ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე სექსუალური ქალები?

ზაფრანი

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე სექსუალური ქალები?

2018 ნოე 16 18:46:06

ჩვენი დაბადების თარიღი, ასევე ზოდიაქო განსაზღვრავს იმას თუ რით ვიქნებით ჩვენ გამორჩეული. ზოგს ნიჭი და მოქნილობა დაჰყვეს შეიძლება, ზოგს ლოგიკური აზროვნება, ზოგს კი გარეგნული სილამაზე, რომელიც ქალისთვის არ არის მეორეხარისხოვანი ფაქტორი წარმატების მისაღწევად. 

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი მომხიბვლელი ქალი სასწორის, მერწყულისა და ტყუპის ნიშნით არის დაბადებული. მსოფლიოში ცნობილი მოდელების დიდი ნაწილი სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას. მაგალითად ბარ რაფაელი, ადრიანა ლიმა, ჰაიდი კლუმი-ტყუპები არიან. მამაკაცების გამუდმებული ოხვრის ობიექტი მონიკა ბელუჩი კი სასწორია. სასწორია ასევე, ულამაზესი კეტრინ ზეტა ჯონსიც. სასწორს ვენერა მფარველობს, სილამაზის და ჰარმონიის პლანეტა, ამიტომ სასწორი ქალები განუმეორებლები, ქალურები და დახვეწილები არიან.

რაც შეეხებათ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელ ქალბატონებს, მათ განსაკუთრებული ვნებიანობა და სექსუალური იმიჯი ახასიათებთ. ბევრი მიმზიდველი ქალია დაბადებული ვერძის ზოდიაქოს ნიშნით, მათ შორისაა ვიქტორია ბექჰემი, მარია შარაპოვა, ქეით ჰადსონი, ალესანდრა ამბროზიო, მირანდა კერი და სხვები. ლომები არიან-მადონა, ჯენიფერ ლოპესი, კეიტ ბეკინსეილი, აწ გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონი. მშვილდოსნებს უფრო ამორძალური გარეგნობა აქვთ და მათ რიგებში შეხვდებით ტეილორ სვიფტს, დერილ ჰანას და სხვებს

რაც შეეხება წყლის ტრიოს- კირჩხიბს, თევზს და მორიელს, აქ მთელი მრავალფეროვნებაა. თევზები უზომოდ ქალურები, ნაზები და სათუთები არიან მაგალითად, ნატალია ვოდიანოვა, შერონ სთოუნი, ევა მენდესი, ტეა ლეონი და სხვები. კირჩხიბ ქალებს სპეციფიური გარეგნობა აქვთ, მათ მკერდით იცნობთ, როგორც წესი დიდი ზომის მკერდი კირჩხიბის საფირმო ნიშანია, ან პირიქით, მცირე ზომის და კოხტა. მაგალითისთვის ჟიზელ ბუნდჰენის მოყვანაც შეიძლება. აი რაც შეეხება მორიელს, მას მისტიკური გარეგნობა და ხაზგასმული ვნებიანი იმიჯი ახასიათებს. ცნობილი მორიელები არიან-დემი მური, აწ გადრაცვლილი ბრიტანი მერფი, მომღერალი კეტი პერი და სხვები.

მივადექით მიწის სტიქიას, რომელშიც ყველაზე გაწონასწორებული, პრაქტიკული და ჭკვიანი ქალები იბადებიან. კურო ქალები, როგორც წესი ფორმების სისავსით ან ჭარბწონიანობით არიან გამორჩეული. ეს იმიტომ რომ მათი უმრავლესობა გურმანია. თუმცა მათი გარეგნობა, როგორც წესი იშვიათადაა ვულგარული. ცნობილი კუროა რენე ზელვეგერი, ლეტიცია კასტა, მომღერალი ტონი ბრექსტონი და სხვები. რაც შეეხებათ ქალწულებს, ისინი ყოველთვის სადად და გემოვნებით იცვამენ, ამიტომ რაც არ უნდა კარგი გარეგნობა ქონდეთ, მათი შემჩნევა ძნელია. ცნობილ და ეპატაჟურ ქალწულებს შორის მე მომღერალ ბიონსეს გამოვყოფდი. რომლის იმიჯიც, მის პირად რუკაში მორიელის დიდი გავლენის დამსახურებაა. რაც შეეხება, თხის რქებს, ამ ქალებს შორის უფრო მეტი ბიზნეს ლედი გვხვდება. თუმცა ამ მხრივ ცნობილი თხის რქებიც არიან-მაგალითად სიენა მილერი, მომღერალი ლარა ფაბიანი და სხვები.




