“საზოგადოებას დვანელი ბავშვების დასახმარებელ საქველმოქმედო აქციაში ჩაბმას ვთხოვთ, უკვე განცხადებაც გავავრცელეთ. იმედი მაქვს, ამჯერადაც გაერთიანდება საზოგადოება და ერთად დავდგებით სიკეთის საკეთებლად.
სტუდენტურ მოძრაობა “ანტიპოდებს” გვსურს დვანელ ბავშვებს დავეხმაროთ. ამისთვის ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას და გვინდა მოვაგროვოთ: სათამაშოები, წიგნები, რვეუელბი და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც მათ სჭირდებათ. ამისთვის აუცილებელია თქვენი დახმარება, ვისაც რაიმე ნივთი გაქვთ, რომელიც ამ ბავშვებს გამოადგებათ, მოგვაწოდეთ და ამ ყველაფერს ჩვენ, სტუდენტური მოძრაობა, შაბათს ბავშვებს დვანში წავუღებთ, რომ ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ ის ყოფა, რომელშიც „მცოცავი ოკუპაციის“ გამო აღმოჩნდნენ.
6 ოქტომბერს დვანში ვიყავით და ვნახე რა სიტუაციაა იქ. სწორედ ამიტომ დაგავწყვიტეთ ამ საქველმოქმედო აქციის ჩატარება,” _ უთხრა “გურია ნიუსს” თორნიკე ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ყველა უნივერსიტეტში დადგმულია ყუთები, სადაც დახმარების მსურველებს ნივთების მიტანა შეუძლიათ. ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს და ნივთები პირადად მიაწოდოთ:
თორნიკე ჩიქოვანი 555 33 71 18
ზურაბ ულუმბელაშვილი 551 16 77 43
ბერდია ბერიძე 598 21 48 97