_ ბოლო ინტერვიუში გვითხარით, რომ ბურჯანაძე არა მარტო მეორე ადგილზე, პირველზეც კი შესაძლებელი იყო რომ გასულიყო, ახლა რას ფიქრობთ?
_ არ ვიცით რა მოხდა, ყუთების გახსნისა და ხმის დათვლის დროსაც ყველა გაოცებული დარჩა, ჩვენ ველოდით, რომ უკეთესი შედეგი გვექნებოდა. კომისიის წევრებიც კი გაოცებას ვერ მალავდნენ.
_ როგორ შეაფასებთ ზოგადად საპრეზიდენტო არჩევნებს?
_ გარკვეული დარღვევები იყო, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ის შედეგეზე რამე გავლენას მოახდენდა.
_ რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თქვენი მოლოდინის მიუხედავად “ნაციონალების” კანდიდატმა გაჯობათ ლანჩხუთში?
_ ეს მოსალოდნელი იყო, ამჯერად მეტს ვერაფერს გიპასუხებთ, ჯერ მიმდინარეობს ჩვენს სათაო ოფისში თათბირი, ამის შემდეგ გვეცოდინება როგორ უნდა ვიმოქმედოთ.
_ უბნის მონაცემების მიხედვით თუ დაფიქსირდა სადმე ბურჯანაძის ხმათა უმრავლესობა?
_ პირველი ადგილი ვერსად გავედით, მაგრამ მამათში ბურჯანაძე მეორე ადგილზე გავიდა და ბაქრაძეს გადაუსწრო. ეს ერთი უბანია, სადაც მეორე ადგილი მოვიპოვეთ.
საუბარში შტაბის წევრი კოტე ქანთარია ჩაერთ, რომელმაც განაცხადა, რომ მათი მეორე ადგილზე გასვლა სრულიად შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა ის მოგზავნილი ხალხი, ვინც არჩევნების წინა სოფლებში მთელი საქართველოს მაშტაბით ამომრჩეველს მიუგზავნეს თუმცა არ დაუკონკრეტებია ლანჩხუთში ვის გულისხმობდა.