მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

ჟურნალისტური გამოძიება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

30 მარ. 2017, 00:44:29

ფინანსური პოლიციის და ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, ნოტარიუსები, ბიზნესპარტნიორები, ჯამში, დაახლოებით, 10-მდე ადამიანის დაკითხვას ითხოვს მთავარი პროკურატურისგან ქონებაჩამორთმეული რამაზ ახვლედიანი. ლისის ტბის საქმეზე დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების შედეგები, კი ამ დრომდე არ დადებულა, საგამოძიებო უწყება არც დასაკითხ პირთა და არც გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას არ ამხელს.

რამაზ ახვლედიანმა თავის უფლებადამცველებთან ერთად, დღეს, ლისის ტბის საქმეზე მიმდინარე გამოძიებისა შედეგების შესახებ მედიასთან ისაუბრა. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ სამართლიანობის აღდგენის პროცესში, საეტაპო ნაბიჯები გადადგა (ამნისტია, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გადახედვა, სხვა), თუმცა მოცემულ ეტაპზე საჭიროა ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რადგანაც გახმაურებულ, ქონების დათმობის რეზონანსულ საქმეებზე, მთავრობის შესაბამისი სამინისტროები (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო), სასამართლოები ადამიანის უფლებების აღდგენის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს მიღებენ.

შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსმა“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ცოტა ხნის დაიწყო. ჩვენს მიერ მოპოვებული და გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2006 წელს, რამაზ ახვლედიანს საკუთრებაში არსებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია იძულებით, ზეწოლით დაათმობინეს ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის კაბინეტში, თუმცა, ეს გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა და მტკიცებულებად არ მიიღო წერილი, რომელიც მას, როგორც თვითონ ამბობს, იძულებით დააწერინეს პრეზიდენტის სახელზე. წერილის მიხედვით, ახვლედიანი თმობდა საკუთრებაში არსებულ, უკვე გამოსყიდულ ქონებას, სანაცვლოდ კი, მას კომპენსაცია უნდა მიეღო. თუმცა, დღემდე არც კომპენსაცია მიუღია და ქონებაც ვერ დაიბრუნა.

ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა.

საქმეში იკვეთება შპს ლისი ლეიქ დეველოპმენტისა და შპს ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის პარტიონრების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერება, განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომელიც რამაზ ახვლედიანის მოქმედი და ყოფილი პარტნიორია და მათ დაგეგმილი ჰქონდათ ერთად გაეუმჯობესებიათ ლისის ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობა“, _ აცხადებს რამაზ ახვლედიანის ინტერესების დამცველი „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მტკიცებით, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ქონების ჩამორთმევის საკითხი მტკივნეული აღმოჩნდა მხოლოდ რამაზ ახვლედიანისათვის, მამუკა ხაზარაძე კი, დღემდე სადავო ქონების თაობაზე დუმს. რამაზ ახვლედიანმა საქართველოს პროკურატურას, მათ შორის მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვის მოთხოვნით უკვე მიმართა.

გარდა ამისა, ახვლედიანი ითხოვს დაიკითხოს გიორგი ხიზანიშვილი, რომელიც საქმიანობდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს II განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

როგორც რამაზ ახვლედიანი ამბობს, სწორედ აღნიშნული პიროვნების მხრიდან მის მიმართ, სისტემატურად ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები და ისმოდა მოთხოვნა უძრავი ქონების გადაფორმებასთან დაკავშირებით. სწორედ გ. ხიზანიშვილის ასეთი მორიგი ზარის საფუძველზე.

ბიზნესმენის თქმით, ხიზანიშვილმა დაიბარა ის მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში, სადაც იძულებით დააწერინეს განცხადება თბილსიის მერიისა და საქართველოს მთავრობის მიმართ ლისის ტბის უძრავი ქონების დათმობასთან დაკავშირებით.

ახვლედიანი ასევე ამბობს, რომ უნდა დაიკითხოს ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე მერაბ გელოვანი. ახვლედიანი აღნიშულ პირთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ის დახვდა მას ფინანსურ პოლიციაში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მიაყენა კედელთან, დაემუქრა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ნათესავების დაპატიმრებით და უთხრა, რომ ასრულებდა დავით კეზერაშვილის დავალებას.

