სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მერია ვალდებულია ისინი დაუყოვნებლივ აღადგინოს სამსახურში და განაცდური აუნაზღაუროს.
საუბარია ქუთაისის მერიის სამაშველო სამსახურის ყოფილ უფროსზე კახა მაჩიტიძეზე. არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე თამაზ გიორგაძესა და კონტროლის განყოფილების უფროსზე კობა გაბიანზე. სასამართლო პროცესი მოიგო ასევე სახანძრო და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვალერი ხარატიშვილმა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ სამსახურებში.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერიის პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომლის თეონა ჭეიშვილის სარჩელი, რომელიც, როგორც ჩვენთან აცხადებს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.