ჩვენი რჩევები

შემოდგომის სამუშაოები თხილის მავნებელთა მავნეობის ლიკვიდაციისთვის

  2016-12-08 14:06:04

"კარმიდამო ჩემის" სახელზე, ბოლო ორი თვის მანძილზე, უამრავი ადამიანის წერილი და სატელეფონო ზარი  შემოდის  გურიის ყველა მუნიციპალიტეტიდან.  განსაკუთრებით, ოზურგეთელი და ჩოხატაურელი ფერმერები აქტიურობენ _ ისინი  გვთხოვენ, ვურჩიოთ, როგორ, დროის რა შუალედით და რომელი საშუალებებით  ვებრძოლოთ თხილის მავნებლებს, რომელმაც  წლევანდელ სეზონზე სერიოზული საფრთხე შეუქმნა მცენარეს და ეს  წლევანდელ მოსავალზეც აისახა.

ჩვენ მივმართეთ ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს ანგელინა ნიკოლაიშვილს და თხილის დაავადებებზე, მავნებლებზე და მათ საწინააღმდეგო ღონისძიებებზე ვესაუბრეთ.

საქართველო  თხილის კულტურის გავრცელების თითქმის შეუზღუდავი არეალია. ნიადაგურ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნება,  გეოგრაფიული ზონებისა და მიკროზონების გავლენა, ტენიანი სუბტროპიკული ზონის ჰიდროთერმული პირობები ქმნის სხვადასხვა მავნებლების და დაავადებების განვითარების ხელშემწყობ პირობებს, რასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს არსებული თხილის ბაღების მდგომარეობა.

თხილის კულტურაზე აღნიშნული 300 სახეობის მავნებლიდან საქართველოში მცენარეს 100-ზე მეტი სახეობა აზიანებს, ხოლო დასავლეთ  საქართველოში ვითვლით 20-მდე სახეობას, რომელთაგან ზოგიერთი მეტ-ნაკლებადაა  გავრცელებული რეგიონში.

ფიტოსანიტარული მონიტორინგის შედეგად, ჩვენში აღნიშნულია შემდეგი სახეობის მავნებლები: თხილის კვირტის მეგალე ტკიპა, თხილის ცხვირგრძელა, ამბროზიის ხოჭო (ჩოხატაურში უფროა გავრცელებული), ვაზის ლურჯი რწყილი, თხილის ბუგრი, მურყნის ფოთლიჭამია, მთვარისებრი მზომელა, ბაღლინჯო-მეტალფა პრუინოზა,  მოოქროსფრო მწვანე ცხვირგრძელა (ჩოხატაური, დაბლაციხე), ამერიკული თეთრი პეპელა, მოარშიებული მუხლუხო (ოზურგეთი-ანასეული).

დაავადებები: თხილის ყავისფერი სიდამპლე (ანთრაქნოზი), თხილის ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიტისი), თხილის ნაცარი და სხვები.

თხილის ნაყოფი ადამიანის კვების რეჟიმში შეიცავს 65-70%-ს ცხიმს, 15-16% ცილებს, 2% შაქარს. მაგრამ ამავე დროს ის ყველაზე ძლიერი ალერგენია. მოხმარების დროს დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ნამდვილად ხარისხიანია. თხილს,  რომელსაც დიდი ხნის მანძილზე თბილ და ნესტიან გარემოში ინახავენ, შესაძლოა გაუჩნდეს სოკო. ობის სოკოს აღმოჩენა კი შესაძლებელია მხოლოდ შეიარაღებული თვალით (მიკროსკოპით). თხილზე შეიძლება წარმოიქმნას მავნე ნივთიერებები მიკროტოქსინების სახით, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სერიოზულ დაზიანებას იწვევს. ამის გამო დიეტოლოგები გვირჩევენ, ეს  გემრიელი პროდუქტი შევიძინოთ სანდო სუპერმარკეტში. თუ ნაჭუჭიანი თხილის ყიდვა გირჩევნიათ, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ნაჭუჭს. მას არ უნდა  ჰქონდეს დეფექტები, ნადები, არ  უნდა სდიოდეს უსიამოვნო სუნი.