გარდა ამისა, მითხრა, რომ იმავე დღეს - 4 ნოემბრის ღამის 23:00 საათამდე თუ არ დავწერდი ქონების დათმობის შესახებ განცხადებას, დამიჭერდნენ არამხოლოდ მე, არამედ მერაბ გელოვანსაც, რადგანაც ქონების დათმობის მოთხოვნა მომდინარეობდა საქართველოს პრეზიდენტისგან.

გელოვანმა მაჩვენა ქალაქის ყოფილი არქიტექტორი დავით ახვლედიანი. შენობაში ასევე იმყოფებოდა ნოტარიუსი ზოიძე, რომელსაც წარსულში ჩემს მიმართ დამოწმებული ჰქონდა კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. გელოვანი მეუბნებოდა, რომ თუკი ხელს არ მოვაწერდი ქონების დათმობის განცხადებას, დაიჭერდა დავით ახვლედიანსაც და ნოტარიუს ზოიძესაც, თაღლითობის ბრალდებით და სხვა იმ პირებსაც, რომელიც მას დაბარებული ან დასაბარებელთა სიაში ჰყავდა“, _ ამბობს ახვლედიანი.

რამაზ ახვლედიანი ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა დაიკითხოს ჩოხელი (მისი სახელი რამაზ ახვლედიანს არ ახსოვს, ავტ.), რომელიც საქმიანობდა ფინანსურ პოლიციაში გამომძიებლის პოზიციაზე.

მისი თქმით, სწორედ ამ პიროვნების სამუშაო კაბინეტში შეიყვანეს, სადაც ხდებოდა ზეწოლა და ზემოქმედება ქონების დათმობის განცხადების დაწერაზე. ახვლედიანმა სწორედ ჩოხელის კარნახით შეადგინა განცხადების ის ტექსტი, რომლითაც ქონება დათმო.

გარდა ამისა, ახვლედიანი მთავარი პროკურატურისგან ითხოვს დაიკითხოს ნოტარიუსი ციური ბერიძე, რომელმაც სანოტარო მოქმედება შეასრულა.

ციური ბერიძესთან მიმიყვანეს ფინანსური პოლიციიდან, ღამის საათებში ფინანსური პოლიციის ავტომობილით და დაამოწმეს 4 ნოემბრის განცხადება. ბერიძემ მითხრა, რომ იმ ღამით, უკვექვეყნის მე-15 პატრიოტი ვიყავი“. ხიზანიშვილსაც კი უთხრა, „სად პოულობდა ამდენ პატრიოტს?!-“, _ ამბობს რამაზ ახვლედიანი, რომელიც გარდა ყოფილი მაღალჩინოსნებისა, საკუთარი ბიზნესპარტნიორების დაკითხვსაც ითხოვს.

რამაზ ახვლედიანის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებენ, რომ გამოძიებამ მამუკა ხაზარაძე უნდა დაკითხოს, ვინაიდან უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება.

რამაზ ახვლედიანმა არაერთხელ სთხოვა მამუკა ხაზარაძეს, რომ ჩართულიყო და გარკვეულიყო საკითხში, თუ რამ გამოიწვია ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი აგრესიული მოქმედებები და ქონების დათმობის სურვილი, როდესაც განწყობა სახელმწიფოსთან მხარეებს გააჩნდათ სათანამშრომლო. ხაზარაძე მაშინ ირიბ პასუხს ამბობდა, რომ პრობლემების შემთხვევაში, ახვლედიანს დაიცავდა კონსტიტუცია.

მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა ხაზარაძე და მისი კომპანიები. შესაბამისად, მისი დაკითხვა საქმის ყოველმხრივ შესწავლისა და გამოძიებისთვის, არის არსებითად მნიშვნელოვანი.

ასევე, დაიკითხოს ირაკლი კილაურიძე, რომელიც წარმოადგენდა კომპანიაჯიარდისისგენერალურ დირექტორს. აღნიშნული პიროვნება სრულად ფლობდა ინფორმაციას, ქონების . ახვლედიანის მხრიდან დათმობის თუ შემდგომი განკარგვის პროცესის თაობაზე, ვინაიდან . ხაზარაძესა და .ახვლედიანს შორის გამართული თითქმის ყველა საქმიანი მოლაპარაკების მონაწილე და . ხაზარაძის ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ . კილაურიძე“, _ აღნიშნულია წერილში, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს გაუგზავნა.

