ზოდიაქოს ნიშნები და სოციალური ქსელი

ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და სოციალური ქსელი

2018 აგვ 22 11:06:23

ვერძები ძალიან აქტიურები არიან სოციალურ ქსელში. მათი გვერდი, პირველ რიგში მათი იმიჯია. ვერძებს უყვართ ურთიერთობა, კომენტარების კეთება და საკუთარი აზრის გამოთქმა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები უიშვიათესად იჩენენ მეგობრებში დამატების ინიციატივას. ამ შემთხვევაში, მათთვის რთულია პირველი ნაბიჯის გაკეთება.

კუროები ყველაზე ნაკლებად არიან სოციალურ ქსელზე დამოკიდებულები. მათ არ იზიდავს ვირტუალური სამყარო. კუროსთვის ბევრად უფრო ადვილი და საინტერესოა რეალურ სამყაროში კონტაქტი. ამის გამო, ძუნწები არიან კომენტარების და "ლაიქების" მხრივ.

ტყუპები გახსნილები არიან საზოგადოებისთვის. უამრავი ადამიანისთვის, რომელიც ამ ნიშნის ქვეშაა დაბადებული, სოციალური ქსელი არის სამყარო, სადაც შეუძლიათ ბოლომდე იყვნენ გახსნილები. ისინი გამუდმებით რაღაცას წერენ სტატუსად, აკომენტარებენ და აფასებენ. ძალიან უყვართ თავიანთი მეგობრებისა და კოლეგების გვერდების თვალიერება. მათ აინტერესებთ იმათი "თაიმლაინებიც", ვისაც არ იცნობენ.

კირჩხიბებს სოციალურ ქსელში, მეგობრების მიზერული რიცხვი ჰყავთ. მათ რიცხვში შედიან მხოლოდ რჩეულები! ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულები ურთიერთობებზე როგორც წესი არ გიჟდებიან ვირტუალურ ურთიერთობებზე. მის გვერდზე ვერ იპოვნით ვერაფერს ზედმეტს: ვერც სპამს, ვერც ზედმეტ ხალხს და კომენტარებს. ისინი დაწვრილებით ადევნებენ თვალყურს თავიანთ "თაიმლაინს", რათა ის ყოველთვის მოწესრიგებული იყოს.

ლომები ხშირად მიისწრაფვიან სოციალურ ქსელში მეორე ცხოვრების შექმნისაკენ. ვირტუალურ სამყაროში, ისინი გვესახებიან, როგორც უფრო ლამაზები, წარმატებულები და გონივრულები ვიდრე სინამდვილეში არიან. პროფილის სურათზე აყენებენ თავიანთ საუკეთესო სურათს, რათა მიიღონ უფრო მეტი "ლაიქი". ამ ნიშნის წარმომადგენლები აკეთებენ ყველაფერს, რათა გამოირჩეოდნენ მილიონობით ადამიანისგან.

ქალწულების განმასხვავებელი ნიშანი სოციალურ ქსელში არის მწირი ინფორმაცია მათ კედელზე. ეს იმიტომ კი არა, რომ საიდუმლოდ შენახვა ურჩევნიათ, უბრალოდ არ თვლიან საჭიროდ ძალიან ბევრი წერონ საკუთარ თავზე. ვირტუალურ სამყაროში, ქალწულები ხშირად პედანტურები არიან - ისინი დაკვირვებით ადევნებენ თვალს ლაიქებს, კომენტარებს, სტუმრებს და გრამატიკულ შეცდომებს ჩანაწერებში.

სასწორის გვერდზე შესვლისას, მაშინვე მიხვდებით რა ხასიათზე იყო ამა თუ იმ დღეს, წუთს თუ წამს. ისინი ყოველთვის ათავსებენ ხასიათის შესაფერის პოსტებს. ეს ის შემთხვევაა, როცა სტატუსის მიხედვით, შეგიძლიათ გაიგოთ ადამიანზე ყველაფერი. სასწორის პოსტები გაჟღენთილია მეგობრობის, სიყვარულის, ღირებულებებისა და შემოქმედებითი ამბებით. ისინი ძალიან კომუნიკაბელურები არიან, ამიტომაც ბევრი მეგობარი ჰყავთ მეგობრების ლისტში. მათ შორის ისინიც, ვისაც არც იცნობენ.

