ჩვენი რჩევები

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვება და საკვებწარმოება

  2016-12-08 14:10:42

რძის წარმოების ეფექტიანობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კარგი საკვები და ფურის სწორად კვება.  წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში ცხოველთა კვებაზე გაწეულ დანახარჯებს 70%-ზე მეტი უკავია.

საკვებსა და კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხოველთა ჯანმრთელობის შენარჩუნების საქმეში _ დაავადების 50% არის ელემენტარული ხასიათის, ხოლო არგადამდები დაავადებების 95% დაკავშირებულია საკვების ხარისხთან და კვებასთან. უკმარისი კვების პირობებში ცხოველი სუსტდება, რაც იწვევს სხვადასხვა დაავადებისადმი მათი ორგანიზმის  რეზისტენტულობის დაქვეითებას.

ფურის კვების სწორი ორგანიზაცია ითვალისწინებს საყუათო ნივთიერებით, მინერალური მარილებით და ვიტამინებით ორგანიზმის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. არასრულფასოვანი, დაუბალანსებელი ულუფით კვებისას ცხოველი თავისი სხეულიდან ხარჯავს იმ ნივთიერებებს, რომელთა დეფიციტი არის ულუფაში, რომლის შედეგად აღინიშნება ორგანიზმის გაღარიბება და რაც უფრო დიდხანს გრძელდება ასეთი კვების პერიოდი, მით უფრო სუსტდება ცხოველი, ქვეითდება მისი პროდუქტიულობა,  აღწარმოების უნარი.

საკვები ულუფის შედგენა უნდა მოხდეს გარკვეული ცხოველის ცოცხალი წონის, ასაკის, დღიური მონაწველის,  რძეში ცხიმის შემცველობის და ნაკვების მიხედვით,  რომლის გათვალისწინებითაც დგება მოთხოვნილების შესატყვისი საკვები.

სხვადასხვა ცოცხალი მასის და სარძეო პროდუქტიულობის  მქონე  მეწველი ფურებისთვის,  ხუთი სახის საკვებისგან შედგენილი ტიპური ულუფის შემადგენლობას,   შემოდგომა-ზამთარში ბაგურად შენახვისთვის, საორიენტაციოდ  გაწვდით ცხრილს:

დამატებით კარგია მზესუმზირის შროტი.

საკვები ულუფის შედგენისთვის უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი იაფი საკვები საშუალებები, მათ შორის,  ბუნებრივი სათიბების თივა, მარცვლეულის გადამუშავებისას და მცენარეების სხვა ანარეკლები, ამასთან რაც უფრო მაღალია ფურის მონაწველი, მით უფრო მრავალფეროვანი და ხარისხიანი უნდა იყოს მის ულუფაში შემავალი საკვები.

კუჭ-ნაწლავის სისტემის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ფურების ულუფა შეიცავდეს მოცულობიანი (მწვანე, წვნიანი და უხეში) საკვების საკმარის რაოდენობას. ამასთან, მწვანე წვნიანი საკვების  რაოდენობის გაზრდისას, უხეში საკვების ხვედრითი წილი  ამცირებს მის რაოდენობას 40-50 %-მდე.

კუჭის აშლილობის თავიდან ასაცილებლად და შეჭმული საკვების მონელებადობის გასაუმჯობესებლად,  საძოვრებზე  გადასვლის პირველ დღეებში, დილით, საძოვარზე გასვლამდე, ფურებს დღიურად უნდა მივცეთ 1-2 კგ უხეში საკვები.

ულუფაში პროტეინის  დანაკლისის შესავსებად  მნიშვნელოვანი წყაროა პარკოსანი ბალახების თესვა-მოყვანა, რომელიც ცხოველს უნდა  მივცეთ გათიბული, შეჭკნობის შემდეგ. მნიშვნელოვანია ულუფაში კონცენტრატის  რაოდენობა გაიზარდოს  ეტაპობრივად, 1/5 კგ. დღეში , ვინაიდან მოგებიდან პირველი ორი-სამი თვის მანძილზე, ფურს უჭირს ერთბაშად მოინელოს დიდი რაოდენობით კონცენტრატი.

თამაზ კილაძე,
ვეტექიმი



ეგზემა ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს რთული დაავადება უფრო მემკვიდრეობითია; შესაძლოა,
მიუხედავად უამრავი  თანამედროვე პარფიუმერული საშუალებებისა, არა ერთი ადამიანი უჩივის თმის
ახლა ზამთრის პერიოდია და განსაკუთრებით უჭირს მშრალ კანს, რასაც ქალბატონები
მოახლოებული ახალი წელი მსუყე და მრავალფეროვან სუფრასთან გვიხმობს. ხშირად ყველას
ავიღოთ ხუთი კბილი ნიორი. დავჭრათ წვრილად. ჩაყარეთ ქილაში, დაასხით ნახევარი

ოხრახუში

2012-03-15 08:30:41
აუმჯობესებს მადის, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, არის შარდმდენი და