უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში


ჟურნალისტური გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

27 აპრ. 2017, 18:49:46

ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ამ დრომდე დუმს. დაზარალებული ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი კი, სამართლიანობის აღდგენას და დაკარგული ქონების დაბრუნებას ითხოვს.

„გურია ნიუსის“ მიერ ლისის ტბის საქმესთან დაკავშირებით დაწყებული ჟურნალისტური გამოძიება კი გრძელდება. არაერთგზის მცდელობის, წერილობითი მიმართვისა თუ სატელეფონო ზარის მიუხედავად, ახვლედიანის ბიზნესპარტნიორი მამუკა ხაზარაძე კითხვებზე პასუხს არ სცემს, კითხვები კი, მის მიმართ საკმაოდ ბევრია.

2017 წლის 10 აპრილს „გურია ნიუსმა“ „თი ბი სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომლის მიერ დაფუძნებული კომპანიაც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას ფლობს, 16 კითხვით მიმართა.

მამუკა ხაზარაძისგან ვითხოვდით ეპასუხა კითხვებზე: მიადგა თუ არა წინა ხელისუფლებისგან ზიანი სს „ლისის ტბას“ და შეფასებულია თუ არა ეს ზიანი; მას, როგორც რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ მის მიმართ საგამოძიებო უწყებების მხრიდან (ფინანსური პოლიცია) ხორციელდებოდა სისტამატური შეტყობინებები და ხელისუფლება მოითხოვდა რამაზ ახვლედიანისგან ქონების დათმობას; რამაზ ახვლედიანის მიერ წილის დათმობის შემდეგ, მიიღო თუ არა კონკრეტულად ხაზარაძემ, როგორც მისმა ბიზნეპარტნიორმა ზარალი და შეფასებულია თუ არა ის? ასევე, რა ოდენობის ინვესტიცია ჰქონდა მას ჩადებული ლისის ტბის განვითარებაში რამაზ ახვლედიანის მიერ ქონების დათმობის მომენტისთვის.

ამ და სხვა კითხვებზე მამუკა ხაზარაძისგან პასუხი ვერ მივიღეთ. რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ „თი ბი სი ბანკის“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვაცნობეს, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“ უნდა დავუკავშირდეთ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ანალოგიური კითხვებით „გურია ნიუსმა“ მამუკა ხაზარაძეს 2016 წლის მაისშიც მიმართა. თუმცა მამუკა ხაზარაძეს არც მაშინ უპასუხია.

„ლისი ლეიქ დეველოპმენტიდან“ კი გვაცნობეს, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებთან დაკავშირებით პასუხს მოგვიანებით გამოგვიგზავნიდნენ. ამ პასუხიდან ერთი წლის შემდეგაც კი, კომპანიიდან საპასუხო წერილი არ მოგვსვლია.

ჩვენს მიერ მოპოვებული და გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან კი ირკვევა, რომ 2006 წელს, რამაზ ახვლედიანს საკუთრებაში არსებული ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის კაბინეტში დაწერილი წერილის საფუძველზე დაათმობინეს; თუმცა, ეს გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა და მტკიცებულებად არ მიიღო  განცხადება, რომელიც მას, როგორც თვითონ ამბობს, იძულებით დააწერინეს პრეზიდენტის სახელზე.

განცხადების  მიხედვით, ახვლედიანი თმობდა საკუთრებაში არსებულ, უკვე გამოსყიდულ ქონებას, სანაცვლოდ კი, მას კომპენსაცია უნდა მიეღო. თუმცა, დღემდე არც კომპენსაცია მიუღია და ქონებაც ვერ დაიბრუნა.

ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს, რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი, პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტს კანონის თანახმად,  განკარგულებით საკუთრების ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდა.

საქმეში იკვეთება შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტისადა შპს ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგისპარტიონრების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერება. განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომელიც რამაზ ახვლედიანის მოქმედი და ყოფილი პარტნიორია და მათ დაგეგმილი ჰქონდათ ერთად გაეუმჯობესებიათ ლისის ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობა“, _ აცხადებს რამაზ ახვლედიანის ინტერესების დამცველი „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი.

