ჩვენი რჩევები

რომელი სასუქი როდის და როგორ შევიტანოთ ნიადაგში

"კარმიდამო ჩემი"  2016-11-06 20:31:16

ნიადაგის ნაყოფიერებისთვის ფოსფორის მნიშვნელობა ისევე დიდია, როგორც აზოტის. ჩვენი სუბტროპიკული რაიონების ნიადაგები ფოსფორს არასაკმაო რაოდენობით შეიცავენ ანდა ის ნიადაგში ძნელად შესათვისებელი შენაერთის სახითაა მოცემული.

ნიადაგში ფოსფორი შეგვაქვს სუპერფოსფატის ან ფოსფორიტის ფქვილის სახით, რომლებიც 14-20 პროცენტ წმინდა ფოსფორს შეიცავენ. ფოსფორიანი სასუქი შეტანილი უნდა იქნეს ღრმად, 20-25 სმ სიღრმეზე.

კალიუმის სასუქის მნიშვნელობა ჩვენში გავრცელებული ნიადაგების ნაყოფიერებისთვის ისე დიდი არაა, როგორც აზოტისა და ფოსფორის, რადგან ნიადაგში საკმაო რაოდენობის კალიუმი მოიპოვება. კალიუმის დანაკლისის შემთხვევაში იწყება მცენარის წვერების ხმობა, კალიუმი, აგრეთვე, აუმჯობესებს ნაყოფის შეფერადებას. კალიუმი ნიადაგში შეგვაქვს მცირე რაოდენობით კალიუმის მარილის სახით, რომელიც 30-40 პროცენტ წმინდა კალიუმს შეიცავს. ის ნიადაგში შეგვაქვს ღრმად, ფოსფორიან სასუქებთან ერთად. ყველა ესენი არის ნაყოფის შეფერადების და მიწის განოყიერების სტიმულატორები. კალიუმიანი სასუქის ნაცვლად, შეიძლება გამოყენებული იქნეს ჩვეულებრივი ხის ნაცარიც.

გარკვეული მნიშვნელობა აქვს ნიადაგში სასუქის შეტანის წესს _ უკეთესია სასუქი მოყრილი და მოხნული იქნეს ფესვების გავრცელების მთელ ფართობზე და ისე ჩაითოხნოს. როდესაც სასუქი შეგვაქვს მხოლოდ ხის ვარჯის პროექციის ფართობზე, ეს იწვევს ფესვების ნიადაგის მცირე მოცულობაზე გავრცელებას და ამით გვალვის დროს მცირდება მცენარისთვის წყლის და სხვა საკვებ ნივთიერებათა მიწოდება. ასეთი ნარგავები მეტად ზიანდება, ვერ ინარჩუნებენ ნასკვებს და შემცირებულ მოსავალს იძლევა.

მცენარის მიერ ცალკეული საკვები ელემენტების შეთვისება იმაზედაც არის დამოკიდებული, თუ როგორი რეაქცია აქვს ნიადაგს _ მჟავე, ტუტე თუ ნეიტრალური. მაგალითად, ციტრუსოვანი კულტურები უკეთესად ვითარდებიან ნეიტრალურ ნიადაგზე. მჟავე ნიადაგების გამოსასწორებლად გამოიყენება კირი და დეფეკაციური ტალახი. მოკირიანებულ მჟავე ნიადაგებზე 20-25 პროცენტით მეტ მოსავალს იღებენ.

მოკირიანებით უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა და საერთოდ მისი ნაყოფიერება. ეს მრავალგზის გვითქვამს და აუცილებელია კვლავ არაერთხელ გავიმეოროთ, რადგან მჟავე ნიადაგების რეგიონში, გურიაში განსაკუთრებით, მოსახლეობის მხოლოდ მცირე პროცენტი ცდილობს, უმკურნალოს ნიადაგს. არადა, წლითი-წლობით მცირდება მოსავლის რაოდენობა და უარესდება ხარისხი, რაც ძირითადად გამოფიტული ნიადაგის შედეგია.

მოკირიანება ასევე ხელს უწყობს ნიადაგიდან ფოსფორის უკეთ გამოყენებას. აუცილებელია, მასობრივად დაიწყოს ჩვენს რეგიონში ნიადაგის მკურნალობა _ ეს არის უპირველესად მოკირიანება და მასში დეფეკაციური ტალახის შეტანა. შემდეგ კი, ზემოთ მითითებული წესით შევიტანთ არაორგანულ სასუქებს.



ეგზემა ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს რთული დაავადება უფრო მემკვიდრეობითია; შესაძლოა,
მიუხედავად უამრავი  თანამედროვე პარფიუმერული საშუალებებისა, არა ერთი ადამიანი უჩივის თმის
ახლა ზამთრის პერიოდია და განსაკუთრებით უჭირს მშრალ კანს, რასაც ქალბატონები
მოახლოებული ახალი წელი მსუყე და მრავალფეროვან სუფრასთან გვიხმობს. ხშირად ყველას
ავიღოთ ხუთი კბილი ნიორი. დავჭრათ წვრილად. ჩაყარეთ ქილაში, დაასხით ნახევარი

ოხრახუში

2012-03-15 08:30:41
აუმჯობესებს მადის, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, არის შარდმდენი და