როგორ მიმდინარეობს გამოძიება, დაკითხულები არიან თუ არა ის პირები, რომელსაც რამაზ ახვლედიანი ასახელებს, ამ კითხვებით „გურია ნიუსმა“ მთავარი პროკურატურის სამართალწამოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებიების დეპარტამენტის პროკურორს, ანრი არსენიშვილს ოფიციალური წერილით 20 მარტს მიმართა. წერილში ვითხოვდით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოეწოდებინათ ჩვენთვის კონკრეტული პასუხები, თუმცა, მთავარი პროკურატურიდან დღეს მიღებული კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ მედიასაშუალებას არ აქვს უფლება ინფორმაცია მოითხოვოს. შედეგის შესახებ ეცნობება მხარეს.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების შესახებ ინფორმაცია მთავარი პროკურატურიდან არც მხარეს მიუღია.

რამაზ ახვლედიანის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მზევინარ ანსიანი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ პროცესი გაჭიანურებულია და წელიწადნახევარია გამოძიებას ხელჩასაჭიდი შედეგი არ აქვს.

მთავარ პროკურატურას ხელისუფლების შეცვლისთანავე მივმართეთ, 2012 წლის დეკემბერში. იმ ეტაპზე არავითარი მსვლელობა არ მისცემია ამ საჩივარს. დაახლოებით, წელიწადნახევრის უკან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს რომ გამოძიება დაიწყო. იმის მერე მიმდინარეობს ეს გამოძიება, მაგრამ სწრაფად და ეფექტურად ნამდვილად არა. დროში გაჭიმულია პროცესი.

ჩვენ წარვადგინეთ მოწმეები და დაიკითხნენ კიდევაც. დაახლოებით, 7-8 ადამიანი, რომლების მიერ მიწოდებული ინფორმაციაც გამოძიებისთვის უკვე იძლევა სურათს რა მოხდა 2006 წელს და როგორ დაათმობინეს ქონება ბატონ რამაზ ახვლედიანს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სხვა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები, დოკუმენტების გამოთხოვა-დამუშავება, რის გამოც, ჯერჯერობით არ დაკითხულან სხვა მოწმეები. თუმცა, ფიქრობენ, რომ ამის საჭიროება აუცილებლად დადგება“, _ ამბობს ანსიანი.

კითხვაზე _ რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნულ საქმეზე დაიკითხოს რამაზ ახვლედიანის ბიზნესპარტნიორი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და თანამდებობის ის პირები, რომლების დაკითხვასაც რამაზ ახვლედიანი ითხოვს?_ ანსიანი ამბობს:

პირთა წრე ჯერჯერობით გამოძიების მხრიდან გამოკვეთილი არ არის, ვინ შეიძლება დაკითხონ. ეს მოხდება გამოძიების და მტკიცებულებების შეჯერების შემდეგ. ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება ამ საქმეში, თანაც არაერთის. სწორედ ეს იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. ძალადობის და იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს რამაზ ახვლედიანის მიმართ. გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 333- მუხლით თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ის, რომ რამაზ ახვლედიანის მიმართ დაირღვა უფლებები, ის იყო ძალადობის და უკანონობის მსხვერპლი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, _ აღნიშნავს ანსიანი.

გარდა ამისა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საქმეში არ დევს ტელეფონების ამონაწერი, რომლის გამოთხოვასაც რამაზ ახვლედიანი პროკურატურას სთხოვდა.

ანსიანის განმარტებით, ამ სატელეფონო ამონაწერებიდან გაირკვევა, რომ რამაზ ახვლედიანზე 2006 წლის ნოემბერში მიმდინარეობდა ზეწოლა.

ნამდვილად არ დევს საქმეში ეს ამონაწერები. ამ საკითხში ხედავენ ტექნიკურ პრობლემას. ძალიან დიდი ხნის უკან ხდებოდა ეს ამბები და არც ვიცით ის ჩანაწერები არის თუ არა არქივში. შესაბამისად, ამის ამოღება შესაძლოა, პრობლემური გახდეს“, _ ამბობს ანსიანი.

რაც შეეხება რამაზ ახვლედიანის დაზარალებულად ცნობას, ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის ის ცნობილი დაზარალებულად.

