ რაღაც არ გამოგვდის, ცუდია და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენს ცნობიერში ილექება და თავადვე ვეგუებით იმ ფაქტს, რომ ყველაფერი ცუდად უნდა იყოს ჩვენთან.

გარშემომყოფების აზრზე დამოკიდებულება

ეს ჩვენს განვითარებას ყველაზე მეტად უშლის ხელს, რადგან როგორც არ უნდა მოვიქცეთ, უარყოფითს ყოველთვის იპოვის ერთი ადამიანი მაინც ჩვენს საქციელში. ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ჩვენ გვსურს და არა გარშემომყოფებს. საზოგადოება არაერთგვაროვანია.

ცხოვრების გართულება

დაივიწყეთ „თუ“! ჩვენ ყველაფერს ადვილად მივაღწევთ, როდესაც ცხოვრებას მარტივი თვალით შევხედავთ. რთული და მიუღწეველი არაფერია. ცხოვრების გართულებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს შესაძლებლობებს ვაკნინებთ და თავადვე ვაიძულებთ საკუთარ თავს, უკან დავიხიოთ რაღაცის შიშით. შესაბამისად, თუ შიშის გამო ნაბიჯს არ გადავდგამთ, არც არაფერი გამოვა და ცხოვრება მართლაც გართულდება.


ნახვა: 168


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...