გენერალი ნაირაშვილი: "ვხვდები, რომ შემთხვევით გადარჩენილი ვარ"

ჟურნალისტური გამოძიება

გენერალი ნაირაშვილი: "ვხვდები, რომ შემთხვევით გადარჩენილი ვარ"

30 ოქტ. 2012, 07:14:07

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ჯგუფის წევრი, "გურია ნიუსის" გამომცემელი, რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე გლდანის #8 დაწესებულებაში დავით ლონდარიძეს და გიორგი გორელაშვილს შეხვდა. ზემოხსენებულ პირებს, სერგეი ჩაპლიგინთან ერთად, ბრალი დაედოთ ჯაშუშობასა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემაში.

დავით ლონდარიძე სამხედრო პოლიციამ 2011 წლის 17 სექტემბერს, გამთენიისას დააკავა. მას ჯაშუშობაში და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემაში დასდეს ბრალი. იმავე დღეს დააკავეს გორელაშვილი, ჩაპლიგინი და თეთრაძე.

ლონდარიძემ სამხედრო პოლიციის ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ვინმე ელიზბარ რაქვიაშვილს რუსთავის შესასვლელში მდებარე ნაკვეთის მიყიდვაზე უარი უთხრა. რაქვიაშვილმა, რომლის უკანაც, ჩვენი წყაროების ინფორმაციით, გიორგი უდესიანი და გუბერნატორი დავით კირკიტაძე იდგნენ, ლონდარიძეს სამხედრო პოლიციის ზეწოლით აიძულა ნაკვეთის დათმობა. დავით ლონდარიძე სამხედრო პოლიციამ სამსახურიდან _ თავდაცვის სამინისტროდან რუსთავში ჩაიყვანა, რათა მას ნაკვეთის გაყიდვაზე საკუთარი დედა დაეთანხმებინა. რაქვიაშვილმა სასურველ შედეგს მიაღწია _ ლონდარიძეებმა ნაკვეთი დათმეს; თუმცა, ლონდარიძის დედამ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა საკუთარი ქონების მისთვის სასურველ ფასად გაყიდვის სრულიად კანონიერ უფლებას, ნაკვეთის თითქმის მუქთად გაცემაზე უარი თქვა და ფასის ცოტათი გაზრდა მოითხოვა. ლონდარიძეს მაშინვე მიანიშნეს, რომ ამის გამო პრობლემები შეექმნებოდა. დავით ლონდარიძე ამბობს, რომ ნაკვეთის იაფად დათმობით, პრობლემა მოხსნილად ჩათვალა და მოვლენების ასე ტრაგიკულად განვითარებას აღარ ელოდა.

სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ლონდარიძე იმ ადამიანების ყურადღების არეალში, რომლებიც "ჯაშუშური ქსელების გამოვლენის" სცენარების შეთხზვით და ამ ქსელების "განეიტრალებით" იყვნენ დაკავებულნი. ამჯერად, ჯაშუშების საქმე მფრინავების ე.წ. "ენვერის საქმის" გაგრძელება უნდა ყოფილიყო. მოქმედი პირებიც შეარჩიეს: მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის დაზვერვის სამსახურში მუშაობდა, გადამდგარი სამხედრო პირი _ სერგო თეთრაძე, რადიომოყვარული გორელაშვილი, ჩაპლიგინი და რუსული კვალი.

დავით ლონდარიძე ამბობს, რომ ქვეყნის მმართველ პირველ პირებს, ზოგადად, მფრინავები თვალში არ მოსდიოდათ, როგორც ელიტარული სამხედრო პირები და სწორედ ამ მოტივით გადაწყვიტეს ტოტალურად სწორედ მფრინავებისთვის გაესწორებინათ ანგარიში _ ჯარის დაჩოქებას ცდილობდნენ და მფრინავები - ზოგადად ამაყი და ელიტარული სამხედრო პირები "ეჩხირებოდათ ყელში".

