კარმიდამო ჩემი

ქართული აბრეშუმის ასაღორძინებლად

მარინე ჩიხლაძე  2016-12-08 14:12:30

საქართველო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში აბრეშუმის ძირითადი მწარმოებელი ქვეყანა იყო. გასულ საუკუნეში ჩვენთან არსებობდა უამრავი აბრეშუმსაქსოვი საწარმო. მათ შორის იყო ოზურგეთის აბრეშუმის ფაბრიკა.

ქართული აბრეშუმის ქსოვილი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპის ქვეყნებში. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყოველგვარი წარმოებაც შეწყდა და მეაბრეშუმეობაც დასრულდა.

დღეისთვის საქართველოში დაწყებულია მოძრაობა მეაბრეშუმეობის აღსადგენად, რაც უდიდეს შრომას და დროს მოითხოვს. კერძოდ, გურიაში, ოზურგეთის ფერმერული განვითარების ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ათასამდე ძირი თუთა დაირგო და დაურიგდა სოფლების მოსახლეობას. ეს პირველი ნაბიჯებია მეაბრეშუმეობის განვითარების გზაზე და ხუთი წლის შემდეგ, როცა თუთის დღევანდელი ნარგავები ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი თუთის აბრეშუმხვევიას, იგივე აბრეშუმის ჭიის მოშენება.

 ზოგადად, თუთის აბრეშუმხვევიას მოშენება ჩინეთში დაიწყეს, ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინ. მისი გავრცელება ამიერკავკასიაში მეხუთე საუკუნიდან იწყება. წყაროებში მოხსენიებული "ჭიჭნაური-ჭიჭნახუტი" აბრეშუმსაც აღნიშნავდა და აბრეშუმის ქსოვილსაც. ჩვენში ფართოდ იყო გავრცელებული აბრეშუმის ძაფის ამოხვევის, დართვისა და ქსოვის კულტურული წესი. საბჭოთა პერიოდამდე აბრეშუმის პარკში ჭუპრის მოსაკლავად, პარკს მზეზე დაყრიდნენ ხოლმე. მერე მდუღარეში ჩაყრიდნენ ნაწილ-ნაწილ და ძაფს ამოახვევდნენ საგანგებო ხელსაწყოზე. ამოხვეულ ძაფს ფირფიტაზე გადაახვევდნენ და თითისტარზე დაართავდნენ. თუ საჭირო იყო, ცალწვერა ძაფს ორ ან სამ წვერად ამოახვევდნენ  სპეციალურ საძახავზე. დაძახულ ძაფს იდაყვზე გადახვევით დაგორგლავდნენ და მერე ხდებოდა მისი ნაცარწყალში დალბობა და გამოხარშვა. ძაფი ასე რბილდებოდა და თეთრდებოდა.

ახლახან ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთში უკვე იწყება აბრეშუმის ფაბრიკის ამუშავება, რაც ნაჩქარევი ინფორმაციაა და სინამდვილეს არ შეეფერება. თუმცა, ტრადიციული დარგის აღორძინებას, როგორც ზემოთ  აღვნიშნეთ, უკვე ცდილობს ადგილობრივი ხელისუფლება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის გიგა ხარაბაძის ინფორმაციით გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში, ჯერჯერობით, ნედლეული იმისთვის, რომ  აბრეშუმის  წარმოება დაიწყოს,  არ არის. 

_ ოზურგეთში, კომუნისტების პერიოდში მომუშავე აბრეშუმის ფაბრიკის შენობის კედლებიღაა დარჩენილი, უფრო სწორად _ კორპუსი. ფაბრიკა რომც იყოს, ნედლეულის ჩამოტანა უნდა მოხდეს შუა აზიიდან, რაც ადვილი სულაც არ არის და წამგებიანი იქნება. მე პირადად მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით, ეს საუბარი ნაადრევია. გასულ წელს 10 ათასი ძირი თუთის დარგვა მოხდა, რაც იმის ნიშანია, რომ ტრადიციული დარგის აღორძინებისთვის ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენი სამსახურის და კონკრეტულად გამგებლის მუშაობა და ყურადღება მიმართულია იქითკენ, რომ  გადაიდგას საფუძვლიანი ნაბიჯი ტრადიციული დარგის აღსადგენად. ჩვენ ამ საქმეს სტარტი მივეცით, თუმცა წინ ხანგრძლივი და ორგანიზებული მუშაობა გველის. მომავალ გაზაფხულზეც უნდა ჩამოვიტანოთ და დავრგოთ ათასობით ძირი თუთა, რამაც სამი წლის შემდეგ მაინც შედეგი უნდა მოგვცეს. როცა თუთის მცენარე მოძლიერდება, მერე აბრეშუმის ჭიის ჩამოტანაც არ იქნება ძნელი საქმე. მთავარია, ნედლეულის ბაზა შეიქმნას. ეს, ვიმეორებ, ორი დღის ან ორი წლის შუალედში არ მოხდება, თუმცა სტარტი აღებულია და დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, გურიაში ტრადიციული დარგი  აღორძინდება და ძველ დიდებას მეტი ელვარებით დაიბრუნებს, _ გვითხრა გიგა ხარაბაძემ.



ეგზემა ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს რთული დაავადება უფრო მემკვიდრეობითია; შესაძლოა,
მიუხედავად უამრავი  თანამედროვე პარფიუმერული საშუალებებისა, არა ერთი ადამიანი უჩივის თმის
ახლა ზამთრის პერიოდია და განსაკუთრებით უჭირს მშრალ კანს, რასაც ქალბატონები
მოახლოებული ახალი წელი მსუყე და მრავალფეროვან სუფრასთან გვიხმობს. ხშირად ყველას
ავიღოთ ხუთი კბილი ნიორი. დავჭრათ წვრილად. ჩაყარეთ ქილაში, დაასხით ნახევარი

ოხრახუში

2012-03-15 08:30:41
აუმჯობესებს მადის, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, არის შარდმდენი და