მწვანე აფთიაქი

მკურნალობა ხალხური საშუალებებით

"კარმიდამო ჩემი"  2016-11-06 20:25:39
სხვადასხვა ხალხური საშუალებები სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ, ვიდრე ესა თუ ის სატკივარი კულმინაციას მიაღწევს, საკმაოდ გამოსადეგია და საგრძნობ წინააღმდეგობას უწევს მას. როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, მე ვარ ხალხური მედიცინის მოყვარული და კიდევ ერთხელ გირჩევთ, სავსებით უვნებელი, ნაცადი სამკურნალო საშუალებები გამოიყენოთ თქვენდა სასიკეთოდ.
ნაცარქათამას სიკეთე
ნაცარქათამა ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ჩვენს ბოსტნებსა და ნათესებში ხშირად იზრდება. გარეგნულად ფოთლებზე ფქვილისებური ნაფიფქი აქვს. ის, სხვა არა ერთი ბალახოვანის მსგავსად, ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდას.
აიღეთ ნაცარქათამას ფესვები, გარეცხეთ, გააშრეთ, დააქუცმაცეთ და 300 გრამს დაასხით ერთი ლიტრი შინნახადი არაყი ან კარგი სპირტი. დადგით სამი დღით. შემდეგ სვით დღეში ორჯერ ან სამჯერ ერთი ჩაის კოვზი, ჭამის შემდეგ. დააყოლეთ სამი ჩაის კოვზი წყალი.
ნაცარქათამა, შეგიძლიათ, ჩრჩილის საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ ისე, როგორც ნიგვზის ფოთლები. დაკრიფეთ სუფთად და შალეულის სამოსს შორის ჩაალაგეთ. ის არის ასევე კარგი ფხალეული _ ხარშავენ ჭინჭართან და წითელ ფხალთან ერთად, რომელიც შეგიძლიათ, ნიგვზით შეკმაზოთ.
ვებრძოლოთ კანის დაავადებებს
წითელი ქარის წინააღმდეგ ერთ-ერთი ადვილი და ხელმისაწვდომი საშუალებაა ღორის უმარილო ქონი. ის დაზიანებულ ადგილებზე დღეში სამჯერ უნდა წაისვათ, დაააფაროთ პერგამენტი და ერთ ფენად გადაიხვიოთ მარლით. თუ სახეზეა, არ შეიხვიოთ. ეცადეთ, იმოქმედოთ ფრთხილად და როცა წასმული გაქვთ, მოერიდოთ მტვერს, ქარს, წყალს და სიცხეს. ასევე, კარგია თანაბარი რაოდენობის თაფლის, ზეითუნის ზეთის და ცოტა სტრეპტოციდის ნარევი, რომელიც უნდა აადუღოთ. როცა გაგრილდება, წაისვამთ დაზიანებულ ადგილზე, დილა-საღამოს.
ფსორიაზის წინააღმდეგ
ამ დაავადების დროს, როგორც წესი, დიეტის დაცვაც სჭირდებათ ადამიანებს. მაგალითად, განსაკუთრებით აუცილებელია ცხოველურ ცხიმებზე უარის თქმა.
_ ფსორიაზის წინააღმდეგ კარგია სასმელი სითხე, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: გამოვწუროთ ნივრის წვენი და თანაბარი რაოდენობით ვუყოთ ნატურალური თაფლი. მივიღოთ დღეში სამჯერ ჩაის კოვზით.
_ ფსორიაზის გარეგანი სამკურნალო საშუალებაა ქრისტესისხლას წვენი. მცენარის ღეროდან გამოსული მოწითალო სითხე პირდაპირ უნდა წაისვათ დაზიანებულ ადგილებზე, დღეში ერთხელ. საღამოს მოიბანეთ ფრთხილად, გაიმშრალეთ და ისევ წაისვით. ასე გააგრძელეთ გაქრობამდე.
_ აიღეთ მოცვის ნაყოფი. ერთ ჩაის ჭიქას დაასხით ამდენივე წყალი. მოხარშეთ. გადაწურეთ. როცა გაგრილდება, გაიკეთეთ ჩვეულებრივი საფენი, დილას და საღამოს.
ყელის ტკივილი
აუცილებლად მოიმარაგეთ ტყემლის ტყლაპი ზამთრისთვის. ყელის ტკივილის დროს, განსაკუთრებით, როცა ანგინა გაწუხებთ, უებარი გარეგანი საშუალებაა.
ლენტისებურად აჭრილი ტყლაპი უნდა შემოიხვიოთ ყელზე და გარედან დოლბანდით დაიმაგროთ დღის ან ღამის განმავლობაში. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ როცა ბავშვებისთვის, ყელის ტკივილის დროს, წამლებით ვერ შევძელი ტემპერატურის დაწევა, საოცარი შედეგი მომცა ტყემლის ტყლაპმა.
ჩვენს ერთგულ მკითხველს შევახსენებთ, რომ მე ვსაუბრობ იმ შემთხვევაზე, როცა ესა თუ ის დაავადება რთულ მდგომარეობამდე არ არის მისული და ძირითადად საწყისი სტადიებია. შემდგომი პროცესებში თავის სიტყვას კლასიკური მედიცინა ამბობს.
გალინა წიტაიშვილი


ეგზემა ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს რთული დაავადება უფრო მემკვიდრეობითია; შესაძლოა,
მიუხედავად უამრავი  თანამედროვე პარფიუმერული საშუალებებისა, არა ერთი ადამიანი უჩივის თმის
ახლა ზამთრის პერიოდია და განსაკუთრებით უჭირს მშრალ კანს, რასაც ქალბატონები
მოახლოებული ახალი წელი მსუყე და მრავალფეროვან სუფრასთან გვიხმობს. ხშირად ყველას
ავიღოთ ხუთი კბილი ნიორი. დავჭრათ წვრილად. ჩაყარეთ ქილაში, დაასხით ნახევარი

ოხრახუში

2012-03-15 08:30:41
აუმჯობესებს მადის, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, არის შარდმდენი და