საგადასახადო პოლიტიკის თუ პოლიტიკის მსხვერპლი _ მეორე ნაწილი

ჟურნალისტური გამოძიება

საგადასახადო პოლიტიკის თუ პოლიტიკის მსხვერპლი _ მეორე ნაწილი

1 იან. 1970, 04:00:00
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ ყველანაირი რეიტინგით წინსვლა აჩვენა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ხარვეზია სახელმწიფოსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობებში. ჯერაც ძალიან ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ მას სათანადოდ არ უსმენს და უსამართლოდ ექცევა სახელმწიფო. ჯერაც ხშირია შემთხვევა, როცა სასჯელი გაცილებით დიდია, ვიდრე ამას არსებული დარღვევა ითვალისწინებს," _ ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 3 დეკემბერს, ეკონომიკური ზონის გახსნის დროს გააკეთა.
პრეზიდენტის განმარტებით, საგადასახადო ინსპექტორი ხშირად შენიშვნებით უნდა შემოიფარგლებოდეს.
"გზაზე პატრული რომ გაჩერებს და ხშირად სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება, სწორედ ასე უნდა იყოს საგადასახადოს თანამშრომელიც. მისი ინტერესი ის კი არ უნდა იყოს, რომ ადამიანმა დაარღვიოს, არამედ მისი ამოცანაა, მეწარმესა და საგადასახადო ორგანოს შორის, ნდობით აღსავსე ურთიერთობა ჩამოყალიბდეს," _ განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
სწორედ ასეთი საგადასახადო პოლიტიკის მსხვერპლი  _ მურთაზ აბაშიძე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს.

სისხლის სამართლის #092100149 საქმის დეტალები
"...სისხლის სამართლის #092100149 საქმეზე, რომელზედაც წინასწარი გამოძიება დაწყებული იყო თქვენი საჩივრის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეწყდა წინასწარი გამოძიება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. თქვენ უფლება გაქვთ, მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროთ მისი ასლის მიღებიდან 15 დღე-ღამის განმავლობაში სასამართლოში", _ დადგენილება სისხლის სამართლის #092100149 საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, 23 სექტემბერი, 2010 წელი. დადგენილებას ხელს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი ოლეგ გრძელიძე აწერს.
"გამოძიებას, ასევე არ გამოუკვლევია ის ფაქტი, რომ, როცა მე,  ინდმეწარმე "მურთაზ აბაშიძე", საგადასახადოს მონაცემების მიხედვით, თურმე 2002-2003 წლებში არ ვიხდიდი საშემოსავლო გადასახადს, რა ზომები გაატარა ჩემს წინააღმდეგ ან იმ ინსპექტორების  მიმართ, რომლებიც, თურმე ორი წლის მანძილზე ჩემგან ვერ ახდენდნენ ამ გადასახადების ამოღებას. დასადგენია, თუ ვინ მივაყენეთ ეს ზიანი სახელმწიფოს: მე თუ საგადასახადო ინსპექციის  მუშაკებმა, თუ ორივემ ერთად?" _ კითხულობს აბაშიძე.
ამ საქმეში მოწმემ, ანუ მ. აბაშიძემ, საგამოძიებო ორგანოს დადგენილება ჯერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო ამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აბაშიძის საჩივარი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ოლეგ გრძელიძის 2010 წლის 23 სექტემბრის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმებისა და წინასწარი გამოძიების განახლების შესახებ, რომელიც არ დააკმაყოფილა. აბაშიძემ საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის ბრძანება (რომელიც მურთაზ აბაშიძის იმ საჩივრის საფუძველზე გამოიცა, სადაც მისი ქონების აუქციონზე გაყიდვა იყო გასაჩივრებული), თავდაყირა აყენებს გამომძიებელ ელდარ ქირიას და პროკურორ  ოლეგ გრძელიძის დადგენილებაში ზემოაღნიშნულ "ბეჭედდასმულ" ფაქტს, რომ  მურთაზ აბაშიძეს 2006 წლის 20 დეკემბერს გაეგზავნა და ჩაბარდა საგადასახადო მოთხოვნა. სასამართლოს ბრძანებაში კი ვკითხულობთ: "ფოთის რეგიონული ცენტრის 2006 წლის 16 ივნისის #159 ბრძანებით, ი/მ "მურთაზ აბაშიძე"  საქართველოს საგადასახადო კოდექსის  139-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმებული იქნა 500 ლარით. აღნიშნულ ჯარიმაზე მ. აბაშიძეს საგადასახადო მოთხოვნა არ გაგზავნია".    
