უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

ზაფრანი

უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

2018 ნოე 16 18:53:28

დიდი ტვინი

საშუალოდ, ტვინის მოცულობა კაცებში 8-13% მეტი და 150 გრამით უფრო მძიმეა, ვიდრე ქალების. ამასთან, კაცებს ჰიპოკამპი უფრო დიდი აქვთ – ეს არის ტვინის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია თხემის წილების ქვეშ. პასუხისმგებელია ახალი ინფორმაციის მიღებასა და დამახსოვრებაზე.

მიუხედავად ტვინის შედარებით პატარა მოცულობისა, ქალები მას უფრო ეფექტურად იყენებენ ნეირონებს შორის უფრო მეტად განვითარებული კავშირის წყალობით. ასე რომ, ქალებს ტვინის ნახევარსფეროებს შორის უფრო ძლიერი კავშირი აქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევთ რამდენიმე საქმე ერთად აკეთონ. ამიტომაც არის, რომ ერთდროულად საუბარი და მანქანის მართვა ქალბატონებისთვის უმარტივესი საქმეა. კაცებს კი ეს არ შეუძლიათ – ისინი მხოლოდ ერთ რამეზე ახდენენ კონცენტრირებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ მათ განსხვავებულად სძინავთ. მამაკაცის ტვინის ელექტრული აქტივობა 70%-ით ეცემა ძილის დროს (ხშირ შემთხვევაში სამსახურში უფრო მეტად დატვირთულია, ასე რომ, კარგად უნდა დაისვენოს), ქალებისა – კი მხოლოდ 10% –ით, სავარაუდოდ იმიტომ რომ უფრო დიდ ყურადღებას იჩენს სახლისა და ბავშვების მიმართ.

აგრესია

ამ ყველაფერს ტესტოსტერონის მაღალი დონე იწვევს, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ნუშისებრი ჯირკვალზე – ტვინის ნაწილი, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი. ძირითადად ეს ეხება 17-დან 28 წლამდე მამაკაცებს, როდესაც ტესტოსტერონის კონცენტრაცია სისხლში თავის მაქსიმუმს აღწევს. გარდა ამისა, უახლესმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ტესტოსტერონის დონე მოქმედებს პირად თვისებებსა და ქცევაზე – მათ ვისაც მოჭარბებულად აქვთ ეს ჰორმონი უფრო თავნებები, კომუნიკაბელურები და თავდაჯერებულები არიან. ამასთან, უფრო მეტად არიან განწყობილნი დომინირებისა დ ათვითგამოხატვისკენ, ვიდრე ისინი ვისაც ამ ჰორმონის შემცველობის დონე სისხლში შედარებით დაბალი აქვთ

სიმელოტე

ბედის ირონიით, ის ჰორმონი, რომელიც მამაკაცებს უფრო მამაკაცურს ხდის, ასევე გამელოტებამდეც მიჰყავს. ამასთან, აჩქარებს თმის ზრდას სხეულის სხვა ნაწილებზე –მკერდზე, იღლიებსა და ზურგზე. კერძოდ, ძირითადი მიზეზი თავად ჰორმონი კი არ არის, არამედ მისი გარდაქმნა დიჰიდროტესტოსტერონად. მისი სიჭარბე ასუსტებს თმის ფულიკულებს, რომელიც ან კვდება ან იმ ზომამდე მცირდება, როგორიც ახალშობილებს აქვთ. სტრესი ამ პროცესს აჩქარებს, რომლის დროსაც ადრენალინის წარმოების აქტივაცია ხდება, რომელიც ტესტოსტერონების იგივე ოჯახს მიკუთვნება.

სქელი კანი

მამაკაცის კანი, საშუალოდ 0, 2 მმ. უფრო სქელია, ვიდრე ქალის და თითქმის 10-ჯერ უფრო ნაკლებად მგრძნობიარე. ინგლისელმა მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ამ მხრივ ყველაზე მგრძნობიარე კაციც კი ვერ გაუტოლდება ყველაზე უგრძნობ ქალს.