თხილის მწარმოებელთა საყურადღებოდ!

თხილის ნაყოფის მწარმოებლებმა უნდა იცოდნენ, რომ არასწორი შენახვის შედეგად, (დაზიანებული ან სრულ კონდიციამდე გაუმშრალი), თხილში ვრცელდება ობის შემცველი სოკოვანი წარმონაქმნები. ისინი ჯანმრთელობისთვის საშიშ შენაერთებს, სუპერკარცენოგენურ აფლოტოქსინებს შეიცავენ, რომელმაც შეიძლება, ხშირი და ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში,  გამოიწვიოს ღვიძლისა და  თირკმლის უჯრედების ნეკროზი (კიბო). ასეთი თხილის მოხმარება და გაყიდვა კი აკრძალულია. თხილის გადამუშავებისა და შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიები არ იძლევა შესაძლებლობას, მთლიანად ავარიდოთ თავი ამ მავნე  ნივთიერების წარმოქმნას.

მიკროტოქსინები _ ეს არის ობიანი სოკოების ცხოველმყოფელობის პროდუქტი. მიკროტოქსინებიდან ყველაზე აქტიურ კანცეროგენს აფლოტოქსინი, განსაკუთრებით აფლოქსინი B1 წარმოადგენს. ეს ტოქსინები თერმულ დამუშავებას არ ექვემდებარებიან. ცდებით დადასტურებულია, რომ ცხოველებში აფლოტოქსინის კანქვეშ ხელოვნურად შეყვანა იწვევს თირკმილს კიბოს.

პროდუქტებში ობის არსებობას და შემდგომ მის განვითარებას თბილი და ნესტიანი გარემო განაპირობებს. ობიანი პროდუქტის იმპორტი  კი ძირითადად თბილი ქვეყნებიდან ხორციელდება.

ბოლო პერიოდში ევროკავშირის სწრაფი რეაგირების სისტემაში, აფლოტოქსინის მარეგულირებელი დეპარტამენტიდან შეტყობინება ძირითადად თურქულ, აზერბაიჯანულ, ამერიკულ თხილსა და მის პროდუქტებზე მოდის.

მავნებელ დაავადებათა მიერ გამოწვეული მსოფლიო დანაკარგი ყოველწლიურად შეფასებულია 74, 9 მილიარდი დოლარით, რომელიც  შეადგენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 40%-ს. ამ დანაკარგების ასაცილებლად ფართო მასშტაბით  გამოიყენება პესტიციდები. მცენარეთა დაცვის ქიმიური  საშუალებებით შენარჩუნებულია 5,5 მილიარდი დოლარის პროდუქცია. ორგანიზმების მოსასპობად, მათი რიცხოვნობის მიუხედავად, მათთან ბრძოლა ითვალისწინებს მოსპობითი ღონისძიებების გატარებას _  ბიოლოგიურ, აგროტენიკურ და სხვა ინტეგრირებულ ბრძოლას,  რაც აკმაყოფილებს  ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და ტოკსიკოლოგიურ   მოთხოვნებს.

გასათვალისწინებელია, რომ თხილის კულტურა მეტად მგრძნობიარეა ქიმიური პრეპარატების  მიმართ. პრეპარატების არასწორად შერჩევამ, კონცენტრაციის თვითნებურად გაზრდამ შეიძლება, გამოიწვიოს   ფოთლების სიდამწვრე, ზრდის შეჩერება, ნაყოფის დეფორმირებული განვითარება და ნაადრევი ცვენა.

საშემოდგომო ბრძოლა თხილის მავნებლების წინააღმდეგ

შემოდგომაზე  თხილის პლანტაციებში  გატარებულ უნდა იქნეს მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის შემდეგი მეთოდები:

კარანტინული  ღონისძიებები:

1. დასარგავი მცენარეები არ უნდა იქნას ამოღებული ისეთი ნაკვეთებიდან, სადაც  გავრცელებულია მავნებელი.