როგორც გამოძიებამ განმარტა, ამ ეტაპზე გამოძიებას არ აქვს საკმარისი მტკიცებულება მოპოვებული იმისთვის, რომ მისულიყვნენ ამ ეტაპამდე. დაზარალებულად ცნობა ხდება მაშინ, როცა უკვე გამოკვეთილი აქვს გამოძიებას სურათი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით გამოძიების შედეგი არ გვაქვს“, _ ამბობს მზევინარ ანსიანი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გარდა პროკურატურის გამოძიებისა, ლისის ტბის საქმეზე პროცესები სასამართლოშიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოში დავა გრძელდება პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტების ბათილად ცნობაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, მხარეები თბილისის მერია და „ლისი ლეიქ დეველოპმენტია“. საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატიც.

მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია უახლოესს მომავალში კვლევით ჯგუფს დააფუძნებს, რომლებიც ქვეყანაში ჩადენილი სისტემური დანაშაულის საქმეებზე საერთაშორისო ადვოკატირებას მოახდენს.

„გურია ნიუსი“ კი, რამაზ ახვლედიანის და ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას აგრძელებს.

რას ფიქრობს ახვლედიანის ბიზნესპარტნიორი მამუკა ხაზარაძე წლების წინ დათმობილ ქონებაზე, მიიჩნევს თუ არა ის თავს დაზარალებულად და რატომ არ გააპროტესტა მან ბიზნესპარტნიორის მხრიდან ქონების დათმობა, სადაც ინვესტიცია თვითონაც განხორციელებული ჰქონდა, _ ამ კითხვებზე პასუხებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


ამავე თემაზე:

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი" ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ - ნაწილი I




 ახალი ამბები
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...
  • გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ საბოლოო ბილეთი უნდა გამოვუწეროთ და სახლში გავუშვათ„ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში", _ ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „29 ოქტომბერს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს წყალტუბოს პროექტს და სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი ბლეფი, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი, ან საქართველო - რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის მუდმივად გაჭირვებული, მუდმივად გვატყუებენ, მუდმივად ვართ უკიდურეს სიღარიბეში და ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს სასტუმრო არის ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახე და ასეთი სასტუმრო ათობით არის აქ, ასეთი გაჩერებული პროექტი ათობითაა. იმასაც გეტყვით, რომ თავის დროზე, 350 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის, გააჩერეს ეს პროექტი. ახლა მითხრეს, რომ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, საერთოდ, ციხეში ზის იმიტომ, რომ ინვესტორებზე მუშაობდა და გადაკვეთა მან, როგორც ჩანს, პირადად ივანიშვილის ინტერესები და დასაჯეს, 11 წელის მიუსაჯეს თურმე ამ ადამიანს. ეს ბლეფი ხომ უნდა დამთავრდეს ქვეყანაში? ეს კატასტროფაა, რაც აქ ხდება! მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში იმიტომ, რომ ამხელა პოტენციალის ქვეყანა არ შეიძლება, ასეთი ღარიბი და მშიერი იყოს,“- განაცხადა გიორგი ... ...
  • უმძიმესი საყურებელია კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, დეგრადირებული ოპოზიცია _ უმძიმესი საყურებელია, კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რთულია ახლა რაღაც დასკვნის გაკეთება. უბრალოდ, მესმის ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ დღეს იყო ინტერპელაცია ორი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის. ეს ადამიანები მოელოდებოდნენ, რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებდით ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, კიდევ ბევრ რაღაცაზე და დღეს ყველას აბსოლუტურად დაავიწყდა ეს კითხვები, ყველა გადავიდა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში. გავიგე და ყველას გვესმის, რომ ეს პარლამენტია, გავიგეთ, რომ პოლიტიკური პროცესი დაწყებულია, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმყოფება და იბრძვის რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად და დღესაც 8 ინფიცირებული გვყავს, როდესაც გლობალურ კონკურენციაში ხვალ და ზეგ გამოწვევები გვექნება უამრავი, ამ პერიოდში ერთმანეთზე დაბრალება რთულია. უმძიმესი საყურებელია, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ამ ყველაფერს უყურებენ, კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს გაჭირვება, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს,“- განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?