ლაქტაცია კაცებში

როგორც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ მამაკაცის ორგანიზმსაც შეუძლია რძის გამომუშავება. რამდენადაც უკვე ცნობილია, ძუძუთი კვებაზე პასუხისმგებელი ჰორმონი პროლაქტინია, რომელიც ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა ქალების ფეხმძიმობის პერიოდში. მამაკაცის ორგანიზმისთვის ეს ასევე უცხო არ არის, თუმცა, იმ დონეს ვერ აღწევს, რომ რძე გამოიმუშავოს. მაგრამ ფიზიოლოგ ჯად დაიმონდის კვლევების თანახმად, რომელიც 1995 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში "დისცოვერყ, " პროლაქტინის დონე შესაძლოა გაიზარდოს ჰორმონალური დარღვევებით, შიმშილობით ან ძუძუს თავის სტიმულირებით. ამას გარდა, მამის მიერ ბავშვის ძუძუთი გამოკვების არც თუ ისე ცოტა ფაქტი დაფიქსირებულა. მაგალითისთვის, 2002 წელს სააგენტო Fრანცეპრესს –მა 38 წლის შრი-ლანკის მაცხოვრებლის შესახებ ამცნო საზოგადოებას, რომელმაც ძუძუთი თავისი ორი ბავშვი გამოკვება, მას შემდეგ რაც მეუღლე გარდაეცვალა.

ცხიმები

მამაკაცის ორგანიზმის ქსოვილში ცხიმის შემცველობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ქალისაში: ძლიერი სქესი – წონის 12%, სუსტი სქესი – წონის 26%. ამ განსხვავებას -14% ქლები ორსულობის პერიოდისთვის "ინახავენ".

სისხლის მიმოქცევა

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც იტანენ მამაკაცები ფიზიკურ დატვირთვას უფრო მეტად, მდგომარეობს მათი სისხლის მიმოქცევის განსაკუთრებულობაში. საშუალოდ, სისხლის მოცულობა მამაკაცებში შეადგენს 5-6 ლიტრს, მაშინ როდესაც ქალებში – მხოლოდ 4 4.5 ლიტრია. მამაკაცის სისხლი უფრო მდიდარია ჰემოგლობინითა და ერიტროციტებით, რაც აუმჯობესებს ჟანგბადის ცირკულაციას. ამიტომ, ერთი ლიტრი ჟანგბადის გადასაცემად ქალს ჭირდება 7 ლიტრი სისხლი, კაცს კი – 6.

სუსტი იმუნიტეტი

მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი სქესი ჰქვიათ, მამაკაცებს უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება ინფექციური დაავადებებისადმი, ვიდრე ქალებს. ამაში დამნაშავე ის ტესტოსტერონია, რომელიც ბუნებამ ანთების საწინააღმდეგო ეფექტით დააჯილდოვა. ტესტოსტერონი გენების მუშაობას აძლიერებს, ამცირებს ანთებას, რის გამოც ორგანიზმი ნაკლები რაოდენობის ანტისხეულებს გამოიმუშავებს. შედეგად, მამაკაცები არა მხოლოდ სუსტი იმუნიტეტით გამოირჩევიან, არამედ უფრო ცუდად იტანენ ვაქცინაციას. ამის შესახებ თავის კვლევაში გადმოგვცა სტენდფორდის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორმა მარკ დევიდსონმა. მან შეადარა 53 ქალისა და 34 კაცის ანალიზები გრიპის ვაქცინაციამდე და მის შემდეგ. ამის შედეგად მეცნიერმა გაარკვია, რომ ვაქცინაციის საპასუხოდ ქალებში უფრო მეტი ანტისხეული გამომუშავდა, ვიდრე კაცებში, ამასთან აღსანიშნავია, რომ მათ სისხლში უფრო მეტი ანთებითი ცილა იყო.

უფრო ნელა ბერდებიან

როგორც ახლანდელმა კვლევებმა ცხადყო, კაცები ქალებზე ნელა ბერდებიან. ყოველწლიურად ისინი უფრა ნაკლებ კალოგენს კარგავენ, ვიდრე სუსტი სქესის წარმომადგენლები, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. მათი კანი უფრო დიდ ხანს ინარჩუნებს სიმკვრივეს და ნაოჭების მიმართ რეზისტენტულობით გამოირჩევა. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ მამაკაცები დიდ ყურადღებას არ უთმობენ კანის მოვლას, რომელიც ამასთან, მუდმივად ზიანდება პარსვის პროცესში, ამ განსაკუთრებულობის ეფექტი პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...