თუკი საგადასახადო მოთხოვნა არ გაგზავნია მურთაზ აბაშიძეს, რაც სააპელაციო სასამართლომ  ბრძანებით დაადასტურა, როგორღა დაადგინა გამოძიებამ ამ საგადასახადო მოთხოვნის  ჩაბარება იგივე  აბაშიძისთვის?!  ალბათ, ცნობილი გამოთქმის ლოგიკით  _ ჩვენ ჩავაბარებთ მეწარმეს არარსებულ საბუთს მაშინაც კი, როცა ეს საბუთი მას  არ გაგზავნია და ასე ვაიძულებთ თანხის გადახდას!
მსგავსი სარწმუნო ფაქტებით უხვადაა გაჯერებული გამოძიების მიერ შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმე. ამიტომ მურთაზ აბაშიძემ პროკურორის ეს დადგენილებაც გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2010 წლის 20  ოქტომბერს და მოითხოვა უფროსი პროკურორის ოლეგ გრძელიძის 2010 წლის 23 სექტემბრის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმება და წინასწარი გამოძიების განახლება. მაგრამ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვერავითარი "ხინჯი" ვერ უპოვა წინასწარ გამოძიებას და 2010 წლის 5 ნოემბრის დადგენილებით  ძალაში დატოვა  პროკურორის დადგენილება. ამიტომ, აბაშიძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საგადასახადოს თანამშრომლების მიერ ჩადენილ უკანობობებზე აბაშიძემ, როგორც ვწერდით, საგადასახადოს წერილობით აცნობა. საგადასახადო იმდენად თავდაჯერებულია იმაში, რომ თავისი თანამშრომლების ადრინდელ და ახლანდელ ცოდვებზე მეწარმე კრინტსაც არ დაძრავსო, არ ელოდა ასეთ პასუხს. კერძოდ, მათთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ ყოფილი მეწარმე იტყოდა და წერილობით დაამოწმებდა, რომ ინსპექტორები ფულს კრეფდნენ და ამას არ აფიქსირებდნენ ისე, როგორც ამას მაშინ არსებული წესი მოითხოვდა.
პრეზუმფციულ-ფიქსირებული გადასახადების აკრეფის დროს, რაც ზუსტად 2002-2003 წლებში შემოიღეს (ეს სწორედ ის პერიოდია, რასაც მ. აბაშიძეს ედავებიან), როგორც აბაშიძე ამბობს, საგადასახადოს საკუთარი მეთოდები ჰქონდა შემოღებული მეწარმეთაგან აკრეფილი გადასახადების დამალვისა და მისაკუთრებისა. მაშინდელი "ამკრეფები" დღესაც გურიის საგადასახადო ინსპექციაში მუშაობენ.
მაინც რა "მეთოდები" იყო ეს? მრავალთაგან ერთ-ერთი ასეთი გახლდათ: გადასახადის ამოღებისას ინსპექტორები ყოველთვიურად მიდიოდნენ მეწარმესთან და ართმევდნენ გადახდისთვის ფიქსირებულ ფულს. ამის დასტურად ორ ცალად გამოწერდნენ ქვითარს, ანუ, ე. წ. "ფორმა-1"-ს, რომელთაგან  ერთი ვალდებული იყო დაეტოვებინა გადამხდელისთვის, ხოლო მეორე _ პირველის ყუასთან ერთად უნდა წარედგინა საგადასახადოში. მეწარმეები, როგორც მაშინ იყო დამკვიდრებული, მთლიანად იყვნენ მინდობილნი ინსპექტორებს და თითქმის არასდროს ითხოვდნენ გადახდის დამადასტურებელ "ფორმა-1"-ს,  ხოლო საგადასახადოს ინსპექტორი, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, შერჩევით გამოწერდა ან უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ წერდა ხოლმე ქვითარს. საგადასახადოს ხელმძღვანელ-ინსპექტორების ასეთი დანაშაულებრივი თვითნებობის შედეგი ისაა, რომ აღნიშნულ წლებში მეწარმეების, კონკრეტულ შემთხვევაში _ მურთაზ აბაშიძის მიერ გადახდილი თანხები, სრულად არ აისახა საგადასახადო ინსპექციის დავთრებში, ანუ, მის პირად ბარათზე.