"ლისი ლეიქ დეველოპმენტი", რომლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი ამ დროისთვის კითხვებზე პასუხების გაცემისგან თავს იკავებენ.

2015 წლის 11 აგვისტოს, მამუკა ხაზარაძეს კითხვებით ოფიციალურად  „ახალგაზრდა ადვოკატებმაც“ მიმართეს. თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მამუკა ხაზარაძემ საკითხზე დუმილი ამჯობინა".

გამოძიების საქმის მასალებით კი დგინდება, რომ ქონების ჩამორთმევის საკითხი მტკივნეული აღმოჩნდა მხოლოდ რამაზ ახვლედიანისათვის, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის შემდეგ ს.ს "ლისის ტბის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და  სააქციო საზოგადოების მაშინდელი დირექტორის რუსუდან ფანცულაიას, როგორც ერთ-ერთ დაინტერესებული  მხარეს მხრიდან,  არც მაშინ და არც ახლა ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზიას, სულ მცირე, თუნდაც, განცხადებით მიმართვას უფლებამოსილი ორგანოებისათვის. შესაბამისად, ბევრ კითხვას  ბადებს საქმეში მამუკა ხაზარაძის "უმოქმედობა" ქონების ჩამორთმევის თაობაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა ის, რომ მამუკა ხაზარაძის და მისი პარტნიორების  საკუთრებაში არსებულ კომპანიებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა,  პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებული ქონება და  მიწის ნაკვეთები, რომლის ნაწილიც წარმოადგენდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საკუთრებას.

როგორც ჟურნალისტურ გამოძიების ფარგლებში გამოქვეყნებულ წინა სტატიებში აღვნიშნეთ, 2006 წლის 10 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის მიერ სახელმწიფოსთვის პირადი განცხადების საფუძველზე ლისის ტბის ქონების დათმობიდან მე-6 დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა თავისივე, 2006 წლის 14 ივლისის განკარგულება „ლისის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ“.

2007 წლის 31 იანვარს კი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გამოსცა  ბრძანება „დამატებითი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 3 184 452 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და გზის მარცხენა მხარეს არსებული შენობა-ნაგებობა და მათზე დამაგრებული 353 895 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დამტკიცებული იქნა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტს დაევალა ობიექტების პრივატიზების ორგანიზება. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს შორის მდებარეობდა ლისის ტბის ის ნაკვეთებიც, რომელიც  რამაზ ახვლედიანსა და სს „ლისის ტბას“ ჩამოერთვა.

რამაზ ახვლედიანის უფლებების დამცველი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი მოქმედებები სრულიად გაუგებარი და კანონშეუსაბამოა, როდესაც პრეზიდენტის განკარგულებით რამაზ ახვლედიანის მიერ ზეწოლის შედეგად დათმობილი ქონება ისე გასხვისდა, რომ საქმეში არც მიღება-ჩაბარების აქტი არსებობს და არც მხარისთვის გადაცემული კომპენსაცია.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, სამინისტროს „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მიმდინარე წლის 13 თებერვალს მიმართეს და მოითხოვეს კონკრეტული სახის ინფორმაცია: რა უფლებადამდგენი დოკუმენტების საფუძველზე მოხდა რამაზ ახვლედიანის უძრავი ქონების გადასვლა სახელმწიფოს მხრიდან სხვა იურიდიული პირის მიმართ. უძრავი ქონება როდის და რა ფორმით აისახა სახელმწიფოს საკუთრებაში 2006 წლის 1 ნოემბრიდან და რამდენჯერ, დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც, რამაზ ახვლედიანსა და სახელმწიფოს შორის დათმობილი ქონების უკან გადაცემა/დაბრუნება გაფორმდა. ასევე, დეტალური ინფორმაცია, თუ რა ფულადი ან/და არაფულადი სახის კომპენსაცია მიიღო რამაზ ახვლედიანმა. მოთხოვნილ იქნა კომპენსაციის გაცემის პერიოდი ან/და მიზეზები, თუ რის გამოც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რამაზ ახლედიანმა კომპენსაცია არ/ვერ მიიღო.

„აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის წერილით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თითქოსდა სამინისტროსა და რამაზ ახვლედიანს შორის 1999 წელს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დოკუმენტაცია არ მოიპოვება. ასევე, მოგვთხოვეს დაგვეზუსტებია ხელშეკრულებით განსაზღვრული კონკრეტული უძრავი ქონების რეკვიზიტები. მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან ფორმალურად, კიდევ ერთხელ მოხდა მოთხოვნილი ინფორმაციის დაზუსტება, სააგენტომ 2017 წლის 25 აპრილის წერილით გვაცნობა, რომ დოკუმენტაცია კომპანიის თანხმობის გარეშე ვერ გასაჯაროვდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ გვაინტერესებს საკითხთან და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც, ყველა წესით, დაცული უნდა იყოს სამინისტროში. მიღება-ჩაბარების გარეშე, არც ერთი ასეთი დიდი ბიზნეს-ურთიერთობა, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის არ ხორციელდება. შესაბამისად, თუკი დოკუმენტაცია არ არსებობს, ეს დარღვევაა. შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხადაც განვიხილოთ. ამასთან, თემის მეორე მხარეა, რამაზ ახვლედიანის მიმართ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს აკისრია და მთლიანად ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. რატომ სდუმს სახელმწიფო ამ საკითხზე, როდესაც ქონების დათმობის წერილში ახვლედიანი მოითხოვს კომპენსაციას და მისთვის კომპენსაციის გაცემის ფაქტი არ მომხდარა, გაუგებარია“, _  აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.

მოგვიანებით, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება,   2007 წლის 17 მაისს  აუქციონზე გასაყიდად გაეტანა ლისის ტბის მიმდებარედ  354  ჰა მიწა  და მასთან ერთად ამ მიწებზე განლაგებული შენობა ნაგებობები, რომლებიც ჯერ კიდევ რამაზ ახვლედიანის საკუთრებას წარმოადგენდა.

გამართულ აუქციონში მონაწილეობა მამუკა ხაზარაძემ და სამმა უცხოურმა (ებრაული კომპანიები) მიიღო. ქონების საწყისი ფასი 26 მილიონ 500 000 დოლარი იყო. გადამწყვეტი ბრძოლა ამ აუქციონზე მამუკა ხაზარაძესა და ებრაელ ბიზნესმენს ოფერ ნიმროდს შორის გაიმართა.  აუქციონში ხაზარაძის კომპანიამ ლისი 2007“-მა გაიმარჯვა.

როგორც ებრაელმა ბიზნესმენმა აუქციონის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრიდსას განაცხადა, ის მზად იყო ქონების სანაცვლოდ 180 მილიონი დოლარი გადაეხადა, თუმცა, 182 000 000 (ასოთხმოცდაორი მილიონი) აშშ დოლარის დასახელებით აუქციონში ხაზარაძის კომპანიამ „ლისი 2007“-მა გაიმარჯვა. მაშინ ეს თანხა „რეკორდულ ფასად“ დასახელდა.

როგორც აუქციონის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „პრინციპული საკითხი იყო, რომ ეს მიწა ჩვენ გვეყიდა, ანუ ქართველებს განგვევითარებინა. საპირისპირო არაფერი მაქვს უცხოური ინვესტიციის, მაგრამ ეს მიწა უნდა განევითარებინა ქართველებს“,_ აღნიშნა ხაზარაძემ.

აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას „ ლისი 2007“ -ს  182 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა და 5 წლის განმავლობაში, ანუ 2012 წლამდე, 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. ამ თანხაში შედიოდა ლისის ტბის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონა, საზოგადოებრივ-გასართობი, სავაჭრო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა; განეხორციელებინა ლისის ტბის წყალშევსების სამუშაოები; გაეშენებინა ტყე-პარკი და გაეკეთებინა ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო ქალაქთან დასაკავშირებლად.