დავით ლონდარიძე აღიარებითი ჩვენების დაწერამდე, მისივე თქმით. სამხედრო პოლიციაში სპეციალურად მოწყობილ ე.წ. "აბივკებიან" ოთახში აწამეს. ბაჩო, დათა ახალაიები, მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას სამხედრო მოსამსახურის წამებაში: "ბაჩო ახალაია ბოროტ კაცს თამაშობდა, დათა _ კეთილს. ბაჩო რომ მირტყამდა, დათა მეუბნებოდა, ხომ იცი, რა არანორმალურია, რაზე აკვლევინებ თავს, უთხარი, რასაც გთხოვსო. ბაჩო ახალაიამ საკუთარი პისტოლეტი "გლოკი" პირში ჩამიდო. ვინატრე, რომ იარაღი დატენილი ყოფილიყო, ახალაიას ხელში ვწვდი და ვცდილობდი, სასხლეტისთვის თითის გამოკვრას, რომ ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო. ბაჩომ მითხრა, საკუთარი ჯაშუშობის აღიარების გარდა, ხელი უნდა დამედო სხვა მონაწილეებისთვისაც. ქაღალდზე სამი გვარი ეწერა: სერგო თეთრაძე, გენერალი დავით ნაირაშვილი და მესამე გვარი, რომელიც არ მახსოვს. მითხრეს, რომ მათთვის სულ ერთი იყო, რომელს დავადებდი ხელს... თვალები დავხუჭე და თითი შემთხვევით დავადე ერთ-ერთ გვარს, როგორც გაირკვა _ თეთრაძეს. ასე გაჩნდა თეთრაძე ჯაშუშების საქმეში," _ ამბობს დავით ლონდარიძე.

დავით ლონდარიძემ თვითმკვლელობა სცადა _ თავის ჩამოხრჩობას შეეცადა, თუმცა, სიკვდილის უფლება არ მისცეს. გაბმულად თვითმკვლელობაზე ფიქრი მხოლოდ მისი სულიერი მოძღვრის ციხეში შეხვედრის შემდეგ მოიშორა თავიდან.

ლონდარიძე იხსენებს, რომ დაპატიმრების შემდეგ, მას სტუდენტობისდროინდელ მეგობარ ედუარდ ტომაშუკთან შეხვედრა და ფარულად ჩაწერა აიძულეს.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, დავით ლონდარიძეს ტომაშუკმა დაურეკა და უთხრა, რომ "აყვავებული საქართველოს და განათებული ბათუმის" ნახვა უნდოდა; საქართველოს ფარგლებს გარეთ ისეთ ფიარს აკეთებდნენ, ტომაშუკმა, რომელიც საქართველოში სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, მეუღლესთან ერთად, მოგზაურობა გადაწყვიტა. ლონდარიძემ იცოდა, რომ მისი სატელეფონო საუბარი ისმინებოდა და შეეცადა, ტელეფონით ნაკლები ელაპარაკა: "ნაკვეთის ამბის შემდეგ, სამხედრო პოლიცია ჩემს ტელეფონს უსმენდა; ამიტომ, ტომაშუკს ბევრი რომ არ ელაპარაკა, რიცხვი 37 ვუხსენე. ვერ მიხვდა და დავუკონკრეტე: 37 წელი ხომ გაგიგია,-მეთქი?! როდესაც სამხედრო პოლიციაში მცემდნენ და მაწამებდნენ, სწორედ ამ საუბარს მახსენებდნენ: როგორაა საქმე _ 37 წელი დადგა საქართველოშიო?!"

ლონდარიძის თქმით, დაპატიმრების შემდეგ, ის ტომაშუკს ორჯერ შეახვედრეს, ერთხელ _ სახლში და მეორედ _ რესტორანში. ორივე შეხვედრა სამხედრო პოლიციაში დაიგეგმა. სამხედრო პოლიციაში ლონდარიძეს უთხრეს, რომ ტომაშუკის ცოლი გრუ-ს აგენტი იყო.

"გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორმა ალექსანდრე მუხაძემ თავისი ხელით გამიკეთა მხარში ნემსი, რის შემდეგაც წარმოუდგენელი ძალა მომეცა. აღარც წამება მახსოვდა, აღარც ნაცემი სხეულის ტკივილს ვგრძნობდი. ტანსაცმელი მომიტანეს , მოსასმენი აპარატურა ჩამიმონტაჟეს და ტომაშუკი რესტორანში დამაპატიჟებინეს," _ იხსენებს ლონდარიძე.

ახალაიებს ჯაშუშობის სცენარისთვის რუსული გვარი სჭირდებოდათ, რომელსაც საქართველოსთან კავშირი ექნებოდა. ტომაშუკი, რომელსაც თბილისში სამხედრო სასწავლებელი ე. წ. ტაო ჰქონდა დამთავრებული, ამ საქმისთვის იდეალური კანდიდატურა იყო. ტომაშუკი მიმოწერით იცნობდა რადიომოყვარულ გორელაშვილსაც.

