საპენსიო სააგენტოს 31 აგვისტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 548 ათასი ადამიანია.
2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 12,516-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 45.9 მლნ ლარი.
საპენსიო აქტივების ღირებულება კი შეადგენს 5.5 მლრდ ლარს, მათ შორის საინვესტიციო ამონაგებმა 1.23 მლრდ ლარს გადააჭარბა.