ღრიანკალი დაუნდობელი და ბოროტი მოსაუბრეა სოციალურ ქსელში. ყოველ მონაწერში იგესლებიან. მათ უყვართ თავიანთი აზრის გამოთქმა და არ ეშინიათ იმის, რომ გააკრიტიკებენ. მეგობრობის გვერდი მწირი აქვთ, მაგრამ ვინც ჰყავთ, ყველასთან ურთიერთობენ. მორიელი ძალიან ემოციურია სოციალურ ქსელში - რაც გამოიხატება მათ პოსტებში.

მშვილდოსნები უბრალოდ გიჟდებიან ახალი მეგობრების შეძენაზე! სწორედ ამიტომ უყვართ მათ სოციალური ქსელი. მეგობრები ბევრი ჰყავთ და ისინიც ცდილობენ ყველას გაუნაწილონ თავიანთი თავისუფალი დრო. მშვილდოსნები ერიდებიან ისეთი აზრის გამოთქმას, რომელსაც მწვავე დისკუსია მოჰყვება. პირიქით, ისინი ცდილობენ აფრქვიონ სიკეთე და სიმშვიდე სოციალურ ქსელში.

თხის რქა იშვიათად ჩნდებიან ინტერნეტ სივრცეში. როცა კი ჩნდებიან, ცდილობენ თავიანთი უპირატესობა წარმოაჩინონ. მეგობრები ცოტა ჰყავთ, რადგან სიტყვა "მეგობარს" დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და არასდროს დაიმატებენ უცხოებს მეგობრებში.

მერწყულებს უყვართ ვირტუალური ურთიერთობა. ხშირად სოციალური ქსელი მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორიც რეალური ცხოვრება. ამის მიუხედავად, მერწყულები ზედაპირულად ურთიერთობენ, რადგან უფრო მიჩვეულები არიან ცოცხალ საუბარს.

როდესაც თევზები შედიან ინტერნეტში, დრო თითქმის ჩერდება მათთვის. ამ ნიშნის წარმომადგენლები ისე არიან მოხიბლული ვირტუალური სამყაროთი, რომ რეალობაში დაბრუნება აღარ უნდათ. სოციალურ ქსელში მათ შეუძლიათ მოძებნონ პასუხები თავიანთ ცხოვრებისეულ კითხვებზე. ინტერნეტ სივრცეში ცხოვრება მათ უფრო ბედნიერი, მხიარული და წყნარი ეჩვენებათ. თუმცა ეს მხოლოდ მათი მოფიქრებული სამყაროა. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი სხვაგვარადაა?!