ტომაშუკი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. როგორც გორელაშვილის მეუღლე ქეთი გაბიჩვაძე იხსენებს, მას აეროპორტში სხვა უნდა დახვედროდა (სავარაუდოდ, ლონდარიძე. რედ.), თუმცა, ის ადამიანი დანიშნულ დროს და ადგილას არ მივიდა. ქუჩაში დარჩენილმა ტომაშუკმა ძველ ნაცნობს _ გიორგი გორელაშვილს სთხოვა დახმარება. გორელაშვილმა ტომაშუკი ოჯახში მიიყვანა და უმასპინძლა. რესტორანში, დათო ლონდარიძესთან შეხვედრისას, ტომაშუკმა ახსენა გორელაშვილი, რომელმაც მას "ნამდვილი ქართული მასპინძლობა გაუწია."

ასე გაჩნდა "ჯაშუშების საქმეში" რადიომოყვარული გიორგი გორელაშვილი. რაც შეეხება მესამე "ჯაშუშს" _ სერგეი ჩაპლიგინს, ის, ჩვენი ინფორმაციით, ლონდარიძის და ტომაშუკის ჯგუფელია და ჯაშუშების საქმეშიც მხოლოდ ამის გამო აღმოჩნდა.

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების დაკავების დროს, ედუარდ ტომაშუკი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა. ჰქონდა თუ არა გამოძიებას მის მიმართ კითხვები, ჩვენთვის უცნობია. ფაქტია, რომ ტომაშუკმა და მისმა მეუღლემ ქვეყანა უპრობლემოდ დატოვეს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, თავისუფლებაში მათ ფული გადაიხადეს.

ლონდარიძე ამბობს, რომ გლდანის საპყრობილეში გადაყვანისას, მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო, ე.წ. "კარანტინი" არ გაუვლია და მის მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ამ დაწესებულებაში ადგილი არ ჰქონია. თუმცა, მანამდე, "სამხედრო პოლიციის "აბივკიან" ოთახში, მან ჯოჯოხეთი გამოიარა, რომლის დეტალების გაცნობამაც, შესაძლოა, მკითხველი შოკურ მდგომარეობამდე მიიყვანოს.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ია მამალაძემ გლდანის მე-8 დაწესებულებაში ახალაიების კიდევ ერთი მსხვერპლი, ჯაშუშობისთვის გასამართლებული გიორგი გორელაშვილი მოინახულა. გორელაშვილი წამებში ციხის უფროს მუხაძეს, მის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილს და მეგის ქარდავას ადანაშაულებს. გიორგი გორელაშვილს სერგო თეთრაძის წამების დროს მისი ყვირილის ხმა ესმოდა, ვარაუდობს, რომ სპეციალურად ასმენინებდნენ; შემდეგ კი დაინახა, როგორ გამოასვენეს უგონო მდგომარეობაში მყოფი თეთრაძე ოთახიდან: "სერგო თეთრაძის გაყვანის შემდეგ, ოთახში მე შემიყვანეს. მუხაძემ მითხრა, ისე აღარ გვაწვალო, როგორც ამან, მეც ქრისტიანი ვარ და პირჯვარს ვიწერო. ოთახში იყო ვიქტორ ყაჭეიშვილი და მაღალი, შემელოტებული კაცი, როგორც შემდგომში გავიგე _ მეგის ქარდავა; დანარჩენების ვინაობა დღემდე არც კი ვიცი...

თავიდან პლასტმასის ჯოხით დამიწყეს ცემა; მეუბნებოდნენ, ეს ის ჯოხია, მიტინგებზე რომ ატრიალებთო. მიტინგზე არასოდეს ვყოფილვარ, არ ვიყავი პოლიტიკით დაინტერესებული, თუმცა, მათთვის ეს არ მითქვამს... წამების მეორე ეტაპზე ე.წ. "ბორჯღებიანი" ჯოხით დამიწყეს ცემა. ხელკეტზე ხის ბურთი ჰქონდათ დამაგრებული, რომელშიც რკინის ბორჯღები იყო ჩასმული. ეს რკინის კლანჭები კუნთებზე დარტყმისას ქსოვილს გლეჯს და კვალი მთელ სხეულზე რჩება. აღიარებითი ჩვენების მიცემის გარდა, მოითხოვდნენ ჯაშუშობაში ჩემთვის უცნობი ადამიანები მემხილებინა, რაზედაც ვერ დამითანხმეს," _ ამბობს გიორგი გორელაშვილი.

