ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაწყვილდებიან 2019 წელს?

ზაფრანი

ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაწყვილდებიან 2019 წელს?

2018 ნოე 13 22:41:53

ვერძი და მშვილდოსანი _ ვერძსა და მშვილდოსანს ბედნიერებისთვის ცხოვრების დინამიკური რეჟიმი სჭირდებათ. ისინი ერთ ადგილას - კაბინეტში, შენობაში, უნივერსიტეტში, სკოლაში - ვერ ჩერდებიან, გამუდმებით უნდა იმოძრაონ, დაისახონ მიზნები და მიაღწიონ. ყოველდღიური რუტინა მათთვის არ არსებობს. ყოველი დღე პატარ-პატარა თავგადასავლებით უნდა იყოს დახუნძლული. გასაკვირი არ არის, რომ ამ წყვილის ურთიერთობა სიახლეებითა და მოულოდნელობებით იქნება სავსე. 

კურო და კირჩხიბი _ კუროცა და კირჩხიბიც სტაბილურობისკენ მიისწრაფიან. იმის მიუხედავად, რომ ადამიანისთვის გარანტიების მიცემა ძალიან რთულია, სწორედაც გარანტია სჭირდებათ - ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ პარტნიორი არ დააღალატებს, არ მოატყუებს და იმედებს არ გაუცრუებს. ორივენი მზრუნველები და მოსიყვარულეები არიან, ყურადღებას ამახვილებენ დეტალებზე და, რაც მთავარია, მათთვის მნიშვნელოვანია ოჯახი - კარიერაზე მეტადაც კი - ამიტომ არაჩვეულებრივ ტანდემს ქმნიან.
ტყუპი და თევზები _ ტყუპს თევზების იდუმალება მოსწონთ. ისინი ვერასდროს ხვდებიან, რა იმალება მელანქოლიკი თევზის სულში, ისევე როგორც, თევზებისთვის გახლავთ ამოუხსნელი, როგორ ახერხებს ტყუპი უმეტესწილად მხიარული, სიცოცხლით სავსე და ლაღი იყოს. ტყუპი და თევზები ერთმანეთს აბალანსებენ. ტყუპი თევზებს დეპრესიაში ჩაძირვის საშუალებას არ აძლევენ; თევზები კი ტყუპს მუდმივ ცვალებადობას პატიობენ. ბოლოს უნდა ითქვას, რომ ამ ორ ნიშანს ოცნების უნარი აერთიანებთ. დიახ! თევზებსაც სჯერათ თავიანთი ოცნებების და ტყუპსაც, ამიტომ ერთად აიხდენენ საწადელს.
ლომი და ქალწული _იმის მიუხედავად, რომ ქალწული ძალიან კრიტიკულია პარტნიორის მიმართ - მაშინაც, როცა სიგიჟემდეა შეყვარებული - ლომი კი საყვედურებს ვერ იტანს, მათ შეუძლიათ იდეალური წყვილი გახდნენ. ქალწული პერფექციონიზმისკენ მიილტვის, ლომს კი სჯერა, რომ მის გვერდით სწორედაც სრულყოფილებასთან მიახლოებული ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი - და არა უბრალო მოკვდავისთვის. ქალწულს სურს საზოგადოებას დაანახვოს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა ცხოვრების მეგზურის შერჩევისას (ისევე როგორც, ყველა დანარჩენ შემთხვევაში. ქალწული ხომ თითქმის უშეცდომო ნიშანია). მოგეხსენებათ, ლომს არ ეშლება სოციუმში თავდაჭერილობა. გამოდის, ორივე მხარე მიიღებს იმას, რაც გულით სურს და კმაყოფილიც იქნება.
სასწორი და მერწყული _სასწორი მზად არის მერწყულის სულში შესაძრომად ყველაფერი გააკეთოს, გაალღოს მისი ყინული, ან ეს ნიშანი მეტაფორული სოროდან გამოაძვრინოს. რატომ იმალება მერწყული სოროში? გულისტკენისა და იმედგაცრუების ეშინია. იგი ვერ ბედავს ემოციებისა და აზრების მარტივად გამომჟღავნებას. გამოცდილებამ ასწავლა, რომ ადამიანები ვერ უგებენ, განიკითხავენ, აკრიტიკებენ ან დასცინიან. სასწორი მუდამ მზად არის ისაუბროს ან მოუსმინოს ახლო ადამიანს, მერწყულს აღარაფერი დარჩენია მისთვის გულის გადაშლის გარდა.
თხის რქა და მორიელი _თხის რქასაც მძიმე ხასიათი აქვს და მორიელსაც. ორივე უკიდურესად ეჭვიანია და მათი ნდობის მოპოვება ლამის შეუძლებელია. სჩვევიათ პარტნიორის სიტყვების გადამოწმება, თითქმის მთელი ურთიერთობის განმავლობაში ეძებენ ტყუილს, თითქოს თავიდნავე იციან, რომ ოდესმე მათ მეორე ნახევარს ფეხი გადაუბრუნდება და ფსიქოლოგიურად ემზადებიან ამ მოვლენისთვის. სწორედ იმიტომ რომ ორივე ერთნაირად აღიქვამს სამყაროს, ურთიერთობა უადვილდებათ. ერთმანეთს შეცდომებს მარტივად პარიობენ და უცნაურობებზეც თვალს ხუჭავენ.




 ახალი ამბები
  • ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერაკენჭისყრის პროცესთან დაკავშირბით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი,_ამის შესახებ ცესკოში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი  ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან. ანა მიქელაძის განცხადებით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული და მათზე იქნება შესაბამისი კანონისმიერი ... ...
  • დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგოოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგო. ამ უბანზე 491 ამომრჩეველი მივიდა, რომელთაგან  340-მა ამომრჩეველმა მხარი მდინარაძეს დაუჭირა. რაიცენტრალუში 113-მა ამომრჩეველმა ევროპული საქართველოს კანდიდატს კობა ზაქარეიშვილს დაუჭირა ... ...
  • დავით მდინარაძემ ანასეულელების გულის მოგებაც შეძლო"ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით მდინარაძემ ანასეულის საარჩევნო უბანიც მოიგო. 444 ამომრჩევლიდან ოცნების კანდიდატს მხარი 280-მა, რაც ამომრცეველთა 65.12%-ს ... ...
  • ირაკლი კობახიძე მთაწმინდაზე მეორე ტურს არ გამორიცხავსსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა იმ საარჩევნო ოქლში, სადაც შუალედური არაჩევნები მიმდინარეობდა, ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ პირველ ტურში. კობახიძემ მხოლოდ ერთ _ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არ გამორიცხა მეორე ტური და აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, არ არის გამორიცხული მთაწმინდაზე ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის მეორე ტური გაიმართოს. _ წინასწარი მონაცემებით ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში იგებენ ზუგდიდში, ხულოში, ზესტაფონში, მარნეულში, ჭიათურაში, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ... ...
  • ქალაქ ოზურგეთის 60/55 საარჩევნო უბანი დავით მდინარაძემ მოიგოქალაქ ოზურგეთის 60/55 საარჩევნო უბანზე 1093 ამომრჩეველიდან 386 მივიდა. მათგან 274-მა საკუთარი არჩევანი მდინარაძის სასარგებლოდ ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...