თუმცა, ამ აუქციონის ჩატარებიდან მალევე, მამუკა ხაზარაძის კომპანიამ 182 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. აუქციონის ჩაშლის მიზეზად კომპანიასა და სახელმწიფოს შორის 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე შეუთანხმებლობა დასახელდა. კერძოდ, „ლისი ლაიქ დეველოპმენტი“ ითხოვდა რომ 30 მილიონი არა ხაზარაძის კომპანიას, არამედ სახელმწიფოს დაეხარჯა კომუნიკაციებს მოწესრიგებისთვის.

ამ აუქციონის ჩატარება-ჩაშლიდან რამდენიმე თვეში, 2007 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გამოსცა ახალი ბრძანება (#1-1/1546), რომლის საფუძველზე, გაუქმდა 2007 წლის 17 მაისს ჩატარებული აუქციონის შედეგები, ძალადაკარგულად გამოცხადდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც შპს „ლისის-2007“-მა გაიმარჯვა აუქციონში, გადაეცა ლისის ტბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები და დაევალა ცალკეული ვალდებულებების შესრულება.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შპს „ლისი-2007“-ს არ დაუბრუნდეს „ბე“-ს სახით გადახდილი თანხა 2 650 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ, რომ შპს „ლისი - 2007“-ის მიერ არ მომხდარა აუქციონზე დასახელებული საბოლოო ფასის შესაბამისს საბანკო ანგარიშზე ასახვა. ამასთან, 2007 წლის 10 ოქტომბრისთვის, გამარჯვებულ კომპანიას სახელმწიფოსთან არც შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმებია (იხ. სტუდია „მონიტორის“ ფილმი „ნაპატიები მილიონები“).

თუ როგორ და რა პირობებით აღმოჩნდა შემდგომში ლისის ტბის მიმდებარე 355 ჰა ტერიტორია მამუკა ხაზარაძის კომპანიის ხელში, „გურია ნიუსი“ შემდეგ სტატიაში გაგაცნობთ.