ამის შემდეგ, გორელაშვილის წამების მეთოდები შეცვალეს _ პოლიეთილენის პარკით მოხრჩობა, ბალახის საკრეჭი მაკრატლით თითების დაჭრის იმიტაცია... ბოლოს კი, ყაჭეიშვილი პატიმარს გაუპატიურებით დაემუქრა: "ვუთხარი, რომ ამას ვერ იზამდნენ, რაზედაც მშვიდად მიპასუხეს, რატომაც ვერა, რამდენიც გინდა, იმდენი გვყავს გაუპატიურებულიო. ვუთხარი, რომ დავინახე ოთახიდან გამოსვენებული პატიმარი და ამ საქმეში მეორე გვამი მათ ნამდვილად არ აწყობდათ. უკან დახევას არ აპირებდნენ, რის შემდეგაც, ჯიბიდან სათვალე ამოვიღე, გავტეხე და სათვალის ყურსაცვამი გულში გავიყარე. ძალიან შეშინდნენ და თავი დამანებეს."

გორელაშვილი იხსენებს, რომ წინასწარი დაკავების საკანში ყოფნის დროს, ციხის ადმინისტრაცია ვიღაც პოლკოვნიკს ეძებდა.

გვარიც კი არ იცოდნენ, უბრალოდ დავალებული ჰქონდათ პოლკოვნიკის მოძებნა: "საკნიდან გამომიყვანეს და მკითხეს, შენ ხარ პოლკოვნიკიო? ეხლა პოლკოვნიკიც გამხადეთ,-მეთქი? ვუპასუხე".

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, პოლკოვნიკი, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია ეძებდა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ნიკოლოზ გიგაურია. გიგაური 8 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ჩვენი ინფორმაციით, გიგაურის გვარის დასახელებას სერგო თეთრაძისგან მოითხოვდნენ. "გურია ნიუსი" ნიკოლოზ გიგაურს დაუკავშირდა; გაირკვა, რომ ის თავდაცვის სამინისტროში აღარ მუშაობს _ ცოცხლად გადარჩენის შემდეგ, მან საქართველო დატოვა.

"8 დღის განმავლობაში ვეძებდით, ისიც კი არ ვიცოდით, რომ დაკავებული ჰყავდათ. სახლიდან წაიღეს კომპიუტერი, აიპადი, ბავშვების ფოტოები... 8 დღის შემდეგ კი, ჩემი მეუღლე ცოცხალმკვდარი მოიყვანეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დააგდეს საწოლზე საშინლად ნაწამები, ნაცემი, აბსოლუტურად გალურჯებული. დღემდე არ ვიცი, რას ერჩოდნენ. ნიკოლოზი არც სერგო თეთრაძეს იცნობდა და არც სხვა ბრალდებულებს", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბარში გიგაურის მეუღლემ.

ცნობილი "ენვერიდან" ერთი წლის თავზე, მორიგი "ენვერის" გადაღება დაიგეგმა. ახალი სცენარი ძველის ზუსტი ასლი იყო შეცვლილი სახელებითა და გარემოებებით. "გურია ნიუსისთვის" წყაროებიდან ცნობილია, რომ ახალაიები, მფრინავების საქმეში გენერალ დავით ნაირაშვილის ჩართვას გეგმავდნენ, რომელსაც იმ პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლის, ხოლო 2008 წლიდან, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

2010 წელს, "ენვერის" ოპერაციის მონაწილე მფრინავების დაკავების შემდეგ, ნაირაშვილი ჩამოაქვეითეს და დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშის სტატუსით 3 წლით გაამგზავრეს.

"გურია ნიუსი" ლონდონში დაუკავშირდა გენერალს. ნაირაშვილმა ვრცელ კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა, ჩვენი ინფორმაცია, რომ ახალაიები მის წინააღმდეგ მორიგ შეთქმულებას გეგმავდნენ, არ გაკვირვებია: "თქვენ ალბათ გესმით, რომ სანამ თანამდებობაზე ვარ, ბევრი რამის ლაპარაკი არ შემიძლია; რა თქმა უნდა, მე ვიცი ბევრი რაღაც და მაქვს ჩემი შეხედულება ბევრ საკითხზე. ის, რომ სამხედრო მოსამსახურეს ჩემი გვარი დაუდეს, პირველად თქვენგან მესმის, თუმცა, არ მიკვირს. ვხვდები, რომ შემთხვევით გადარჩენილი ვარ. ასევე შემთხვევით ბევრ საქმეში ვარ გადარჩენილი ამ ცხოვრებაში," _ თქვა გენერალმა ნაირაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბარში.




