ჩვენი რჩევები

ხბოს მოვლა და გამოზრდა

"კარმიდამო ჩემი"  2016-11-06 20:33:15

ღორის ჭირის გავრცელებამ, რომლის სრული ლიკვიდაცია ჯერ არ მომხდარა, ჩვენში მეტი ინტერესი გააჩინა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მიმართ. ხშირად არა საშენე, არამედ საკლავად გამოყენების მიზნით, ყიდულობენ ხბოებს, რომ გაზარდონ და ზამთრისთვის ხორცი საკვებად გამოიყენონ. ცნობილია, რომ სოფლებში ყველა ოჯახს, საახალწლოდ განსაკუთრებით მუდამ ჰყავდა და ჰყავს საკლავი, რომლის ხორცს არა მარტო სადღესასწაულოდ, არამედ ზამთრის მანძილზე იყენებენ საკვებად.

როგორ გავზარდოთ ხბო? არ აქვს მნიშვნელობა, ის სანაშენედ გვინდა თუ დასაკლავად.

დაიბადება თუ არა, ხბოს უნდა მოვწმინდოთ ლორწო პირსა და ცხვირზე სუფთა ტილოთ. ასევე, სხეული გავუწმინდოთ სუფთა ჩვრით. ახალდაბადებული ხბოს ორგანიზმი ძალზე სუსტია და ამ დროს ადვილად ავადდება, როგორც გადამდები ისე არაგადამდები ავადმყოფობით. ამიტომ ხბოს მოვლასა და კვებას პირველი 14 დღის განმავლობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მოგებიდან საათნახევრის შემდეგ ხბოს ვაძლევთ დედის ხსენს. არ შეიძლება უფრო დაგვიანება, რადგან შემდეგ უკვე უარყოფით გავლენას ახდენს მის ორგანიზმზე.

ახალმოგებული ხბოსთვის ხსენი შეუცვლელ საკვებს წარმოადგენს. ის განსაკუთრებული თვისების მატარებელია და მკვეთრად განსხვავდება რძისგან. გარდა ამისა, მდიდარია მშრალი ნივთიერებით, ცილით, მაშინ, როდესაც რძეში ცილა საშუალოდ 4 პროცენტამდეა.

ხსენში, რძესთან შედარებით, მინერალური ნივთიერების გარდა, 5-10 ჯერ მეტია A ვიტამინი და ამასთან ის შეიცავს იმუნურ (დამცველ) ნივთიერებას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის განმტკიცებას და მას აძლევს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის უნარს. ყველა გამოცდილმა მეხბორემ იცის, რომ რაც უფრო მეტი ხსენი ეძლევა ხბოს, მით უკეთ იზრდება და უფრო ამტანიც ხდება.

დაბადების პირველ 5-7 დღემდე ხბო უნდა ვკვებოთ დღეღამეში 5-6-ჯერ, ანუ ნებაზე მიეცეს. 21 დღემდე კი უნდა იკვებებოდეს მოუხდელი რძით, თუ ბოთლით ვაძლევთ.

დაბადებიდან სამი კვირის შემდეგ, ხბო უნდა შეეჩვიოს თივის ჭამას. როგორც მოცულობიანი საკვები, ის ხელს უწყობს მომნელებელი აპარატის სწორ განვითარებას და რაც მთავარია, ორგანიზმი ადრე ეჩვევა უხეში საკვების გამოყენებას. ამ პერიოდში განსაკუთრებით ძვირფასია კარგად აღებული და შენახული ოინჯა, სამყურა, სხვა სათივე ბალახი, რომელიც მაღალხარისხიანი უნდა იყოს და ხბოს მიეცემა ნებაზე. ასევე სამი კვირის შემდეგ ხბოს ვაჩვევთ მარცვლეულ საკვებს, რაც კარგად დაფქვილი და გაცრილი უნდა იყოს. შემდეგ ამ ულუფაში ცოტა ქატოსა და კოპტონს შევიტანთ. თავიდან ცოტას ჭამს, თუმცა შემდეგ ეჩვევა და თანდათან მადიანად და სწრაფად ჭამს. მერე უნდა მივცეთ სუფრის მარილი ცარცთან და ძვლის ფქვილთან ერთად, 10 გრამის ოდენობით. ეს არის ძირითადად ბაგური შენახვის პერიოდი, ხოლო ზრდასთან ერთად, მას ვაჩვევთ საძოვრულ პირობებს. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საძოვარი, რადგან მწვანე საკვების სახით ხბო იღებს ადვილად მოსანელებელ და ზრდისთვის ყველა აუცილებელ საზრდო ნივთიერებას. ამავე დროს იმყოფება სუფთა ჰაერზე. მზის სხივები და მოციონი (სეირნობა) დიდ გავლენას ახდენს მის ზრდა-განვითარებაზე.



ეგზემა ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს რთული დაავადება უფრო მემკვიდრეობითია; შესაძლოა,
მიუხედავად უამრავი  თანამედროვე პარფიუმერული საშუალებებისა, არა ერთი ადამიანი უჩივის თმის
ახლა ზამთრის პერიოდია და განსაკუთრებით უჭირს მშრალ კანს, რასაც ქალბატონები
მოახლოებული ახალი წელი მსუყე და მრავალფეროვან სუფრასთან გვიხმობს. ხშირად ყველას
ავიღოთ ხუთი კბილი ნიორი. დავჭრათ წვრილად. ჩაყარეთ ქილაში, დაასხით ნახევარი

ოხრახუში

2012-03-15 08:30:41
აუმჯობესებს მადის, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, არის შარდმდენი და