2. ნერგები შემოწმებული უნდა იქნეს სპეციალისტის მიერ, რომ დაზიანება მავნე ორგანიზმებით არ გადავიდეს ახალგასაშენებელ ნაკვეთში;

3. თხილის გაშენების წინ ჩატარდეს ნაკვეთის ნიადაგის ქიმიური ანალიზი.

აგროტექნიკური,  სანიტარულ-პროფილაქტიკური, ჰიგიენური ღონისძიებები

აუცილებელია:

1. დაზიანებული ტოტების გასხვლა, ნაკვეთიდან გატანა და დაწვა.

2. ენტიმოლოგიური სარტყლების გამოყენება.

3.  თუ თხილის ნაკვეთში  გავრცელებულია თხილის ცხვირგრძელა, მაშინ  ის უნდა დაიტბოროს წყლით, რომ დახოცილ იქნეს ნიადაგში მოზამთრე მავნებლის  ჭუპრები.

4. ყველაზე მეტი რიცხოვნობით ჩვენში გავრცელებულია თხილის კვირტის მეგალე ტკიპა. მის მიერ დაზიანებული კვირტები დეფორმირებულია (თითოეულ კვირტში 30 000 ცალი ტკიპაა). ამიტომ დაზიანებული კვირტები უნდა შეგროვდეს ხელითაც. უნდა მოხდეს  ნაკვეთიდან გატანა და დაწვა.

ქიმიური მეთოდი

ტარდება მაშინ, როცა მავნებელი აქტიურია, ბევრია და ანადგურებს მცენარის რომელიმე ნაწილს. შემოდგომაზე  აქტიურია მხოლოდ კვირტის მეგალე ტკიპა.  ამ ტკიპის  კვირტიდან გამოსვლა ხდება მცირე ხნით მზიან ამინდში, იმიტომ, რომ ახალ (დაუზიანებელ) კვირტში  შევიდეს.  ამ შემთხვევაში მავნებლის საწინააღმდეგოდ შეიძლება გამოვიყენოთ აკარიციდებით შესხურება (ენვიდორი ან ნეორონი ან მასაი ან ტალავი ან კორსაიდი) 0,1 %-იანი  ხსნარი + რომელიმე ფუნგიციდი (პროფილაქტიკური მიზნით). უნდა  გვახსოვდეს, რომ პესტიციდი ნაკლებად აღწევს  კვირტში მოთავსებულ ტკიპებამდე!

შენიშვნა _ ქიმიური შესხურება თხილში შეიძლება ჩატარდეს პირველი აპრილიდან ივლისამდე ან 2 ივლისიდან (საჭიროების მიხედვით).  ერთ ჰა-ზე საჭიროა 2000 ლიტრი სამუშაო ხსნარი. პესტიციდები შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, ორიგინალური შეფუთვით. პესტიციდებთან მუშაობისას აუცილებლად დაიცავით უსაფრთხოების წესები.

ანგელინა ნიკოლაიშვილი,
ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური რექტორი



ეგზემა ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს რთული დაავადება უფრო მემკვიდრეობითია; შესაძლოა,
მიუხედავად უამრავი  თანამედროვე პარფიუმერული საშუალებებისა, არა ერთი ადამიანი უჩივის თმის
ახლა ზამთრის პერიოდია და განსაკუთრებით უჭირს მშრალ კანს, რასაც ქალბატონები
მოახლოებული ახალი წელი მსუყე და მრავალფეროვან სუფრასთან გვიხმობს. ხშირად ყველას
ავიღოთ ხუთი კბილი ნიორი. დავჭრათ წვრილად. ჩაყარეთ ქილაში, დაასხით ნახევარი

ოხრახუში

2012-03-15 08:30:41
აუმჯობესებს მადის, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, არის შარდმდენი და