ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

ზაფრანი

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

2019 სექ 10 16:02:40

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც ხშირად "წველიან“ ქალები.

ტყუპი _ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ფულს დაუდევრად ხარჯავს, რადგან მიაჩნია, რომ "ქარის მოტანილს ქარი წაიღებს.“ ერთ დღეს შესაძლოა ღამე გაათიოს ქალაქის ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროს საპრეზიდენტო აპარტამენტში, მეორე დღეს კი მეტროთი სამგზავრო ფული არ ჰქონდეს. ქალები ტყუპის ქარაფშუტობას იყენებენ და მას დიდ თანხას ახარჯინებენ. საკმარისია უთხრან: "მოდი, თავაწყვეტით გავერთოთ, მაგარი ადგილი ვიცი!“

ლომი _ ლომი ბუნებით ძალიან ხელგაშლილია, მას მოსწონს ადამიანების დასაჩუქრება. როგორც იცით, ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები გადამეტებით ზრუნავენ საკუთარ იმიჯზე. სწორედ სურვილი, დაამტკიცოს,  რომ საუკეთესოა, უბიძგებს დიდი ფინანსური დანახარჯისკენ. ქალები სწრაფად უღებენ ალღოს ლომ  მამაკაცებს, თავს მეფედ აგრძნობინებენ, მის თავმოყვარეობასაც  შეუღიტინებენ  და ისიც მარტივად სამართავი ხდება: ქალსთვის ყველაფერს ყიდულობს და ნებისმიერ ადგილას დაჰყავს - რაც უფრო პრესტიჟული იქნება დაწესებულება, მით უკეთესი, ეს ხომ მიანიშნებს რაოდენ მნიშვნელოვანი და დაწინაურებული მამაკაცია ლომი?!

მშვილდოსანი _ მშვილდოსანი ერთ-ერთი ყველაზე მფლანგველი ნიშანია. მისი აზრით, ფული იმისთვის გამოიგონეს, რომ დახარჯონ და ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღონ, ამიტომ დოლარების ბანკის ანგარიშზე შენახვა ან, უარეს შემთხვევაში, მუთაქაში დალპობა გონივრული არ არის. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი ფულს უმისამართოდ ხარჯავს. შესაბამისად, ქალი მის საფულეს ისე აცარიელებს, რომ საერთოდ ვერ ხვდება.

მერწყული _ მერწყულისთვის ფული მეორეხარისხოვანია. მთავარია, ქალთან თავი კომფორტულად იგრძნოს. ამ ნიშნის მამაკაცების გაცურებას ჭკვიანი ქალები ახერხებენ, მათ მოსმენა შეუძლიათ და თავს ისე იჭერენ, თითქოს ძალიან აინტერესებთ მერწყულის ნაბოდვარი. ნაბოდვარი, რა თქმა უნდა, მისი გადმოსახედიდან, რადგან შესაძლოა, მერწყული უაზიარებდეს იდეას, რომელიც სულ მალე სამყაროს თავდაყირა ამოაბრუნებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეუძლიათ ერთ ვახშამზევე დახარჯონ მთელი თანხა, ან ქალის გასახარებლად მასთან ერთად შოპინგზე გაანიავონ ყველაფერი.




 ახალი ამბები
  • პრემიერ-მინისტრი ბათუმში ე.წ. მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში ე.წ.  მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის მეთაური ადგილობრივების მძიმე საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები არიან. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მალე გაუმჯობესდება, ვინაიდან 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი პირველ ეტაპზე 580 ბინის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ასაშენებლად. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომელიც 18 თვეში დასრულდება. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები. პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობა მოწოდებულია, მაქსიმალურად სწრაფად გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრებმა მოსახლეობამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის სტუმრობა მათთვის განსაკუთრებული მხარდაჭერის ... ...
  • 38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაშიონკოლოგი და გენეტიკოსი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი , ოზურგეთელი ალექსანდრე თავართქილაძე , ჯერ მხოლო 38 წლისაა, თუმცა მან თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების და ევროპული განათლების მირების შემდეგ, უზარმაზარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გზა გაიარა.  მედიცინის აკადემიური დოქტორი, რომლის დოსიეც, ლამის ქაღალდზე არ ეტევა, ონკოლოგიასთა ნ ბრძოლის საქმეში მსოფლიოს აკვირვებს _ ახლახან მან უნიკალური ოპერაცია გააკეთა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში, რაც უდიდესი გარდატეხაა ქართულ მედიცინაში _ მან პირველმა ჩაატარა თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი! „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სახელგანთქმულ ახალგაზრდა მეცნიერთან, რომლის გიგანტურ წინვლას სამედიცინო სფეროში, თვალს ადევნებს მშობლიური ოზურგეთი. ალექსანდრე თავართქილაძის მშობლები და ბებია სოფელ ნაგომარში ცხოვრობენ და მასთან შეხვედრა, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, თან მშობლიურ გურიაში, განსაკუთრებით საინტერესო ... ...
  • თავდასხმა ლაგოდეხში- ნიღბიანმა პირებმა ცოლ-ქმარი სცემესლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნიღბიანმა პირებმა 70 წლამდე ასაკის კაცი და მისი მეუღლე სცემეს, სახლიდან ოქროს ბეჭდები და მობილური ტელეფონი წაიღეს. თავდასხმა სოფელ უზუნთალაში სადიკოვ აბასალის ოჯახზე ღამით მოხდა. მიყენებული დაზიანებების გამო  კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...
  • როდემდე შეეძლებათ მძღოლებს 6-სიმბოლიანი ძველი სანომრე ნიშნებით სარგებლობასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების 6-სიმბოლიანი ძველი სანომრე ნიშნების მოქმედებაში დარჩენის ვადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლიანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე რჩება, მაგრამ ნომრის შეცვლა სავალდებულო იმ შემთხვევებში იქნება, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე შეიცვლება ან მფლობელი დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშანს აღადგენს. ამასთან, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის. ... ...
  • ზუგდიდში დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდაზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა მარიამ ქორიძემ განაცხადა, რომ დაკავებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. ბრალდებულის ადვოკატმა  ჯიტა გულუამ  მოსამართლეს 20 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობითაც მიმართა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ქავთარაძე კანონის დარღვევით დააკავეს. დაცვის მხარემ პროცესზე სასულიერო პირების დახასიათებები წარადგინა და დასძინა, რომ ისინი მზად არიან, თავდებში დაუდგნენ მამა სიმონ ქავთარაძეს. ჯიტა გულუა გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ახალი დანაშაული ჩაიდინოს ან მიიმალოს. ცნობისთვის, ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ ნარკოდანაშაულისთვის რომან მალანია დააკავეს, მალევე ამავე საქმეზე ზუგდიდის პოლიციას ბერი სიმონ ქავთარაძე ჩაბარდა.  მალანიას სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და გირაოს გადახდის შემდეგ უნდა ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს