როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

13 მაი. 2017, 01:01:21

ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით „გურია ნიუსის“ მიერ დაწყებული ჟურნალისტური გამოძიება  გრძელდება. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ, თუ როგორ და რა პირობებით აღმოჩნდა ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის წართმეული ლისის ტბის მიმდებარე 355 ჰა ტერიტორია „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის კომპანიის ხელში.

არაერთგზის მცდელობის, წერილობითი მიმართვისა თუ სატელეფონო ზარის მიუხედავად, ლისის ტბის ყოფილი მფლობელის, რამაზ ახვლედიანის ბიზნესპარტნიორი მამუკა ხაზარაძე კითხვებზე არ გვპასუხობს. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 10 აპრილს „გურია ნიუსმა“ „თი ბი სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომლის მიერ დაფუძნებული კომპანიაც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას ფლობს, 16 კითხვით მიმართა.

მამუკა ხაზარაძისგან ვითხოვდით ეპასუხა: მიადგა თუ არა წინა ხელისუფლებისგან ზიანი სს „ლისის ტბას“ და შეფასებულია თუ არა ეს ზიანი; მას, როგორც რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ მის მიმართ საგამოძიებო უწყებების მხრიდან (ფინანსური პოლიცია) ხორციელდებოდა სისტამატური შეტყობინებები და ხელისუფლება მოითხოვდა რამაზ ახვლედიანისგან ქონების დათმობას; რამაზ ახვლედიანის მიერ წილის დათმობის შემდეგ, მიიღო თუ არა კონკრეტულად ხაზარაძემ, როგორც მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ზარალი და შეფასებულია თუ არა ის? ასევე, რა ოდენობის ინვესტიცია ჰქონდა მას ჩადებული ლისის ტბის განვითარებაში რამაზ ახვლედიანის მიერ ქონების დათმობის მომენტისთვის. ამ და სხვა კითხვებზე მამუკა ხაზარაძისგან პასუხი ვერ მივიღეთ. 

მიუხედავად ამისა, „გურია ნიუსი“ დოკუმენტებზე დაყრდნობით გთავაზობთ ყველა იმ დაფარულ დეტალს ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

ჩვენს მიერ მოპოვებული და უკვე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან კი ირკვევა, რომ 2006 წელს, რამაზ ახვლედიანს საკუთრებაში არსებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის კაბინეტში დაწერილი განცხადების საფუძველზე დაათმობინეს; ამ განცხადებით,  ახვლედიანი თმობდა საკუთრებაში არსებულ, უკვე გამოსყიდულ ქონებას, სანაცვლოდ კი, მას კომპენსაცია უნდა მიეღო. თუმცა, დღემდე არც კომპენსაცია მიუღია და ქონებაც ვერ დაიბრუნა.

ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს, რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი, პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა, რისი უფლებაც პრეზიდენტს კანონის თანახმად არ ჰქონდა.

მოგვიანებით, 2007 წლის 17 მაისს,  ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, აუქციონზე გასაყიდად გაეტანა ლისის ტბის მიმდებარედ 354  ჰა მიწა  და მასთან ერთად ამ მიწებზე განლაგებული შენობა ნაგებობები, რომლებიც ჯერ კიდევ რამაზ ახვლედიანის საკუთრებას წარმოადგენდა.

გამართულ აუქციონში მონაწილეობა მამუკა ხაზარაძემ (რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორი) და სამმა უცხოურმა (ებრაული კომპანიები) მიიღო. ქონების საწყისი ფასი 26 მილიონ 500 000 დოლარი იყო. აუქციონში ხაზარაძის კომპანიამ „ლისი 2007“-მა გაიმარჯვა, რომელსაც  182 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა და 5 წლის განმავლობაში, ანუ 2012 წლამდე, 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. თუმცა, ამ აუქციონის ჩატარებიდან მალევე, მამუკა ხაზარაძის კომპანიამ 182 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. აუქციონის ჩაშლის მიზეზად კომპანიასა და სახელმწიფოს შორის 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე შეუთანხმებლობა დასახელდა. კერძოდ, „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ ითხოვდა რომ 30 მილიონი არა ხაზარაძის კომპანიას, არამედ სახელმწიფოს დაეხარჯა კომუნიკაციებს მოწესრიგებისთვის (იხ. სტუდია „მონიტორის“ ფილმი „ნაპატიები მილიონები“).

ამ აუქციონის ჩატარება-ჩაშლიდან რამდენიმე თვეში, 2007 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გამოსცა ახალი ბრძანება (#1-1/1546), რომლის საფუძველზე, გაუქმდა 2007 წლის 17 მაისს ჩატარებული აუქციონის შედეგები, ძალადაკარგულად გამოცხადდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც შპს „ლისის-2007“-მა გაიმარჯვა აუქციონში, გადაეცა ლისის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები და დაევალა ცალკეული ვალდებულებების შესრულება.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შპს „ლისი-2007“-ს არ დაუბრუნდეს „ბე“-ს სახით გადახდილი თანხა 2 650 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ, რომ შპს „ლისი - 2007“-ის მიერ არ მომხდარა აუქციონზე დასახელებული საბოლოო ფასის შესაბამისს საბანკო ანგარიშზე ასახვა. ამასთან, 2007 წლის 10 ოქტომბრისთვის, გამარჯვებულ კომპანიას სახელმწიფოსთან არც შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმებია.