 ახალი ამბები
  • „პრინციპი ძალაშია _ოპოზიციას დესტაბილიზაცია ნებისმიერ ფასად სურს“_ საყვარელიძე„ოპოზიცია არეულობის მოწყობას გეგმავს. ფიქრობთ, ამ აქციას სხვა ფუნქცია გააჩნია?! გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქციის ჩასატარებლად  ისეთი ადგილი შეარჩია, საიდანაც  სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩაშლას შეეცდება“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.  მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა ნებისმიერ ფასად სურთ. „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი პარტიის წევრებს მოძღვრავს, რომ „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. აღნიშნულის გაკეთება სააკაშვილსა და მისი პარტიას წევრებს იმიტომ სურთ, რომ ხელისუფლება გააღიზიანონ და ძალის გამოყენებამდე მიიყვანონ. პრინციპი, რომ ოპოზიციამ ნებისმიერ ფასად დაიწყოს დესტაბილიზაცია, ძალაში რჩება, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს“, _ აღნიშნა საყვარელიძემ. გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ აქცია, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად,  16 დეკემბერს თელავში ... ...
  • ავარიის შედეგად ლანჩხუთში მეოთხე კლასის მოსწავლე დაშავდალანჩხუთში,  ცენტრალური ავტომაგისტრალის სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე დღეს, ნაშუადღევს  მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი  ქუთაისშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო გიმნაზიის მეოთხე კლასის მოსწავლეს,  რომელიც მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, გზის გადაკვეთისას  დისტრიბუციის მანქანა დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედიკოსები ამბობენ, ავარიის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო აუცილებელი გახდა რეანემობილით მოზარდის ქუთაისში ... ...
  • ქვემო ქართლში გარემოს დაბინძურების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა მეორე შეხვედრა გამართა11 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებულმა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა („საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები“), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად გამართა რიგით მეორე გასვლით სამუშაო შეხვედრა კომპანია RMG-ის (RMG Copper და RMG Gold) წარმომადგენლებთან. სამუშაო ჯგუფის წევრები კომპანიაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ქვემო ქართლში კერძოდ ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში კომპანია RMG-ის საქმიანობის შედეგად გამოწვეული გარემოს დაბინძურების მაღალი დონის, მოსახლეობისა და საზოგადოებრვი ჯგუფების აქტიურობის ფონზე 2018 წლის გაზაფხულზე კომპანია RMG-ის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გარემოს დაცვითი ღონისძიებების როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ვალდებულებები დაეკისრა. დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების უმეტესობა წყალდაცვით ღონისძიებებს უკავშირდება. 2018 წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის შემდგომ შეიქმნა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი. რომელიც შედგება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან: „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები“. მათი მუშაობის შედეგად შედგა რიგით მეორე გასვლითი სამუშაო შეხვედრა მომპოვებელი კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების კუთხით. ტერიტორიაზე დაწყებული პროექტების დათვალიერებისას, სამუშაო ჯგუფის წევრებს, „საყდრისის კომიტეტიდან“ ჰქონდათ შენიშვნები და კითხვები: „ჩვენ არ დავუშვებთ რომ კომპანიის აქტიურობა გარემოსდაცვითი მიმართულებით იყოს მხოლოდ ერთჯერადი ან ფასადური კომპანიამ მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს.“ საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის განცხადებით: „ჩვენ უკვე მეორედ ჩამოვედით სამუშაო ჯგუფის ფორმატში გარემოდაცვითი მიმართულებით შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე გასაცნობათ. უნდა ითქვას რომ სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს თუმცა ამ ეტაპზე მათ ეფექტურობაზე საუბარი ნაადრევია. შედეგიანობის შეფასებას მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ თუ შევძლებთ. შესრულებული თუ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას რა თქმა უნდა ჩვენ გაგვიჩნდა კონკრეტული კითხვები და მას აუცილებლად დავსვათ უახლოესს ხანში პარლამენტში სამუშაო ჯგუფისა და არემჯის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. სადაც ასევე ვისაუბრებთ ჯგუფის მომავალ აქტივობებზეც. რაც მთავარია ჩვენ არ დავუშვებთ რომ კომპანიის აქტიურობა გარემოსდაცვითი მიმართულებით იყოს მხოლოდ ერთჯერადი ან ფასადური კომპანიამ მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს". „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო -კვლევითი პლატფორმის“: „ვიმედოვნებთ სახელმწიფო კონტროლით და ჩვენი რეკომენდაციებით კომპანიია ბოლომდე მიიყვანს ყველა ვალდებულების შესრულებას. დათვალირებებისას წაქრმოქმნილი შეკითხვები, კომენტარები, პრეტენზიები და პრობლემურ საკითხები კომპანიას უახლოეს მომავალში წარედგინება.