მიუხედავად იმისა, რომ კანონით მ. აბაშიძე გათავისუფლებული იყო საშემოსავლო გადასახადისგან, როგორც ომის მონაწილე და საამისო საბუთი წარდგენილი ჰქონდა საგადასახადოში (რომელიც რატომღაც "დაიკარგა" საგადასახადოში და ირწმუნებიან, რომ აბაშიძეს ეს საბუთი არ წარუდგენია), გადასახადს მაინც უხდიდა ამკრეფ ინსპექტორებს, მისივე თქმით, იმ მიზეზით, რომ სხვა გადამხდელების თვალში პრივილიგირებულად არ წარმოჩენილიყო.  
ამის შესახებ, მურთაზ აბაშიძის მიერ, საგადასახადო ინსპექციაში 2009 წლის ოქტომბერს შეტანილ განცხადებაში (500-ლარიან ჯარიმის წარმოშობასთან ერთად), მიწოდებული იყო ინფორმაცია. ამის საპასუხოდ ამოძრავებდა საგადასახადოს ძველი და ახალი შემადგენლობა და თხოვეს მ. აბაშიძეს, შეეცვალა განცხადების ტექსტი:
"2009 წლის 11 ნოემბერს, პრინტერზე ამობეჭდილი მზა ტექსტი, საგადასახადომ ხელმოსაწერად მომიტანა. მთავაზობდნენ, მათ მიერ შედგენილ განცხადებაზე მომეწერა ხელი, რის  სანაცვლოდაც საშემოსავლო ნაწილში დარიცხულ ვალს ჩამომაწერდნენ, ხოლო 500-ლარიან ჯარიმაზე, იჩივლეო, მითხრეს. მათ შემოთავაზებას არ დავთანხმდი, ვინაიდან ეს საგადასახადოს მხრიდან მორიგ პროვოკაციას უფრო ჰგავდა და ის ახალ გაუგებრობებში გამხვევდა. ამის შემდეგ, სასამართლოს მივმართე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ სხდომაზე მოსამართლე ზვიადაძემ საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელს შესთავაზა, რომ თქვენი მხრიდან გაუგებრობებია და იქნებ, მორიგდეთო. აბაშიძე დაგიწერთ განცხადებას და ჩამოაწერეთო. მეორე დღეს მივედი საგადასახადოში, შევიტანე განცხადება ვალის ჩამოწერის მოტივით, თუმცა, ერთ კვირაში უარყოფითი პასუხი მივიღე, ეს ის ვალია, რომლის ჩამოწერასაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თავად მთავაზობდნენ," _ გვიყვება აბაშიძე.
საგადასახადო იძულებული გახდა, აბაშიძის განცხადება, შეტანიდან 20 დღის შემდეგ, პროკურატურისთვის გადაეგზავნა. საკითხის შესასწავლად ჯერ ფინანსური პოლიციის ოპერმუშაკები ჩამოვიდნენ და გადაამოწმეს, რომ, იმას, რასაც ის განცხადებაში წერდა, ადასტურებდა თუ არა პიროვნულად. სამთვიანი ინტერვალის შემდეგ, 2010 წლის 24 თებერვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი-გურიის სამმართველომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე #092100149. შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) ყოფილი თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასე დაიწყო წინასწარი გამოძიება.