ამის შემდეგ მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:

2008 წლის 5 მარტს, ახლად შექმნილი  შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის“ სახელით  (დაფუძნებულია 2008 წ. 28 თებერვალს, რეგისტრირებულია  საგადასახადო სამსახურის მიერ  7 მარტს. საწესდებო კაპიტალი 200 ლარი; ავტ.)  ირაკლი კილაურიძემ (რომელიც შპს „ლისი 2007“-ის დირექტორი იყო, როდესაც 2007 წლის 17 მაისს აღნიშნულმა კომპანიამ  აუქციონი მოიგო) მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და განმარტა, რომ „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია, უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ლისის ტბის განვითარების პროექტზე. ეს კი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ლისის ტბის ტერიტორიის მიმდებარე მონაკვეთი, დაახლოებით 355 ჰექტარი თავისუფალია განაშენიანებისგან, გარემო კეთილმოუწყობელი და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სივრცე ფუნქციით გამოუყენებელი, რის ერთ-ერთ დამაბრკოლებელ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ტერიტორიის მიმართ საკუთრების ინტერესების უქონლობა“.

წერილში ნათქვამია, რომ კომპანია მიზნად ისახავს ლისის ტბის ტერიტორიის მიმდებარედ, დაახლოებით, 355 ჰა-ზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-გასართობი, სავაჭრო და სპორტული ობიექტების მშენებლობას. პირველ ფაზაში, დაახლოებით 110 ჰა-ზე, ახალი საცხოვრებელი უბნისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ მიზნით, 4 წლის განმავლობაში, კომპანია განახორციელებდა 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას. კომპანიის დირექტორი სამინისტროს მიმართავდა წინადადებით, მომხდარიყო შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე ლისის ტბის ტერიტორიის მიმდებარე, დაახლოებით, 110 ჰექტარის „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აგრეთვე, წერილში სამინისტროს ეთხოვა, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დაახლოებით 245 ჰექტარზე კომპანიასთან გაფორმებულიყო ოფციის ხელშეკრულებაც.

2008 წლის 12 მარტს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მოიწონეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი და ამავე დღეს, განკარგულების პროექტი შემდგომი მსვლელობისთვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიგზავნა.

2008 წლის 12 მარტსვე, საქართველოს პრეზიდენტის #181 განკარგულებით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგს“, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 45 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად გადაეცა ქალაქ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 60 000 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 1 041 798 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

აღნიშნული დოკუმენტებიდან ცხადი ხდება, რომ ერთი დღის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროში განიხილეს შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის“ წინადადება, მოიწონეს კიდეც, გადააგზავნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და საქართველოს პრეზიდენტმაც იმავე დღეს გასცა განკარგულება, რომ მამუკა ხაზარაძის კომპანიისთვის 182 მილიონის ნაცვლად (რაც მას ტენდერით ერთხელ უკვე მოგებული ჰქონდა და უარი თქვა შესრულებაზე), 45 000 000 მილიონ დოლარად პირდაპირი მიყიდვის წესით მიეცათ ზემოთ აღნიშნული ქონება.

12 მარტს გამოცემული  განკარგულების მიხედვით, შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგს“ საპრივატიზებო თანხა უნდა გადაეხდა ნაწილ-ნაწილ. პირველი ნაწილი (25 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი) - ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარულ დღეში, ხოლო მეორე ნაწილი (20 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი) - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში. ამავე დროს, გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, 4  წლის განმავლობაში, უნდა მოეხდინა არანაკლებ 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო 2 წლის განმავლობაში - არანაკლებ 10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მიწის ნაკვეთების მრავალფუნქციური განაშენიანების მიზნით.

ამ ხელშეკრულების გამოცემიდან 7 დღეში, 19 მარტს, ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგს“ შორის გაფორმდა კიდეც ნასყიდობის ხელშეკრულება.

 აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამინისტრომ წერილობითი თანხმობა გამოხატა შპს „მექანომონტაჟი - 2001“-სა და შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის“ შორის გაფორმებულიყო მოთხოვნილი ოფციონის ხელშეკრულებაც, რომელიც მხარეთა შორის, ამავე დღეს, 19 მარტს გაფორმდა.

სახელმწიფოსა და კომპანია „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგს“ შორის ურთიერთობები კი შემდეგნაირად გაგრძელდა: 2009 წლის 23 იანვარს, შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის“ დირექტორმა ენტონი ჯეიმს ფილიფსონმა წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და აცნობა, რომ კომპანიას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი გამოყენებულ ყოფილიყო ს.ს „თიბისი ბანკის“ მარჯანიშვილის ფილიალის, „ჯი არ დი სი 3 ბვ“-ს, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ბობ მეიერის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელთა მიერ კომპანიისთვის გაცემული სესხების დაბრუნების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

სწორედ  მამუკა ხაზარაძე (33. 33%), ბადრი ჯაფარიძე (33.33%) და ბობ მეიერი (33.34%) წარმოადგენენ  შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ პარტნიორებს.