“ პლატფორმის წარმომადგენლის, ნიკოლოზ წიქარიძის განცხადებით: „რიგით მეორე მონიტორინგის შეხვედრა გაიმართა RMG-ს საწამოში, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენი ხდევები სასარგებლო წიაღისეულის ათვისებასთან დაკავშირებით, ეფუძნება მწვანეთა მსოფლმხედველობას, შესაბამისად რადიკალურად განსხვავდება საქართველოში ამ დარგში დღეს არსებული სახელმწიფო ეკონომიკური ხედვებისგან, ასევე კომპანიის პოზიციებისგან, თუმცა ვინაიდან დღეს დაბინძურების საკითხი გაცილებით მწვავედ დგას, სამუშაო ჯგუფში ჩვენი ჩართულობის მთავარ მიზანს წარმოადგენს კომპანიის იძულება მინიმუმამდე დაიყვანოს დაბინძურება რეგიონში. დათვალიერების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია დაწყებულ სამუშაოებს აგრძელებს, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა დაბინძურების აღმოფხვრისათვის მნიშვნელოვანი არცერთი ღონისძიება დასრულებული არ არის, შესაბამისად სანამ პირწმინდად არ იქნება შესრულებული უკლებლივ ყველა ვალდებულება და არ გამოიცდება ყველა დანადგარი, მანამდე ნაადრევია საუბარი ღონისძიებების ეფექტურობაზე და დაბინძურების აღმოფხვრაზე. ვიმედოვნებთ სახელმწიფო კონტროლით და ჩვენი რეკომენდაციებით კომპანიია ბოლომდე მიიყვანს ყველა ვალდებულების შესრულებას. დათვალირებებისას წაქრმოქმნილი შეკითხვები, კომენტარები, პრეტენზიები და პრობლემურ საკითხები კომპანიას უახლოეს მომავალში წარედგინება. ასევე საზოგადოებისთვის წარსადგენად მომზადდება ანგარიში.“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით კი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს კომპანიის საქმიანობას, გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით. „მისასალმებელია, რომ კომპანიის მხრიდან საქმიანობა დაწყებულია და სამინისტროს მიერ დაკისრებული ვალდებულებების პროგრამით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს. ეს არის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს, კომპანია “RMG“-ს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სწორი თანამშრომლობის შედეგი. ახლო მომავალში პარლამენტში გვექნება რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, სადაც უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში ვისაუბრებთ თუ რა კეთდება და როგორი ეფექტი ექნება ამას გარემოს დაცვის კუთხით. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს კომპანიის საქმიანობას გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით“, - განაცხადა კახა კუჭავამ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, წლის ბოლომდე გეგმავს საქართველოს პარლამენტში ღია სამუშაო შეხვედრას კომპანიის წარმომადგენლებთან, ასევე მოწვეული იქნება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მოხდება კომპანიის მხრიდან გაწეული სამუშაოების შეფასება. შეხვედრის შემდეგ სამუშაო ჯგუფი მოამზადებს და გაასაჯაროვებს 2018 წელს სამუშაო ჯგუფის საქმიანობისა და მონიტორინგის შედეგების შესახებ ... ...
  • ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „ოცნებაში“ საკადრო ცვლილებები დაიწყებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ მმართველ პარტიაში ახალი სახეები გამოჩნდებიან. კობახიძე არ აკონკრეტებს, ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება და ვინ შემოემატება მმართველ პარტიას, თუმცა აღნიშნავს, რომ გუნდის განახლება აუცილებელია. „აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი გუნდის განახლება, გაჯანსაღება, ახალი სისხლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის შედეგებს სათანადო დროს,  ქართული საზოგადოება იხილავს. ბოლოო ჯამში, მთავარი არის ის, რომ მმართველობის თითოეულმა რგოლმა სათანადოდ იმუშაოს. ხარვეზსა და ჩამორჩენას ჩარევა სჭირდება“, _ აღნიშნა ... ...
  • „ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ“_ ოპოზიცია აქციის ჩასატარებლად ემზადება“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაზე  „გურია ნიუსთან“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში დაანონსებული აქციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უარის თქმის მიუხედავად, ოპოზიცია საკუთარი დღის წესრიგით იმოქმედებს და აქციის ჩატარების ადგილმდებარეობას თავად განსაზღვრავს. „თელავის ცენტრალურ ხელისუფლებას სურს, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს მშვიდობიანი აქცია, როლის ჩატარებას ვგეგმავთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომის მიხედვით ვიმოქმედებთ. აქციის ადგილმდებარეობის შეცვლა დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე და საჭიროებაზე, რომელსაც გარემოება მოითხოვს“,_ აღნიშნა ქარდავამ.   _ კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ოპოზიციის მიერ დაანონსებული მშვიდობიანი აქცია „ძალა ერთობაშიას“ მომხრეებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს?_ ქარდავა გვპასუხობს, რომ აღნიშნულის პროვოცირებას  საქართველოს ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუწყოს. „ქართული ოცნებას“ მომხრეები არ ჰყავს, ჰყავს მხოლოდ აქტივისტები. „გაერთიანებულ ოპოზიციას“  მომხრეები გვყავს. არ ვისურვებ, რომ დაპირისპირება მოხდეს და ამის პროვოცირებას ხელი საქართველოს ხელისუფლებამ შეუწყოს. მათთვის იქნება საზიანო თუ ასეთ სისულელეს ჩაიდენენ“,_ აღნიშნა ქარდავამ.  16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციას ... ...

არქივი

ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...