დაკავებულების მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის” მორიგი პრაიმერი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა. ღონისძიების დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობის” მოწინააღმდეგეებმა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მათ წყლით სავსე ბოთლები დაუშინეს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მანქანებს, ასევე შეეცადნენ კორდონი გაერღვიათ, თეატრის შენობაში შესულიყვნენ და პრაიმერი ჩაეშალათ.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს სპეციალური კორდონის მოწყობა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა პრაიმერის მონაწილეთა და დელეგატთა შენობაში შესვლა.































