 ახალი ამბები
  • "წყალმა ფიზიკის კანონები უნდა დაარღვიოს და არხში ისკუპოს? ლანჩხუთში სოფელ  ჩიბათში ბოლო პერიოდში გაკეთებული სანიაღვრე არხების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მომხმარებელი მარიამ კოიძე ავრცელებს. "აქ წყალმა ფიზიკის კანონები უნდა დაარღვიოს და არხში ისკუპოს? "- კითხვას სვამს ის. როგორც მისი კომენტარიდან  ირკვევა აღნიშნული სანიაღვრეები ე.წ. რკინიგზის უბანში გაკეთდა და მოსახლეობაც უკმაყოფილოა განხორციელებული სამუშაოებით. "უკმაყოფილო ვართ, მე და ჩემ მხარეს მცხოვრები ყველა მეზობელი. ასევე უკანა მხარეს მცხოვრებნიც. იმიტომ, რომ სანიაღვრეები გააკეთეს არა იმ მხარეს, სადაც დახრა იყო, არამედ საპირისპირო მხარეს, სადაც მიწა მაღალია. რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ღელე ადიდდება, ჩემ ეზოში შემოვა და წაიღებს ყველაფერს. ასევე წაიღებს ჩემს უკან მცხოვრები ადამიანების ეზოებს, რომელსაც სანიაღვრე არხები არ გაუკეთეს (ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა)" - წერს მარიამი. ... ...
  • აგვისტოში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 32 870 მლნ ლარით გაიზარდაეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს, რომელიც,  წინა თვესთან შედარებით 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის სტატისკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში კომერციული  ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 32,843 მლნ ლარი შეადგინა. საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 71,858 მლნ ლარი შეადგინა. როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, წინა თვეში კომერციულმა ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურეობებიდან 30,976 მლნ ლარის შემოსავლი მიიღეს. ასევე ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში სულ ბანკების შემოსავლები  399,955 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 330,845 ლარი. აგვისტოში კომერციული ბანკების ხარჯებმა კი, 293,344 მლნ ლარი შეადგინა. ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგება 953,635 მლნ ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით ქართულ ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4-დან 10 ათას ლარამდე გაიზარდასაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხელფასი 10 000 ლარი გახდა (საუბარია ხელზე ასაღებ თანხაზე). აქამდე ანაზღაურება 4 000 ლარი იყო.საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს მიიღო.მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხანია მსჯელობენ."კონკურსის გამოცხადებამდე ჩვენ ჩამოყალიბებული ვიყავით, თუმცა, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ ხელფასი ერთგვარი მოტივატორი არ გამხდარიყო. ვიმსჯელეთ საბჭოში და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ სხდომაზე გაგვეტანა ეს საკითხი. რაც შეეხება ოდენობას, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან გონივრული თანხა. ჩვენ, უბრალოდ, თავს უფლებას ვერ მივცემდით, რომ უფრო მეტით გაგვეზარდა,   არ ვართ კერძო ტელევიზია და ამიტომ გარკვეულ ჩარჩოებში ვზივართ ხელფასებთან დაკავშირებით", - განუცხადა "მედიაჩეკერს" ირინა ფუტკარაძემ კითხვაზე, ახლა, ახალი დირექტორის არჩევის წინ რატომ გაიზარდა დირექტორის ხელფასი.ჩვენს კითხვაზე, მის უფლებამოსილებებში რაიმე ხომ არ იცვლება ან ემატება, რაც წინა დირექტორს არ ჰქონდა, ფუტკარაძემ გვიპასუხა:  “რჩება იგივე უფლებამოსილება, რაც განსაზღვრული აქვს კანონით, ბუნებრივია.  მაგრამ, მე პირადად, ვთვლიდი, რომ საკმაოდ არაადეკვატური (ანაზღაურება) ჰქონდა წინა დირექტორს და შესაბამისად, იმიტომ გაიზარდა, რომ ვინც იქნება ახალი დირექტორი, მას უკვე ჰქონდეს ღირსეული და ადეკვატური ანაზღაურება".შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი უნდა აირჩიოს. კონკურსში სულ 8 განმცხადებელი მონაწილეობდა, თუმცა, დირექტორობისთვის ბრძოლას I ტურის შემდეგ 4 კანდიდატი აგრძელებს. წყარო: ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა  პრევენციისა და  მათზე  რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.   ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.  არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ  სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება,  წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან ... ...
  • საქართველში საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლები დააკვირდებიანდღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის  ჩამოსვლის შესახებ. მისია შეაფასებს 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე.  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება. „ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება  მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე. ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კორონავირუსი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...