აბაშიძე ყვება, რომ საქმეს, რომელშიც მოწმედ გამოდიოდა, ხსენებული დეპარტამენტის გამომძიებელი, პოლკოვნიკი ელდარ ქირია იძიებდა: _ მასთან პირველივე შეხვედრისთანავე გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოძიება ტენდენციურად უდგებოდა საქმის მსვლელობას და ცდილობდა საგადასახადოს თანამშრომლები აერიდებინა პასუხისმგებლობას. კერძოდ, გამომძიებელმა მომთხოვა, რომ თავი შემეკავებინა სხვაგან საჩივრების გაგზავნისგან და თვითონ მოუვლიდა ყველა პრობლემას. შემომთავაზა, უარი მეთქვა გურიის საგადასახადო ინსპექციის რეგიონული ცენტრის უფროსის ბრძანების და საგადასახადო შეტყობინების გასაჩივრებაზე, რომლითაც წარმომეშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; არ მომეთხოვა ფოთის და ოზურგეთის რეგიონული ცენტრებიდან (საგადასახადო ინსპექცია) "საგადასახადო მოთხოვნა", რომლის მისაღებადაც 2009-წლის ნოემბრიდან 2010 წლის მარტამდე, 6 განცხადება შევიტანე აღნიშნულ სამსახურში. 2010  მარტის ბოლოს, ფოთის საგადასახადო მპასუხობს, რომ "საგადასახადო მოთხოვნა" 2006 წელს გამოგიგზავნეთ, ხოლო ასლს ვერ გიგზავნით, ვინაიდან ჩვენთან არსებული მასალები გამოთხოვილი აქვს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი-გურიის სამმართველოს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებითო. როგორც ამ პასუხიდან ჩანს, ფოთის საგადასახადო ჩემს განცხადებას იმიტომ არ პასუხობდა და არ მიგზავნიდა "საგადასახადო მოთხოვნას",ან ამ დოკუმენტის ჩემთვის გამოგზავნის და ჩაბარების დამადასტურებელ საბუთს თვეების მანძილზე, რომ  წინასწარ, სამი თვით ადრე ვარაუდობდა, რომ 2010 წლის თებერვალში აღძრულ სისხლის სამართლის #092100149  საქმესთან დაკავშირებით ექნებოდათ გადასაგზავნი გამოძიებისთვის(?!). გამოძიებამ აღმოაჩინა ცრუმოწმე, რომელმაც თითქოს 2006 წელს გადმომცა საფოსტო გზავნილი. ეს "მოწმე" აღნიშნავს, რომ ჩემს სახელზე ოზურგეთის ფოსტაში მოსული კონვერტის მიღებაზე, რომელშიც, მისი ვერსიით, ჩადებული იყო "საგადასახადო მოთხოვნა," მან მოაწერა ხელი ჩემს მაგიერ, წერილი კი თითქოს სახლში მომიტანა. მაგრამ იგი "ვერ იხსენებს" გამომგზავნს, მიღების და ჩაბარების თარიღს და სხვა დეტალებს. ამ ე.წ. "შტატიან  მოწმესთან" ჩემი დაპირისპირება გამომძიებელმა ქირიამ ოზურგეთის საფოსტო განყოფილებაში 2010 წლის აპრილში მოაწყო, მაგრამ ოქმი ან რაიმე დოკუმენტი აღნიშნულ "დაპირისპირებაზე" ჩემი თანდასწრებით არ შეუდგენია, _ იხსენებს აბაშიძე.
"მოწმეები, რომლებიც მე გამომძიებელს დავუსახელე, ძირითადად მეწარმეები არიან. ისინი პოლკოვნიკმა ქირიამ  დაკითხა და ჩამოართვა ჩვენებები ოზურგეთის საგადასახადო ინსპექციის შენობაში. აქ თითქოს გასაკვირი არაფერია, რომ არა ერთი გარემოება: ეს მეწარმე-მოწმეები გამომძიებელთან შესვლამდე საგადასახადოს კორიდორებსა და კაბინეტებში გადიოდნენ სათანადო ფილტრაციას და "მომზადებულები" შედიოდნენ ჩვენებების მისაცემად პოლკოვნიკ ქირიასთან", _ გვითხრა მან.
როგორც ის დასძენს, გამომძიებელი ეჭვქვეშ აყენებდა ფაქტებს, ვიბრძოდი თუ არა აფხაზეთში და ამასთან დაკავშირებით მისვამდა შეურაცხმყოფელ შეკითხვებს. გამომძიებლის წინადადების თუ მოთხოვნის მიუხედავად, სარჩელი სასამართლოში საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2009 წლის 5 ოქტომბრის #3383 ბრძანების და 2010 წლის 17 თებერვლის #061-139 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე, მაინც შევიტანე. (ამის შესახებ "გურია ნიუსის" #96 ვწერდით, ავტ.)

რა ბედი ეწია სისხლის სამართლის საქმეს?
7-თვიანი ძიების შემდეგ, 2010 წლის 23 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ოლეგ გრძელიძის დადგენილებით, შეწყდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი-გურიის სამმართველოს უფროს გამომძიებელ ელდარ ქირიას წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის  #092100149 საქმე "სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო".