 ახალი ამბები
  • “რა ჰქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - მიტროპოლიტი იოსები საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას: „არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება“ - შემოქმედელი მიპტროპოლიტი იოსები ფეისბუქზე ეხმაურება. “ქვეყნის მთავარსარდალი ესეთ განცხადებას რომ გააკეთებს, ამას ქვია, ქვეყნის,ერის,ჩაგდება სასოწარკვეთილებაში,ანუ უიმედობაში. ესეთი განცხადება, დავით აღმაშენებელს,ერეკლე მეფეს ვახტანგ გორგასალს ან სხვა ჩვენ საამაყო მეფეებს ,რომ გაეკეთებიათ ჩვენ ყველა ომს წავაგებდით. რა არი და რა ჰქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი. არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს,ჩვენ ღმერთი გვყავს და გვიფარავს,ჩვენ გადავრჩებით,"_წერს მიტროპოლიტი ... ...
  • “ბებიაჩემი ყველასგან გამორჩეული ინდივიდია“ - ინტერვიუ “მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტთანლალო ქართველიშვილს ეს სახელი ბებიას საპატივცემულოდ დაარქვეს. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ბებიასთან თავს ყველაზე დაცულად და თბილად გრძნობს. ლალო “მთავარი არხის“ მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის“ 2019 წლის მონაწილე იყო. როდესაც, მის შესახებ ვიდეო მოამზადეს ის ოზურგეთში ცხოვრობდა. ახლა კი სტუდენტია,  უმაღლეს განათლებას თბილისში იღებს. “ვინ ელოდება გურიიდან ყველაზე მეტად თქვენს შედეგს?“ - ამ კითხვით მას ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, სოფო ნიჟარაძემ მიმართა. პასუხი უცნაური აღმოჩნდა ჟიურის წევრებისთვის: “მარტოდ ვცხოვრობ... კატასთან და ძაღლთან ერთად,“ - თქვა  ლალომ. დედა და მამა საბერძნეთში წავიდნენ. სახლში ბებია და შვილიშვილი დარჩა. "ფინანსურად არც ისე კარგად ვიყავით და ისიც წავიდა საზღვაგარეთ სამუშაოდ. ბებიაჩემი არის ჩემთვის ყველაზე უძვირფასესი ადამიანი და მინდა ვუთხრა მას, ყველა იმედს გავუმართლებ,“_ თქვა პრომო ვიდეოში 18 წლის მომღერალმა. “მხოლოდ ქართულის“ შესარჩევ ტურში მან ვაჟა აზარაშვილის “გზები“ შეასრულა. “გურია ნიუსი“ გთავაზობთ ინტერვიუს ლალო ქართველიშვილთან. _ ლალო, როდის დაიწყე სიმღერა? _ ბებოს თქმით, სამი წლიდან ვმღერი. _ ეს პირველი მცდელობა იყო კუნკურსში მონაწილეობის? _ არა...რამდენჯერმე ვიყავი “იქს-ფაქტორში“ და “ნიჭიერში“, თუმცა, უშედეგოდ. _ თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? _ალბათ, ისევ მე და ჩემი ნაკლებად აქტიურობა. _ კიდევ აპირებ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას? ან რამე შემოთავაზება ხომ არ იყო თქვენი გამოსვლის შემდეგ? _ რა თქმა უნდა ვაპირებ! ზედმეტად მიზანდასახული ვარ იმისთვის, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ გავჩერდე. რაც შეეხება შემოთავაზებას,  არა, არ ყოფილა. _ რამდენად სამართლიანად მოიქცა ჟიური, რომ ათეულში ვერ მოხვდი? _ ჟიური სამართლიანად მოიქცა.  ჩემი ფსიქოლოგიური მომენტების გამო, არც კი წავსულვარ ათეულის შერჩევაზე. _ ლალო, მოგვიყევი თქვენს შესახებ, რომ უფრო გაგიცნოთ საზოგადოებამ. _ ოზურგეთის ერთ პატარა უბანში ,,ზვანში''ვცხოვრობდი.  დავამთავრე #3 საჯარო სკოლა. ძირითადად დაკავებული ვიყავი სიმღერით და ზოგადად მუსიკით, როგორც ახლა. _ლალო, რამდენი წელი ცხოვრობდი მარტო და როგორი იყო შენი ყოველდიურობა? არ, არის მარტო ცხოვრება სიძნელებთან დაკავშირებული? _ ვსწავლობ სეუში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. წელიწადნახევარი ვცხოვრობდი მარტო. რა თქმა უნდა რთულია, თუმც,  ჩემთვის ნაკლებად, ბავშვობიდანვე დამოუკიდებლობას მიმაჩვია ბებომ. _ ბებია და შვილიშვილის ურთიერთობაზე რას გვეტყოდით? _ ვფიქრობ, ბებიაჩემი ყველასგან გამორჩეული