ამასთან, 2008 წლის 10 მარტს, ს.ს. „თიბისი ბანკის“ მარჯანიშვილის ფილიალის მიერ შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის“ მიმართ საბანკო გარანტიის სახით გაცემულ იქნა 5 მილიონი აშშ დოლარი და გარანტიის ვადად შეთანხმდნენ   2008 წლის 16 აპრილის ჩათვლით პერიოდზე.

ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, 2010 წლის 17 მაისს, შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის“ დირექტორმა ზეზვა ცისკარიშვილმა წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, იმის შესახებ, რომ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, მიწის ნაკვეთზე 4 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა არანაკლებ 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, კომპანია ვერ ასრულებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და მოითხოვდა ვალდებულების შესრულების ვადის გახანგრძლივებას 2016 წლის 31 მაისამდე.

2010 წლის 21 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც გადავადდა 2008 წლის 12 მარტის განკარგულებაში მოცემული პირობები და კომპანიას ინვესტიციის განხორციელების ვადად 2016 წლის 31 მაისი დაუდგინდა.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სანქციები ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობისათვის, თუმცა აღნიშნული სანქციები შპს „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის“ მიმართ არ გამოყენებულა.

ამავე დღეს, 2010 წლის 21 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა #415 განკარგულება რომლის მიხედვითაც,  შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“ (კომპანია რეგისტრირებულია 2010 წლის 19 მარტს), რომლის დამფუძნებლების იყვნენ მამუკა ხაზარაძე ,  ბადრი ჯაფარიძე  და ბობ მეიერი  პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 მილიონ აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად  კიდევ გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე მდებარე მიწის ნაკვეთები მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. რაც ჯამში 398 826 კვ.მ. იყო.

ამავე დღეს, 2010 წლის 21 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი განკარგულებით,  შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 9 466 133 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, ლისი ტბის მიმდებარედ, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს მდებარე 1051138 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 248804 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ნაკვეთი და ლისი ტბის მიმდებარედ, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს მდებარე შენობა-ნაგებობები ( ეს სწორედ ის შენობა - ნაგებობებია, რომელიც რამაზ ახვლედიანს უკვე გამოსყიდული ჰქონდა) და მათზე დამაგრებული 737781 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, კომპანიას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე 2 037 723 კვ.. მიწის ფართობი.

ზემოთ აღნიშნულიდან ირკვევა, რომ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2011 და 2012 წლებში გამოცემული ხელშეკრულებებით, კომპანიას უპირობო საკუთრებაში გასცა ლისის ტბის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება და მიანიჭა განუსაზღვრელი უფლებამოსილებაც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან რაიმე სახის შეტყობინების, ინფორმაციის მიწოდების გარეშე, თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერი ფორმით შეუძლია გაასხვისოს, განკარგოს და დატვირთოს გადაცემული მიწის ნაკვეთების გარკვეული ნაწილი.

საბოლოოდ,  მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს,  პრეზიდენტის განკარგულებებით, პირდაპირი მიყიდვის წესით,  335 ჰა არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი გადასცეს, მასზედ განლაგებული შენობა ნაგებობებით.  განსახორციელებელი ინვესტიცია ჯამში 40 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანობაში 110 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია, ვიდრე  იმ ფართობების პირვანდელი ფასი, როდესაც მამუკა ხაზარაძის კომპანიამ „ ლისი - 2007“ - მა აუქციონი მოიგო.  

საინტერესოა, რა მოხდა მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც მის ბიზნესპარტნიორს  „პირობების შეუსრულებლობა“ სახელმწიფომ არ აპატია და უკვე გამოსყიდული ქონება დაათმობინა, ხაზარაძის კომპანიას კი, პირობების შეუსრულებლობის გამო ვადებიც გადაუწია და განუსაზღვრელი უფლებამოსილებაც მიანიჭა; მეტიც, დამატებითი ქონების პირდაპირი წესით მიყიდვისას (გადაცემის დროს) სახელმწიფოსთვის ხელისშემშლელი არ ყოფილა ის, რომ ხაზარაძის სახელთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ლისის განვითარებისთვის განსახორციელებელი სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში ვერ შეასრულეს.

აქვს თუ არა ამჟამად მამუკა ხაზარაძის კომპანიებს შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რა უნდა გაკეთებულიყო და რა გაკეთდა ლისის ტბის განვითარებისთვის, ამ და თემასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო მასალებს „გურია ნიუსი“ შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი" ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ - ნაწილი I

ლისის ტბის ყოფილი მეპატრონე ბიზნეს-პარტნიორის დაკითხავს ითხოვს

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულის საქმეებზე სამართლიანობის აღდგენა აღარ უნდა დააგვიანოს _ „ახალგაზრდა ადვოკატები“

აქვს თუ არა კავშირი ლისის ტბის საქმეს სისტემურ დანაშაულთან

რა კავშირშია დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე ლისის ტბის საქმესთან

 




 ახალი ამბები
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...