- უფროსმა გამომძიებელმა ქირიამ, ისე წარმართა, თუ წაამართვინეს უწყებრივად თანადაქვემდებარებაში (საგადასახადო ინსპექცია და ფინანსური პოლიცია ერთი სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ავტ. ) მყოფი კოლეგების საქმე, რომ ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არიდებოდნენ. გამოძიება რომ ტენდენციური და დაკვეთილი იყო, ამის საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთი მაგალითს მოვიტან; გამოძიების მასალებში (რაც პროკურორის დადგენილებაში სიტყვასიტყვით გადაწერილია) ვკითხულობთ: "2006 წლის 09 ივნისს, ფოთის საგადასახადო ინსპექციის გადასახადის ადმინისტრირების სამმართველოს ოზურგეთის განყოფილების ინსპექტორებმა ი. დუმბაძემ, გ. ხმელიძემ და გ. მჟავიამ, ქ. ოზურგეთში ე.წ. "გმირთა მოედანზე "მოვაჭრე პირებს, ი/მ "მურთაზ აბაშიძეს" (ს/ნ 137092358),  ი/მ "ნელი დოლიძეს" , ი/მ "ლილი ფოცხიშვილს", და ი/მ "რამაზ სურგულაძეს" საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევის გამო (საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე ფულადი ანგარიშსწორება), შეუდგინეს ოქმი, რომელიც შემოწმებული იქნა იურიდიული განყოფილების მიერ და თითოეულ მათგანს დაერიცხა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რაზედაც 2006 წლის 20 დეკემბერს გაეგზავნათ და ჩაბარდათ საგადასახადო მოთხოვნა, _ წაგვიკითხა აბაშიძემ გამოძიების ერთი დეტალი.  აქვე  ვკითხულობთ, რომ "ოზურგეთის ფოსტის უფროსის იოსებ სირაძის, ყოფილი თანამშრომლის _ ე. ლეკვეიშვილის, ფოსტის დამტარებლის ზ. სალუქვაძის დაკითხვებით დადგენილია, რომ 2006 წლის 26 დეკემბერს გზავნილი #2786 ჩაბარდა აბაშიძეს, რომელიც არის მეზობელი და არ შეიძლებოდა მათ შეშლოდათ სხვა პიროვნებაში".
"ამ პატარა წინადადებაშიც კი უამრავი შეცდომა და შეუსაბამობაა. კერძოდ, გზავნილის ნომრის მითითება არ ნიშნავს, რომ გზავნილში ანუ კონვერტში აუცილებლად საგადასახადო მოთხოვნა იდო, მეორე _ გამოდის, ოზურგეთის ფოსტის დასახელებული სამივე თანამშრომელი ჩემი მეზობელი ყოფილა(?), _ ამბობს აბაშიძე.
2006 წლის ივნისში დაჯარიმებულ აბაშიძეს, საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო მოთხოვნა მინიმუმ ივლისში უნდა გაგზავნოდა. თუ ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, როგორც ამას გამომძიებელი და პროკურორი ამტკიცებენ, ეს საგადასახადო მოთხოვნა ფოთიდან ოზურგეთში ფოსტას 6 თვის შემდეგ მოუტანია!
აბაშიძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და არ გამორიცხავს, მისი უფლებების დასაცავად სიმართლის დადგენა ევროსასამართლოში მოუხდეს.
- ბუჩქების კურდღლები! სად იყვნენ 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა გორში ომის დაწყების მეორე დღესვე გავიქეცით მე და ჩემნაირები! ესენი კი წითელ ხიდზე და სარფის საბაჟოზე ერთმანეთს ახტებოდნენ თავზე, მობრუნდნენ იქედან და მე მებრძვიან! ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბოლო დროს, ტელევიზიით ხშირად საუბრობს საგადასახადო შეღავათებზე და ძველი ვალების ჩამოწერაზე, მე კი არარსებული ფაქტებიდან შეთხზული საქმეებით სახლს მიყიდიან! _ ამბობს მურთაზ აბაშიძე.




 ახალი ამბები
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი“ _ ტრაგედია სენაკში სენაკში, სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურაში გუშინ 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, მამაკაცს მდინარეში გული გაუსკდა. გარდაცვლილმა სკოლა წელს დაამთავრა. „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი. საშინელება ტრიალებს. მთელი სოფელი ტირის. ვიწვით ამ ოჯახის ტრაგედიით“, _ ამბობს ადგილობრივი მოქალაქე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ... ...
  • "ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია" 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი. მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. „ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. წყარო: ... ...
  • 3 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე სტოპცოვ.გე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...