იდივიდია. ჩვენი ურთიერთობა,სიყვარული ყველაზე დიდი და ღრმაა. ჩვენ თითქოს ერთმანეთს ვავსებთ. შეუძლებელია, ამ ყველაფრის ენით ან სხვა საშუალებით აღწერა. _ როგორ მოხდა თქვენი დროებით დაშორება? _ ჩემმა აბიტურიენტობამ განაპირობა ბებოს საზღვარგარეთ წასვლა... _ როგორც ვიდეოში ამბობთ ძაღლთან და კატასთან მოგიწია ცხოვრება? _ მათთან ერთად ცხოვრება დიდი ბედნიერებაა. _ ახლა, ვისთან დატოვე შენი საყვარელი ძაღლი და კატა? _ ჩემი ძაღლი ჩემს ბიძაშვილ ნინის დავუტოვე. ბინაში, რომ არ შემეზღუდა, რაც შეეხება ზოის აქ მყავს ჩემთან, თავის 3 კნუტთან ერთად. _ ლალო, რას გეგმავ  მომავალში? _ ვგეგმავ სწავლის თეატრალურში გაგრძელებას. სხვაგან ვერ წარმომიდგენია თავი. მინდა ვიყო შემდგარი მუსკომედიის მსახიობი. ჰოლივუდიც კი შედის ჩემს დიდ ოცნებებში რაც არ უნდა ამბიციური ნათქვამი იყოს. ვფიქრობ, მთავარი მიზანდასახულობაა. ვინატრებდი იმას, რომ ბებო სამუდამოდ ჩემთან იყოს. _ ჟურნალისტობაზე არ ოცნებობ? _ არა,  მომწონს ეს პროფესია, მაგრამ ჩემი არაა. შემთხვევით მოვხვდი სეუში. თეატრალურის ტურზე, ვერ მოვახერხე ჩამოსვლა მაშინ თბილისში. _ ლალო, როგორია სტუდენტების ცხოვრება? _ სტუდენტების ცხოვრება საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ამავდროულად საინტერესო. _ და ბოლოს, დედ-მამასთან გაქვს კონტაქტი? _ კი, როგორ არა და ძალიან მწყინს ცუდ რაღაცებს რომ წერენ მათზე...კი ყოველთვის მაკლდა ერთიც და მეორეც, თუმცა მაინც ვერ ვიტყვი იმას, რომ ისინი ცუდები არიან. _ და ვინ გწერთ ან გეუბნება ამას? _ იმ, ხალხის, რაღაც ნაწილი, რომელმაც ჩემი გამოსვლა ნახა. _შენ, რას ფიქრობ მათ ასეთ რეაქციაზე? _ ნუ დიდად არ მიკვირს. ქართველებს სხვისი კრიტიკა ყველაზე კარგად გამოგვდის სამწუხაროდ, რასაც სათავეში გაუნათლებლობა უდგას. _ ლალო, შეგეხმიანეს მშობლები შენი გამოსვლის შემდეგ? _ რა თქმა უნდა. ძალიან გახარებულები არიან. “გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს ლალო ... ...
  • ჩხუბი პარლამენტთან-პოლიციამ 2 პირი დააკავაგვიან ღამით, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა. როგორც პარლამენტის წინ, კარვებში მყოფი ადამიანები ამბობენ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი მივიდა, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგრესიით გამოირჩეოდნენ. პოლიციამ აღნიშნული ორი პირი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდა, თუმცა ისინი ტერიტორიაზე კვლავ დაბრუნდნენ, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარლამენტის შენობასთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე დაკავებულია ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) ... ...
  • რომელი მოსწავლეები მონაწილეობენ გურიიდან “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. “გურია ნიუსმა“  გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა-გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე  არიან  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე,  ანა კალანდაძე-  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  იანეულის   საჯარო    სკოლის მოსწავლეები; ანტონ  სიხარულიძე    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბუკისციხის  საჯარო სკოლის მოსწავლე. ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამავე თემაზე: ... ...
  • “მორიგი სუპერამბავი" _ ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერამბავი“, - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე ინფორმაციას ახალი სტიპენდიანტების შესახებ". “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში", _ წერს გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს