საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და ენერგეტიკის საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრას ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა აღნიშნა საუბარი შეეხო ალტერნატიული ენერგიის გამოყენებას, ზამთარში ძაბვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ქვესადგურების მდგომარეობის გაუმჯობესებას. მისივე განცხადებით არსებობს ქუთაისის ქსელის ოპტიმიზაციისა და ენერგიის ეფექტურად გამოყენების პერსპექტივაც.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved