(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 24 აპრილს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიასთან უბედური შემთხვევა მოხდა _ ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც იქვე მცხოვრები ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა: “დაახლოებით დღის 4 საათი იქნებოდა, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა. ჩემი მეზობელი ქუჩაზე გადადიოდა და მანქანამ გაიტანა. სამწუხაროდ, იგი ადგილზევე დაიღუპა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ჩაბარდა,” _ გვითხრა გარდაცვლილის ახლობელმა.
“გურია ნიუსი” გულისტკივილს გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ახლობლებს.