 ახალი ამბები
  • შსს-მ ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა_ ამის შესახებ ინფორმაცაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს“,_ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ... ...
  • საპროტესტო აქცია ოზურგეთში: სამინისტრომ ფერადი ლითონების საწარმოს პროექტის განხილვა გადადოდღეს, ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, (ექადიის უბნის დასაწყისი)  ადგილობრივ მკვიდრთა ინიციატივით,  საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ გამოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები გარემოს დაცვის მოთხოვნის შინაარსით. მათ მოითხოვეს, შეჩერდეს შპს „არერსა  მეთალის“   მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოების საწარმოს მშენებლობის და ექსპლოატაციის პროექტის ონლაინ განხილვა.  _ არ გვინდა ტოქსიკური საწარმო. თუ ჩვენზე ზრუნავთ, ბიზნესმენია თუ ინვესტორი,  ხილის გადამამუშავებელი საწარმო ან სამკერვალო ფაბრიკა გახსნან. ორ ცვლაში ვიმუშავებთ. ხალხი დასაქმდება. ჩვენ მოგვისმინეთ და ისე გააკეთეთ. არ დაგანებებთ _  ამბობდნენ პროტესტის მონაწილეები. საწარმოს დირექტორმა,  შავლეგ მიგრიაულმა მოითხოვა ადამიანთა ჯგუფის გამოყოფა, რომლებთანაც დეტალურად ისაუბრებდნენ, რა კეთდებოდა და რომ სახიფათო არაფერია. _აგერ, აქ რომ გვითხრა, არ შეიძლება? აქ თქვით,  რას აკეთებთ. რად გინდა ცალკე ჯგუფი?არ გვაინტერესებს ჩვენ, ვინ რა  პოლიტიკური ორიენტაციისაა. შვილებს ვზრდით, ჰაერი არ უნდა მოიწამლოს. ურანი მოგაქვს , იქნებ. არ უნდა გვითხრათ, რას უკაკუნებთ აქ, ამდენი ხანია? -მიმართა მას ადგილობრივმა ნუკრი კუტალაძემ. ჟურნლისტმა, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმას ნუგზარ ასათიანმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ჩოხასავით მოირგო ლოკდაუნი და მოსახლეობის გვერდის ავლით აპირებენ პროექტის განხილვას, _ სახელმნიფოს სურს  საწარმოს აშენება? კი, ბატონო, დასახლებული პუქტიდან შორს ააშენოს და არა მდინარის აუზში, მოსახლეობის შუაგულში, _ თქვა მან. ნუგზარ ასათიანმა  ასევე პროტესტის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ,  უკვე მიიღეს პასუხი, რომ მათ  პროექტის განხილვა ორი თვით გადადეს. ოზურგეთის საკრბულოს წევრმა, ლევან მგელაძემ მიგრიაულს უთხრა, რომ საფუძვლიანად გაეცნო ამ პროექტს და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. _სად მიდის სანიაღვრე არხი? კანალიზაცია სად გადის? ხალხს ნუ ატყუებთ! მოიქეცით კეთილსინდისიერად, _ მოითხოვა მგელაძემ. შავლეგ მიგრიაულმა არაერთრხელ განმარტა, რომ საშიში არაფერია. ხალხის კატეგორიულ მოთხოვნაზე, რომ 20 მეტრში ანასეულის წყალსადენის ჭაბურღილებია განთავსებული და არ მისცემენ მოწამვლის უფლებას, მან ასე უპასუხა: _ მე ეს წყალი შემყავს აქ და ჯერ მე უნდა დავლიო. რას ამბობთ? მოვწამლავ და დავლევ? _ვინც დაგრთო ნება, რომ მანდ წყალი შეიყვანო და რაღაცეები აკეთო, ის მობრძანდეს აქ და ჩვენ გავცემთ პასუხს. ააშენეთ ქალაქგარეთ და რაც გინდათ,  ის ჰქენით. აქ არ დაგანებებთ ამ ტოქსიკური საწარმოს გახსნას, - ამბობდნენ  აღელვებული აქციის მონაწილეები. საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა  მაინც საიმედოდ  მიიჩნიეს პროექტის განხილვის გადადება, რომელიც 28 იანვრისთვის  იყო ჩანიშნული. „გურია ნიუსი“ აქციის შესახებ ვრცელ სტატიას მალე ... ...
  • გამოცდის ჩატარების წესი დამტკიცდა - რეგისტრაციისთვის სპეცმასწავლებლები 50 ლარს გადაიხდიანსაქართველოს განათლების მინისტრმა სპეციალური მასწავლებლების გამოცდის ჩატარების წესი დაამტკიცა, რომელიც განსაზღვრავს ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს და თანხას, რომლის გადახდაც გამოცდაზე გასვლის მსურველებს მოუწევთ. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით ტესტირება ტარდება: ა) უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში; ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში. ტესტირება ტარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თარიღებში. ტესტირებაში მონაწილეობის უფლება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, ისე სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს სპეციალურ მასწავლებელს. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებთან დაკავშირებით (გარდა სპეციალური მასწავლებლობის მსურველი პირებისა) ცენტრი ეყრდნობა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში გამოსაცდელის მონაწილეობის უფლებისა და საფასურის გადახდის სავალდებულოობის განსაზღვრის მიზნით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ცენტრს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების შესახებ (მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახე და ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც ასწავლის პირი).ტესტირების საფასური ტესტირების საფასური მოიცავს:ა) ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს; ბ) გამოსაცდელის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურისაგან თავისუფლდება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც რეგისტრირდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაზე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ შესაბამისი გამოსაცდელი ცენტრში რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ გამოსაცდელი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს ან ამ ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განაცხადზე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურები გადახდილია ამავე პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის გამოსაცდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა – ტესტირების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. საფასურის თანხა ცენტრის მიერ დაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში. ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები (შემდგომში – რესურსცენტრი) ვალდებულნი არიან ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ტესტირებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციასა და ტესტირების ჩატარებას.ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობების ან/და შენობებში არსებული საჭირო ფართის ... ...
  • საქართველოში მტკნარი წყლის აკვაკულტურის შესახებ ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა იწყებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად გამოაცხადეს მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ. კვლევა ჩატარდება „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D). გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირისწარმომადგენლობას სურთ გააძლიერონ თანამშრომლობა მტკნარი აკვაკულტურის სფეროში, რისთვისაც გათვალისწინებულია ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება. პირველ ვირტუალურ შეხვედრაზე შედგა საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ევროკავშირისათვის VCA4D-ის ექსპერტთა ჯგუფის წარდგენა. შეხვედრა გახსნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჯორჯ დეუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა, მეთიუ ბრუკმა. შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, იმსჯელეს კვლევის ფარგლებში მოსალოდნელ გამოწვევებზე და მხარეთა თანამშრომლობისათვის საჭირო პლატფორმის შექმნაზე. საქართველო მდიდარია მტკნარი წყლის რესურსებით, რაც, განსაკუთრებით მცირე მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის, ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით, მნიშვნელოვნად განაპირობებს აკვაკულტურის განვითარებას. საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. VCA4D-ის პროცესი აღნიშნული პირველი შეხვედრით დაიწყო. 2021 წლის გაზაფხულზე დაგეგმილია  VCA4D-ის ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა, შემდეგ კი საბოლოო ანგარიშის მომზადება და წარდგენა, სავარაუდოდ 2021 წლის ივნისი/ივლისში. VCA4D-ის ფარგლებში საქართველოში აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს ოთხი საერთაშორისო და ქართველი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი. VCA4D პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს Agrinatura - ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ჰყავს 35-ზე მეტი წევრი ევროპის მასშტაბით. სასოფლო-სამეურნეო და თევზჭერის განვითარების, ინკლუზიურობისა და მდგრადობის შესახებ მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნის მისაღებად, VCA4D ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზსეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი; პერსპექტივიდან ატარებს. აღნიშნულ ინტერდისციპლინარულ და ძირითადად რაოდენობრივ ინფორმაციას პოლიტიკაში, პროგრამებსა და მოლაპარაკებებში გადაწყვეტილების მიმღები პირები იყენებენ. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულია ან მიმდინარეობს 40 მსგავსი ... ...
  • სად მიდის ქართული მანდარინი?წელს ციტრუსის ექსპორტი გაიზარდა. 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში საქართველოდან ექსპორტის სახით 35.4 ათასი ტონა მანდარინი გავიდა, რამაც ქვეყანას 17.3 მილიონი დოლარი მოუტანა. ეს 6.3 ათასი ტონით და 2.3 მილიონ დოლარით მეტია, ვიდრე შარშან. ქართული მანდარინი, რომელიც დასავლეთ საქართველოში – სამეგრელო, აჭარა, გურიაში ხარობს, უმეტესწილად რუსეთში გააქვთ. წელს მანდარინის თითქმის 60 პროცენტი (20.5 ათასი ტონა) სწორედ რუსეთში გაიტანეს. ქართული მანდარინის რვა პროცენტი (7.6 ათასი ტონა) სომხეთში წავიდა, ხოლო 15 პროცენტი – უკრაინაში. უმნიშვნელო რაოდენობით ქართული მანდარინი გადის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც – მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში. ოფიციალური მონაცემებით, საშუალოდ საქართველოში ყოველწლიურად 60-65 ათასი ტონა ციტრუსი მოდის. აქედან, ექსპორტზე დაახლოებით ნახევარი გადის. FAOSTAT-ის 2016 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს მანდარინის მწარმოებელ 73 ქვეყანას შორის წარმოების მოცულობის მიხედვით 30-ე ადგილზეა. მანდარინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე. საქართველოში მანდარინის წარმოება საკმაოდ ცვალებადია, რაც ძირითადად კლიმატურ პირობებთან ერთად მეწლეურობაზეც არის დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველ მეორე წელს კარგი/ცუდი მოსავალია. ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელი 2005 წელს დაფიქსირდა, როცა 113.4 ათას ტონა მანდარინის წარმოება მოხდა ქვეყანაში. ციტრუსის დაახლოებით 70% იწარმოება აჭარაში. შემდგომ მოდის გურია (22.4%), სამეგრელო (5.6%) და იმერეთი (0.5%). საქართველოში ციტრუსოვანი კულტურების უმეტესი ნაწილი მანდარინზე მოდის (დაახლოებით 92%). წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....